Friday, December 28, 2012

ნიბირუ მაზილა - ტყუილად მქონდა იმედი - 2012 შეჯამება!

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კომეტა მოფრინავდა, მოფრინავდა და თქვენ წარმოიდგინეთ არ მოფრინდა, ამიტომ 2012 წელსაც მიწევს წლის შემაჯამებელი პოსტის დაწერა.

ისე იმედი მქონდა დავიხოცებით ყველა და არ მომიწევს ეს მეთქი, მაგრამ რა ვქნათ, ისტორიას უნდა დარჩეს ამბავი 2012 წლისა (მოკლედ და საინტერესოდ წარმოდგენილი)

2012 წელი ძალიან აქტიურად დაიწყო, თებერვლიდან მეცხრე არხში ვმუშაობ და ძალიან რთული და ექსტრეmალური რეჟიმი მქონდა მთელი წელი.
 სიტუაცია იმდენად გიჟური იყო, რომ ზოგჯრ ვათენებდი და ვაღამებდი სამსახურში, თუმცა გეტყვით-ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნახვა და საკუთარ ტყავზე გამოცდა მომიწია. 


უმაგრესი გუნდი, რომელთან ერთადაც ვმუშაობდი (ბოლო პერიოდამდე, სანამ ცვლილებები დაიწყო) ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე, მათი მადლობელი ვარ!


იქიდან გამომდინარე, რომ მთელი წელი სამსახურში გავატარე, მაინც მოვახერხე რამოდენიმეჯერ გაძვრომა ცოტა დასასვენებლად.

ეს ცოტა გავატარე ბათუმში ავტო შეჯიბრებზე - ბრიჯსტოუნის თასი და Xtreme ფესტივალი.


ვიყავი სამი დღით პრაღაში, როდესაც ბაკოს სიურპრიზი გავუკეთე და მის  Graduation-ზე ჩავედი საჩუქრად ♥ ძალიან გიჟური თავგადასავალი იყო, ძალიან. უდიდესი სიამოვნება მივიღე, მიუხედავად ყველაფრისა.

შემდეგ უკვე ბაკო დაბრუნდა საქართველოში 4 წელი აქ არ ყოფნის შემდეგ(ამდენი ხნის შემდეგ წელს პირველად აღვნიშნეთ დაბადების დღე ერთად).


ამ წელს იყო დეას "ქორწილი", უფრო სწორად წეიმაიმუნეს რაცხა : )


წელს ავიხდინე ორი ოცნება - გავიკეთე პირველი სვირინგი და დრედები - ჩემს აღფრთოვანებას არ აქვს საზღვარი. ძალიან მომწონს ორივე(გეგმაში კიდევ არის რაღაცეები, თუმცა მაგაზე შემდეგ წელს).


ამ ყველაფერს ერთწლიანი უწი პუწობაც ემატება ჩემს ბიჭთან. ამ ურთიერთობაზე ცალკე შეიძლება მთელი ნაშრომის დაწერა, მაგრამ მეზარება და ჯერ მენანება გამოსამზეურებლად ♥

სულ დამავიწყდა იმის თქმა, რომ "ერთ დროს დაქალები ვიყავით"-ს ნამდვილად მოაკდლა ერთი დაქალი, რომელიც გერმანიაში წავიდა და გათხოვდა, ახლაც იქ არის და მგონი ჯერ კმაყოფილია.


ვფიქრობ ძააალიან პროდუქტიული და შეგრძნებებით დახუნძულული წელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელაც ვერ დავიძნე მთაში, საძილე ტომარაში გახვეულმა - მაინც ბედნიერი და კმაყოფილი ვარ.

მაქვს დაუსრულებელი საქმეები, თუმცა იმედი მაქვს შემდეგი წლის დასაწყისშივე მოვუვლი მაგ ყველაფერს და ჩემი გადავსებული მოთმინების ფიალა ისევ ნორმალურ ზომასა და მდგომარეობას დაუბრუნდება.

კიდევ ბევრი ბევრი გეგმები მაქვს 2013 წლისთვის, სადაც ახალ ზელანდიაში მოგზაურობაც ჩავწერე, ვნახოთ რა იქნება.


მაიას ტომი შეცდა პროგნოზებში, ან ჩვენ ვერ განვვითარდით იმდენად, რომ ამოგვეცნო რა ამოიცნეს მათ, მანამდე სანამ ჩვენ ამოვიცნობდით რამეს, მათ მიერ ამოცნობილ ინფორმაციაში. 
ჰუჰ, მე  თვითონ დავიბენი, როგორც არის დედამიწა აგრძელებს არსებობას და ჩვენც, ვისაც სუიციდი არ გვაქვს გეგმაში, ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ მიმდინარე პროცესებს.

Friday, December 07, 2012

ეტაპი - გარდაცვალება

ნამდვილად არ ვიცი რა ქვია, მაგრამ ახლობელი ადამიანების დაკარგვის შიში მაქვს.

ზოგჯერ ვერაფრით წარმოვიდგენ რა და როგორ იქნება მაშინ, თუ ისინი გარდაიცვლებიან.

არადა უცნაურია სამყარო, ზოგჯერ ადამიანები აი ასე აიღებენ და კვდებიან.
არც ერთხელ არ მინერვიულია და მიფიქრია იმაზე, რომ მოვკვდები. ამ თემაზე მეტად ის მაწუხებს (დიდი ხანია) ჩემთვის ძალიან ძირფასი  ადამიანები რომ გარდაიცვალონ საჭირო დროზე ადრე. 
(თუმცა ვინ იცის როდის და როგორ არის საჭირო გარდაცვალება და საერთოდაც რისთვის კვდებიან ადამიანები?)

ჩემს ორგანიზმს ერთი უჩვეულობა დასჩემდა (ბებიის გარდაცვალების შემდეგ, ეს კი საკმაოდ დიდი ხნის წინ იყოს) - ახლობელი ადამიანის გარდაცვალებას რომ ვიგებ, ჩემი ტვინი არაფრით არ აღიარებს ამ ფაქტს.
 აბსოლუტურად ვერ ვიაზრებ და სანამ კუბოს კიდეს არ მივადგები ვერც კი ვდარდობ, იმდენად ბლოკავს ჩემი ცნობიერება ამ ინფორმაციას.



საკმაოდ დიდი ხნის გადრაცვლილი ადამიანების მიმართაც კი ისეთი განდა და ემოცია მაქვს ხოლმე, რომ ზოგჯერ მოლოდინიც კი მიჩნდება - იქნებ სადმე ქუჩაში გადავაწდე მეთქი.

ალბათ ასე იცავს ჩემი ნერვული სისტემა თავს გაგიჟებისგან, სხვა ახსნა უბრალოდ არ მაქვს იმისა თუ რატომ ვერ ვიაზრებ ადამიანების გარდაცვალებას? რატომ არ აღიარებს ჩემი გონება იმას, რომ ისინი აღარ არსებობენ დედამიწაზე.

ძალიან, ძალიან რთულია სიკვდილისთვის თვალის გასწორება, მაგრამ კიდევ უფრო რთულია ჭირისუფლისთვის სათქმელი სწორი სიტყვების მოფიქრება.

ვფიქრობ დუმილი ყველაზე მეტად ამკობს გარდაცვალებას.

In Loving memory of EKO ♥