Saturday, December 31, 2011

მე ვარ მაიას ტომის წარმომადგენელი და 2012-ს თავაწეული ვხვდები ♥

მაშ ასე რა იყო 2011-ში?? რა იყო და ყველაფერი.

იყო ექსტრემი, ბევრი გართობა, სასიამოვნო და უსიამოვნო მომენტები, თავგადასავლები, ახალი ნაცნობები , მოკლედ ამ წელს ფაქტიურად არაფერი აკლდა.

ვრცლად და კონკრეტულად ყველაფერი არქივშია, ისე მაინც თუ გადახედვას გადაწყვეტთ.

216757_2330269735136_1201512924_32916593_8143674_n 380971_2769448754337_1201512924_33289953_1972072078_n 302739_2397917346284_1201512924_33008373_8042791_n

გაზაფხული ექსტრემალური იყო და ემოციებით დატვირთული, ზაფხული ცხელი და თავგადასავლიანი, შემოდგომა ძააალიან უცნაური, შეიძლება ითქვას ზამთრის გენიალური დასაწყისი, ზამთარი კი ჯერ არ ვიცი , არ გასულა ბოლომდე ….

მიუხედავად ყველა მოვლენისა და სიტუაცისა, ვთვლი რომ ყველა წელი კარგია რომელსაც ცოცხალი გასტან ადამიანი და აუცილებლად უნდა გაიღიმო, იმიტომ რომ ის ყველაფერი იყო შენს თავს.

318718_3230489760236_1206373371_101928657_7622720_n 284426_10150251235822539_622962538_7350047_8093612_n 269558_2283263600012_1201512924_32848408_6702490_n 311714_2461491335594_1201512924_33069680_250271452_n

აუცილებლად უნდა გავიღიმოთ ყველამ, სხვანაირად კარგი ამბები უბრალოდ გვერდს აგვივლიან.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თქვენი აზრით რატომ გვასწავლიდნენ ბავშვობაში, რომ კარგად თუ მოვიქცეოდით მხოლოდ მაშინ მივიღებდით საჩუქრებს? იმიტომ რომ კარგი ამბები მხოლოდ კარგად და კეთილად განწყობილ ადამიანებთან მოდის!!

არ დაგავიწყდეთ რომ არსებობს საახალწლო სასწაულები! გაახილეთ თვალები!!!

284622_192486437478596_100001517220566_497843_7261641_n 295200_1862613179822_1675763017_1451823_1999271_n 247417_1684050395864_1675763017_1260971_5015142_n 270754_2279474985299_1201512924_32845260_4976783_n

რას გისურვებთ არ ვიცი, ალბათ რასაც ყველა თავად ისურვებთ, მე ჩემს თავს კიდევ ვუსურვებ კედელზე გაკრული უზარმაზარი სიის ყველა პუნქტის დროულ შესრულებას!!!

მაშ ასე წავედით ყველა 2012 –ში , სადაც მაიას ტომი ხახა დაფჩენილი გველოდება და წინასწარ ხელებს იფშვნეტს, ისინი ხომ ამდენი ხანია კაიფობენ დედამიწის მთელს მოსახლეობაზე ♥P1160715 P1160757 P1170248 P1170286

Thursday, December 29, 2011

Single Bells – Happy New Year To me!

იცი აი 5 წლის წინ არსებობდა ვიღაც ვინც ჩემს მეხსიერებაში შეუსრულებელ მისიად არის დალექილი და აი ზუსტად ახლა ყველაფერი განახლდა – მეუბნება და თვალებში მიყურებს, ზუსტად არ ვიცი რისი ამოკითხვა უნდა ან რა რეაქციას ელოდება.

და მერე რა გინდა ამით თქვა? – ვეკითხები ფრიად მშვიდად, ინტუიცია დიდი ხანია მკარნახობდა რაღაცას და მგონი მზად ვიყავი ასეთი განვითარებისათვის.

უბრალოდ ვთვლი რომ ეს უნდა იცოდე და არ ვაპირებ ტყუილებს, არ მინდა რომ ყველაფერი კიდევ Bye_by_erickjesus1უფრო იდიოტურად გამოვიდეს ვიდრე ეხლა არის… – საუბარს არ ვასრულებინებ

ამაზე იდიოტურად რაღა უნდა იყოს, უკვე არის. მე უკვე გაჩრილი ვარ უაზრო სიტუაციაში, ვზივარ და ამას ვისმენ – ვეუბნები და ვცდილობ აგრესია და გაღიზიანება არ შემეტყოს.

ჰო , ხოდა ზუსტად ამიტომ არ მინდა გაურკვევლობა, არც ის მინდა რომ უაზროდ გამოვიდეს და ცუდად დავამთავროთ – კიდევ რაღაცეები თქვა , მაგრამ არ მომისმენია ვფიქრობდი

მეტად უაზროდ როგორ შეიძლება დასრულდეს ურთიერთობა, რომელიც ერთი შეხედვით კარგია, არაფერი აკლია, ყველაფერი ზომიერად აქვს? ვიწყებ მიზეზების ძებნას ჩემში, მაგრამ ვერც ერთს ვერ ვპოულობ, ობიექტურად – მე არაფერი შემშლია.

უცებ ვფიხზლდები, არ საუბრობს, ზის მშვიდად და არც მიყურებს. ისე არც მე მინდა დიდად შეხედვა, თავი კარგად მიჭჳრავს და არ ვაპირებ სისუსტის გამოჩენას, არ ვთვლი საჭიროდ.

I am not in- მე არ მაწყობს ასე, არც ლოდინს ვაპირებ და მით უმეტეს არც შენს ამოქაჩვას. მე მესმის რა არის ”ნიხვატკა” და ვერ მოსურვილებული ურთიერთობა. ძალიან მენანება ის ყველაფერი რაც უნდა ახლა გააფუჭო, მაგრამ იყოს ეგრე. – სიმშვიდეს ვინარჩუნებ და მიუხედავად იმისა რომ მინდა ვუთხრა რომ აბსოლუტური შტერია– ამას არ ვაკეთებ.

ჰო მეც მენანება – მეუბნება და ძალდატანებით იღიმის.

მგონი უნდა მეთქვა რომ შტერია, მაგრამ აზრი არ აქვს, ადამიანს ჯანჯღარი არ შველის. ფაქტიურად გადაწყვეტილება მიღებული აქვს, უნდა გაურკვევლობაში და დაე. ყველა იმსახურებს იმას რაც აქვს ან არ აქვს.

გინდა გითხრა როგორ იქნება ყველაფერი? თუ გინდა წერილს დავწერ და რაღაც პერიოდის შემდეგ გახსენი , ნახავ რომ ერთი შეცდომაც კი არ მექნება დაშვებული პროგნოზებში – გამეცინა, მავნე ვარ და ზოგჯერ ბოროტიც, მაგრამ რატომ დავინდო ის ვინც არ მინდობს მე.

მიუხედავად იმისა რომ ვიცი იცის სისულელეს აკეთებს სხვანაირად ვერ მიხვდება რომ არ უნდა გაეკეთებინა. ვაფასებ იმასაც რომ სიმართლეს ამბობს, არ მატყუებს და ცდილობს იმაზე ცუდად არ გამოვიდეს ყველაფერი ვიდრე არის, მაგრამ მაინც….

ადამიანები მიდრეკილნი არიან სისულეებისკენ და სანამ შუბლით არ მიასკდებიან კედელს ვერაფერს ვერ ხვდებიან.

იცი შენ ჩემთან გახსნილი ბოლომდე არ ყოფილხარ – ვეუბნები და კიდევ ბევრი რამის თქმას ვგეგმავ.

როგორ? – გაუკვირდა ცოტა

როგორ და აი ეგრე , ზედმეტმა კონტროლმა დაგღუპა , ემოციების მოთიოკვამ და მოჩარჩოვებამ , სადღაც ”გაასხა” ბოლოს – ახლა ფაქტიურად დავცინი უკვე.  ეს საუბარი მადებილებს.

რატომ უნდა ვიყო ასეთი სათნო, გამგები , დამყოლი და მეგობრული? ღმერთო რა ცუდი ჩვევა მავს რომ ადამიანების დაკარგვა მენანება, უნდა მენანებოდეს რომ?

იცი მე ზუსტად ვიცი რა რეაქცია ექნებათ ჩემს მეგობრებს – ღიმილით მეუბნება, უხერხული სიჩუმე უკვე მერამდენედ ჩამოვარდა, მე არაფერის თქმა არ მინდა,  არ ვარ დარწმუნებული რომ რამე მწარეს თქმისაგან თავს შევიკავებ.

ჰო მეც ვიცი – ვეუბნები ღიმილით და მართლაც ვიცი. მე ჩემს თავში დარწმუნებული ვარ და იმაშიც, რომ მე შემიძლია ადამიანებთან ურთიერთობა და რომ მე კარგი მეგობარი ვარ.

იმედია გაგიმართლებს თუმცა მეეჭვება შენი მოლოდინები გამართლდეს – ჩემს ვარაუდს ვაცნობ, იმიტომ კი არა რომ მე არ მინდა რომ გამართლდეს - უბრალოდ მასეა, გამცდილებით ვიცი.

ისიც მეთანხმება და მაინც…..

Bye_Bye_by_benzsg87

ღმერთმანი რა რთულია ასეთ დროს თავი შეიკავო და არ უთხრა ადამიანს ყველაფერი რასაც ფიქრობ და რა რთულია არ დაკარგო ის სახე რომელიც გაქვს, იყო თავშეკავებული და საღი აზრის შენარჩუნება შეძლო. კარგია რომ მე შემიძლია ასეთი ვიყო , ვამაყობ იმით რომ ისიც შემიძლია ეს ყველაფერი იმაზე უცებ გადავხარშო ვიდრე ამას ჩემგან ელოდებიან.

დასანანია რომ ადამაინებს არ შეუძლიათ შეირგონ ის რაც აქვთ, დასანანია რომ მე არ ვარ ბოროტი, დასანანია ისიც რომ შემიძლია მშვიდად გაუშვა ყველაფერი ცუდი და კარგით ვისიამოვნო.

იცოდეთ რომ მეგობრობის იქით არანაირი ურთიერთობა არ ამართლებს, უბრალოდ არ გქონდეთ მაგის მოლოდინი : ) მიიღეთ ეხლავე და მთლიანად . იყავით ეგოისტები : ) ეს ერთი ორად სასიამოვნოა.

კარგია რომ ყოველი მოვლენა ახალ გამოცდილებებს და შეგრძნებებს ბადებს. გენიალურია რომ ურთიერთობა ადამიანებს შორის სიახლოს მომტანი ხდება, ერთი მენანება მხოლოდ – საკუთარ ჩვევებს რომ ვერ ვღალატობ.

Monday, December 26, 2011

VW კლუბი უკვე 2 წელია გვაწიოკებს :)

ძირითადად ისე ხდება რომ ჩემი მოსაწონი ივენთები (ღონისძიებები) თბილისში ძალიან ცოტა იმართება, ან მე არ ვხვდები იქ.

თუმცა 25 დეკემბერს (შობა საღამოს) აღმოვჩნდი ფოლკსვაგენ კლუბის დაბადების დღის აღნიშვნაზე.

კლუბი მეორე წელია არსებობს და ამის აღსანიშნავად მათ ჰქონდათ ძალიან საინტერესო ღონისძიება მოფიქრებული.

პირველ რიგში ფანტასტიური იდეა იყო ივენთის ფოლკსვაგენ ცენტრში გაკეთება, მეორე და ძალიან მაგარი იყო სტუმრების დახვედრა და მათი დარბაზში შეყვანის ხერხი – შესასვლელის ორივე მხარეს იდგა კლუბის ავტომობილები , ჰქონდათ ანთებული ფარები და ისმოდა გაბმული საყვრის ხმა.

ძალიან სასიამოვნო იყო ასეთ კორიდორში გავლა, ეხლაც კი მბურძგლავს რომ მახსენდება(ისე დროშები აკლდა ამ ყველაფერს ცოტათი).

DSC06208DSC06210

შესვლის შემდეგ მოვხვდით ლაზერებით განათებულ დიდ დარბაზში (სერვის ცენტრის მისაღებში) სადაც კედელზე სხვადასხვა თემატური ვიდეოები იყო გაშვებული, ისმოდა მუსიკა და წამყვანი(ასევე კლუბის დამფუძნებელი) ესალმებოდა სტუმრებს.

სიტუაცია ძალიან მეგობრული და სასიამოვნო გახლდათ, ივენთი კი დინამიური. მისალმების შემდეგ  ახალი ვებ გვერდის პრეზენტაცია გაიმართა (რომელიც რამოდენიმე დღეში გაეშვება), შემდეგ სინათლე აინთო და სტუმრებს გაუმასპინძლდნენ სხვადასხვა სასმელითა და ”სნექებით”.

DSC06214DSC06220

DSC06227DSC06204

საერთოდ არ იგრძნობოდა ის მომენტი, რომ ამდენი განსხვავებული ადამიანი იყო შეკრებილი , რომლებსაც ერთმანეთთან მხოლოდ ავტომობილები აკავშირებდათ , თუმცა ისიც სულ სხვადასხვა კატეგორიისა და მწარმოებლის.

ამის შემდეგ უცებ ჩაქრა სინათლე და დარბაზში ფოლკსვაგენით (მოდელი მე მაპატიეთ არ მახსოვს) შემობრძანდა თოვლის ბაბუა დაცვის გნომებით ♥ ეს იყო ყველაზე სასაცილო მომენტი. თოვლის ბაბუამ მეგობარ ავტოკლუბებს გადასცა თემატური საჩუქრები (სხვათაშორის მინდა გითხრათ, რომ გენიალურად იყო მოფიქრებული საჩუქრები, აშკარად მაგრად იმუშავეს ამაზე - respect)

DSC06234DSC06238

ბმჭ კლუბს ერგო ფრთები (როგორც იაღოველებს) და რედ ბული რომ ფრენა მალე ისწავლონ.

მერსედესის კლუბმა მიიღო ნიკელის რგოლზე გადაჭიმული სტრინგი.

ოფფ როუდ კლუბს ერგო ერთი ქილა ტალახი.

სუბარუ კლუბმა ფორესტერების სიყვარულში დანგრეული მაცივარი მიიღო და კიდევ ბევრი ბევრი საინტერესო sაჩუქრები დაარიგეს. რა თქმა უნდა ვალში არც სხვები დარჩნენ ფოლკსვაგენის კლუბის წევრებს – ბმჭ და ოფფ როუდ კლუბებმაც გადასცეს საჩუქრები იუბილარებს.

შემდეგ ამას მოჰყვა მანქანების ჩვენება (Show), ძალიან სახალისო ლატარეა (რომელშიც ბუფალო ბილის ფასდაკლების ერთ წლიანი ბარათი მოვიგე, რა ვიზუნჩიკი ვარ) ,ბოლოს კი ულამაზესი და უგემრიელესი ტორტი.

DSC06248DSC06251

რეალურად ივენთზე 3 საათი ვიყავით, მაგრამ იმდენად კარგად დაგეგმილი და გაკეთებული იყო ყველაფერი, რომ დროის გასვლა ან მოწყენა არავის უგრძვნია. მართლაც იმ იშვიათ ღონისძიებათაგანი იყო რომელსაც ეტყობოდა, რომ ბევრი იყო ნაფიქრალი, დაგეგმილი და რაც მთავარია ძალიან კარგად მოყვანილი სისრულეში.

ფანტასტიური საღამო გავატარე და დარწმუნებული ვარ, რომ ფოლკსვაგენის კლუბი თუ ასეთი შემართებით გააგრძელებს რეალურად ძაალიან შორს წავლენ, ბევრად შორს ვიდრე სხვა კლუბები.

ვულოცავ მათ კიდევ ერთხელ

DSC06258           DSC06253

პ.ს შორს არ წახვიდეთ და კიდევ შემოიარეთ, ხვალ დაემატება სახალისო ფოტოები : )

386283_146189608824164_146169458826179_190291_1789996408_n 391794_146189888824136_146169458826179_190309_1048390701_n 387483_146190092157449_146169458826179_190317_1630311794_n 406036_146190238824101_146169458826179_190324_1795485772_n 397309_146190562157402_146169458826179_190334_1066996236_n

Tuesday, December 20, 2011

კრეატიულობა საქართველოში სულს ღაფავს

ისევ და ისევ ახალი წლის თემაზე უნდა დავწერო. აგერ უკვე ნახევარი თვეც კი აღარ დარჩა წლის ერთ -ერთ მთავარ დღესასწაულამდე მაგრამ რა ? ქალაქში დიდად ვერ მივხვდებით რომ ახალი წელი მოდის.

ქუჩები უგემოვნოდ და სასტიკადაა გაფორმებული (მერია ფულებს რაში ხარჯავს ვერ გამიგია), საიდან მოაქვთ ეს უზარმაზარი მოჭაღო ელემენტები და რატომ კიდებენ მათ ქალაქის ცენტრალურ უბნებში ვერაფრით ავხსენი.

DSC05918

მაგას თავი დავანებოთ და მაღაზიების მფლობელებიც კი , რომელებიც ახალი წლის პერიოდში უნდა ცდილობდნენ ყველა საჩუქრის მაძიებელი თავისთან შეიტყუონ - არაფერს აკეთებენ ამისათვის. ვიტრინების უმეტესობა უგემოვნო და ამაზრზენია, ზოგი კი საერთოდაც არ არის მორთული. ვერაფრით ვხვდები რას ფიქრობენ  გურჯი”ბიზესმენები”??

ისევე როგორც შარშან, წელსაც ჩამოვიარე ქალაქის ორი ძირითადი უბანი და დიდი ვერაფერი შესაშური ვერ ვნახე. თქვენც გაგიზიარებთ იმ ვიტრინებს, რომლემბიც რამენაირად მაინც იყო მორთული, მაგრამ თქვენ შეაფასეთ ღირს კი ასეთი შტერობის გაკეთება საერთოდ?

DSC05944 DSC05920 DSC05921 DSC05923 DSC05926 DSC05928 DSC05929 DSC05930 DSC05931 DSC05934 DSC05935 DSC05936 DSC05939 DSC05941 DSC05943

ეს ყველაფერი ქართველების ფანტაზიის ნაყოფია , ეს კი - ქვემოთ რაც არის სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ვიტრინებია

window-swirl2-largerolfsADDITION_Fashion_NYC_Holiday_Windows_05994  ShopTheme_10XMAS  Biggin_Hill_20081225_IMGP5271_ed SuperStock_1566-0154232 heritagelights-636edit xmas-shop-460x287 Chanel2 img4-thumb-600x450-101000 harrods-4-for-web

ასე ყველაფერი : ) შედარებები და შეფასებები თქვენთვის მომინდია. მე კი წავალ და ჩემს საახალწლო განწყობას გავაძლიერებ : )