Tuesday, February 28, 2012

ბაკურიანობა 2012 – გაყინული ექსტრემი ბენზინის არომატით

მაშ ასე ახლა მოგიყვებით კიდევ ერთი ექსტრემალური შეჯიბრების შესახებ, რომელიც ბაკურიანში ჩატარდა 26 თებერვალს.

    18     

”ბაკურიანობა 2012” მოიცავდა ბევრ - ბევრ სხვადასხვა შეჯიბრებას, მაგრამ მე მხოლოდ ოფფ როუდ/მოტო /ბურან –ის ნაწილს გავიხსენებ.

მაშ ასე შეჯიბრი 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ჩვეულებისამებრ (გურჯულად) ზუსტად ერთი საათი დაგვიანდა სტარტი.

შეჯიბრის სახეობა იყო თრაიალი (დროში წრიული ტრასის დაძლევა)

პირველები ბურანები (თოვლმავლები) გამოვიდნენ და გაიარეს ტრასა. როგორც ჩანს მათთვის წინააღმდეგობები საკმაოდ რთული იყო, რადგან მონაწილეები პანტაპუნტით ცვიოდნენ ბურანებიდან, თუმცა დაზიანებების გარეშე და წამოდგომის შემდეგ ისევ აგრძელებდნენ მონაწილეობას.

24

ამ კატეგორიაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილიც მონაწილეობდა(ისიც როგორც ბევრი სხვა მონაწილე ერთ ერთ მოსახვევში ჩამობენტერდა ბურანიდან, თუმცა მაინც გააგრძელა მონაწილეობა).

9

შემდეგ კი დაიწყო უკვე Off – Road შეჯიბრი რომელიც 3 კატეგორიად იყო განაწილებული

  • სტანდარტი – სადაც მანქანები მათი საბურავების ზომის მიხედვით ხვდებოდნენ და არ ჰქონდათ რაიმე სახის ცვლილება – ქარხნული მოცემულობის გარდა.
  • მონსტრები – კატეგორია, რომელშიც ხვდებოდნენ გრძელი ბაზის მქონე ავტომობილები .
  • ექსტრემი – მანქანათა კლასი, რომლებსაც დამატებული ჰქონდათ სხვადასხვა სახის დეტალები თუ ატრიბუტიკა, ქარხნული მოცემულობის გარდა.

შეჯიბრის მიმდინარეობისას გავიხლიჩე შუაზე, ვცდილობდი მეგულშემატკივრა ყველასთვის ვინც ვიცოდი (და არ ვიცოდი) ვინ იყო, თუმცა მთელს ტერიტორიაზე მხოლოდ მე ვღრიალებდი. საქართველოში გულშემატკივრობისა და მხარდაჭერის კულტურა მგონი საერთოდ არ არსებობს.

30

სიმართლე გითხრათ შიგადაშიგ ყვირილი ძალიან რთულდებოდა თოვის გამო, პირი ფანტელებით მევსებოდა და ყელი მეყინებოდა, თუმცა მაინც ვერ ვჩერდებოდი. ნერვიულობისაგან ადგილზე ვხტოდი და ფეხებს ვაბაკუნებდი (ფეხებს რომლებსაც შუადღეზე უკვე საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი)

წარმომიდგენია რა სჭირდათ მსაჯებს, რომლებიც დილა უთენია განაწილდნენ ტრასის გარკვეულ მონაკვეთებზე და საკუთარი პოსტების დატოვება მხოლოდ გვიან საღამოსღა შეძლეს, როდესაც ყველაფერი დასრულდა.

27

მანქანების უმეტესობამ ტრასა დაზიანებების გარეშე დაძლია, თუმცა ერთი მონაწილე (ხნიერა 103 ეკიპაჟი) მაინც დაზიანდა, უფრო სწორად მანქანა დააზიანა, შეენარცხა რა ნამქერს , ამობრუნდა სახურავზე. ყველაფერი კარგად დასრულდა , ყველა გადარჩა და ჯამრთელი და ბედნიერი გამოვიდა ტრასიდან.

გულშემატკივრები ამჯერადაც დარბოდნენ ტრასაზე და სრულიად ვერ აცნობიერებდნენ იმას, რომ მანქანის მძოლები არ ელოდებიან მათ წინ ამომხტარ ადამიანს, შესაბამისად ვერც ვერაფერს მოახერხებენ რამე რომ იყოს და ყველაფერი ფატალური შედეგით დასრულდება.

161

შეჯიბრში ჯამში 56 გაადგილების საშუალება გამოდიოდა, აქედან

  1. თოვლმავლები – 12 მონაწილე
  2. მოტოები – 7 მონაწილე
  3. ოფფ როუდი – 37 ეკიპაჟი

ასეთ შეჯიბრებზე ახლა ბევრად საინტერესოა  დასწრება, რადგან არა მხოლოდ ქართველები არამედ თურქი, სომეხი და აზერბაიჯანელი მონაწილეებიც უკვე ბევრნი არიან ხოლმე, ისინი სხვა მუღამით და სხვა ჟილკით გამოდიან შეჯიბრზე – უცხო ქვეყანაში ადგილობრივების შედეგი უნდა გააუმჯობესონ, ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა ფსიქოლოგიური წნეხია?

ოფფ –როუდის ნაწილის შემდეგ ადგილი სტარტზე ბაიკერებმა დაიკავეს, თუმცა ისინი ძალიან საწყალი სანახავები იყვნენ, რადგან მათი მოტოები აშკარად არ იყო მომზადებული ასეთი ამინდისა და ნიადაგისათვის, თუმცა არც ერთი არ დანებდა და მაინც ბოლომდე გაიარეს ყველა დაბრკოლება , მიუხედავად 1000 გადაყირავებისა და მოცურებისა.

23

მონაწილეების თქმით შეჯიბრს ართულებდა ფხვიერი და გაუტკეპნავი თოვლი, რაც ყოველი მონაწილის გავლის შემდეგ ახალ მიმართულებასა და ლიანდებს იძენდა, ხოლო ყოველი შემდგომი მონაწილე (მანქანის სიმძიმისა და ზომის მიხედვით) ცდილობდა დაეძლია ეს წინააღმდეგობა ან გაეკვალა საკუთარი გზა.

შეჯიბრს პერიოდულად აკლდებოდა მაყურებელი ამინდის გამო, ქარი და ხშირი თოვა ფაქტიურად გაუსაძლისს ხდიდა გულშემატკივრობას.

36

საბოლოოდ გვიან საღამოს იყო დაჯილდოვება , სნოუბორდერებისა და მოთხილამურეების შოუთი რომლებიც დიიდ ტრამპლინზე ხტებოდნენ და საინტერესო სალტოებს აკეთებდნენ.

პრიზები თეგეტა მოტორსმა და კომპანია გალფმა დააწესეს, მხარდამჭერი იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, ხოლო ორგანიზატორი - ექსტრემალური სპორტის ფედერაცია.

ყველაფერი ლამაზი ფეირვერკით დასრულდა, ძალიან მიყვარს როდესაც გამარჯვებულები პედისტალზე დგანან ხოლო უკან სხვდასხვაფრად ელვარებენ ხოლმე ცეცხლის ენები ♥

40

აგერ გამარჯვებულების სიაც კატეგორიების მიხედვით:

კატეგორია სტანდარტი:

1.      გარი გასპარიან (სომხეთი) – (101) – Mitsubishi Pajero

2.      პაატა წაქაძე – (106) – Mitsubishi Pajero

3.      ლაშა გორგაძე – (107) – Mitsubishi Pajero

კატეგორია მონსტრები:

1.      დავით კოზანაშვილი – (202) – Jeep Cherokee

2.      ვასილ გაგნიძე – (205) – Toyota LC prado 78

3.      ლევ უნანოვი – (204) – Toyota Hilux

კატეგორია ექსტრიმი:

1.      სანდრო ცხადაძე – (312) – Toyota LC 80

2.      დავით მამუკაშვილი – (323) – Jeep Wrangler

3.      ვახტანგ ფიცხელაური – (324) – Nissan Patrol

კატეგრია მოტოციკლები:

1.      გიორგი ცისკარიშვილი – (406)

2.      ბესო დევდარიანი – (408)

3.      დავით ლობჟანიძე – (402)

კატეგორია თოვლმავლები:

1.      თემურ ხაჩატურიანი – (507)

2.      ლევან თურმანიძე – (501)

3.      შაკო სირაძე – (508)

პ.ს ფოტო მასალა აღებულია Off-Road.ge – ფორუმიდან!

Saturday, February 25, 2012

თმაში ძალაა! მოუფრთხილდით მას!

ამ ბოლო დროს ვატყობ სამყარომ გადაწყვიტა ჩემი წუწუნი სერვისისა და ზოგადად ქართული მომსახურების თაობაზე აღგავოს და ამიტომ სულ ისეთ დაწესებულებებში ვხვდები, სადაც ყველამ იცის თავის საქმე.

DSC07316

დღესაც ასეთ ადგილას - ჰეარჰაუსში მოვხვდი. 4 შაბათს დავურეკე და ორი ადამიანის ვიზიტზე შევუთანხმდი, ასე რომ შუადღეზე მე და მაო ერთად მივკუსკუსდით.

ჯერ მორიდებულად შევედით შიგნით (ისე მანამდე მისვლისას ცოტა დავიკარგეთ, თავს რომ არ მიაბრუნებ ადამიანი ეგაა რა) დაგვხვდა ქეთი – ყველაზე გაღიმებული და უშუალო ადამიანი ამ ქვეყანაზე (მე მგონი)

DSC07311DSC07312

თავიდან ქეთიმ დაგვისვა კითხვები - რა გვინდოდა, როგორ გვინდოდა და შემდეგ დაიწყ რაც დაიწყო. პირველად ჩემი თმისთვის ფერის შერჩევა იყო რიგში, მერე დედას ვარცხნილობა.

მინდა გითხრათ გოგოებმა ბევრი იფიქრეს როგორ უნდა აერიათ საღებავები იმისათვის, რომ ჩემი თუთიყუშის კუდი ერთ მთლიან ფერზე დაესვათ, შემდეგ კი თვითონ პროცესი დაიწყო.

DSC07328DSC07329

დედა უცებ მორჩა ვარცხნილობის შესწორებას და მერე ნახევრად მძინარე იჯდა და მე მელოდებოდა (თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გაძლო)

დაახლოებით 2 საათი დავყავი ჰეარჰაუსში, თუმცა არც მოწყენა მიგვრძნია და არც ის, რომ სადმე უცხო ადამიანებთან ვიყავი. ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროა, მეგობრული სიტუაცია და მოკლედ ძალიან კარგია.

DSC07331DSC07347

ჰეარჰაუსში ნაწნავებისა და ვარცხნილობების იმხელა არჩევანია რომ შეიძლება ერთი ორი დღე მოგიწიოთ იმაზე ფიქრი რომელი გავიკეთოო, მართლაც ძალიან ლამაზ რამეებს აკეთებენ გოგოები ♥

მე საჩუქრად ერთ ერთი ასეთი ნაწნავთაგანი მერგო – როგორ მიხდება არც კი იცით. 

DSC07390           

უი და კიდევ რა უნდა გითხრათ - ვისაც გინდათ დროებითი სვირინგი ამას ჰეარჰაუსში აკეთებენ!!

DSC07361DSC07363

ნამდვილად დროებით სვირინგს რომელიც დაახლოებით 7-10 დღე იქნება თქვენს სხეულზე,არ დააზიანებს მას და თანაც ის შეგიძლიათ ფერადი გაიკეთოთ. სპეციალური პულველიზატორით ხდება ნახატის დატანა კანზე და ის სრულიად უსაფრთხოა ♥ სპეციალური ტრაფარეტის საშუალებით თქვენს სხეულზე სხვადასხვა გამოსახულებები გაჩნდება!!

DSC07374

მოკლედ ეწვიეთ თქვენ თვითონ ამ ადგილს და ჩაატარეთ გოგოებთან ერთად ექსპერიმენტები ♥ ცდად ნამდვილად ღირს!

DSC07313DSC07389

ეს სარეკლამო პოსტი არაა, ეს აღფრთოვანების შედეგია ♥

Wednesday, February 22, 2012

საქართველო მხოლოდ თბილისი არაა!!!

თბილისში მორიგი მახინჯი შენობის დადგმას (პოლიციისათვის) ახალი სკვერი ეწირება.

პოლიცია კარგი ჯანდაბას ალბათ საჭიროა, მაგრამ ვერაფრით ვხვდები რატომ დგავენ ამ შენობებს სკვერებსა და ბაღებში? დაილია ცარიელი, ნანგრევებიანი ადგილები თბილისში?

ფაქტია რომ ძალიან , ძალიან ცუდია რომ ხეები იჩეხება (თამარაშვილზე იმხელა ტერიტორია გაკაფეს და ხმა არავის ამოუღია) ამას ეწირება ბუნების ის მწირი ნარჩენები რაც დედაქალაქშია, მაგრამ მე უფრო მეტად რა მაღიზიანებს იცით?c36e208401c8  

ის მაღიზიანებს, რომ ხალხი რომელიც ამაზე პროტესტს გამოთქვამს აზრზეც არაა რა ხდება თბილისს გარეთ.

ეს ხალხი იმაზე არ იღებს ხმას რომ კახეთისკენ გზად მინდვრები მოფენილია ცელოფნის პარკებით და ამ მინდვრებზე აღარაფერი იზრდება, ის რომ საქართველოში ხეობების ნახევარი შრება და იღუპება დაბინძურების გამო, რომ ტყეებში ხეებს ხელოვნურად ახმობენ რათა მიიღონ უფლება მათი გაკაფვის, რომ ადამიანები სადაც ჭამენ იქვე ჯვ^&^ნ და ამაზე ხმას არავინ იღებს.

00113_1270799235_gnvsh

გინახავთ როდისმე გურგენიანის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია? ან ბახმაროს ქედები გადამპალი ხეთა მასივით? ან გინახავთ ხეობები და ხრამები ამოვსებული ნაგვითა და საშენი მასალებით? გინახავთ მდინარეები სავსე ცელოფნითა და პლასტმასის ბოთლებით?

თბილისით არაფერი იწყება და არც მთავრდება! რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია დედაქალაქებსა და ზოგადად დიდ ქალაქებში ეკო სისტემის მოფრთხილება, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია!!

ამდენი ჰესების მშენებლობაც არავის გაშფოთებთ, რომ მიაკვდით ამ კიკვიძის ბაღს?

ამასწინად ვსაუბრობდი ზუსტად ერთ ნაცნობთან – მინისტრისა და ზოგადად სამინისტროს ქმედებებზე. კი მე მჯერა რომ რაღაცას აკეთებენ, მაგრამ მაინც მგონია რომ ძალიან ცოტას!

0055

თუ მოხერხდა რომ ვაშლოვანისა და ხარაგაულის ნაკრძალებს როგორღაც აკონტროლებენ და უვლიან, რა დააშავეს სხვა ტერიტორიებმა? რამდენი რესურსი იხარჯება დებილობებში? სწორად არ არის განაწილებული პრიორიტეტები იმჰო და ეს ძალიან საწყენია!!

Wednesday, February 15, 2012

წარმატების 99 დღე და ჯამრთელობა ხურდაში

რას გეუბნებათ ფრაზები =”ცხოვრების ჯამრთელი წესი” ან ”ჯამრთელი ცხოვრების წესი”?

როგორც არ უნდა ატრიალოთ ამ ფრაზაში სიტყვები, ფაქტია რომ ნაგულისხმევია ყველანაირი უარყოფითი გავლენისა და პროდუქტისაგან თავისუფალი ყოფა.

ვფიქრობ ამ გამოთქმაში არ მოიაზრება – Fast Food, ალკოჰოლი, სიგარეტი და სხვა მავნე ჩვევები, რომლებიც ადამიანებს გვახასიათებს.

 394109_4156742035964_1206373371_102456342_1545335051_n 

ჯამრთელი ცხოვრება არის, როდესაც ადამიანი იძინებს და იღვიძებს სწორ დროს, იღებს მხოლოდ ჯამრთელ და ბუნებრივ საკვებს, იღებს ფიზიკურ დატვირთვას, ხშირად სეირნობს სუფთა ჰაერზე, არ მოიხმარს მავნე ნივთიერებებს და მოკლედ ყველაფერს აკეთებს იმისათვის ,რომ დროზე ადრე არ მოუწიოს კუბოში ჩაწოლა.

რატომ ვილაპარაკე ამდენი იცით? ორი დღის წინ გახლდით პროექტი ”99 დღე”-ს წარმატების აღსანიშნავ ღონისძიებაზე.

ღონისძიებაზე, რომელიც მიძღვნილი იყო ცხვრების წესის ცვლილებისა და ჯამრთელი ცხოვრების წესისადმი. ამ პროექტის მიმდინარეობისას ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააკვირდეს ცვლილებებს ავტორის სხეულსა და ტვინში, როგორ იცვლება ის, ცვლის ქცევასა და უკვე კარგად გამჯდარ დამოკიდებულებას გარემოსადმი.

402646_386981847985300_100000204641484_1765591_1543807090_n

მინდა გითხრათ ფრიად სახალისო, საინტერესო და ძალიან სასიამოვნო ივენთი გახლდათ.

პროექტს ბევრი , ბევრი სპონსორებიც ჰყავს რომლებმაც ამ საღამოზე საჩუქრებიც დააწესეს, ხოლო მე როგორც ერთ ერთმა იღბლიანმა მოვიგე სილამაზის სალონ ”ჰეარჰაუსის” ვაუჩერი, რამოდენიმე ვიზიტითა და საინტერესო აქტივობების ჩამონათვალით.

კიდევ გათამაშდა ბევრი გემრიელი პრიზები ეკო ფუდისა და კულას მიერ, თბილისი ცენტრალში არსებული ბოულინგის დარბაზის ვაუჩერი და რავიც კიდევ, ყველაფერი ვერც კი დავიმახსოვრე.

422607_4157285449549_1206373371_102456536_203646508_n

როგორც არ უნდა იყოს, ვფიქრობ ძალიან საინტერესო ქმედებაა როდესაც შენ შენი საქციელით ცდილობ სხვებშიც გააჩინო სურვილი და მონდომება მოგბაძონ (ნუ მოგბაძონ კარგი რამეების კეთებაში), აუმაღლო მოტივაცია და რწმენა საკუთარ თავში.

ძალიან რთულია გააღვიძო ადამიანში ის შეგრძნება რომ – მას ყველაფერი გამოუვა და ყველაფერს შესძლებს.

Saturday, February 11, 2012

ზამთარია – ცხელა,ცხელა – თოვლი ფარავს ქალაქს

როგორც არ უნდა ვატრიალოთ ზამთარი მაინც გენიალური სეზონია.

კი, ცივა ხოლმე, ქარიც არის, ამ ზამთარს აგერ უკვე 10 დღეა თოვს და ყინავს მაგრამ მერე რა?

რით არის ეს ცუდი? ადამიანები წუწუნებენ იმიტომ, რომ აქამდე ასე არ ყოფილა, ან თუ იყო სადღაც ძალიან ღრმა წარსულში.

poets_walk_winter-fm1  

ღმერთმანი აბა რა ჯობია იმას როდესაც გარეთ თოვს, შენ კი სახლში ზიხარ ჩათბუნებული, ყავით ან ჩაით ხელში და კითხულობ/უყურებ ფილმს/ჭორაობ მეგობართან/წერ/ქსოვ/ხატავ?

რა ჯობია სუფთა , კრიალა ჰაერით გაჯერებულ პარკებში და სკევერებში სეირნობას ან გუნდაობას? მოლიპულ გორაკებზე სრიალს (ციგით თუ პირდაპირ ტრაკით არ აქვს მნიშვნელობა)

ბოლოს და ბოლოს რა ჯობია ზამთარში ჩახუტებას? ისევ გავმეორდები და ვიტყვი რომ არ იოფლები, არ იწეპები და მოკლედ სითბოს გაზიარებისაათვის კარგი სეზონია.

fireplacescreensaver

დილით გაღვიძებულს თეთრი ბურუსი და გადაფითქინებული არემარე რომ გხვდება, ფანჯარას გამოაღებ და ხარბად ჩაისუნთქავ გაყინულ , უსუფთავეს ჰაერს.

მერე და როგორი სასიამოვნოა ჭრელი პომპონებიანი ქუდი რომ ასე გიხდება და ხელთათამანები რომ ძალიან კარგად მიდის ჩანთასა და ჩექმაზე?

მაინც რა კარგია, როდესაც შეიძლება აისხა თხილამურ-სნოუბორდი და წახვიდე ზამთრის კურორტზე სასრიალოდ და განსატვირთად? შემდეგ კი უცნაური და სასაცილო რუჯით დაბრუნდე ქალაქში.

The Adobe Image Library
©1998 Adobe Systems Incorporated

Snowboarder in mid-air

ზამთარი ყველაზე გენიალური დროა გლინტვეინ ”ფართი”-ს მოსაწყობად. ბუხარში გემრიელობების შესაწვავად და უბრალოდ ცეცხლის ყურებით ტკბობისათვის.

დატკბით ზამთრით , მანამდე სანამ ზაფხულის ხვატი დაგვახრჩობს და გაგვანადგურებს. ისიამოვნეთ თოვლითა და სუფთა ჰაერით ,სანამ კოღოები და ბაქტერიები გამრავლდებიან სითბოში.

ისიამოვნეთ ყველაზე თეთრი და ყველაზე გულცივი სეზონით ♥♥

Tuesday, February 07, 2012

♫მუუუ სი ♪ კალ ურია ♫ სამყარო

ჩემს ახალგაზრდობაში ძალიან დიი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმას თუ რას უსმენ. ან როკერი უნდა ყოფილიყავი ან ”პაპსავიკი” სხვა ალტერნატივა არ არსებობდა.

თუ როკერი იყავი – ზოგი გერიდებოდა ზოგს მაგარ ”როჟად” ესახებოდი, აი ”პაპსავიკები” კი ყველაზე ”ბანძი სასტავი” და გოიმები იყვნენ.

მე რა ვიყავი? არც ერთი სიმართლე თუ გინდათ, ვერასოდეს ვიყავი გადარეული მუსიკაზე, არ ვფანობ დღემდე არც ერთ კონკრეტულ პიროვნებასა თუ ბენდს. აღმოვაჩენ , ავიკვიატებ და მერე მავიწყდება.

ეხლა კი სულ სხვა სიტუაციაა (თუმცა პატარა ასაკის ადამიანებში არ ვიცი იქნებ ისევ ისეა) , ალბათ გავიზარდეთ და ყველას მობეზრდა რაღაცაზე ჩაციკვლა.

ახლა უკვე თითქმის არ არსებობს არც ერთი როკერი რომელიც Aqua-ს ”Im’ a Barbie Girl”-ის ტექსტი სრულად და უშეცდომოდ არ იცოდეს . ასევე არ არსებობს ”პაპსავიკი” რომელმაც არ იცის ”Metalica” და რამოდენიმე სიმღერა იქნებ წაუღიღინოს კიდეც.

არ ვიცი ზღვარი გაუფერულდა თუ იქნებ სულაც გაქრა და წაიშალა, მაგრამ ფაქტია ჩაციკლული ადამიანები უფრო და უფრო ნაკლები მხვდება, თითქმის აღარავინაა ვისაც ერთი ორჯერ მაინც არ წაუცდა ხელი და ეგრეთ წოდებულ ”პაპსას” არ მოუსმინა.

საინტერესო ცვლილებაა რომლის ზუსტი მიზეზიც ნამდვილად არ ვიცი ♥