Sunday, April 01, 2012

ჩააქრეთ შუქი, დედამიწას დასვენება უნდა!

დიდი დავა და უამრავი განხილვებია იმის თაობაზე, თუ რა უნდა ქნან ადამიანებმა დედამიწის გადასარჩენად.

DSC07898

ყველამ ვიცით, რომ რესურსი შეზღუდულია და სულ ახლო მომავალში სრულიადაც ამოიწურება – დედამიწა გამოიფიტება და მოკვდება - მასთან ერთად კი ჩვენც , ყველა.  DSC07899  DSC07907            

დღეს მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნა დედამიწის საათი – ამ დროს მსოფლიოს 35 ქვეყანაში ერთი საათით ჩააქრეს შუქი იმისათვის ,რომ ყველას გაგვეხსენებინა ამოწურვადი რესურსის შესახებ.

საქართველოც ჩაერთო ამ ყველაფერში 2008 წლიდან და დღესაც, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა ამ დღისადმი მიძღვნილი ივენთი.

DSC07934

ივენთის ორგანიზატორები და მხარდამჭერები იყვნენ ისეთი კომპანიები როგორიცაა:

ეს ყველაფერი ახალი ნათების 2012 წლის პროექტის ”მწვანე ინოვაცია”-ს ფარგლებში გახლდათ.

შერატონში შესვლისთანავე ფოიე ულამაზესად გაფორმებული დამხვდა, მასპინძლებმა სიმბოლურად მწვანე ბაფთა გამიკეთეს ხელზე და მეც დავიწყე ხეტიალი.

ლამაზი თეთრი მაგიდები მწვანე ბაფთებით, სანთლებითა და სუფრებით იყო გაფორმებული, ბარში მწვანედ შეფერილ მარტინისა და სხვადასხვა სასმელებს სთავაზობდნენ სტუმრებს.

იყვნენ ცნობილი ადამიანები , სხვადასხვა დიდი კომპანიების პრ და მარკეტინგ მენეჯერები.

სასიამოვნო ატმოსფეროს კიდევ უფრო ალამაზებდა ცოცხალი მუსიკა, რომელიც საკმაოდ დაბალ ხმაზე ჟღერდა, მაგრამ საოცრად უხდებოდა ყველაფერს.

DSC07947DSC07902

DSC07938DSC07927

ზუსტად 9ის ნახევარზე სპეციალური დიდი წითელი ღილაკით მთელს სასტუმროში ჩააქრეს შუქი. ამ დროს ხალხი ძალიან აქტიურად მსჯელობდა და საუბრობდა სხვადასხვა საჭირბოროტო და საქმიან თემებზე.

დიდ ეკრანზე გამოტანილი იყო კადრები სხვადასხვა ქვეყნიდან.

DSC07972DSC07952

DSC07973DSC07956

 

ძალიან მომეწონა მწვანე ფერის ასეთი მნიშვნელოვანი, შინაარსობრივი დატვირთვა და ის ,რომ დამსწრე საზოგადოების უმეტესობას მინიმუმ ერთი მწვანე დეტალი მაინც ჰქონდა ჩაცმულობაში. ♥

მშვენიერი საღამო ტორტითა და ულამაზესი ბუშტებით დასრულდა.

DSC07914DSC07915

DSC07980DSC07968

ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საღამოების გაკეთება, ჩვენ ხომ ძალიან ბევრი რამე გვაქვს შესაცვლელი იმისათვის, რომ გარემოს მოვუფრთხილდეთ, იმისათვის რომ დედამიწამ არსებობა არ შეწყვიტოს.

მერე რა, თუ ერთი საათი სინათლის ჩაქრობა დიდი ვერაფერია და მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს, იქნება ამის მერე ყველა დაფიქრდეს ნაგვის გადაყრაზე, გადამუშავებაზე, გამონაბოლქვზე, ტყეების მოფრთხილებაზე და ა.შ

DSC07958

ვფიქრობ საღამო ზუსტად ისეთი გამოვიდა როგორიც უნდა ყოფილიყო.

პ.ს ქართველმა ერმა ჩაცმა არ იცის

პ.პ.ს ქართველმა ერმა ასეთ საღამოებზე მოქცევა არ იცის.

პ.პ.პ.ს შერატონი მოწოდების სიმაღლეზე იყო – სერვისი და შემოთავაზებული მენიუ ფანტასტიური გახლდათ!

პ.პ.პ.პ.ს დიდი მადლობა გენერალ ზეიკიძეს ♥

1 comment:

  1. ეე მე არ ვიცოდი, რომ დღეს იყო

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!