Friday, March 16, 2012

ი ACT იურე!!

TimeToActმე არ მჯერა რომ ადამიანები გამოწვევებს უფრთხიან

რა ჯობია იმას როდესაც საკუთარი ძალები უნდა მოსინჯო? გაიგო ვარგისი ხარ თუ არა რაღაც კონკრეტულ საქმეში?

  რა ჯობია იმას როდესაც შენს ხელთ არსებულ ფიზიკურ და ინტელექტუალურ რესურსს სრულყოფილად (ან თითქმის სრულყოფილად) იყენებ?

ყველაფერი რაც მაიძულებს ვიყო ფორმაში, მივყვებოდე გრაფიკს და არ მოვდუნდე – მიყვარს რაღაცნაირად.

შეიძლება ეს დამღლელიც იყოს, ძაბავდეს კიდეც ადამიანს, სტრესს იწვევდეს და ზოგადად ჰქონდეს უარყოფითი მხარეებიც, მაგრამ ვფიქრობ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის რომ დრო ფუჭად დახარჯო და მშვიდი ცხოვრება გინდოდეს.

 

თავგადასავლები, რთული სიტუაციები, გადაწყვეტილების მიღება სტრესულ გარემოში, პასუხსიმგებლობა და სწრაფი ტემპი – საკუთარი პერსონის მნიშვნელოვნებას გაგრძნობინებს.

It is Time To Act ♥

Act Now - Red Button

2 comments:

  1. მენიშნა ეს პოსტი. მორიგ ჩორვენისეულ განსაკუთრებულობას უნდა ველოდოთ? :)

    ReplyDelete
  2. მოლ რა ხარ ესეიგი რა : ))) კაცი ვერაფერს გამოგაპარებს : ) დიახაც : ) როგორც კი მასალები მექნება გაიგებთ თქვენც

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!