Wednesday, February 15, 2012

წარმატების 99 დღე და ჯამრთელობა ხურდაში

რას გეუბნებათ ფრაზები =”ცხოვრების ჯამრთელი წესი” ან ”ჯამრთელი ცხოვრების წესი”?

როგორც არ უნდა ატრიალოთ ამ ფრაზაში სიტყვები, ფაქტია რომ ნაგულისხმევია ყველანაირი უარყოფითი გავლენისა და პროდუქტისაგან თავისუფალი ყოფა.

ვფიქრობ ამ გამოთქმაში არ მოიაზრება – Fast Food, ალკოჰოლი, სიგარეტი და სხვა მავნე ჩვევები, რომლებიც ადამიანებს გვახასიათებს.

 394109_4156742035964_1206373371_102456342_1545335051_n 

ჯამრთელი ცხოვრება არის, როდესაც ადამიანი იძინებს და იღვიძებს სწორ დროს, იღებს მხოლოდ ჯამრთელ და ბუნებრივ საკვებს, იღებს ფიზიკურ დატვირთვას, ხშირად სეირნობს სუფთა ჰაერზე, არ მოიხმარს მავნე ნივთიერებებს და მოკლედ ყველაფერს აკეთებს იმისათვის ,რომ დროზე ადრე არ მოუწიოს კუბოში ჩაწოლა.

რატომ ვილაპარაკე ამდენი იცით? ორი დღის წინ გახლდით პროექტი ”99 დღე”-ს წარმატების აღსანიშნავ ღონისძიებაზე.

ღონისძიებაზე, რომელიც მიძღვნილი იყო ცხვრების წესის ცვლილებისა და ჯამრთელი ცხოვრების წესისადმი. ამ პროექტის მიმდინარეობისას ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააკვირდეს ცვლილებებს ავტორის სხეულსა და ტვინში, როგორ იცვლება ის, ცვლის ქცევასა და უკვე კარგად გამჯდარ დამოკიდებულებას გარემოსადმი.

402646_386981847985300_100000204641484_1765591_1543807090_n

მინდა გითხრათ ფრიად სახალისო, საინტერესო და ძალიან სასიამოვნო ივენთი გახლდათ.

პროექტს ბევრი , ბევრი სპონსორებიც ჰყავს რომლებმაც ამ საღამოზე საჩუქრებიც დააწესეს, ხოლო მე როგორც ერთ ერთმა იღბლიანმა მოვიგე სილამაზის სალონ ”ჰეარჰაუსის” ვაუჩერი, რამოდენიმე ვიზიტითა და საინტერესო აქტივობების ჩამონათვალით.

კიდევ გათამაშდა ბევრი გემრიელი პრიზები ეკო ფუდისა და კულას მიერ, თბილისი ცენტრალში არსებული ბოულინგის დარბაზის ვაუჩერი და რავიც კიდევ, ყველაფერი ვერც კი დავიმახსოვრე.

422607_4157285449549_1206373371_102456536_203646508_n

როგორც არ უნდა იყოს, ვფიქრობ ძალიან საინტერესო ქმედებაა როდესაც შენ შენი საქციელით ცდილობ სხვებშიც გააჩინო სურვილი და მონდომება მოგბაძონ (ნუ მოგბაძონ კარგი რამეების კეთებაში), აუმაღლო მოტივაცია და რწმენა საკუთარ თავში.

ძალიან რთულია გააღვიძო ადამიანში ის შეგრძნება რომ – მას ყველაფერი გამოუვა და ყველაფერს შესძლებს.

6 comments:

  1. შენ უკვე ბევრს მიეცი ეს სტიმული და მოტივაცია, რაც თიდანში დადიხარ და ფოტოებზეც აშკარაა შედეგი.

    ReplyDelete
  2. სოფი - მადლობა ♥ ძალიან მსიამოვნებს მსგავსი გულშემატკივრობა ♥

    ReplyDelete
  3. ვაი უკვე ორი კვირაა ვიტანჯები ჯანსაღი ცხოვრებით :))))))
    გადავწყვიტე ნახევარფაბრიკატები აღარ ვჭამო და საერთოდ, უფრო გრინ გავხდე, და არასოდეს არ მდომებია ასე ძალიან არაჯანსაღი ცხოვრების წესით არსებობა :))))

    ReplyDelete
  4. Nina Gorecki - შენც ნელა ნელა დაიწყე და არა ერთბაშად : )

    ReplyDelete
  5. ძალიან მომწონს შენი სტატიები და ყოველთვის ინტერესით გადევნებ თვალს :) შორიდან გიცნობ კიდეც :)

    ReplyDelete
  6. nanikonanita- დიდი მადლობა ძალიან სასიამოვნოა ♥
    რატომ მხოლოდ შორიდან მოდი ახლოს: ))

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!