Wednesday, August 01, 2012

რბოლა ავტოპაემანისათვის

ასეთ მოწყენილები დიდი ხანია არ ყოფილან.
ვერაზე თითქოს სულ გრილა მაგრამ დღეს ძალიან ძალიან ჩახუთული ჰაერია. აივანზე მოაჯირზეფეხებშემოწყობილი ორი, გრძელფეხება მანდილოსანი მოწყენილობისაგან მეზობლის სარეცხის თოკებს ითვლის.

-დღეს რას ვეტაკოთ? - ხვნეშითა და მოზლუქუნო ინტონაციით იკითხა ერთმა.
ეს ერთი - ქერა, აპრეხილცხვირიანი გოგოშკა ვივეკაა, ისე ვიქტორია ჰქვია, მაგრამ ვივეკა "ძერკად" ჟღერს, თან ბიჭებსაც "ევასებათ".

-მოდი აქედან გადავხტეთ - პასუხობს მეორე გრძელფეხება, რომელსაც დანი აქვს სახელად არჩეული. ისე ძალიან ძველმოდური და გოიმური სახელი მქვიაო ამბობს, დარეჯანის ჟღერადობა არ მოსწონს და მშობლებზეც ხშირად ბრაზობს, რომ პირადობაში  ბებიის მტვერმოკიდებული სახელი უწერია.

-არა, ძალიან მაღალია და მინიმუმ დავმახინჯდებით, სიკვდილზე აღარაფერს ვამბობ - ისევ ოხვრით პასუხობს ქერა

-ოოო, მაშინ შენ თვითონ მოიფიქრე, ძალიან მცხელა და ტონიკიც დაგვიმთავრდა - უკვე საკმაოდ ნაწყენია დანი

ეს ორი გოგო არ არის მიჩვეული მარტოობასა და მოწყენილობაში დროის გატარებას.


-ვივ, აიღე ნეტბუქი და ფეისს გადახედე, იქნება რამე საინტერესო ხდება დღეს? - დანის შეთავაზება საღ აზრთან ახლოსაა.

-ესეიგი - კლუბი, კლუბი, პოეზიის სააღამო - ტფუი, მერე კიდევ საქველმოქმედო აქცია.....

-რა იყო რამე ნორმალური არაფერი აღარსად აღარ ხდება? ან ნორმალური სიტუაცია რომ იყოს, ან ნორმალური სასტავი - ნაწყენი კითხულობს დანი

ეს ორი ახალგაზრდა და საკმარისზე მეტად ლამაზი გოგონა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას არიან მიჩვეულები და სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ.

განსაკუთრებით ექსტრემალი ბიჭები უყვართ, რომლებსაც სწრაფი მანქანები ჰყავთ და თავგადასავლებს ეძებენ.

-ოჰოოოო - აღტაცებისგან სკამზე დაბზრიალდა ვივეკა

- ჰა რა აბა რა? რა ხდება? არის პონტი?? - წამოხტა დანი, ასეთი შეძახილის მერე გულგრილი ვერ დარჩებოდა.

- დღეს პონტში ვართ, დრაგია ნუცუბიძეზე, თან გუგაც მიდის.... მოიცა მომაწოდე ტელეფონი მივწერო. 

ეს გოგონები საკმაოდ კარგად ერკვეოდნენ სხვადასხვა ავტო შეჯიბრებებსა და აქტივობებში, აბა როგორ? მოწონებულ ბიჭთან რამეზე ხომ უნდა ისაუბრონ, სანამ საქმე სადმე დაპატიჟებამდე მივა.

- გახსოვს ლილოში რალიზე რომ ვიყავით სიმპატიური ტიპი რომ ავაგდე? - თვალებდაჭუტული კითხულობს დანი

- კეე, მაგას რა დამავიწყებს, მანქანის ქვეშ ჩაუწექი და.... - ხარხარით პასუხობს ვივი

-ჰო, ნუ რაღაც ეგრე, მაგრამ სხვა რამის თქმა მინდოდა, ეგ მაგარი "რულია" ხოდა იქნება დღესაც იყოს იქ ჰა? - მეოცნებე ხმით განაგრძო დანიმ

-ადე, ადე ადამიანს დაემსგავსე, თორემ არაფერი არ გამოვდა დღეს ესეთ "ვიდზე" თუ წამოხვალ იქ....

-ააა, გუგასგან პასუხი მოვიდა, გამოგვივილის 1 საათშიიიი - და დაფუფქულივით ოთახში შევარდნილ ვივეკას დანიც აედევნა.

გოგოების მომზადება ჩვეულებრივზე სწრაფად, მაგრამ დამატებითი ძალისმხევით მიმდინარეობდა. კარადიდან ყრიდნენ და უკან აბრუნებდნენ უამრავ ტანსაცმელს, ხოლო იმ მომენტში როცა გუგას ზარი შემოვიდა მობილურზე , უკანასკნლი შტრიხები შეიტანეს საკუთარ ვიზუალში და კიბეზე დაეშვნენ.


ნუცუბიძეზე დრაგამდე რა თქმა უნდა ცოტა ხანი "ბირჟაობამ" წაიღო, ცოტაც მისალმების მთელმა რიტუალმა, თანაც ხომ უნდა მოსაღამოვებულიყო, რომ მანქანებიც შეთხელებულიყო და პატრულის მოძრაობას დაემუღამებინათ. 

-აუუ სად არის ნეტავ?- ტიჩის კვნეტითა და ფეხის ბრეცვით წაიჩურჩულა დანიმ

- მე რავიცი, ალბათ რალისთვის ინახავს მანქანას - ვივეკას ვარაუდით ასეც უნდა ყოფილიყო.

ხმამაღალმა სტვენამ ყველა უცებ ერთი მიმართულებით მიაბრუნა.

რა მანქანას აღარ ნახავდით - ნისანი, ბე-ემ-ვე, სუბარუ და თქვენ წარმოიდგინეთ ქალაქში ერთ ერთი ულამაზესი მანქანა წითელი მაზდაც იქ იყო.

გოგოებს თვალები გაუბრწყინდათ.

სტარტზე ორი ფავორიტი ერთად დადგა - ატყდა სტვენა და შეძახილები.

- მზად ხართ? - ხმამაღლა იკითხა ვიღაც ბიჭმა რომელსაც სტარტის ნიშანი უნდა მიეცა, შემდეგ კი დათვლა დაიწყო

საბურავების წუილისა და ძრავის ხრიალის შემდეგ უკვე სტვენები და შეძახილებიც გაისმა, თუმცა გოგოებს ამისათვის აღარ ეცალათ

- სალამი, აუ რა მაგარ "ვიდზე" გყავს მანქანა - კეკლუცად გასმოცრა დანიმ

- მადლობა, ერკვევი მანქანებში? - აგდებულად უპასუხა კითხვითვე ავტომობილის მაღალმა, უზომოდ გამხდარმა, შავგვრემანმა პატრონმა.

- ააარცისე, მაგრამ შენი მაგრად "დამევასა", ამას როტორული ძრავი აქვს არა? - მორცხვად გაიღიმა დანიმ

რეაქციამ მოლოდინს გადააჭარბა, მანქანის პატრონმა პირი დიდ ხანს ვეღარ დახურა.

- შენ რა მეღადავები? - საკმაოდ შეცბუნებული ხმით ჰკითხა ახალგაზრდამ

- რას ქვია გეღადავები? - ეხლა დანი დარჩა გაოცებული

- შენ , და ისა საიდან იცი? აბა მანქანებში ვერ ვერკვევიო? მომატყუე? -კითხვების კორიანტელი დადგა უცებ

ამ დროს გვერდით ჩუმად მდგომ ვივეკას სხვა ტიპი მიუახლოვდა.

-მაზდა რო არ იყოს სხვა მანქანა არ წავა? - ძალიან აგდებულად დასვა უმისამართო კითხვა.
ვივეკა აიმრიზა და დროულად გაერიდა, ხოლო დანის ჯერვერგაცნობილმანაცნობმა სერიოზულად შეუბღვირა ახალმოსულს

- გოგლიკ დავაი რა, ვერ ხედავ ვსაუბრობთ? მიდი შენს მაცივარს მიხედე....

- სად გავჩერდით? ა ხო, რომ დადგები წამოხვალ ჩემთან ერთად? ხო არ გეშინია?

- მე? მეშინია? რას ამბობ, ძალიან მიყვარს სისწრაფე - დანი ფორმაში იყო

სულ მალე მაზდას ჯერი დადგა, მართალია მოწინააღმდეგეები დიდ გულზე იყვნენ მაგრამ  ყველა ერთსა და იმავე გამარჯვებულს ვარაუდობდა ამ "ზაეზდზე".


სტარტზე ისევ აღმუვლდა ძრავები თუმცა ამ ჯერზე დანი ერთ ერთი მონაწილე იყო და უკვე დიდი ნიშვნელობა ჰქონდა მისთვის ვინ გაიმარჯვებდა.

- ჩვენ გავუსწრებთ არა? - იმედიანად ჰკითხა თავის პილოტს

-"იასნაა" ეჭვი არ შეგეპაროს

და აი ათვლა დაიწყო

- სამი, ორი, ერთი , წავიდაააააააააააააააააააააააააააააა

დანიმ იგრძნო როგორ მიეწება სკამს მკვეთრი აჩქარებისგან და თუმცა გული უხტოდა, მაინც კმაყოფილი იყო.....

ასეთი პილოტი ეჯდა გვერდით, "ძერზკ" მანქანაში, საღამოს გაგრძელების პერსპექტივით.
მისთვის ყველაფერი ნაცნობი იყო ერთის გარდა, საიდანღაც საპატრულო მანქანის სირენა გაისმა და არც თუ ისე შორს წითელ - ლურჯი ნათურების ელვაც გამოჩნდა.

- აი, ეხლა კი ვღელავ, ეს პირველად არის როდესაც პატრული აეკიდა იმას ვისთანაც ვზივარ - ბორძიკით ამოღერღა დანიმ

- და ისიც პირველად იქნება თუ გეტყვი რომ ეხლა ამ პატრულს "დავუტყდებით"? - სიცილით ჰკითხა მაზდას ახალგაზრდა, ძალიან გამხდარმა მძღოლმა და "გაზის პედალს" ფეხი მონდომებით დააჭირა....

1 comment:

  1. პატრულის დატყდომას რა უნდა ;)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!