Sunday, September 09, 2012

სასიკვდილო პატრიოტიზმი

როგორ გგონიათ უნდა იყოს თუ არა სავალდებულო ნებისმიერი მოქალაქისათვის სამხედრო სამსახურის/სწავლების გავლა?

 მე ვფიქრობ - იყო სამხედრო ეს მოწოდებაა.

ადამიანები რომლებიც ამ საქმეს პროფესიად ირჩევენ სხვანაირად ფიქრობენ, სხვანაირად გრძნობენ, უბრალოდ სხვანაირები იბადებიან (ისევე როგორც მეხანძრეები,მაშველები და სხვა)

მე გულწრფელად მჯერა იმის, რომ ადამიანს ვერ გაზრდი კარგ სამხედროდ/ჯარისკაცად თუ ეს მაში არ დევს თავიდანვე.

თავდადება და თავგანწირვა ჩემი აზრით ნიჭია (თუ შეიძლება ასე ეწოდოს ამას), მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პატრიოტიზმით გულანთებული ბევრი ადამიანი ცხოვრობდეს ქვეყანაში, მათგან უმეტესობა მაინც ვერ იქნება კარგი სამხედრო.

ვფიქრობ მიზანში სროლა, იარაღის მოხმარება, დაშლა-აწყობა და სხვა ამისთანა რამეები სწავლებადია, მაგრამ როგორ უნდა ასწავლო ადამიანს სწორი სამხედრო/საომარი სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება, თუ ის ასე არ აზროვნებს და ტვინი შესაბამისად არ აქვს მოწყობილი?


არ გიფიქრიათ იმაზე თუ რატომ არსებობდნენ ერთეული მხედართმავრები, რომლების სახელიც ისტორიამ შემოგვინახა? რატომ იყვნენ ასეთი მაგრები, მაგრამ ასე ცოტანი?
იმიტომ რომ კარგი სტრატეგი ასეთივე იბადება.


ისიც არ მესმის - სამხედრო სამსახურის ჩანაცვლება რომ შეიძლება სხვადასხვა სამსახურებით, როგორიცაა დაცვის პოლიცია და მისთანები.

თუ ადამიანს ზრდიან ბრძოლისა და თავდაცვისათვის, შენობასთან 24 საათი ყურყუტით ვფიქრობ მისგან კარგი მებრძოლი და ჯარისკაცი ვერ გამოვა, არ მეთანხმებით?

ჩემი აზრით ფინანსური რესურსი იმ ადამიანებს უნდა მოხმარდეთ სრულად და კარგად, რომლებიც ამ საქმეს პროფესიად გააზრებულად ირჩევენ,რომლებმაც იციან რა უნდათ და რისკენ ისწრაფვიან.

რესურსები ისედაც ცოტაა დედამიწაზე და მათი გაფლანგვა ძალიან დიდ დანაშაულად მიმაჩნია.

ასწავლო იმას ვინც მინიმალურ წოდებასაც ვერ მიაღწევს და შეუშალო ხელი მათ განვითარებას ვინც უმაღლესი წოდებისათვის იბრძვის, ძალიან დიდი შეცდომაა.

თანაც ადამიანები რომლებიც მოწოდებით კოლბებში ცდების ჩასატარებლად არიან დაბადებულები და მეცნიერებაა მათი მოწოდება, რატომ უნდა გალალო მინდორში, როდესაც საკუთარი გონების სხვა მხრივ გამოყენება სახელწიფოსაც და მათაც უფრო მეტ სარგებელს მოუტანს? არ მესმის ეს არაფრით.


იმით აპელირება კი, რომ სამხედრო სწავლებისას (ზედაპირული სწავლებისასაც კი) ადამიანი კაცად იზრდებაო სისულელედ მიმაჩნია! იარაღის ხელში ტყუილად ტრიალი და ერთი ორჯერ 30 კილომეტრზე იარაღასხმული სირბილი ვერავიში გაზრდის კაცს, თუ ეს მისი დაბადებიდანვე არ ხდება!

6 comments:

  1. რთული თემაა, ჩორვენ. ასე პირდაპირ და გადაჭრით თქმა გაძნელდება. ათასი ნიუანსია გასათვალისწინებელი.


    მე ამ საქმეში პროფესიონალი ვერ ვარ, მაგრამ, ჩემი მოკრძალებული აზრით, "მიზანში სროლა, იარაღის მოხმარება, დაშლა-აწყობა და სხვა ამისთანა რამეები" ყველამ უნდა იცოდეს. შვეიცარიაში არ ვცხოვრობთ (ისე, შვეიცარიას რომ არმია და რეზერვი ჰყავს, ბარე ორმა ქვეყანამ დაიტრაბახოს).

    და ჯარი რომ პროფესიული უნდა იყოს, ამაშიც გეთანხმები.

    ReplyDelete
  2. მოლ საყვარელო, 2008ში დაშლა აწყობა რომ იცოდა ბევრმა და მხოლოდ ეგ და მეტი არც არაფერი, ჰაჰა მიზანში არტყამდნენ კიდევ - რაოდენ დიდი იყო დანაკარგი ამ ადამიანებისა??
    არ კმარა ეგ სტრატეგია და ტაქტიკა ხომ უმტავრესია არა?? გაანალიზო და სწორად იმოქმედო? ჩაუსაფრდე ან გაექცე! რაში გარგია იარაღის ხმარება თუ ტვინი შესაფერისად არ მუშაობს?

    ReplyDelete
  3. პატრიოტიზმი რომ არ ისწავლება, ამაში გეთანხმები. ჩვენ ჯარშიც არაა ყველა ისე შეყვარებული სამშობლოზე, როგორც ისტორიის წიგნებში წერია... მაგრამ სავალდებულო რომ არ იყოს ჯარი, საერთოდ იშვიათები ივლიდნენ (აქედან ნახევარი--ფინანსური დაინტერესების გამო, სამწუხაროდ)
    მოლის თქმის არ იყოს, არ ვცხოვრობთ შვეიცარიის ტიპის ქვეყანაში და თუ ვინმეს ჰგავს ჩვენი მდგომარეობა, რატომღაც ისრაელი მახსენდება ამ შემთხვევაში

    ReplyDelete
  4. ჩემი აზრით შეუძლებელია ადამიანისგან გააკეთო სამხედრო, ექიმი ან ადვოკატი თუ მას ამ პროფესიისთვის საჭირო თვისებები და მონაცემები არ გააცნია. რობოტი ხომ არ არის რომ დააპროგრამო?

    ReplyDelete
  5. ჰოდა, დაშლა-აწყობასაც რომ არ ასწავლი, ჩორვენ, უარესი არ იქნება? ოღონდ, ჯარი მხოლოდ გაწვეულებით დააკომპლექტო, ეს არ ივარგებს. არც ყოფილა არასოდეს.

    ანალიზი, სტრატეგია და ტაქტიკა კიდო პროფესიონალების საქმეა, ამისთვის აკადემია არსებობს, გენერალური შტაბი, კადრის ოფიცრები და გენერალიტეტი.

    ანუ, ძლიერი პროფესიული არმია + რაღაც დონეზე, მინიმალური და ცოტა უფრო მეტი, ყველამ უნდა იცოდეს.

    ReplyDelete
  6. ჩვენთან, ვისაც ოდნავ მაინც სამხედრო სტრატეგია ესმოდა დაიჭირეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით და მინიმუმ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, უგულავაც მშვენივრად თამაშობდა ომობანას 2008 ში :)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!