Sunday, September 25, 2011

გადარიცხული ყოველი ლარი თქვენს რწმენას გაამყარებს….

ამ პოსტს ალბათ ბევრი მიიღებს ისე თითქოს მე რამე მქონდეს საწინააღმდეგო მართლმადიდებლური სარწმუნოების მიმართ, ან სულაც ვერჩოდე სალოცავებსა თუ მორწმუნეებს, მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ არსებული სიტუაცია არ არის ნორმალური , კონკრეტულად კი აი რა:

დღესდღეობით დედაქალაქში ახალ კორპუსებზე მეტი ახალი ეკლესია/მონასტრები შენდება. ყველა კორპუსის ეზოში მინიმუმ ერთი ეკლესია მაინც დგას თუ მეტი არა, რეალურად რომ ვთქვათ ალბათ ასე თუ გაგრძელდა 3-4 წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე ორი ან სამი ტაძარი მოვა, რაც ისევ და ისევ მეეჭვება ნორმალური იყოს. mshenebare1

იცით თუ არა რომ მთელს კახეთში (რამხელა ტერიტორიაა) მხოლოდ და მხოლოდ 40მდე ეკლესია/მონასტერი დგას? და იქაც კი ასეთი სიმჭიდროვით არ არის განაწილებული ეს ნაგებობები, მე კი მხოლოდ საბურთალოს რაიონში შემიძლია ამდენივე ეკლესია დავთვალო.

მე მესმის რომ რწმენა მნიშვნელოვანია, რომ რელიგია ადამიანებზე დადებითად მოქმედებს და ა.შ მაგრამ ვერაფერით, ვერაფრით ვხვდები ამდენი ეკლესიის აშენების მიზეზს?

რწმენას ამყარებს? ქალაქს ალამაზებს? უფრო მეტი ადამიანი მოექცევა მართლმადიდებლობისკენ? თუ რა მიზანს ემსახურება?

ამასაც რომ თავი დავანებოთ ტელევიზორსა და რადიოში უამრავი რგოლი ტრიალებს - გადმორიცხეთ ერთი ლარი მობილურიდან ამა და ამ ეკლესიის მშენებლობაზე, გადმორიცხეთ ორი ლარი ამ მონასტრის მშენებლობაზე, კარგი მესმის ქველმოქმედება ,შემოწირულობა და ა.შ ,მაგრამ ასეთი მდიდარი ეკლესიისათვის ასე რთულია ეკლესიების აშენება რომ ლარ-ლარი არ აგროვონ? DSCN0443

ძალიან გამაღიზიანებელია სიმართლე თუ გინდათ ეს ყველაფერი. მე როდესაც მინდა, რომ ეკლესიას შევწირო რაღაც მივდივარ და შესაწირ ყუთში ვდებ იმდენს რამდენიც შემიძლია და მაქვს, ეს სარეკლამო რგოლები კი (რომელიც წუთში ერთხელ ტრიალებს) ძალიან საშინელებაა.

არასოდეს ყოფილა საქართველოში ასეთ მცირე ფართობზე ამდენი ეკლესია მონასტერი, მაგრამ ხალხს მაინც სწამდა, კილომეტრებს გადიოდნენ სალოცავების მოსანახულებლად და მოსალოცად , მაგრამ ეს მათ რწმენას ნამდვილად არ ასუსტებდა და მეეჭვება უფრო მეტი ეკლესიების არსებობის შემთხვევაში მორწმუნეთა რიცხვი რომ გაზრდილიყო.

საბოლოოდ კი ამ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ ქალაქის ასე დამახინჯება როდემდე უნდა გაგრძელდეს? არქიტექტურის სამსახურს ის არ ეყო თავისუფლების მოედანზე რომ ოქროსფერი ძეგლი დადგეს? გმირთა მოედანზე ყოვლად გაუგებარი მონუმენტი, ვაკეში გალაქტიონის ძეგლის უკან სასწაული თხრილი რომ წარმოშვეს?

ძალიან ცუდია როდესაც ჩვენს ქალაქში XXI საუკუნეშიც კი არაფერი გვაქვს საამაყო ახლად ამოყვანილი ეკლესიის კედლების გარდა….. არადა მსოფლიო ვითარდება…..

Saturday, September 17, 2011

ისტორია ჟან ბატისტზე მთლად გამოგონილიც არა მგონია იყოს….

ალბათ გარშემომყოფებზე ყველა ”აწარმოებს დაკვირვებას” – მეტად თუ ნაკლებად.

ერთ ერთი ასეთი შემთხვევითი დაკვირვება გამომივიდა მეც. აღმოვაჩინე რომ ერთი და იგივე ტიპაჟის neck_kissადამიანი თითქმის ერთსა და იმავე ჩაცმულობის სტილის გარდა – სუნებსაც(სუნამოს) ერთნაირს ანიჭებენ უპირატესობას.

ხშირად მომსვლია ისე, რომ ქუჩაში რაიმე არომატი მიგვრძნია, ხოლო ობიექტის დანახვამდე უცებ მივმხვდარვარ რა სტილის იქნებოდა მისი ”პატრონი”

უცნაურია და რთული იმის განსაზღვრა არომატები და სუნები ქმნიან ადამიანებს , თუ პირიქით.

მაგალითად მოდაზე ჩაციკლულ ადამიანებს ყოველთვის მძაფრი და მძიმე სუნამოები ასხიათ, მაშინ როდესაც ”სპორტული ადამიანების” სუნი უფრო ”ლაღი ” და გრილი არომატია ხოლმე.  

საერთოდ ალბათ ნებისმიერი ადამიანი ანიჭებს რაღაც მნიშვნელობას სხვისის სხეულის სუნს, თუმცა ასეთი არომატებით გაჯერებულ სამყაროში რთულია ადამიანის პირადი სურნელის გაგება ან აღქმა და ეს მხოლოდ ახლო კონტაქტისას თუ ხდება.

სიმართლე რომ ვთქვა ,ჩემთვის სხეულის სურნელი ხშირად ყოფილა იმედგაცრუება და გულის აცრუვების მიზეზი. აი როგორც ზოგიერთს არ შეუძლია იქონიოს კონტაქტი მოდას აყოლილ ან ცანცარა ადამიანთან, ასევე ჩემთვის ძალიან რთულია კონკრეტული სურნელის მფლობელთან ურთიერთობა.

არ ვიცი რამდენად დაკვირვებიხართ, მაგრამ ქერებს უფრო მსუბუქი და ტკბილი კანის სურნელი აქვთ , შავგვრემნებს კი პირიქით – მათი სურნელი უმეტეს შემთხვევაში წიწვოვან არომატს ატარებს.25278240_580edd5f07_o

შეიძლება ისიც იფიქროს ვიღაცამ რომ ძალიან ჩაციკლული ვარ კანის არომატებზე, მაგრამ რას ვიზავთ ყველას სხვადასხვა აქვს შეფასების კრიტერიუმი, მე კი თუ ცხვირში სასიამოვნო სურნელი არ მიღიტინებს გამარჯობის თქმაც კი არ მინდება.

პატრიკ ზიუსკინდის ”პარფიუმერიც” ძალიან ახლოსაა ჩემთან, ჩემეულ აღქმასთან ადამიანებისა, თუმცა პირველივე ფურცლიდან შემშურდა მთავარი გმირის - მაინც ძალიან, ძალიან დიდი პატივს ვცემ ავტორსაც და წიგნსაც. ძალიან გენიალურია გრძნობდე სრულყოფილებას არა თვალებით, არამედ ცხვირით რომელიც პირდაპირ და უფრო მჭიდრო კავშირშია ტვინთან ♥

Monday, September 12, 2011

ზოგჯერ ჭურჭლის მტვრევა კარგი გამოსავალია…

იმას თუ ვიტყვი რომ ადამიანები თავისი ხუშტურებითა და მარაზმებით დიდად არ გამოირჩევიან ერთმანეთისაგანთქო – ალბათ არავის გავაკვირვებ.

ყველა ადამიანს ჰყავს თავში თავისი ტარაკნები (როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა) მაგრამ თუ ეს ტარაკნები ერთ ჭერქვეშ მოხვდნენ ,სხვადასხვა ადამიანების თავებში - აი მაშინ იწყება თავდავიწყება.

ვფიქრობ არავისთვისაა უცხო ოჯახში არსებული გაუგებრობები, ჩხუბები და კინკლაობა (ნუ ფიზიკურ ძალადობას და მსგავს ქმედებებს არ ვგულისხმობ ეგ რაღაც ანომალიაა, თუმცა ვიღაცისთვის მაინც 020ნორმა) , მაგრამ რატომღაც თითოეულ ჩვენთაგანს მაინც  ჰგონია, რომ მის ოჯახში ატეხილი დავი-დარაბა განსაკუთრებული და გამორჩეულია.

უნდა გაგიცრუვოთ იმედები – ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველასთან ერთი და იგივე მეორდება , შესაძლებელია სხვადასხვა სიტყვებით ფორმულირებული, ან სხვადასხვა დროის პერიოდით, მაგრამ მაინც – ყველგან და ყოველთვის დავები თითქმის ერთსა და იმავე (ძირითადად დებილური) მიზეზებით ხდება.

არ ვარ ფსიქოლოგი და არც ამ სფეროში ვერკვევი დიდად, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ყველა ჩხუბი ოჯახის წევრების სიამაყისა და სტატუსის გამყარების გამო ხდება. ნებისმიერი ადამიანი ცდილობს დაიმკვიდროს ადგილი – ჯუნგლების კანონია და ის ყოველთვის მოქმედებდა და იმოქმედებს ,მე თუ მკითხავთ.

მიუხედავად იმისა რომ ადამიანებისერთგვარ გაერთიანებას ჰქვია ოჯახი - იქ მაინც მიდის პირველობისათვის ბრძოლა – იქნება ეს ღიად თუ ფარულად, ხოლო ის ვინც ნაკლებად მოქნილია და ნაკლებ დიპლომატიური (თუმცა ეს დიპლომატია არავის გამოიუყენებია თავის სასარგებლოდ და უბრალოდ ტყუილის ალტერ. სახელია) პირველი ნებდება , ან პირველი ფეთქდება და ზუსტად ამის გამო იწყება უკვე სკანდალები.

ჩემი ოჯახიც არა აგამონაკლისი , თანაც მაშინ როდესაც აქ 4 სხვადასხვა თაობის ადამიანი ცხოვრობს , თანაც ზოგიერთი მათგანი ”ახალშემოსწრებულია” უკვე ზრდასრულ არსებებს - იქ ტარაკნები ფაქტიურად უნახავ აქტივობას იჩენენ და გარემო ისეთი დაძაბული მუხტით გაჯერებულია , რომ ზოგჯერ ძილის წინ მისი ზუზუნიც კი მესმის.

15f27a1286450733caf8b4c04fba5933-d27wadq

ჰო ზოგადად საზოგადოებაში მიღებული არაა საკუთარი ოჯახის ამბების სააშკარაოზე და სხვების დასანახად გამოტანა, თუმცა ვთვლი რომ მაინც ყველამ ყველაფერი იცის. გადინების წყაროები უამრავია და გვინდა ეს ჩვენ თუ არა მაინც იციან გარშემომყოფებმა (მეზობლებმა. მეგობრებმა,.ნათესავებმა, თანამშრომლებმა და რავიც მეეზოვემაც კი) თუ რა ორომტრიალი გვაქვს თითოეულ ჩვენგანს სახლში.

იბადება კითხვა – თუ მაინც ყველამ ყველფერი იცის და იგებს , რატომ არ ხდება ამაზე ღიად საუბარი? რთულია სიმართლისათვის თვალებში ჩახედვა? მაინც გვჯერა რომ ”კაი ტიპის” იმიჯს ბოლომდე გავუმკლავდებით?

მერწმუნეთ მსგავსი იდეები მცდარია, მით უფრო თუ ჭორის დონეზე და ყურმოკრულ ამბებს ისმენენ ჩვენი გარშემომყოფები. ხომ იცით ენას ძვალი არ აქვს და წისქვილივით ფქვავს ტყუილსა თუ მართალს.

ძალიან ვწუხვარ მაშინ როდესაც საკუთარი ოჯახის შესახებ შეკითხვაზე ჩემი გულწრფელი პასუხის მოსმენისას მეუბნებიან – ” მაგას როგორ ამბობ”ო. არადა რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს მე არ ვტყუი – ეს უბრალოდ არ მჭირდება , სიმართლე ისედაც სასწაულად უცნაური და არაადექვატურიც კი არის ხოლმე…

Friday, September 09, 2011

შემოდგომა მოვიდა – ცვლილებების დროა

ჩემი გადაღლილობა პიკს რომ აღწევს ამას ერთადერთი რაღაცით ვხვდები – უამრავი რამის ერთდროულად კეთება მინდა და ვერც თავს ვპოულობ ამ ყველაფრისას და ვერც ბოლოს.

ასეთ დროს ვცდილობ ხოლმე ჩამოვწერო სია იმისა თუ რა უნდა მოვასწრო და შევასრულო , შემდეგ ნაბიჯ ნაბიჯ გავყვე – თუმცა ეს ასე ადვილი არასოდეს არ არის.

აი ახლაც – ზაფხული მიილია, შემოდგომა მოდის (თუ მოვიდა) და მეც ცვლილებების განწყობაზე მოვედი, თუმცა თავში 1000 იდეა მიტრიალებს და ყველა მინდა რომ განვახორციელო .

საიდან დავიწყო არ ვიცი, ამიტომ მოდით სიას აქ (”ხმამაღლა”) დავწერ:

1. ძალიან მინდა ახალი და ლამაზი ჩანთა, რომელიც ჩემი ხელით მინდა შევქმნა.P1160864

2. ოთახში არსებული ნივთები უკვე იმდენია რომ სასუნთქ ჰაერს მართმევს, ამიტომ აგერ უკვე ერთი თვეა ალბათ ვგეგმავ რაღაცეების გასხვისებას , მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე.

3. ახალი სტილი მინდა მოვირგო – ახლებული იმიჯი ასე ვთქვათ, ხოდა ნელა ნელა ვეპარები ამასაც.

4. ახალი საქმე და საინტერესო აქტივობები მომენატრა

5.რა თქმა უნდა საკუთარი გარეგნობის ცვლილებები ისევე როგორც ყოველ შემდგომას ამ ჯერზეც უნდა დავიწყო (სიცხეში მეზარება და ცუდად ვარ, სიგრილე კი ზედგამოჭრილია ამისათვის)

6. რამოდენიმე კეთილი საქმე მაქვს ჩაფიქრებული და იმედი მაქვს ყველა გამომივა.

აქ კი მხოლოდ 6 პუნქტია, მაგრამ მენდეთ ეს პუნქტები მერე იმდენ ქვედანაყოფებად იშლება, რომ ნამდვილად დიდი აურზაური იქმნება ბოლოს, თუმცა ისევე როგორც ყოველთვის ამჯერადაც გავუმკლავდები ამ საგიჟეთს, ისევ გავაკეთებ იმას რაც მინდა და ისევ მექნება ახალი წლისათვის თავზესაყრელი ამბები შესაჯამებელი.

მოკლედ ვფიქრობ შემოდგომა ზუსტად ის დროა წელიწადში, როდესაც ცვლილებები უნდა დაიწყოს სიგრილესთან და სასიამოვნო ამინდებთან ერთად ♥

Monday, September 05, 2011

კანდიდატი #4 – თავს (მრავალჯერ)გადახდენილი ისტორია

სახელი: გოჩა

ასაკი: 25

სიმაღლე: 172

პროფესია: ”დეგენერატი”

ერთადერთი და განუმეორებელია, ის  რაც მასზე შემიძლია ვთქვა არის: Me_and_my_friend_the_condamn_by_MushroomTurtle

ზეკაცია ან სულაც სუპერმენი ან გენიოსია

მასში არის რაღაც რაც ძალიან სასაცილოა, გენიალური, მიმზიდველი, თბილი, საყვარელი, კეთილი, სათნო , შტერულიც….

ის არის მეგობარიც და საყვარელიც, ის რაღაც ძალიან ახლობელი და ნაცნობია.

არ არსებობს მომენტი როდესაც მისგან რაიმე დადანაშაულების მსგავსი ტექსტი მოდიოდეს, ან ვიღაცას აკრიტიკებდეს ან რაიმე უარყოფითს ამბობდეს .

სიდებილმდე სათნო და კეთილია მაგრამ ვერ იყენებს.

ain__t_nO_sunshine___by_rOargh

________კანდიდატის/ურთიერთობის შეფასება კრიტერიუმების მიხედვით_______________

ურთიერთობის ქულა – 9/10

სექსი – 8/10 (სტაბილურია ეგზომ,თანაც სანდო(მიანი) და მოკლედ კარგია)

ექსტრემალურობა/საინტერესოობა – 8/10 (ტ(ყ)ავგადასავლები იცოცხლე, ყოფილა ოხრად)

*****

პ.ს. ეს ამბავი გამოგონილია და ნებისმიერი დამთხვევა რეალურ პიროვნებასა თუ მოვლენასთან შემთხვევითობაა.

კანდიდატი #1

კანდიდატი #2

კანდიდატი #3

Thursday, September 01, 2011

ერი რომელსაც ლალი მოროშკინა ცხოვრებისეულ რჩევებს აძლევს

ორი დღის წინ მაოსთან აღმოვაჩინეთ რომ მის მეგობარს იქ დარჩენოდა წიგნი ლალი მოროშკინას ავტორობით – გათხოვების რეცეპტის შესახებ.

ბაკო იჯდა და ხმამაღლა კითხულობდა წიგნში მოყვანილ ინფორმაციას ( რომლის უმეტესი ნაწილი აბსოლუტური იდიოტიზმია ,მეორე ნაწილი კი ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია)და აი რაზე დავფიქრდი:

Christian-Marriage-Problems-With-Procrastinationმე მესმის რომ ნებისმიერ ქალს სადღაც გულის სიღრმეში უნდა იყოს ბედნიერი და გვერდით ჰყავდეს სანდო, საყვარელი ადამიანი, რომელიც იქნება მისი იმედი , სიხარული და ბლა ბლა ბლა, მაგრამ ნუთუ მდედრების 90%-ის თვითმიზანი და თვითრეალიზაციის ერთადერთი შანსი გათხოვებაა და ”სარფიანი” ქორწინებაა?

საინტერესოა - ნეტა ჩემი თაობის ქალებსაც/გოგოებსაც სწამთ რომ თუ 25 წლამდე არავინ ”წაგიყვანა” მერე წასულია შენი საქმე და ეს ნიშანია იმისა რომ ქალად ვერ შედექი?

უბრალოდ ვერაფრით ავხსენი ასეთი აყირავებული პრიორიტეტები საზოგადოების უდიდეს ნაწილში.

ან კიდევ რატომ ითვლება ქმარზე ფინანსურად დამოკიდებულება ნორმად? ნუთუ ასეთი სასიამოვნოა მაგალითად თვეში ერთხელ ქმარს ფული სთხოვო ჰიგიენურ პაკეტებსა თუ ტამპონებზე? ან დაქალებთან ერთად კოქტეილის დასალევად წასასვლელად რატომ უნდა გჭირდებოდეს მისი ნებართვა და ფინანსები?

ჩემთვის წარმოუდგენელია რომ საკუთარი ”თავისუფლება ” (ნუ ცოტა გაზვიადებული ნათქვამია, მაგრამ იყოს ესე) გაცვალო გათხოვებასა და მეორე ადამიანზე დამოკიდებულებაში?tamed_by_shycrow-d3ep9d6

არადა თითქოს რაც აზრი ემატება ადამიანს ცდილობს გაექცეს მშობლებისა და ოჯახის წნეხს, გაშალოს ფრთები და იცხოვროს ისე როგორც უნდა და ამ დროს ბაც, თურმე მხოლოდ იმიტომ რომ ახალი ”ბატონი” იპოვნოს და იმას შეეხიზნოს ”მონა-მორჩილად”? ასეა ეეს? თუ მე მაქვს მცდარი წარმოდგენები და არაჯანსაღად ვაფასებ/ვხედავ არსებულ სიტუაციას?  

ან საერთოდაც რა ნათქვამია (გავრცელებული ქართულ ზეპირსიტყვიერებაში) - ”ჩაბარდა პატრონს”?

რას ქვია პატრონს და რას მიქვია ჩაბარდა? ყველა ადამიანი თავის თავისბატონ პატრონი არაა?

რატომ ვერ გამოვძვერით მაა-პაპისეული მარაზმებიდან? რატომ ვდეგრადირებთ ისევ, არადა წინსვლა ხომ ასეთი აუცილებელი ამავე დროს სამაოდ მარტივი და რეალურია? (თუმც რეალურობასთან დაკავშირებით უკვე ეჭვი მეპარება).

დავიჯერო ფიქრის უნარი არ აქვთ? ან იქნება განათლება არ ჰყოფნით და თვალსაწიერი არ აქვთ ფართო? ან რავიც კიდევ რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზეზი?

marriage-matrimory-wedlock-haze-veil-double-heiht-heyday-nuptials-wedding-bachelor-party-bride-cord-leash-line-rope-zenith-dominatrix-bachelorette-slave-bondman-sex-high-heels-tanks_design

თუმცა რა მიკვირს - იქ სადაც მოტაცება და გაპარვა ჯერ კიდევ  ”ხოდშია”, ასეთი რამეც ნორმაა ალბათ.