Wednesday, June 13, 2012

ინდოჩინოფროგურჯისტანიზმი!

თბილისში (და ზოგადად საქართველოშიც) უკვე დიდი ხანია საკმაოდ შესამჩნევად გამოჩნდნენ სხვადასხვა ეროვნების (უცხო ენებზე მოსაუბრე) ადამიანები.
ისინი აქ ცხოვრობენ, მუშაობენ, უბრალოდ ისვენებენ და მოკლედ სრულად არიან ჩაბმული ქართულ საყოფაცხოვრებო ფერხულში.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველები უცხო ერის წარმომადგენლებისადმი ლიბერალურ და ლმობიერ დამოკიდებულებას ვიბრალებთ, აგერ უკვე რამდენი საუკუნეა, ეს უფრო ზედაპირული რამაა ვიდრე სიღრმისეული და გააზრებული დამოკიდებულება.

მაშინ როდესაც ქართველი ერი ისტერიკას იმართებს სხვადასხვა სალოცავების აშენებაზე, ყბადაღებული უყურებს ეროვნულ ტანსაცმელში მოსიარულე თურქსა თუ ირანელს, თითის გაშვერით იცინის შოტლანდიურ კილტში გამოწყობილი მამაკაცის დანახვისას - რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ?

თბილისში ძალიან ბევრი ინდოელი სტუდენტი ცხოვრობს. როგორც ვიცი ისინი სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობენ და მიმდებარე ტერიტორიაზევე ცხოვრობენ. ძალიან ბევრი თბილისელისგან გამიგონია, რომ მათ ისინი ეზიზღებათ, რომ შავები არიან და ეგენი დაუბანლებიც იქნებიან, სუნი აქვთ და მოკლედ უნდა წავიდნენ საიდანაც მოვიდნენ.

გემახსოვრებათ ჩინელების ჩამოსვლის და მაღაზიების გახსნის შემდეგ რა ისტერია დაიწყო, აი ეხლა წაგვლეკავენ, დაგვიპყრობენ და ა.შ

ამ ყველაფრის გახსენების შემდეგ გეკითხებით - სად არის აბა სხვა ერებისადმი ლმობიერი და ლიბერალური დამოკიდებულება?? 
ნუთუ ეს დამოკიდებულება დავით აღმაშენებელთან ერთად მივაბარეთ მიწას?

მიუხედავად იმისა რომ გურჯები არ იცვლებიან (სწრაფად), მაინც იმედი მაქვს, რომ რაც უფრო ბევრი უცხო ქვეყნის წარმომადგენელი გამოჩნდება საქართველოში, მით უფრო მეტად მოგვიწევს დაფიქრება და საბოლოოდ შევეგუებით, რომ ისინი არსებობენ და ისინიც ჩვეულებრივები არიან. 
ინდუსები არ არიან ბინძურები, აფრო ამერიკელები არ არიან მყრალი სუნის მატარებლები, ჩინელები არ გვიპყრობენ და ა.შ.

ის რომ მეჩეთის, გვერდით სინაგოგა დგას და მის გვერდით კიდევ მართმადიდებლური ეკლესიაა, ხოლო სადღაც იქვე კათოლლიკური ეკლესიაც იწონებს თავს, არაფერს, არაფერს არ ნიშნავს სინამდვილეში,როგორც აღმოჩნდა.

2 comments:

  1. niWierebi arian qarTvelebi magram zarmacebi, odesme tolerantobasac iswavlian, manamde ki bevri wyali Caivlis...

    ReplyDelete
  2. თრუ სთორი
    საშინლად მაღიზიანებს ეგ ხალხი არადა ჩემს ძალიან ახლო გარემოცვაშიც საკმაოდ ბევრია ეგეთი ჩამორჩენილი აზროვნების ადამიანი და რაც არ უნდა ვუტიკინო, ვერ ვაგნებინებ, რომ სხვა ერის და რასის წარმომადგენლებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!