Monday, January 16, 2012

ნიჭი რომელიც თანდაყოლილია მაგრამ გამოყენება ჭირს

ადამიანებს ხომ უამრავი რამ ახასიათებთ:

  • კეთილგონიერება kindness_is
  • შური
  • ბოღმა
  • გულკეთილობა
  • გულღიაობა
  • ენაკვიმატობა
  • სათნოება
  • სიბოროტე

მაგრამ არაფერი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი და აღმატებული როგორც მიტევებისა და პატიების უნარი.

მიუხედავად იმისა, რომ უცოდველი არავინაა, მაინც ძალიან რთულია ადამიანისთვის რაღაცის პატიება. რთულია გაიაზრო ის რომ ხდება, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში და ამით არაფერი სრულდება.

რა თქმა უნდა ყველას გვინდა რომ გვაპატიონ ჩვენი სისულელეები , მაგრამ როგორ გვიჭირს მაშინ როდესაც ჩვენ უნდა ვაპატიოთ სხვა მისი სისულელე.

რთულია ზოგჯერ საღი აზრი და სიტუაციის ანალიზი იმაზე წინ აღმოჩნდეს, ვიდრე ეგოს ყმუილი. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია როდესაც ობიექტურობა და სამართლიანობა არის უმთავრესი პრიციპები, ზუსტად ამის დახმარებით თუ შეიძლება ადვილად პატიება, თორემ სხვა ყველა შემთხვევაში ეს იმაზე რთულია ვიდრე ბოდიშის მოხდა.

რთულია გადალახო ის ტკივილი და წყენა რაც მოგაყენეს, მაგრამ მაინც ღირს, ღირს თუ ხედავ რომ ეს სწორია და ობიექტურად კარგი საქციელია, რომ ასე ყველაფერს აჯობებს.

ჩემზე ბოღმა ადამიანი არსად მეგულება ალბათ, მაგრამ მაინც პატიება და მიტევება ყველაზე აღმატებული საქციელია რაც კი შემიძლია ახლა დავასახელო(და გავაკეთო)!

7 comments:

  1. წყენას გააჩნია ალბათ. საერთოდ მიჭირს მე პატიება და ბოდიშის მოხდაც :/

    ReplyDelete
  2. არც ბოდიშის მოხდა მიჭირს და არც პატიება, ოღონდ გააჩნია ვისთან.. რა ვიცი.. უბრალოდ მინდოდა რაღაცა მეთქვა, ვერ დავტოვე უყურადღებოდ პოსტი

    ReplyDelete
  3. სიყვარულოვნა - ჰო რთულია თავისთავად ორივე, მაგრამ პატიება მეტად....

    Saafree - ნუ ალბათ ადვილია იმასთან ვინც იმსახურებს და ღირსია ....

    ReplyDelete
  4. მე არ მჯერა, რომ შენ ბოღმა ხარ და მომკალი. რომელიმე პოსტში ან სტატუსში გაგეპარებოდა და ჯერ არ შემიმჩნევია.

    პატიება მართლა ყველაზე ძნელი რამეა, განსაკუთრებით გულით პატიება და არა მხოლოდ გაღიმებით, კი, ყველაფერი რიგზეა, დაივიწყეო. მქონია ასეთი შემთხვევები და სერიოზული კამათი-პატიების შემდეგ ძველებური ურთიერთობა არასოდეს აღმდგარა.

    ReplyDelete
  5. ნამდვილად, გააჩNია წყენას.... ახლა მე დაქალი მყავდა რომელტანაც 2 წელი ვდაქალობდი და არც ერთხელ არ გვიჩხუბია, მაგრამ ერტხელ ვიჩხუბეთ და ისე რომ იმის მერე მე სურვილი დამეკარგა მაგასთან ურთიერტობის , კი ვაპატიე წყენა მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები ვერ შევძლებ ძველებურ ურთიერტბოას და აზრს ვერ ვხედავ საერთოდ რატომ უნდა ვიურთიერთო

    პატიება ყველაზე კარგი გრძნობაა, მაგრამ მაგასაც უნდა ჰქონდეს საზღვარი

    ReplyDelete
  6. Sophie SUNNY - ალბათ ჩვეული ურთიერთობის აღდგენა ზუსტად მაგ გულიდან და გააზრებულად პატიების შემდეგ შეიძლება : )
    ჰოდა ბოღმა რომ ვარ არ მეტყობა : )) უ მენია პროსტა ხაროშაია პამიწ : ))
    ourlifegoeson - მე პირიქით მგონია : ) ერთადერთი უნარია რომელსაც არ აქვს ზღვარი, ის უბრალოდ ან არის ან არა

    ReplyDelete
  7. Anonymous10:53 PM

    arshemidzliaa :((

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!