Sunday, March 25, 2012

მაია წყნეთელი - Women's History Month

ამერიკის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ ქალთა ისტორიის თვისადმი მიძღვნილ საუკეთესო ამბების კონკურსს.

ყველა ბავშვის ოცნება ალბათ ისაა რომ იყო გმირი, ხოლო იმ ბავშვების ოცნება, რომლებიც თავგადასავლების მოყვარულები არიან, კიდევ უფრო ძლიერია ამ კუთხით.

მაია წყნეთელის ამბავი ბავშვობაში ჯერ ფილმიდან შევიტყვე, ხოლო შემდეგ უკვე სხვადასხვა ხალხურმა თქმულებებმაც შემაყვარეს.

ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იმაში, თუ როგორ ვირჩევთ გმირებს, არის ის თუ როგორ ვხედავთ საკუთარ დანიშნულებასა და გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ.

ამბავი 20 წლის გოგონაზე , რომელიც იმდენად ძლიერი და შეუპოვარი იყო რომ ”მათე ბიჭად” იქცა და მეფის კარზე საგმირო საქმეებს ჩადიოდა ყველაზე დიდი ბიძგი იყო იმისათვის, რომ რამე დამეჩემებინა და ზუსტად ის გამეკეთებინა, რაც არ უნდა ყოფილიყო ამის ფასი.

სხვადასხვა წყაროებში  მაია წყნეთელზე სხვადასხვა რამ წერია, თუმცა ყველა ერთხმად აღნიშნავს იმას რომ ასეთი საგმირო საქმეები მართლაც იყო ჩადენილი ვინმე მაიას მიერ, რომლის არც ზუსტი წარმომავლობა იყო ცნობილი და არც რაიმე სხვა დეტალები.

imgმიუხედავად ამისა ასეთი ამბები ძალიან ძლიერად მოქმედებდა ჩემზე ყოველთვის. ვფიქრობ ჩემში კიდევ უფრო დიდი სიმპატია სწორედ იმან გააჩინა, რომ ამბავი მაია წყნეთელზე არც მაშინ სრულდება ამბავი,როდესაც ის მეფის კარს ტოვებს და ანონიმად სახლდება ერთ ერთ სოფელში, ხოლო უკვე მოხუცებული არ ღალატობს იმას, რისთვისაც მთელი ცხოვრება იბრძოდა და ისევ ერთვება გამათავისუფლებელ ბრძოლაში , რომელიც მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდება.ასეთი თავდადება და მონდომება ჩემში დღემდე ენით აუწერელ აღფრთოვანებას იწვევს (მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე ვიაზრებ -  შესაძლებელია ეს ამბავი მხოლოდ ქართველი ერის წასახალისებლად და საბრძოლო სულის ასაღორძინებლად შეიძლებოდა ყოფილიყო მოგონილი)

მათე ბიჭის გმირობების ჩამონათვალში, ხალხურ თქმულებაში უამრავი სხვადასხვა სახის ამბავია მოთხრობილი – თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის იყო, რომ მას მეფის უზარმაზარი ნდობა ჰქონია ეს კი 20 წლის გოგოსთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იქნებოდა, რომელსაც უმკლავდებოდა წარმოუდგენელი ძლიერებით.

ვფიქრობ ჩემს მიზანდასახულობასა და მონდომებაზე ამ ისტორიამ საკმაოზე დიდი გავლენა მოახდინა, ძალიან ძლიერად ჩამებეჭდა თავში, რომ ყველაფერი შეიძლება გააკეთო ოღონდ ეს სიმართლეს და სამართლიანობას უნდა ემსახურებოდეს.

ხალხური თქმულებები ქალთა წარმატებასა და გმირობებზე უფრო მეტად ახდენს გავლენას, რადგან ყველას გვასწავლიდნენ და ვფიქრობ დღემდე ასე გვასწავლიან, რომ ქალი სუსტის სქესია და მას არ ახასიათებს იმდენად ძიერი საქციელები რომ გამოირჩეოდეს მასაში.

ვფიქრობ მაია წყნეთელზე ბავშვური შეყვარება ჩემი წინააღმდეგობრივი ნატურისა და მეამბოხის მონაცემების ბრალია.

მათე ბიჭი იყო და ალბათ არის ჩემი ბავშვობის ყველაზე საინტერესო გმირი ქართული თქმულებებიდან.

Tuesday, March 20, 2012

Jump & Freeze – ცხელი განწყობა

380671_2778652235370_1530061495_31962300_586831659_nთავზეხელაღებული ადამიანებისთვის თავზეხელაღებული მოქმედებები არსებობს – ისეთი რომელზეც ყველა დანარჩენი დანანებით იტყვის ”გაუფრენიათო”

 

 

ზუსტად ასეთი თავზეხელაღებული ივენთი მოეწყო გუდაურში 18 მარტს.     

 

 

63 სრულიად ჩვეულებრივი საღად მოაზროვნე ადამიანი (ძირითადად ახალგაზრდები, დედაჩემი და მისი მეგობარი) შეიკრიბა სამთო სათხილამური კუროტზე იმისთვის რომ რედ ბულის აქცია ”გადმოხტი და გაიყინეში” მიეღო მონაწილეობა.

483932_327246233990664_154771257904830_878877_1636434058_n

ღონისძიების მიზანი იყო რომ საინტერესო კონცეფციისა და იდეის მქონდე გუნდები (მაქ. 3 ადამიანი) უნდა ჩამოსრიალებულიყვნენ 100 მეტრიან ტრამპლინზე (თხილამურით, სნოუბორდით ან ციგით, ან რაიმე ნებისმერი საშუალებით) და თავით ჩავარდნილიყვნენ ცივი წყლით სავსე აუზში.

დილიდან გუდაური ჟრიამულით აივსო. 1000 ჩაცმული ხალხი დარბოდა წინ და უკან, ემზადებოდა გამოსასვლელად და იყო გაწამაწია.

422784_370700992952294_200864019935993_1259807_1177516038_n

კვირა დილას გუდაურში შეხვდებოდით : ”მეხანძრეებს”, უმკერდო მედდებს (რომლებიც მედძმები უფრო უნდა ყოფილიყვნენ), ტრანსფორმერებს, ადამიანებს შავებში,შეიხებს და ვინ მოთვლის კიდევ რამდენ უცნაურ გმირს.

485786_3612438077645_1474565925_33617253_2024475641_n

21 გუნდი სუნთქვაშეკრული ელოდებოდა სტარტს, ელოდებოდა ჟიურის კეთილგანწყობას და რა თქმა უნდა მაშველებისა და მყვინთავის დახმარებას საჭიროების შემთხვევაში (მაგრამ ამას გადავრჩით)

ზუსტად 13:00-ზე პირველი მონაწილე დაეშვა ტრასაზე და ტყლაპანი გაყინულ წყალში მოადინა, ივენთი ძალიან ძალიან სახალისოდ მიდიოდა მანადე სანამ წყალმა აუზიდან გაპარვა არ გადაწყვიტა და ელვისებურად არ იწყო კლება.

487727_270595026354089_183271225086470_620452_1308038398_n

სამწუხაროდ ზუსტად შეჯიბრის შუაში ბასეინის მაგივრად დიდი ორმოღა დარჩა , ამიტომ დარჩენილ 10 მონაწილეს არც გადახტომა ხვდა წილად და მით უმეტეს არც გაყინვა.

485905_10150740057298933_576378932_11268433_834781318_n

მიუხედავად ამ გაუთვალისწინებელი მომენტისა ყველაფერმა მაინც ძალიან კარგად ჩაიარა. ბევრი ვიხალისეთ. რედ ბულმა უზრუნველგვყო საკვებით, სასმელითა და საუკეთესო განწყობით რა თქმა უნდა.

319870_10150740056883933_576378932_11268430_1995332204_n

გადმოხტი და გაიყინე იმ ივენთთაგანია რომელიც ჯერ კიდევ გვიტოვებს იმედს რომ ყველაფერი ისეთი მოსაწყენი და პოლიტიზირებული არაა ამ ქვეყანაში როგორც ერთი შეხედვით ჩანს ♥

486876_270596316353960_183271225086470_620521_1475563175_n

Friday, March 16, 2012

ი ACT იურე!!

TimeToActმე არ მჯერა რომ ადამიანები გამოწვევებს უფრთხიან

რა ჯობია იმას როდესაც საკუთარი ძალები უნდა მოსინჯო? გაიგო ვარგისი ხარ თუ არა რაღაც კონკრეტულ საქმეში?

  რა ჯობია იმას როდესაც შენს ხელთ არსებულ ფიზიკურ და ინტელექტუალურ რესურსს სრულყოფილად (ან თითქმის სრულყოფილად) იყენებ?

ყველაფერი რაც მაიძულებს ვიყო ფორმაში, მივყვებოდე გრაფიკს და არ მოვდუნდე – მიყვარს რაღაცნაირად.

შეიძლება ეს დამღლელიც იყოს, ძაბავდეს კიდეც ადამიანს, სტრესს იწვევდეს და ზოგადად ჰქონდეს უარყოფითი მხარეებიც, მაგრამ ვფიქრობ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის რომ დრო ფუჭად დახარჯო და მშვიდი ცხოვრება გინდოდეს.

 

თავგადასავლები, რთული სიტუაციები, გადაწყვეტილების მიღება სტრესულ გარემოში, პასუხსიმგებლობა და სწრაფი ტემპი – საკუთარი პერსონის მნიშვნელოვნებას გაგრძნობინებს.

It is Time To Act ♥

Act Now - Red Button