♫მუუუ სი ♪ კალ ურია ♫ სამყარო

ჩემს ახალგაზრდობაში ძალიან დიი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმას თუ რას უსმენ. ან როკერი უნდა ყოფილიყავი ან ”პაპსავიკი” სხვა ალტერნატივა არ არსებობდა.
თუ როკერი იყავი – ზოგი გერიდებოდა ზოგს მაგარ ”როჟად” ესახებოდი, აი ”პაპსავიკები” კი ყველაზე ”ბანძი სასტავი” და გოიმები იყვნენ.
მე რა ვიყავი? არც ერთი სიმართლე თუ გინდათ, ვერასოდეს ვიყავი გადარეული მუსიკაზე, არ ვფანობ დღემდე არც ერთ კონკრეტულ პიროვნებასა თუ ბენდს. აღმოვაჩენ , ავიკვიატებ და მერე მავიწყდება.
ეხლა კი სულ სხვა სიტუაციაა (თუმცა პატარა ასაკის ადამიანებში არ ვიცი იქნებ ისევ ისეა) , ალბათ გავიზარდეთ და ყველას მობეზრდა რაღაცაზე ჩაციკვლა.
ახლა უკვე თითქმის არ არსებობს არც ერთი როკერი რომელიც Aqua-ს ”Im’ a Barbie Girl”-ის ტექსტი სრულად და უშეცდომოდ არ იცოდეს . ასევე არ არსებობს ”პაპსავიკი” რომელმაც არ იცის ”Metalica” და რამოდენიმე სიმღერა იქნებ წაუღიღინოს კიდეც.
არ ვიცი ზღვარი გაუფერულდა თუ იქნებ სულაც გაქრა და წაიშალა, მაგრამ ფაქტია ჩაციკლული ადამიანები უფრო და უფრო ნაკლები მხვდება, თითქმის აღარავინაა ვისაც ერთი ორჯერ მაინც არ წაუცდა ხელი და ეგრეთ წოდებულ ”პაპსას” არ მოუსმინა.
საინტერესო ცვლილებაა რომლის ზუსტი მიზეზიც ნამდვილად არ ვიცი ♥

Post a Comment

1 Comments

  1. ჩორვენ, საზღვრები ზოგადად ყველაფერში წაშლილია. ეს ხელოვნების სხვა დარგებსაც ეხება. ამიტომ ვცხოვრობთ საინტერესო და თან დამაბნეველ საუკუნეში - არ ვიცით რა მოჰყვება საზღვრების შლას.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!