Friday, January 20, 2012

ძუნძულით კარგი განწყობისაკენ

ხომ არსებობს ცხოვრებაში წვრილმანი ბედნიერებები როგორიცაა:Fitness-Poster-Lady-Stretching

  1. დილის რიტუალები – ყავა და სიგარეტი ან ხილით გატენილი შვრიის ფაფა
  2. გაზაფხულის წვიმაში ჭყაპაჭყუპით სეირნობა
  3. უცაბედად მიღებული საჩუქარი
  4. მოულონდელი სასიამოვნო ამბები
  5. და ბევრი სხვა…

ამ წვრილმან სიამოვნებებს მე კიდევ ერთს მივამატებდი – ეს არის ვარჯიშის შემდეგ დარჩენილი შეგრძნება. 

ეს ის მომენტია როდესაც 1-1.5 საათი ვარჯიშის შემდეგ ენერგიაზე მოსული ფარფატით მიემართები საქმეებზე (ან სულაც სახლში) როდესაც თავი ყოვლისშემძლე გგონია, როდესაც ხვდები რომ აი  უარყოფითი რამეები თუ გქონდა ყველაფერი ოფლად დაღვარე.

ფანტასტიურია!

საერთოდ მსუბუქი ვარჯიშიც კი (ძუნძული მაგალითად) გენიალურ შეგრძნებებს ბადებს და ამასთანავე თუ ეს სხეულის გალამაზებაში გეხმარება საერთოდ ვერაფერს შეადარებ!

ახლა ჯამრთელ ცხოვრებაზე მონოლოგს არ წავიკითხავ, მაგრამ ვარჯიში ნამდვილად ის სიამოვნებაა რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ცხოვრების წესსა და დღიურ ნორმაში.

fitness-ladies-running

Monday, January 16, 2012

ნიჭი რომელიც თანდაყოლილია მაგრამ გამოყენება ჭირს

ადამიანებს ხომ უამრავი რამ ახასიათებთ:

  • კეთილგონიერება kindness_is
  • შური
  • ბოღმა
  • გულკეთილობა
  • გულღიაობა
  • ენაკვიმატობა
  • სათნოება
  • სიბოროტე

მაგრამ არაფერი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი და აღმატებული როგორც მიტევებისა და პატიების უნარი.

მიუხედავად იმისა, რომ უცოდველი არავინაა, მაინც ძალიან რთულია ადამიანისთვის რაღაცის პატიება. რთულია გაიაზრო ის რომ ხდება, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში და ამით არაფერი სრულდება.

რა თქმა უნდა ყველას გვინდა რომ გვაპატიონ ჩვენი სისულელეები , მაგრამ როგორ გვიჭირს მაშინ როდესაც ჩვენ უნდა ვაპატიოთ სხვა მისი სისულელე.

რთულია ზოგჯერ საღი აზრი და სიტუაციის ანალიზი იმაზე წინ აღმოჩნდეს, ვიდრე ეგოს ყმუილი. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია როდესაც ობიექტურობა და სამართლიანობა არის უმთავრესი პრიციპები, ზუსტად ამის დახმარებით თუ შეიძლება ადვილად პატიება, თორემ სხვა ყველა შემთხვევაში ეს იმაზე რთულია ვიდრე ბოდიშის მოხდა.

რთულია გადალახო ის ტკივილი და წყენა რაც მოგაყენეს, მაგრამ მაინც ღირს, ღირს თუ ხედავ რომ ეს სწორია და ობიექტურად კარგი საქციელია, რომ ასე ყველაფერს აჯობებს.

ჩემზე ბოღმა ადამიანი არსად მეგულება ალბათ, მაგრამ მაინც პატიება და მიტევება ყველაზე აღმატებული საქციელია რაც კი შემიძლია ახლა დავასახელო(და გავაკეთო)!

Sunday, January 08, 2012

raw man – tick ანუ ვინ გვჭირდება

სტანდარტული განმარტება:

რომანტიკა 1. ის, რაც ქმნის ემოციურ, ამაღლებულ დამოკიდებულებას რაიმესადმი. მაგ., თავისუფლებისათვის ბრძოლის რომანტიკა.
2. მხატვრული მეთოდი, რომელიც გამსჭვალულია ოპტიმიზმით და მიისწრაფვის-ნათელი სახეებით გვიჩვენოს ადამიანის მაღალი დანიშნულება.
3. რისამე იდეალიზაცია.

ზოგადად რომანტიკა ყველა ადამიანს რაღაცნაირად ესმის. ვიღაცისთვის ეს განსხვავებულ fda3b-197ატმოსფეროში ვახშმობაა, ზოგისთვის ვარდის ფურცლებით მოფენილი საძინებელი, სხვებისთვის სანთლებით გაფორმებულ გარემოში მშვიდი საუბარი და განმარტოვება.

მოკლედ ალბათ რამდენი ადამიანიცაა იმდენია წარმოდგენა და ახსნა რომანტიკისა და რომანტიულობის.  

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სიტუაცია, მზის ჩასვლები, მთვარის ყურებები და ა.შ მართლაც სასიამოვნოა და არის ამაში რაღაც ამაღელვებელი, მაგრამ ჩემი აზრით რომანტიკა მთლად ეს არაა.

მეც ისევე როგორც ყველა  რომანტიკის ჩემეულ აღქმას ”ვაწვები” , ხოდა ვფიქრობ რომ - ეს არის საჭირო დროს და საჭირო ადგილას ნაგრძნობი და მიხვედრილი სურვილი.

რომანტიკა მხოლოდ სანთლები კი არაა, ეს არის მომენტი როდესაც ერთ ადამინს შეუძლია სწორად და დროულად განსაზღვროს თუ რა ესიამოვნება მეორე ადამიანს და თუნდაც ეს იყოს ნახევრად დამჭკნარი ყვავილების თაიგული, რომელიც შუა ღამისას სადღაც მიყრუებული ქუჩის ბოლოში ნახევრად გახრწნილRomantic-Travel-in-Bogota ბებოსთან იყიდა.

რომანტიკა შეგრძნება უფროა ვიდრე სიტუაცია, შეგრძნება მეორე ადამიანისა, რომელიც შეიძლება ყველაფერს და ყოველთვის არ ამბობდეს, მაგრამ დაკვირვებითა და ყურადღებიანობით შესძლო მიხვედრა თუ რა და როგორ არის .

ის მოსაზრებაც არ მომწონს, რომ რომანტიული საჩუქარი/ სუპრიზი აუცილებლად ისეთი ორიგინალური და  განსხვავებული უნდა იყოს რომ დედამიწას აოგნებდეს. არ არის ეგრე. ისევ და ისევ მთავარია ზუსტად იმ დროს იყოს გაკეთებული როცა საჭიროა და დროულია.

იყო რომანტიული ნიშნავს გახასიათებდეს - ყურადღებიანობა, დაკვირვებულობა, კრეატიული აზროვნება და რა თქმა უნდა კარგი ინტუიცია.

romantic_kiss-10690

პ.ს ნუ ამასთანავე კარგი იქნება თუ პარტნიორი გეყოლებათ, თორემ ეს რომანტიულობა და უწი პუწები მოგრჩებათ გვერდით.