Tuesday, April 03, 2012

ზრდის ორი მაჩვენებლის ცდომილება

ზოგჯერ რა სასაცილოა ადამიანის განვითარების (ზრდის ეტაპები).
Boy Height Measurementაი მაგალითად ის მომენტი, როდესაც მენტალური ზრდა ვერ უწყობს ფეხს ფიზიკურ განვითარებას და უყურებ ადამიანს, რომელიც არც დიდია და არც პატარა.
ასეთ დროს სულ ჩემი მშობლები წარმომიდგება ხოლმე თვალწინ – როგორი იქნებოდა, რომ დავინახო მომენტი, როდესაც ისინი თამაშობენ  თოჯინებითა და მოსამართი მანქანებით - ქვიშაში, ზუსტად ისეთები როგორებიც ახლა არიან.
არასოდეს შეგხვედრიათ 16 წლის ახალგაზრდა, რომელიც სულაც აღარ ჰგავს ბიჭს და სრულიად საფუძვლიანად შეიძლება ეწოდოს ზრდასრული მამაკაცი მანამდე, სანამ რამეს იტყვის ან მნიშვნელოვანი მოქმედებების განხორციელებას დაიწყებს?
უცნაურია რატომ ხდება მასე? 
რატომ არის ამხელა ცდომილება ორ სხვადასხვა მახასიათებელს შორის, რომელიც ერთ ადამიანს ეკუთვნის?
მე არ მახსოვს როგორი ვიყავი 13-15-17 წლის ასაკში, უფრო სწორად გარედან ვერ ვუყურებ საკუთარ თავს, ალბათ მეც აცდენილი ვიყავი მენტალურ-ფიზიკურ სტაბილურობას.
დღეს ძალიან საყვარელი, ბენტერა ტიპი ვნახე ,რომელიც ნამდვილად არ იქნებოდა 22-23 წელზე მეტის მაგრამ ვიზუალურად არაფრით არ ჩამოუვარდებოდა 30 წლის მამაკაცს.
hi_boy_man

3 comments:

  1. ჰმ, რა ცოტა იყო :)

    ReplyDelete
  2. ეს ძირითადად მამაკაცებს ეხებათ ხოლმე ეს ე დეფოლტ.

    ReplyDelete
  3. ბიჭი ვნახე, რომელსაც 23 წელიწადზე ნაკლებს არ მისცემდი და სინამდვილეში 18 წლის იყო, ან პირიქით 30 წელს მისცემდი და 18-ის იყო.... ოხ ვნეშნავსწ აბმანჩივა

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!