Tuesday, February 28, 2012

ბაკურიანობა 2012 – გაყინული ექსტრემი ბენზინის არომატით

მაშ ასე ახლა მოგიყვებით კიდევ ერთი ექსტრემალური შეჯიბრების შესახებ, რომელიც ბაკურიანში ჩატარდა 26 თებერვალს.

    18     

”ბაკურიანობა 2012” მოიცავდა ბევრ - ბევრ სხვადასხვა შეჯიბრებას, მაგრამ მე მხოლოდ ოფფ როუდ/მოტო /ბურან –ის ნაწილს გავიხსენებ.

მაშ ასე შეჯიბრი 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ჩვეულებისამებრ (გურჯულად) ზუსტად ერთი საათი დაგვიანდა სტარტი.

შეჯიბრის სახეობა იყო თრაიალი (დროში წრიული ტრასის დაძლევა)

პირველები ბურანები (თოვლმავლები) გამოვიდნენ და გაიარეს ტრასა. როგორც ჩანს მათთვის წინააღმდეგობები საკმაოდ რთული იყო, რადგან მონაწილეები პანტაპუნტით ცვიოდნენ ბურანებიდან, თუმცა დაზიანებების გარეშე და წამოდგომის შემდეგ ისევ აგრძელებდნენ მონაწილეობას.

24

ამ კატეგორიაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილიც მონაწილეობდა(ისიც როგორც ბევრი სხვა მონაწილე ერთ ერთ მოსახვევში ჩამობენტერდა ბურანიდან, თუმცა მაინც გააგრძელა მონაწილეობა).

9

შემდეგ კი დაიწყო უკვე Off – Road შეჯიბრი რომელიც 3 კატეგორიად იყო განაწილებული

  • სტანდარტი – სადაც მანქანები მათი საბურავების ზომის მიხედვით ხვდებოდნენ და არ ჰქონდათ რაიმე სახის ცვლილება – ქარხნული მოცემულობის გარდა.
  • მონსტრები – კატეგორია, რომელშიც ხვდებოდნენ გრძელი ბაზის მქონე ავტომობილები .
  • ექსტრემი – მანქანათა კლასი, რომლებსაც დამატებული ჰქონდათ სხვადასხვა სახის დეტალები თუ ატრიბუტიკა, ქარხნული მოცემულობის გარდა.

შეჯიბრის მიმდინარეობისას გავიხლიჩე შუაზე, ვცდილობდი მეგულშემატკივრა ყველასთვის ვინც ვიცოდი (და არ ვიცოდი) ვინ იყო, თუმცა მთელს ტერიტორიაზე მხოლოდ მე ვღრიალებდი. საქართველოში გულშემატკივრობისა და მხარდაჭერის კულტურა მგონი საერთოდ არ არსებობს.

30

სიმართლე გითხრათ შიგადაშიგ ყვირილი ძალიან რთულდებოდა თოვის გამო, პირი ფანტელებით მევსებოდა და ყელი მეყინებოდა, თუმცა მაინც ვერ ვჩერდებოდი. ნერვიულობისაგან ადგილზე ვხტოდი და ფეხებს ვაბაკუნებდი (ფეხებს რომლებსაც შუადღეზე უკვე საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი)

წარმომიდგენია რა სჭირდათ მსაჯებს, რომლებიც დილა უთენია განაწილდნენ ტრასის გარკვეულ მონაკვეთებზე და საკუთარი პოსტების დატოვება მხოლოდ გვიან საღამოსღა შეძლეს, როდესაც ყველაფერი დასრულდა.

27

მანქანების უმეტესობამ ტრასა დაზიანებების გარეშე დაძლია, თუმცა ერთი მონაწილე (ხნიერა 103 ეკიპაჟი) მაინც დაზიანდა, უფრო სწორად მანქანა დააზიანა, შეენარცხა რა ნამქერს , ამობრუნდა სახურავზე. ყველაფერი კარგად დასრულდა , ყველა გადარჩა და ჯამრთელი და ბედნიერი გამოვიდა ტრასიდან.

გულშემატკივრები ამჯერადაც დარბოდნენ ტრასაზე და სრულიად ვერ აცნობიერებდნენ იმას, რომ მანქანის მძოლები არ ელოდებიან მათ წინ ამომხტარ ადამიანს, შესაბამისად ვერც ვერაფერს მოახერხებენ რამე რომ იყოს და ყველაფერი ფატალური შედეგით დასრულდება.

161

შეჯიბრში ჯამში 56 გაადგილების საშუალება გამოდიოდა, აქედან

  1. თოვლმავლები – 12 მონაწილე
  2. მოტოები – 7 მონაწილე
  3. ოფფ როუდი – 37 ეკიპაჟი

ასეთ შეჯიბრებზე ახლა ბევრად საინტერესოა  დასწრება, რადგან არა მხოლოდ ქართველები არამედ თურქი, სომეხი და აზერბაიჯანელი მონაწილეებიც უკვე ბევრნი არიან ხოლმე, ისინი სხვა მუღამით და სხვა ჟილკით გამოდიან შეჯიბრზე – უცხო ქვეყანაში ადგილობრივების შედეგი უნდა გააუმჯობესონ, ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა ფსიქოლოგიური წნეხია?

ოფფ –როუდის ნაწილის შემდეგ ადგილი სტარტზე ბაიკერებმა დაიკავეს, თუმცა ისინი ძალიან საწყალი სანახავები იყვნენ, რადგან მათი მოტოები აშკარად არ იყო მომზადებული ასეთი ამინდისა და ნიადაგისათვის, თუმცა არც ერთი არ დანებდა და მაინც ბოლომდე გაიარეს ყველა დაბრკოლება , მიუხედავად 1000 გადაყირავებისა და მოცურებისა.

23

მონაწილეების თქმით შეჯიბრს ართულებდა ფხვიერი და გაუტკეპნავი თოვლი, რაც ყოველი მონაწილის გავლის შემდეგ ახალ მიმართულებასა და ლიანდებს იძენდა, ხოლო ყოველი შემდგომი მონაწილე (მანქანის სიმძიმისა და ზომის მიხედვით) ცდილობდა დაეძლია ეს წინააღმდეგობა ან გაეკვალა საკუთარი გზა.

შეჯიბრს პერიოდულად აკლდებოდა მაყურებელი ამინდის გამო, ქარი და ხშირი თოვა ფაქტიურად გაუსაძლისს ხდიდა გულშემატკივრობას.

36

საბოლოოდ გვიან საღამოს იყო დაჯილდოვება , სნოუბორდერებისა და მოთხილამურეების შოუთი რომლებიც დიიდ ტრამპლინზე ხტებოდნენ და საინტერესო სალტოებს აკეთებდნენ.

პრიზები თეგეტა მოტორსმა და კომპანია გალფმა დააწესეს, მხარდამჭერი იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, ხოლო ორგანიზატორი - ექსტრემალური სპორტის ფედერაცია.

ყველაფერი ლამაზი ფეირვერკით დასრულდა, ძალიან მიყვარს როდესაც გამარჯვებულები პედისტალზე დგანან ხოლო უკან სხვდასხვაფრად ელვარებენ ხოლმე ცეცხლის ენები ♥

40

აგერ გამარჯვებულების სიაც კატეგორიების მიხედვით:

კატეგორია სტანდარტი:

1.      გარი გასპარიან (სომხეთი) – (101) – Mitsubishi Pajero

2.      პაატა წაქაძე – (106) – Mitsubishi Pajero

3.      ლაშა გორგაძე – (107) – Mitsubishi Pajero

კატეგორია მონსტრები:

1.      დავით კოზანაშვილი – (202) – Jeep Cherokee

2.      ვასილ გაგნიძე – (205) – Toyota LC prado 78

3.      ლევ უნანოვი – (204) – Toyota Hilux

კატეგორია ექსტრიმი:

1.      სანდრო ცხადაძე – (312) – Toyota LC 80

2.      დავით მამუკაშვილი – (323) – Jeep Wrangler

3.      ვახტანგ ფიცხელაური – (324) – Nissan Patrol

კატეგრია მოტოციკლები:

1.      გიორგი ცისკარიშვილი – (406)

2.      ბესო დევდარიანი – (408)

3.      დავით ლობჟანიძე – (402)

კატეგორია თოვლმავლები:

1.      თემურ ხაჩატურიანი – (507)

2.      ლევან თურმანიძე – (501)

3.      შაკო სირაძე – (508)

პ.ს ფოტო მასალა აღებულია Off-Road.ge – ფორუმიდან!

7 comments:

  1. მმმმ
    პირველი წასვლა იყო ოფროუდზე........
    ემოცია, ადრენალინი, ყურების წუილი და ბევრი სიცივე :დ ეს დამამახსოვრდა :დ
    სხვა დროსაც წამოვალ.
    და შტურმანობა მინდა! ! !

    ReplyDelete
  2. kakato - ეჰ ყველა შეჯიბრს სხვადასხვანაირად მოაქვს : )
    ხოდა შტურმანობას გამოცდილება და რიგი სპეციფიური ცოდნებისა უნდა : ))

    ReplyDelete
  3. ჩორვენ, შენ შტურმანი ხარ?

    ReplyDelete
  4. მოლი - არა მოლ , მე არ ვარ შტურმანი : )
    თუმცა გასვლაზე ვყოფილვარ : ) შეჯიბრზე ჯერ არც ერთხელ : )

    ReplyDelete
  5. მთავარია, რომ გასვლაზე ყოფილხარ :)ჩემთვის, ამ ექსტრემალურ ამბებში, შტურმანიც ხარ, ბოცმანიც, კაპიტანიც და ავტორიტეტიც.

    ReplyDelete
  6. ია ტამ ბილააა :)))) უბრალოდ იმ დროს ბაკურიანში ვისვენებდი და ძალაუნებურად დავესწარი ამ მოვლენებსაც

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!