Sunday, January 13, 2013

თხა - რქა, კურო, ლომი - ზოოპარკია ფაქტიურად

მართალია ბევრი ადამიანისთვის ასტროლოგია სისულელესთან და ტყუილთან, ან სულაც თვითშეგონებასთან ასოცირდება, თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ ცაზე გამოკიდულ მბჟუტავ ობიექტებს მართლაც აქვთ ძალა და გავლენა ჩვენს სამყაროზე.

რისთვის გავაკეთე ეს შესავალი იცით?
მინდოდა მომეყოლა იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს "მეპატრონეებთან" მქონია ურთიერთობა (რომანტიულიც და არც ისე) და როგორი შთაბეჭდილება დამრჩა.

გეთანხმებით ზოდიაქოს ნიშნით ადამიანების გამორჩევა არ არის კარგი ტონი და მანერა, სამაგიეროდ სახალისო და განსხვავებულია.



აბა პარტნიორებს მხოლოდ დამპლებად, დეგენერატებად და ხისთავიანებად როდემდე უნდა ვყოფდეთ??

ხოდა, რას ვამბობდი, გეტყვით რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა და "გაცნობითი სამუშაოები". სასაცილოა, მაგრამ ყველა მათგანის ზოდიაქოთი სულ ახლახანს დავინტერესდი და გამეცინა, ზოგიერთი მახასიათებელი იმდენად ზუსტად, შეუცდომლად და წარმოუდგენლად მოერგო მათ, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ზოგიერთი კი არა თითქმის ყველა მეთქი.

შეიძლება ეს ზოდიაქო ჩვენი არც ისე გამოკვეთილი ორიგინალურობისა და ძლიერი მსგავსების გასამართლებლად გვინდა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ის არსებობს და გვაძლევს საშუალებას ყველა ადამიანს ცოტა უფრო განსხვავებული თვალით შევხედოთ.

ზოდიაქო რომლის წარმომადგენლებთანაც საერთოდ არ მქონია შეხება, როგორც პარტნიორებთან/თაყვანისმცემლებთან და მსგავსი სტატუსის მატარებლებთან არიან: ტყუპები, კუროები, მშვილდოსნები და თევზები.


ერთობ უცნაურია, მაგრამ მორიელების ერთ ნაწილთან ურთიერთობა მთლად სასიამოვნოდ არ მახსენდება, მეორე ნაწილთან კი ძალიან საინტერესო თავგადასავლები მქონდა.

უცნაური შემთხვევები არიან თხის რქები და ვერძები, იცით როგორი ურთიერთობები ამეწყო მათთან?? ძალიან სწრაფი, მძაფრი, საინტერესო, თავგადასავლებით სავსე და მაინც რაღაც აკლდა ამ ყველაფერს.

ყოვლად უცნაური ხალხი აღმოჩნდა სასწორები, რაღაცით თავმოუბმელები, თუმცა სათნოები და ფრიად სასიამოვნოები.

რა თქმა უნდა გამონაკლისებიც არსებობენ, რომელიც ამ დახასიათებაში არ ჯდება, თუმცა მაინც ძალიან საინტერესოა სტატისტიკისთვის.

ძალიან მახალისებს ზოგჯერ რაღაცეების დალაგება განსხვავებული  მახასიათებლების მიხედვით, ეს ყველაფერს ერთი ორად საინტერესოს ხდის.



2 comments:

  1. ქალწულები არ გყვარებია შენ :)

    ReplyDelete
  2. და სხვათაშორის ალწულების მახასიათებლები ემთხვევახოლმე ყველაზე ხშირად!!!! :)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!