Sunday, November 27, 2011

უსულო სხეული პატივისცემის ნიშნად

ადამიანები გულმავიწყები არიანთქო ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი , მაგრამ ფაქტია რომ უმეტესობას img2725dსჭირდება რაღაც შემახსენებელი და წამახალისებელი იმისათვის რომ ახსოვდეს, პატივს სცემდეს და ”ეთაყვანებოდეს” სხვის მიღწევებს.

ამ ”შემხსენებლის” ნათელი მაგალითია ძეგლები, რომლებსაც მსოფლიოში წარმოუდგენელი ოდენობით დგავენ. არ არსებობს ალბათ ქალაქი თუ ქვეყანა სადაც მინიმუმ 100 განსხვავებული სკულპტურა /ძეგლი არ დგას, რომელიც რაიმე დარგში წარმატებულ ადამიანს ეძღვნება.

სასწაულად ცუდი სანახავია უსულო, გაქვავებული სახისა და სხეულის ყურება მე თუ მკითხავთ. კვარცხლბეკზე შემოსკუპებული, უცნაურ პოზებში გაქვავებული მწერლები, მხატვრები, მოცეკვავეები და მეცნიერები ერთობ სასაცილოდ გამოიყურებიან და პატივისცემის გაღვივებაზე მეტად - სიცილს იწვევენ.

მიუხედავად იმისა ,რომ ზოგიერთი ძეგლი თბილისში ძალიან მიყვარს (მაგალითად გალაკტიონის, იმიტომ რომ ის სტანდარტული გაქვავებული ადამინი კი არა, რაღაც უცნაური სიუჟეტური ძეგლია) უმეტესობა მაინც ძალიან სასაცილოდ მეჩვენება.

მესმის რომ აუცლებელია სიკვდილის შემდგომ პატივი მივაგოთ დამსახურებულ საზოგადო მოღვაწეებს, მაგრამ მაშინ ძალიან ,ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო თითოული ძეგლის შექმნისას, იმიტომ რომ ზოგჯერ ძეგლები უცნაურ, შეუსაბამო პოზაში, გაურკვეველი პროპორციებით არის ჩამოსხმული – რაც e18399e1839de1839ce183a1e183a2e18390e1839ce183a2e18398e1839ce18394-e18392e18390e1839be183a1e18390e183aee183a3e183a0e18393e18398e18390ამ შედევრს ნაკლებად მიმზიდველსა და დამახსოვრებადს ხდის.  

მაგალითად ძალიან არ მიყვარს გამსახურდიას ძეგლი – ვთვლი რომ უზარმაზარი და ძალიან ბოროტი რამ არის დაკოფსებული ვაკეში, ასევე უზარმაზარ კვარცხლბეკზე და საერთოდ არანაირ დადებით ემოციას არ აღძრავს.

ვეხვისა და მოყმის სკულპტურა ბავშვობიდან ძალიან მეუცნაურებოდა და არასოდეს მომწონდა.

სამაგიეროდ ქართლის დედა ძალიან შთამბეჭდავი სანახავია, ის ხომ თბილისის თითქმის ყველა უბნიდან ჩანს.

მაინც ძალიან უცნაურია უსიცოცხლო სკულპტურები, რომლებიც რეალური ადამიანების ფრიად ზუსტი ასლებია….

Saturday, November 19, 2011

წწწ. გამარჯობა კიდევ ერთხელ. ცომ

არც ისე დიდი ხანი იყო რაც მიმოწერა გვქონდა ეგრეთ წოდებულ ვირტუალურ სივრცეში. აქტიური მიმოწერათქო რომ ვთქვა ძალიან მოვიტყუები, ძალიან.

როგორც არ უნდა იყოს ,მეტად თუ ნაკლებად ამას ურთიერთობა ერქვა, არაფრით გამორჩეული, მშვიდი, აუღელვებელი , სტაბილური და შორეული (ან თუნდაც დისტანციური).

თუმცა ”საქმემ” მოითხოვა და შეხვედრის აუცილებლობაც დადგა(არადა გეგმაშიც კი არ იყო მსგავსი რამ). შეხვედრის ადგილი და დრო ასევე მარტივად და მშვიდად დაითქვა, მეც როგორც მჩვევია (ძირითადად) დაუგვიანებლად მისვლა , ეგრე მივედი (ნუ კარგით ხო ,5 წუთი დამაგვიანდა დებილი მძღოლების გამო, ტარება რომ არ იციან და საცობებს ქმნიან).

ერთ უსახურ და არაფრით გამორჩეულ კაფეში შევედი , შემდეგ კი  გაფაციცებით დავიწყე ყურება. ამ დროს ჩემი სახელი შორეული კუთხიდან გავიგე, თვალები მოვჭუტე და მოსალოდნელი ობიექტის ძიებაში , არც ისე დარწმუნებულმა, პირველი ნაბიჯი გადავდგი.

Savannah_Day_Dreams_by_E_Bow_The_Letter

- გამარჯობა, როგორ ხარ? – მომმართა პირველმა

- მე იცი… შენ…. ისა …. – ავბლუკუნდი და ბრინჯივით მიმოვიფანტე ჰაერში

- ჰო ჩვენ ხომ უნდა შევხვედროდით, მე ვარ ი.რაღაცაგვარი – გაღიმებულმა და თითქოს ოდნავ შეცბუნებულმა გამაცნო თავისი თავი (თუმცა ასე თუ ისე მაინც ვიცნობდი)

კიდევ კარგი ჩემი ტვინი ბინარული სისტემით არ ახდენს ინფორმაციის დახარისხებასა და დამახსოვრებას თორემ უეჭველი ”ბლუ სქრინს ” ამოვაგდებდი, თუმცა გაჭედვით მაინც გავჭედე.

სკამზე დავეფერთხე და სულელივით გაღიმებული მივაჩერდი თანამოსაუბრეს.

- ვაიმე იცი მე , მე სულ სხვანაირი მეგონე, უფრო ასაკოვან და საერთოდაც სხვა ადამიანს ველოდებოდი. შენი საუბრის მანერიდან , აზროვნებიდან … მოკლედ სხვანაირი მყავდი წარმოდგენილი, იცი… – ვიღიმი, თავი შტერი მგონია , მაგრამ გულს არ ვიტეხ.

მიღიმის, უფრო სწორად იცინის და უცებ ვდუნდები, ვხვდები რომ It’s Ok. 

- ჩაის დალევ თუ…? – კითხვას იწყებს მაგრამ არ ვაცდი დასრულებას.

- დიახ , ჩაის დიდი სიამოვნებით დავლევდი, მეტი არაფერი მინდა მადლობა – ჯერ კიდევ დაძაბული ვარ ფრიად, მე ხომ წარმოდგენები ჩამომექცა თავზე.

- იცი სასიამოვნოა შეხვედრა, როგორც არ უნდა იყოს მაინც სხვა შეგრძნებაა, სხვანაირია ურთიერთობა, თვალებს ვხედავ – ვეუბნები და უკვე ვხვდები, რომ ჩემი მორიდებულობა და გაოგნება ჩაისთან ერთად კუჭში გადავუძახე მოსანელებლად.

ჩუმად ზის ჩემი თანამოსაუბრე, თუმცა ვხვდები რომ მისმენს და სულაც არ აპირებს საკუთარ ფიქრებში ჩაძირვას (მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ დაფიქრებული იერი აქვს)

- ხო , აი იცი , ისა რაზეც შევხვდით მოკლედ , ისა … – ფუ ისევ გავჭედე, ისევ გავბრინჯდი, მგონი მისი მზერის ბრალია , უცნაური და გამომცდელი თვალებით იყურება.

- ხო , კი , რა თქმა უნდა – მერთვება ბლუყუნში და ეს ოდნავ მიმსუბუქებს მდგომარეობას.

”საქმეზე” საუბარი უფრო მარტივად წავიდა, შემდეგ ჩემი დაძაბულობა ერთიანად გაქრა და ისე ავჭიკჭიკდი, რომ ყურებმა ბზუილი დამიწყო. 3d44eb2eed67c7f8b390348e3a32edc0

ასაკი არ ეტყობოდა, ამიტომ გავბედე კითხვა (ეს აქამდე რატომ არასოდეს გამიკეთებია ვერ გეტყვით) შემდეგ პროფესიაზეც ჩამოვარდა საუბარი.

- მე ვწერ მე ბევრს ვწერ კარგად ვწერ თუ არა არ ვიცი მაგრამ ზოგადად მომწონს წერა საერთოდაც წერა …- ამოუსუნთქავად დავიწყე ლაქლაქი და მივხვდი, რომ ჰაერი აღარ მყოფნიდა, ამიტომ გაჩუმება მომიწია.

როგორც აღმოჩნდა ისიც წერდა, თუმცა მთლად ისე არა როგორც მე, თუმცა ფრიად საინტერესო იყო მისი წერის სტილი და თემატიკა, უფრო სპეციფიური, უფრო რთული, უფრო ..- მოკლედ ბევრი უფრო, მაგრამ ზუსტად რამდენი არ ვიცი, იმიტომ რომ ვერ გავერკვიე წესიერად, სად მეცალა გაქანებული ვლაპარაკობდი, ამოუსუნთქავად.

შემდეგ ბევრი ვისაუბრე ჩემს ბავშვობაზე, გატაცებებზე, თავს გადახდენილ ისტორიებზე, თუმცა ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ეს ადამიანი სულ სხვა რამეს ისმენდა ჩემს ისტორიებში, სადაღაც უფრო სიღრმეში იყო ჩემს მონაყოლში ჩამძვრალი.

მისთვის ბევრი არაფერი მიკითხავს, არა უფრო სწორია თითქმის არაფერი. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცნობისმოყვარე ვარ ვერ ვკითხე.

რატომ?

რთული სათქმელია- იქნებ იმიტომ, რომ მაინც ვერ გავითავისე ბოლოლმდე - ამ ადამიანს ვიცნობდი თუ არა, შემეძლო უფრო თამამი ვყოფილიყავი თუ არა, ან იქნებ იმიტომ რომ მისი იერი და დამოკიდებულება არ მაძლევდა საშუალებას?

იქნებ ჩემი ქვეცნობიერი რაიმე დისტანციას გრძნობდა იმ უშუალობის მიღმა რომელიც ზედაპირულად ჩანდა? იქნებ ის ადამიანიც ჩემნაირად დაძაბული და გაბრინჯებული იყო , მაგრამ მე ჩემი სისულელის გადამკიდე ვერ შევნიშნე?

რთული სათქმელია , თუმცა გეტყვით რომ ჩაის ხვრეპასთან ერთად იმდენი ინფორმაციის გაცემა მოვახერხე ,რომ ალბათ ასე 2 – 3 დღე თავი გაბერილი ექნებოდა  და ტვინი კიდევ გამალებით ეცდებოდა ამ ყველაფრის გადახარსიხებას(რას ვერჩოდი კაცმა რომ თქვას) .

გამოგიტყდებით საინტერესო ადამიანად მომეჩვენა, უფრო მეტადაც კი ვიდრე მიმოწერის დროს, თუმცა მისი ”დამუღამება” ასე ადვილი არ აღმოჩნდა …

სასიამოვნო საღამო იყო ნამდვილად… იმედია კიდევ შევხვდები… იმედია ის უკვალოდ არ გაქრება (როგორ უცაბედადაც გაჩნდა, იქ კაფეში , შორეულ კუთხეში მდგარ მაგიდასთან)… იმედია კიდევ მომეცემა საშუალება მასთან ვისაუბრო და ახლა უკვე მას მოვუსმინო…

შეხვედრამდე ი. მორიგ შეხვედრამდე….

Monday, November 14, 2011

1 6 9

აი უკვე 8760 დღეა მაქვს იმის შანსი რომ ცხოვრებით დავტკბე და ჩემი მე ვზარდო

აგერ უკვე 8760 ჯერ ამოვიდა მზე და შემდეგ ჰორიზონტს მიეფარა.koko

 

აგერ უკვე 24 ჯერ აღვნიშნე 13 რიცხვის დადგომა შემოდგომის სეზონის ყველაზე ბოლო თვეში.

მაშ როგორ? როგორ და კარგად.

 

დიდი ხანია ასეთი მგრძნობიარე და აჩუყებადი დაბადების დღის შესახსენებელი დღე არ მქონია.

 

ბევრი სიყვარული, სითბო, მეგობრები და ოჯახის წევრები. დაბადების დღე (და ახალი წელი) ყველაზე დიდი სიყვარულის დღეებია ჩემთვის (ჩემი იქნება თუ სხვისი მაინც მასეა)

♥♥♥ koko2 

 

უამრავი საჩუქრები , თანაც ყველა ისეთი რომელზეც დარწმუნებული ვარ ჩემმა მეგობრებმა იფიქრეს და ისე აარჩიეს♥ რა კარგები არიან.

 

უძალიანესად აჩუყებული და დამთბარი ვარ.

ბედნიერი ვარ.

ყველაზე შორეული მანძილიდან ნაჩუქარი საჩუქარიც კი ისეთი ძლიერი და ემოციური იყო, რომ სიტყვები არ მყოფნის.

ცხოვრება მშვენიერია, ყოველ წელს კი უფრო და უფრო საინტერესო ხდება ♥koko3

უმაგრესია ჩვენ ისევ ერთად გავ 24 დით

მაგარია ორი მამის ტყუპები ერთად იზრდებიან ♥

მართალია მეოთხე წელია ცოტა შორი შორს უწევთ აღნიშვნა მაგრამ მაინც………

Thursday, November 10, 2011

ღიმილის ”ჟმოტები”

სადღაც გამიგია ან წამიკითხავს, რომ უარყოფითი ენერგიები ჩვენს გარშემო სამყაროში გროვდება და მერე უკან გვიტევს სხვადასხვა ცუდი რამეების სახით.bad20mood20cloud

სიმართლე რომ ვთქვა არ ვიცი ამის რამდენად მჯერა , მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ ადამიანები მიდრეკილნი არიან წუწუნისა და ცუდი განწყობისაკენ.

რატომღაც ისე ხდება ,რომ გარშემომყოფების უმეტესობა უფრო დიდი სიამოვნებით ავრცელებს უარყოფით ინფორმაციებს (სიკვდილზე, დაავადებაზე,დანაკარგზე, ტკივილზე) ვიდრე დადებითს.

ხალხის უმეტესობა გაუჩერებლივ მსჯელობს ცუდ მოვლენებზე , კარგი კი - ერთი ორი გადალაპარაკების   მერე ყველას უცბად ავიწყდება.

ვერ ვხვდები ნუთუ თვითონ არ ითრგუნებიან? ან ვერ ხვდებიან , რომ სხვას თრგუნავენ ამ ამბებით , მუდმივი წუწუნითა და მოთქმით?

არ ჯობია ხაზი გაუსვან დადებით მოველენებსა თუ წარმატებებს? თავსაც უფრო ბედნიერად იგრძნობენ და სიცოცხლის ხალისიც მეტად ექნებათ.

ფაქტიურად ვერანაირი ახსნა ვერ მოვუძებნე ამ ყველაფერს , ამიტომაც ვცდილობ მაქსიმალურად თავიდან ავირიდო მსგავსი ადამიანები და ინფორმაციები, დავტკბე იმით რაც მაქვს (ან მინდა რომ მქონდეს და ვისწრაფი ამისკენ) , თავი მაღლა ავწიო და გავიღიმო ხშირად.

happiness

პრობემები ყველას გვაქვს, ყველას გავწუხებს რაღაც, შესაძლოა განსაკუთრებული ჯამრთელობითაც ვერ გამოვირჩევით , მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმის მიზეზი ,რომ გარშემო დიდი რუხი ფერის ღრუბელი შემოვირტყათ და სხვასაც მოვუწამლოთ ცხოვრება.