Tuesday, November 27, 2012

ჭმუნვა სევდის კუნძული

კიდევ ერთი წელი მომემატა.
ეს ალბათ მინიმუმ 13 ნოემბერს უნდა დამეწერა და მაქსიმუმ 14ში, თუმცა დამეზარა,  ვერ მოვიფიქრე ორიგინალური ვერსია როგორ და ამიტომ მიმავიწყდა.


ეხლა გამახსენდა, რომ 4 წლის შემდეგ მე და ბაკომ პირველად აღვნიშნეთ დაბადების დღე ერთად (საქართველოში).
კარგი იყო ნამდვილად, მე ორ ნაწილიანი გამომივიდა დღესასწაული.

მას მერე, აგერ უკვე 2 კვირა გავიდა და ყოველ დღე ვფიქრობ, რომ ბლოგზე ისევ დავიწყო რეჩორვენიზაცია, მაგრამ სულ მეზარება. 
სიზარმაცე ოხერი რამეა, ვერაფრით ვაჯობე.

ამ ყველაფერთან ერთად ძალიან ძალიან ხშირად მახსენებს თავს სიკვდილი, მე კი არაფერი მჭირს, მაგრამ გარშემო ადამიანების სიკვდილიანობა გახშირდა, ან მე ვაქცევ ახლა ამ ყველაფერს ყურადღებას.

უცნაური რამეა სიკვდილი, მთელი ცხოვრება გაურბიხარ მას და მაინც ისე უცაბედად გესხმის თავს, რომ მხოლოდ ამოხვნეშას და თვალების დახუჭვას ასწრებ ადამიანი (ან ზოგჯერ მაგასაც ვერა).

უცნაური პოსტი გამოვიდა ხან დაბადების დღეზე ვყვები და ხან კიდევ სიკვდილზე ვმსჯელობ, თუმცა ზუსტად ასეთია ახლა ცხოვრება ჩემი. (ოჰ რა პოეტურია ეს დაბოლოება)

ნამდვილად ისეა,ზებრასა და ცხოვრების შედარებაზე  რომ არის ხუმრობა :
"შავი ზოლი, თეთრი ზოლი, შავი ზოლი, თეთრი ზოლი, შავი ზოლი, თეთრი ზოლი და ბოლოს ტრაკი"-ო

მოკლედ ამ მომენტში საჭიროზე მეტად ვარ გაბრაზებული იმისათვის, რომ რამე ჯანმრთელი დავწერო აქ, ამიტომ ამით შემოვიფარგლები და გპირდებით სულ მალე ფრიად საინტერესო ისტორიას დავდებ, რომელიც ახლო წარსულში გადამხდა თავს. ♥

1 comment:

  1. gilocav.
    magaze nugha fiqrob.
    veli istorias.

    : )))))

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!