Monday, November 05, 2012

იმედია ნიბირუს არსებობა სიმართლეა! Puke

კაცთა მოდგმა რომ არ არსებობდეს დედამიწა სამოთხე იქნებოდა!

მძულს ადამიანები, რომლებსაც ერთადერთი არგუმენტი აქვთ - ღმერთი მოუვლის, ღმერთი მიხედავს, ღმერთის ნებაა და ა.შ
ისინი ჩემში ყველაზე განუვითარებელი არსებების შთაბეჭდილებას ტოვებენ, ისეთების რომლებსაც არ აქვთ ცოდნა, განათლება და საკუთარი აზრი.


მეზიზღებიან ადამიანები, რომლებიც ტრაკში უძვრებიან სხვებს, ყველა შესაძლო ხერხით.
გაიგებენ რა ვიღაცის ვინაობას (ვიზეც მანამდე ცუდად ლაპარაკობდნენ) ეგრევე მათი მეგობრები ხდებიან და სულში ისვამენ.
თვალთმაქცობა გულს მირევს.

ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებისთვისაც საზოგადოების აზრი მათ პირადზე უფრო მაღლა დგას. დეგრადირებული "სასტავია" და ფანატიკოსებიც ამათ შორის უხვად არიან!

ვერ ვიტან ადამიანებს ვინც სპეკულირებენ ისტორიით (რომელზე წარმოდგენაც ნორმალურად არც აქვთ).
აი იცი დავით აღმაშენებელმა რა გააკეთა? სინამდვილეში ისიც კი არ ახსოვთ ისტორიის წიგნში რა წაიკითხეს მოსწავლეობის პერიოდში, სხვა წყაროზე რომ არაფერი ვთქვათ.

ან მაგალითად ბებიაჩმმა იცის ხოლმე - ჩემ დროს ბოზობა არ იყო!
ალბათ მართლა წეროებს მოჰყავდათ ბებიაჩემის დროს ბავშვები.... ერთადერთი ახსნა ამ დამოკიდებულებისთვის ეს მაქვს.

ვერ ვიტან ადამიანებს რომლებიც ბავშვებს იყენებენ მიზნის მისაღწევად და სპეკულირებენ არასრულწლოვანი/მცირეწლოვანი ადამიანების გამოყენებით.


ადამიანები რომ არ არსებობდნენ დედამიწა ყველაზე მშვენიერი ადგილი იქნებოდა მინიმუმ ამ გალაქტიკაში!!

დასანანია რომ ახლა ამ პლანეტას 7 მილიარდი სისხლისმსმელი, საზარელი, უგულო არსება ართმევს სიცოცხლეს, მაგრამ ამ ყველაფერს სხვადასხვა ფსევდო პოზიტიური რაღაცეებით ამართლებენ.....

2 comments:

  1. იმედია.

    21 დეკემბერი :*

    ReplyDelete
  2. ვაგლახია ის ქვეყანა, სადაც ბოზობა არააო - ტერტულიანე წერს.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!