Sunday, August 28, 2011

კანდიდატი #3 – თავს (ვერ)გადახდენილი ისტორია

სახელი: ლევანი

ასაკი: 24

სიმაღლე: 178

პროფესია: ”უსაქმური”curly_hair_by_morgan__lucifero869-d2xlaql

შეხვედრა : პერიოდულად სტაბილური და არაფრისმომცემი

დამოკიდებულება: არანაირი სიმართლე რომ ითქვას

ხასიათი: თბილი და თავქარიანი

სიახლოვე: მხოლოდ და მხოლოდ ერთ ტახტზე ჯდომით შემოიფარგლა

საერთო ინტერესები: ალბათ მხოლოდ ბოდიალი, მეტი ვერაფერზე წამოვიკიდე

სიტუაციის ექსტრემალურობა: მგონი ცოტა დებილია

სამოქმედო გეგმა: ვერანაირი, საერთოდ ვერ გავიგე რა ჯიშისაა

ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი: ხუჭუჭაა

მოვლენების განვითარება:  ვზივარ საფარში და ველოდები, მაინც მოვინადირებ

________კანდიდატის/ურთიერთობის შეფასება კრიტერიუმების მიხედვით_______________

ურთიერთობის ქულა – 4/10

სექსი – 0/10 (რა სექსი, გამარჯობა – ნახვამდისს ვერ გავაცდინე)

ექსტრემალურობა/საინტერესოობა – 8/10 (ესეც მხოლოდ იმის ხარჯზე რომ აზარტი მკლავს)

პ.ს. ეს ამბავი გამოგონილია და ნებისმიერი დამთხვევა რეალურ პიროვნებასა თუ მოვლენასთან შემთხვევითობაა.

Thursday, August 25, 2011

როგორი შემართებით იზრდებოდნენ წინაპრები

ცოტა ხნის წინ სახლში ვიპოვნე წიგნი სახელად ”ქართული სიტყვიერება”. ძალიან სახალისო და ამავე P1160857დროს საინტერესო წიგნია. შიგნით თავმოყრილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ლექსები, ლეგენდები, თამაშობანი, იავნანა, ენის გასატეხები და სხვა.

 

 

სიმართლე თუ გინდათ ზოგიერთი იავნანა და თამაში ძალიან დამთრგუნველიც კია და როცა წარმოვიდგენ რომ მასზედ იზრდებოდნენ ჩვენი წინაპრები ცოტა ვიზაფრები, თუმცა არის ძალიან ლამაზი და თავშესაქცევი რაღაცებიც ამ წიგნში, რამაც აღმაფრთოვანა.

ერთ ერთი ნანა რომელიც მომეწონა:

მამის ოქროს გუთანო

ნანი, ნანი ყმაწვილო!

თეთრი პურის ნაწილო!

მამის ოქროს გუთანო,

დედის ჩიქილ – მანდილო!

ბიძის ქამარ-ხანჯალო;

ძალოს წითელო ვაშლო!

სუფრას საგორებელო,

ქვეყნის მომგონებელო. – ეს ნანა გახლავთ კახეთში ჩაწერილი.

არის ასეთი ნაწილიც ”სალალაო”- რას ნიშნავს არ ვიცი, მაგრამ აქაც მომეწონა ერთი ლექსი, რომელსაც ბავშვობაში ბებია მიმღეროდა ძილის წინ და კარგად მახსოვს ♥ :

ალი – პაპალი, პალები,

მაყვალს გიგავს თვალები,

თვალი მაყვალს დაუდგება,

მე შენ გენაცვალები.

არის კიდევ ნაწილი სახელად ”საგინგლაო” რომელშიც რაღაც უცნაური ლექსებია აი ისეთი სოფლის ორღობეში ბიჭების ძიძგილაობისას რომ შემოსძახებდნენ ალბათ,კიდევ  ლექსები ბუნებაზე,  P1160855  ცხოველებსა და ფრინველებზე, ცოცხალ ტყუილზე – რომელშიც ის ლექსია შესული :

”აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ,

იქით გორასა ძვრას ვუზამ,

აზვირთებულ დიდსა მტკვარსა,

დავაყენებ და ყლაპს ვუზამ….”

მრავლადააა სალაღობო ლექსები და გათვლები, შემდეგ კი ყველაზე უცნაური ნაწილი თამაშობანი მოდის. მინდა გითხრათ ამ თამაშებში ძალიან ბევრია რაღაც სისხლისმსმელი  და ძალადობის ელემენტებით გაჟღენთილი რამეები, მაგრამ ეტყობა იმ დროისათვის როდესაც ეს თამაშები აღიწერა და ჩაიწერა ეს ყველაზე შესაფერისი იყო.

P1160856

მაგალითად სვანური თამაშია ”მურამულდი ქულა” და თამაშის აზრი შემდეგია -  წრეზე შეკრულ ბიჭებს მხრებზე დაადგებიან მეორე რიგად, ასევე წრეზე შეკრული(მხრებში ხელჩაჭიდებული ბიჭები) და ქვედა მწკრივმა უნდა ჩამოყაროს ზედა მიწაზე და დაანარცხოს, ხოლო თვითონ ამ დროს ფეხზე დარჩეს და არ იქნეს ჩათრეულ ქვემოთ ჩამონარცხებულების მიერ : ) ან კიდევ თამაში ”ლილჩე” – როდესაც ერთი ბავშვი ზის მიწაზე ,მეორეს ხელი უდევს თავზე და იცავს დანარჩენებისაგან, რომლებმაც ეს მიწაზე მჯდომი უნდა სცემონ, ოღონდ ისე უნდა დაიცვას რომ თავიდან ხელი არ ააცილოს – თუ დაუკვირდები მაგარი ჟივაძიორული თამაშებია მაგრამ ეტყობა სხვანაირად ენერგიას ვერ ხრჯავდნენ თუ რავიცი, სპარტანულად ზრდიდნენ ახალგაზრდებს.

ამ ნაწილის მერე მოდის გამოცანები და ენის გასატეხები, ბოლოს კი ლექსიკონი - რომელშიც ზოგიერთი ისეთი უცნაური სიტყვა შემხვდა რომ სიცილისაგან გავიფშიკე.

201007092844

მამენ კი ვიცხოვრებდი იმ ეპოქაში როდესაც ეს თამაშობანი და სხვა რამეები იყო  ”ხოდში” . მაინტერესებს რამდენად შეიცვალა მას მერე ადამიანის შეგრძნებები და შინაგანი სამყარო.

Tuesday, August 23, 2011

სიცოცხლის 6 კმ-ი სამოთხემდე

ყველაზე გენიალური ალბათ თავს დატეხილი უცაბედი ”მოგზაურობაა” ხოლმე, ხოდა მეც ზუსტად ასე დამატყდა თავს შემოთავაზება.

საჭესთან ვზივარ , ტელეფონი რეკავს. ძლივს მოვიძიე მობილური და ვპასუხობ – მაროა.

-მარ ხვალე ჯუთაში წამომყვები?

-საად? - ვკითხულობ და თან ტელეფონი მხრით მიჭირავს, სიჩქარე უნდა გადავრთო, შუქნიშანზე მანქანები მიმუხრუჭებენ წინ.

306757_3230391197772_1206373371_101928288_459453_n

- ჯუთაში, როსტომი მიდის და გაყოლა გადავწყვიტე და იქნებ წამოხვიდე? – ისევ მიმეორებს.

- ჯუთაში? ხვაალ? რამდენი ხნით?

- ორი დღით უნდა ავიდეთ, ხოდა მარტო არ მინდა და წამო რა – ისე მეჩალიჩება თითქოს უარის თქმას ვაპირებდე.

- კიიი, კიიი წამოვალ აბა რაა! – და ვკიდებ ტელეფონს.

311958_3230316555906_1206373371_101928211_5010847_n  262570_3230397197922_1206373371_101928310_5950_n          311948_3230475879889_1206373371_101928622_1598938_n318718_3230489840238_1206373371_101928659_3947156_n

ბლინ, არც ის მიკითხავს რომელზე გავდივართ, არც ის კარავი უნდა წავიღო თუ არა, ან საერთოდ რა უნდა წავიღო, დავდებილდი, მაგრამ მანქანაში ვხტივარ უკვე.

სამოთხეში მივდივარ, ჩემს სამოთხეში – მე ხომ იქ ორი წელია არ ვყოფილვარ….

295738_3230483640083_1206373371_101928643_5256840_n310388_3230519880989_1206373371_101928734_8342468_n

ნახევარ საათში ყველაფერი გავარკვიე და საქმიანი შეხვედრის მერე მაოსთან წავედი, რომ საჭირო რამეები ამეღო. სინდისის ქენჯნის გარეშე მივიღე გადაწყვეტილება (თანაც ჩემი ბიჭიც არ იქნება ქალაქში და ამიტომ უფრო მარტივი იქნება ვიკენდზე ”განშორებასთან” შეგუება :) )

მთელი ღამე ვალაგებდი ჩანთას , არა ბევრი კი არაფერი - მაგრამ მაინც, ზურგჩანთა კარგად უნდა იყოს ჩალაგებული რომ სატარებლად არ გამიზეზდეს, შემდეგ კი საკმაოდ გვიან დასაძინებლად დაწოლაც ვცადე.

შაბათს 1 საათზე დავიძარით სტეფანწმინდისაკენ. მარო, როსტომი, ზურა, გიორგი და მე. ზურა და გიორგი იმ დღეს გავიცანი, გზაში ბევრი ვიხალისეთ და სნოს როგორც კი გავცდით უკვე ყველა ზომაზე მეტად მობილიზებულნი გავხდით.

321123_3230531841288_1206373371_101928762_6887065_n309153_3230546041643_1206373371_101928798_164966_n

ჯუთიდან ასვლა ასე 5 საათზე დავიწყეთ. მომნატრებია ის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც სოფელს ჭაუხისგან აშორებს და რომელიც ასეთი დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო შეიძლება აღმოჩნდეს.

გზაში ნისლიც მოგვეწია, გვარიანადაც დავიღალეთ, წყალშიც გავტოპე და ფეხების მაგივრად უკვე ლოლუები მება ბანაკში მისვლის დროისათვის.

როგორც ყოველთვის ჭაუხის ძირში ბევრი, ფერად - ფერადი კარვები და ზომიერად შეზარხოშებული მეკლდეურ – მთასვლელთა გუნდები დაგხვდნენ, დაგვეხმარნენ კარვის გაშლასა და დაბანაკებაში რადგან უკვე გვარიანად დაღამებულზე მივედით იქ.

როგორც კი გამოვიცვალეთ და აზრზე მოვედით მას. ვახშმობაც გაიმართა, ჩვენთან მოდიოდნენ და მიდიოდნენ როსტომის ნაცნობები , ვცდილობდით ცხელი სუპითა და ჩაით გავმთბარიყავით …. მოკლედ მაგარია ღამე ბანაკში , თანაც კარგად შეციებულზე რომ შეგიძლია ”სასტავში” ჩახუტებული დაჯდე და ჩაი ხვრიპო.

314753_3230479759986_1206373371_101928632_5287737_n

მეორე დილას ბიჭების ხორხოცმა დილის 8 საათზე გამაღვიძა.კარვიდან გავძვერი და ნისლშემოხვეული ჭაუხი იყო რაც დავინახე პირველი. ბიჭებს დილა მშვიდობის ვუსურვე და თვალების ფშვნეტით გავეშურე დილის პროცედურების განსახორციელებლად.

სასწაულია როდესაც კარგად ჩამთბარი დილის ნამიან ბალახზე ფეხებს გადმოდგავ და შეგაჟრჟოლებს , მაგრამ რაღაც განსხვავებულად, ისე არა როგორც სახლში საწოლიდან ადგომისას….317449_3230451199272_1206373371_101928565_1094568_n

საუკეთესო დილა იყო მთელი ზაფხულის განმავლობაში…. ბანაკში დაბრუნებულმა ბიჭების ადუღებული წყალი შვეხვრიპე ჩაის სახით და შემდეგ უკვე მათ მზადებას ვუცქერდი 2 საათი. მწერვალზე ასასვლელად გაემზადნენ და 10 საათზე ბანაკი დატოვეს. ამ დროისათვის მარომაც გაიღვიძა და მოვყევით მაიმუნობას.

ჯერ ვეყარეთ გარეთ ბალახზე, შემდეგ ვისადილეთ, შემდეგ ისევ ვეყარეთ, ფოტოები გადავიღეთ, დარჩენილ საჭმელს მუსრი გავავლეთ, შეგვცივდა, შევძვერით კარავში, გადავიღეთ ლამაზი ფოტოები  და ასე გავატარეთ დრო ბიჭების დაბრუნებამდე.

მწერვალიდან ისინი მშვიდობით დაბრუნდნენ და ჩვენც სოფლისაკენ გამოვემართეთ რომ დაღამებამდე გაგვესწრო ტრასაზე .

ჭაუხმა წვიმითა და ულამაზესი ცისარტყელით გამოგვაცილა

.309153_3230546161646_1206373371_101928801_3457419_n

საუკეთესო ვიკენდი გამომივიდა ჯუთაში. სასიამოვნო საზოგადოებასთან ერთად გენიალურ ადგილას განვიტვირთე და მიუხედავად იმისა, რომ კუნთები ახლაც ძალიან მტკივა მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ.

P1160844

მე ♥ ჭაუხი!!! მე  ♥ ლაშქრობა!!! მე  ♥ მთა!!! მე ♥ საქართველო!!!

 P1160847 P1160840

Wednesday, August 17, 2011

კანდიდატი #2 – თავს გადახდენილი ისტორია

სახელი: აკა

ასაკი: 24

სიმაღლე: 174

პროფესია: ”ჟივაძიორ”

შეხვედრა #1

რთული სათქმელია პიკნიკზე შეხვედრა რამდენად კარგია ადამიანის გასაცნობად, თანაც არც ისე მეგობრულ გარემოში, თუმცა ფაქტია ჩემს შემთხვევაში ყველაფერი კარგად გამოვიდა.

ბუნება და ”ველური” გარემო ასე თუ ისე  უბიძგებს ადამიანებს რაღაც პირველყოფილისა და გიჟურისკენ , ხოდა ეტყობა მასშიც გაიღვიძა იმ დღეს მონადირემ.

ძალიან, ძალიან მსუბუქად და შეუმჩნევლად (სხვებისათვის) ფლირტი წამოიწყო, თავიდან უბრალოდ შემთხვევითი გამოხედვები იყო, შემდეგ (ვითომ) რაღაც საერთო ”დავალება” საჭიროების მიხედვით, შემდეგ მსუბუქი შეხებები, რომელიც ასევე თითქოს და შემთხვევითობაა.

რეალურად თუ ვიტყვი - მაშინ მნიშვნელობაც არ მიმინიჭებია ამ ყველაფრისათვის, დიდი იყო შანსი იმისა, რომ შემდეგი შეხვედრა საუკუნის მერე გვქონოდა, აქედან გამომდინარე დავტკბი ამ ყველაფრით და პიკნიკის დასრულებისთანავე დავივიწყე.

შეხვედრა #2

რა თქმა უნდა რადგან თავიდანვე ერთად ”გავიჩითეთ”, ესეიგი სამეგობრო წრეც ასე თუ ისე ერთი გვქონდა - სადაც შედგა კიდეც მეორე შეხვედრა.

მეორე შეხევედრა უკვე ალკოჰოლშეპარული გამოვიდა, ცოტა უფრო თამამი და უფრო საინტერესო ფლირტით.

მსუბუქი შეხებებიდან უკვე ”სითბოების” აქტიური მიმოცვლა დაიწყო, თუმცა რა თქმა უნდა მაინც ვცდილობდით რომ ეს ყველაფერი გარშემომყოფებისათვის ნამეტანი თვალშიმოსახვედრი არ Teenage_Wasteland_by_Usagisamaყოფილიყო, თუმცა ვის რას გამოაპარებ?

გაჩნდა კითხვები , თუმცა მოხერხდა ამ კითხვების თავიდან აცილებაც, თანაც - ფაქტიურად მართალი პასუხებით.

შეხვედრა #3

ამჯერად ისე გამოვიდა რომ თავისთავად ”სკუჩნი პონტი” იყო ყველასთვის და ჩვენც ვცდილობდით ინფორმაციის მიმოცვლის საშუალებით უფრო მეტად ჩავღრმავებოდით ერთმანეთს.

საუბარი იმაზე თუ რას საქმიანობს, როგორ ხარჯავს უამრავ თავისუფალ დროს, რა ინტერესები გვაქვს ისეთი, რომელიც შეიძლება საერთო აღმოჩნდეს (ასეთები აღმოგვაჩნდა მინდა გითხრათ), მეგობრებზე ცოტა წაჭორავება და ისტორიების გახსენება, ნუ მოკლედ როგორც ხდება მაშინ ,როდესაც ადამიანები ერთმანეთს ერთ ”სასტავში ” ხვდებიან.

შეხვედრა #4

ფრიად ინტიმური გამოგვივიდა ეს შეხვედრა. ფრიად კი არა უბრალოდ ინტიმური. აი ისეთი - რომ იგრძნობ და ჰოპლაა გადაეშვები შეგრძნებების მორევში.

სიმართლე თუ გინდათ მაგრად მეკიდა გაგრძელდებოდა თუ არა ამის მერე ისტორია, არაფერს არ ჰქონდა მნიშვნელობა ინტიმის წუთებში. (რა ცუდი შემცვლელი სიტყვაა ინტიმი – სექსისათვის)

იცით როგორი მამრი აღმოჩნდა? აი შეგრძნებებს რომ ამუღამებს, წვრილმან დეტალებზე რომ კაიფობს, სხვანაირად რომ გრძნობს სიტუაციას (წინასწარ თუ რა დავარქვა არ ვიცი). მოკლედ შთამბეჭდავი იყო ნამდვილად.

შეხვედრა #5

- გამარჯობა აკა, როგორ ხარ?  - ვეკითხები და თან ვაგრძელებ ჩაის დასხმას, რამ შემოახეტა სამზარეულოში ნეტა.

- არამიშავს, შენც კარგად იმედია… – ისიც ისევე მშვიდად და უემოციოდ მიბრუნებს პასუხს, თუ კითხვას.

- ჰო რავი, რატო არა რო? – ასე ვასრულებ დიალოგს და გავდივარ სასტუმრო ოთახში, სადაც ისეთი Couple2_by_cubalibre83ღრიანცელია სიტყვას ვერ გაარჩევ ადამიანი.

ისიც შემოვიდა, დაჯდა მოპირდაპირე მხარეს და მთელი საღამო საუკეთესოდ გავატარეთ, ზუსტად ისე როგორც პირველი შეხვედრისას.

შეხვედრა #6 , 7, 8 ….. n-1

ზოგჯერ ”გვცხელა”, ზოგჯერ არც ისე. ხან პირველად და თავიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ხანაც ისე კარგად ვგრძნობთ დამკიდებულებასა და ემოციას ,რომ ეჭვიც კი მებადება - ჩემი მეორე მე ხომ არაა ოღონდაც მამაკაცის სხეულში.

ხანდახან ფეირვერკივით იფეთქებს ხოლმე ლტოლვა , ზოგჯერ კი ისეთივე უცნობები ვართ ერთმანეთისათვის როგორც ავტობუსის სავარძელზე გვერდით მჯდომი ადამიანი.

ეს რაღაც ავადმყოფურ გართობას ჰგავს, მაგრამ ძალიან მაგრად ”მოაქვს” და თანაც სულ, მაშინაც კი თუ თავი ავტობუსის მგზავრი მგონია.

ჩვენ კიდევ დიდხანს ვითამაშებთ კატა თაგვობანას – საერთო სამეგობრო წრეს ხომ ვერსად გავექცევით… და გვინდა რომ …?

________კანდიდატის/ურთიერთობის შეფასება კრიტერიუმების მიხედვით_______________

ურთიერთობის ქულა – 8/10 (აქედან 7-ი შეგრძნებებსა და ემოციურობაში, ერთიც ისე სპონტანურობას)

სექსი – 6/10 (თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები)

ექსტრემალურობა/საინტერესოობა – 8/10

* * *

პ.ს. ეს ამბავი გამოგონილია და ნებისმიერი დამთხვევა რეალურ პიროვნებასა თუ მოვლენასთან შემთხვევითობაა.

Monday, August 15, 2011

კანდიდატი #1 – თავს გადახდენილი ისტორია

სახელი: იკა

ასაკი: 25

სიმაღლე: 180

პროფესია: ”უმნიკ” & ”ვსოზნაიკა”

რეალურად რომ ვთქვათ მისი აღწერილობა რა საჭიროა ისტორიის მოსაყოლად, მაგრამ რადგან ასე დავიწყე ბარემ იყოს.

ჩვენი ნაცნობობა რაღაც დოზით შემთხვევითობა იყო. აი ასე უბრალოდ საინტერესო სიტუაციაში მოვხვდით ერთად და ისეც გამოვიდა, რომ პირველივე შეხვედრაზე აქტიური კონტაქტიც მოგვიწია.

სიმართლეს თუ ვიტყვი ერთი შეხედვით მომეწონა, შავგვრემანი, ზომიერად ფერხორციანი, სასიამოვნო ღიმილით, აქტიური, ხმამაღალი  მოკლედ ერთი ხელის მოსმით დიდად ვერაფერს რომ ვერ  დაუწუნებ ისეთი აღმოჩნდა.

დროთა განმავლობაში გამოვიდა ისე რომ აქტიურ კონტაქტამდე ”განვვითარდით”, ნუ ძალიან სპეციფიური იყო ეს კონტაქტი, მაგრამ მამენტ მე მაწყობდა. საინტერესო იყო, ცოტა ექსტრემალურიც და თან არაორდინალური. როდის მიხვდა რომ მევასებოდა ვერ გეტყვით, იმიტომ რომ დიდად არ გამომიჟღავნებია ეს არასოდეს, ნუ მანამდე სანამ პირველად არ დავთვერით ერთად გულისწასვლამდე და სანამ არ მაკოცა.

ჰო , თვითონ . არც კი გავტოკებულვარ. გამეცინა, გაგვეცინა. ამის მერე არაფერი ყოფილა, ნუ თითქმის არაფერი თუ შიგადაშიგ ღამეული ბოდვასავით მოწოლილ მსუბუქ ფლირტსა და სითბოს მარტივ, ფიზიკურ გამომჟღავნებას არ ჩავთვლით.

smoking_drinking_by_sir_rudolph-d3he0jcსიმართლე თუ გინდათ რად მინდოდა არც ვიცოდი, უბრალოდ რაღაც დროის მერე როდესაც მივხვდი რომ არაფერი შეიცვლებოდა ეს უკვე აზარტად მექცა, მგონი ხვდებოდა კიდეც და ამით ისიც კაიფობდა. შეიძლება ისიც დავასკვნა რომ ”არ მნებდებოდა”  და ამით სიამოვნებას გვიხანგრძლივებდა ორივეს.

ფაქტია ეს თამაში სადღაც წელიწადნახევარი გაგრძელდა, მაგრამ ხელოვნურად კი არა… ყველაფერი ძალიან ბუნებრივად , ძალიან სასიამოვნოდ მიდიოდა, აი ისე ზედმეტი რომ არაფერია საჭირო, საერთოდ არაფერი.

რას გადავყავდი ჭკუიდან მასში? ალბათ მის სულ ოდნავ აგრესიულ მანერას ურთიერთობისას, სიჯიუტეს, იქნებ რაღაც მომენტში ოდნავ თავხედობასაც, მის ცხოვრების წესს, ზოგადად ჩემთან ურთიერთობის მანერას და რავიც კიდევ არც მახსოვს ახლა (მე ხომ ის  ”მოვინელე”).

თავს იცით როგორ ვგრძნობდი როგორც ლომი რომელიც ქურციკს ჩაუსაფრდა , ქურციკს რომელიც გრძნობს ლომის სიახლოვეს  მაგრამ გაქცევას არ ცდილობს. ჩასაფრებული კი დიდ ხანს ვიყავი როგორც გითხარით წელიწადნახევარი ან ცოტა მეტი და ამ დროის მანძილზე ძალიან მშვიდად ვახერხებდი ვყოფილიყავი კარგი მეგობარი (ნუ რამდენადაც ის გახსნილი იყო ამისათვის), არ მოვიტყუები თუ ვიტყვი რომ ეს გამომდიოდა , თანაც არც თუ ისე ცუდად.

რა მოხდა შემდეგ? შემდეგ მომხდარი ამბის გასაგებად ახსნა მგონი ცოტა გამიჭირდება მაგრამ მაინც ვეცდები – ალბათ მონატრებისა და დიდიხნიანი პაუზის ბრალი იყო ჩვენს შორის განვითარებული და წამოწყებული საუბარი, უკვე აგრესიული ფლირტი და ბოლოს სე ქსიც რომლამდეც რაღაც დოზით ორივე ვიღწვოდით. ამის შემდეგ ვერ გეტყვით ჩემში გაქრა აზარტი და ინტერესი თუ მასში, მაგრამ ფაქტია ისევ დისტანცია, ისევ სიმშვიდე და გულგრილი საუბრები. იქნება მეტი არც იყო საჭირო და ერთადერთი მიზანი ორივემ მოვისურვილეთ და დავძლიეთ? თუმცა მომენტებში მქონდა შეგრძნება რომ ეს ადამიანი მაინც ძალიან ძვირფასია ჩემთვის , მომენტებში მქონდა იმის შეგრძნებაც რომ მზად ვიყავი დამეხრჩო და ვფიქრობდი ნუთუ ამდენი ხანი მართლა მევასებოდამეთქი…

ახლა რა ხდება? არც კი ვიცი. მგონი ჩემი გულგრილობა ეწინა, მგონი როგორც მეგობარიც აღარაა ჩემთვის და ეს ყველაფერი მისი სურვილით… მგონი არ ელოდა რომ შემეძლო მის პირველივე დაძახებაზე ამდენი ხნის მერე უარი მეთქვა და ისიც ვიღაცის გამო … არ ვიცი .

 Love__by_kittysyellowjacket

მართალია ვერ ვიტან ადამიანების დაკარგვას და ვერც მათ წყენინებას ვიტან მაგრამ მიწევს პატივი ვცე მათ პირად არჩევანსა და გადაწყვეტილებას.

…. ყველაზე მეტად ალბათ ერთად გათენებული უაზრო ღამეები მომენატრება : ) ლუდითა და დებილური ღრიანცელით…

________კანდიდატის/ურთიერთობის შეფასება კრიტერიუმების მიხედვით__________________

ურთიერთობის ქულა – 7/10

სექსი – 5/10

ექსტრემალურობა/საინტერესოობა – 8/10

* * *

პ.ს. ეს ამბავი გამოგონილია და ნებისმიერი დამთხვევა რეალურ პიროვნებასა თუ მოვლენასთან შემთხვევითობაა.

Friday, August 12, 2011

თოჯინა საწოლში…

- ქერები და სიმპატიურები იშვიათია, მით უმეტეს ამასთანავე კაი ტიპებიც რომ იყვნენ.

ეწყინა. ყოველშემთხვევაში სახე შეეცვალა და მის გამომეტყველებას კმაყოფილი არ ერქვა.- კარგი ხო , შენ მათ რიცხვში ფაქტიურად არ შედიხარ. – ვეცადე სიტუაციის გამოსწორებას.

ისე ეგრე რატომ ფიქრობ?  - გამომცდელად შემომხედა და ნაფაზი დაარტყა.

ფუ აი ამ კითხვას ვერ ვიტან ყველაზე მეტად, სიმართლე რომ ვუთხრა ეწყინა და ტყუილების მოფიქრებაGin___Tonic_by_0faith0 კიდევ ძალიან მეზარება. რა ვქნა? პაუზაც გამეწელა, ღიმილი აღარ მშველის, ჩამაცივდა.ისე რას ველოლიავები , კაცმა არ იცის ვინაა და რა ჯანდაბა უნდა

- ნუ აი რააავიიი….. – ვწელავ სათქმელს- ყველა ქერა და ლამაზი ადამიანი თიხის თოჯინას მაგონებს და მათდამი არათუ ვნება ან ინტერესი, საერთოდ დადებითი დამოკიდებულებაც იშვიათად მიჩნდება. ცარიელებს გვანან, პრიალა ყდიან ფერად ჟურნალს , რომელშიც ვერაფერს ამოიკითხავ სარფიანს.

- ეგ სტერეოტიპების ბრალია – გაუხარდა რომ რაღაც ისეთი არ ვთქვი რომლითაც ეს არგუმენტი გაუბათილდებოდა.

ისე ჩემს გოგოებს ევასებათ ასეთი კაცები და რატომ ნეტა? იქნება მარტივები არიან და იმიტომ? ან იქნება მართლა ცუდად მაქვს სილამაზის აღქმასთან საქმე? არა ,ტყუილად ალბათ არ მეკაიფებიან ”ყველაფერი გაუპარსავი და გაბურძგნული შენ უნდა გევასებოდესო” მაგრამ მაინც…

- ე და აბა როგორი ”ვიდი” გევასება შენ ? – არ მაცდის ფიქრს.

მინდა ვუპასუხო არანაირი მეთქი , მაგრამ რა თქმა უნდა ეს აბსოლუტური უნამუსობა იქნება, ამიტომ სათქმელის დალაგებას ვიწყებ….

- ოო, ეგ რთული სათქმელია, არც კი ვიცი, თუმცა თუ ჩემს მეგობრებს დავესესხებით , მაშინ ”ყველაფერი გაბურძგნული და ბანჯგვლიანი” – მეცინება, აი ამას ქვია პასუხი, თან რა ”ატკრავენიე ” მეცა.

მგონი ცოტა დაიბნა და ვერ გაიგო ვიხუმრე თუ სერიოზულად ვუთხარი.

ისე რას მომაჩიჩინდა ვერ გავიგე, ან ვერ იჯდა იქით თავის პუფზე მშვიდად, რას გადმომიცოცდა აქეთ წურბელასავით? უცნაურად მემართება ხოლმე, როგორც კი სადმე ვინმეს გავხედავ და გავიფიქრებ რაღაც უხამსს და ცუდს იმავე წუთს ვახერხებ იმ ადამიანის ყურადღების მიქცევას, ფაქტიურად სასჯელია რა. საძაგლობაც ვეღარ გაგიფიქრებია ადამიანს ჩუმად.

სიმართლე რომ ვთქვათ ამ კაფეში იდენი გეია შეიძლება ესეც ერთ ერთი მათგანია, მაგრამ თუ მასეა მე რას მომაჩიჩინდა?

- რას სვამ? – ისე მეკითხება თითქოს მისი თანდასწრებით არ მოეტანოთ ჩემი შეკვეთა.

ნელა - ნელა უკვე ვბრაზდები.

in_the_cafe_by_semideus

-სოდიან წყალს – ვპასუხობ უკმეხად და საწრუპს სასწრაფოდ ვიდებ პირში.

- ვა კუჭი უნდა აიშალო? – ამ კითხვის დასმისას მოკალათდა უკეთ, ისე თითქოს წასვლას არ გეგმავს.

დამტყუებს ეხლა ეს დეგენერატი რაღაცას.

- იცი მეგობარს ველოდები, არა უფრო სწორად გოგოს ველოდები რომელიც მომწონს, მაგრამ იმას მგონი დიდად არ ვევასები

აქ მინდა ვუთხრა რომ მესმის იმ გოგოსი, მაგრამ ეგეთი ბოროტიც არ ვარ ჯერ და ამიტომ თავს ვიკავებ და საწრუპს ვაწვალებ კბილებით.

- ჰოდა ძალიან ლამაზია, მაგრამ არ ვიცი რა ვქნა, უფრო სწორად რაც არ ვქენი ყველაფერი ცუდად გამოვიდა…

- ჰოდა ეხლაც რომ მომიცუცქდი და მიზიხარ ისევ ყველაფერი ცუდად გამოვა, გადაჯექი უკან – როოგორ მინდა თავიდან მოვიცილო და რა უდრეკია.

- ჰოდა აი ძალიან ლამაზია, იცი როგორი? ჟურნალების გარეკანზე გოგოებს რომ ბეჭდავენ ეგეთი, ან კიდევ უკეთესიც – ოხრავს.

ეს მგონი იმაზე დებილია ვიდრე მისი გარეგნობა აძლევს საშუალებას, ჩემს თავშეკავებას  მალე წერტილი დაესმება, თანაც სასმელიც მითავდება. ოფიციანტის დაძახების დროა.

ამ დროს კაფეს კარებზე ჩამოკიდებული უნიათო ზანზალაკმა წკარუნი დაიწყო და გადამავიწყდა ოფიციანტი, ინსტიქტურად გავიხედე.

მინდა გითხრათ ფრიად სასიამოვნო შესახედი გახლდათ ის რაც ამ კარში შემოვიდა.

ლამაზი მკერდითა და აბზეკილი ტრაკით პირდაპირ თვალს იპყრობდა, ეცვა კიდევაც ისე რომ ამას ხაზს უსვამდა თითქოს, ჭრელი ბერეტიც ძალიან უცნაურად ჰქონდა თავზე ჩამოფხატული, თითქოს დაუდევრად მაგრამ მაინც რაღაცნაირად . ფეხზე უზარმაზარი ბაფთებდაკოფსებული ფეხსაცმელი და gin_tonic_by_masseva-d3imhpbგამაშები, ხოლო ხელზე თითებმოჭრილი ტყავის ხელთათმანი ეცვა. მოკლედ რომ ვთქვა მიყვარს ეგეთი არაორდინალური გარდერობი და ამიტომაც ძალიან , ძალიან კარგად დავაკვირდი.

- ლიზაააააა – აქ ვარ – ტფუ იდიოტი, ისეთი ხმით აღრიალდა ადგილზე შევხტი და ჭიქის ძირზე დარჩენილი ტონიკარეული ყინული მაგიდაზე დავღვარე. ბედი არ გინდა - ამის გოგოა.

ლიზამ მკვეთრად მოიხადა ბერეტი და ჩვენსკენ გამოანათა ცისფერი თვალები.

ტფუი ესეც ქერაა, პაჭუა ცხვირით და ცისფერთვალება… ჩემი ბედი რა ვთქვი მთელი სათამაშოების მაღაზია აქ იკრიბება დღეს თუ რა ხდება…

- უკაცრავად ანგარიში მომიტანეთ – ვეძახი ოფიციანტს და სწრაფად ვიწყებ აბარგებას.

- შენ რა უკვე მიდიხარ? არ დამეხმარები? ლიზა ხო ეხლა მოვიდა – ისეთი დანანებით მეუბნება თითქოს მისი მეგობარი ვიყო.

გააჯვი რა, დღეს მეოთხე თვე შერულდა რაც ფარჩაკ მონადირედ ვიქეცი და მარტო მძინავს – ძალიან ხმამაღლა მომივიდა ამის გაფიქრება, თუმცა ეგეც მეკიდა ფეხზე უკვე, ფული დავაგდე ჩეკზე და ”ზავიძენიის” კარები ისეთი ძალით მოვხურე რომ ალბათ მეორე მხარეს ზარი ჩამოვარდა.

კიდევ ერთი ადგილი ვიცი ამ დებილ ქალაქში… იქ კი ნაღდად გამიმართლებს და თანაც ბრტყელ და ბანჯგვლიან მკერდთან ერთად დაძინებაც არ მომიწევს… ვფიქრობ მშვიდად და ღიმილით ვუკიდებ სიგარეტს….

მაინც არსებობს სადღაც ადგილი, სადაც იმედები არ გიცრუვდება…

Tuesday, August 09, 2011

სოფელოო ჩემო სოფელოო….ქალაქელი ხოხობი ყოფილა მხოლოდ…

რა ძალიან მაგარია როდესაც მანქანით (დამოუკიდებლად) მოძრაობა ახალი დაწყებული გაქვს და ქალაქიდან რაღაც იმაზე უფრო გრძელ მარშრუტზე უნდა წახვიდე ვიდრე სახლი – სამსახურია (მაგალითად) , თუმცაღა ეს პოსტი ამაზე არაა, მაგრამ მაინც ასე დავიწყებ.

პარასკევს დღისით მე და ბაკო ჩავსხედით ჩემს(ნუ მთლად ჩემს არა მაგრამ ხო რა) ბებერ მანქანაში და სოფლისაკენ გზას გავუდექით, თუმცა მანამდე რა თქმა უნდა გავიარეთ ვულკანიზაციაში (იმიტომ რომ სადღაც ცუდად დაგდებული ლურსმანი მქონდა ნაპოვნი) , შემდეგ მივირთვით ჩებურეკები (უფრო სწორად მე ჩებურეკი , ბაკომ გურული ღვეზელი) და მხოლოდ ამის მერე გავედით ქალაქიდან.

სოფლის გზას ძალიან კარგად ვიცნობ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა როდესაც საჭესთან ზიხარ ყველაფერი ცოტა სხვანაირადაა. სადღაც 30 წუთში უკვე თელადგორის დანგრეულ აღმართს შევუყევით და სოფლის სპეციფიური სურნელიც შევიგრძენით.

რა თქმა უნდა სოფლის ბირჟაზე კარგად დაგვათვალიერეს ორი გოგო მანქანით (როგორც ყველა სოფელში ბირჟაზე ახალჩამოსულებზე ხდება ხოლმე).

1F802687-7475-0997-4EDB-42CD6E613AFAwallpaper 

ბებია მობილიზებული დაგხვდა , ეგრევე დატრიალდა – აბა ხომ არ გშიათ , ხომ არ გწყურიათ, გცივათ და მოკლედ რავიც კიდევ რამედენი რამე გვკითხა.

ჩვენ გათანგულები შევეყარეთ სახლში , გადავიცვით თბილი ჟაკეტები (გასაოცრად გრილოდა თბილისისგან განსხვავებით და ეს გვესიამოვნა) და დავიწყეთ მასხრობა.

ნუ მანამდე რა თქმა უნდა ბებიას საადრეო ვაშლსა და სხვა გემრიელობებსაც შევესიეთ. საღამოს უკვე საკმაოზე მეტად დაღლილებს მოგვინდა რამე საინტერესოს კეთება და აი აქ (როგორც ყველა სოფელში) ბებიამ გამახსენა სუპერ კარადის არსებობის შესახებ , რომელშიც ღმერთმა იცის რამდენი თამაშები და საინტერესო რამეები ინახება. მეც მივვარდი და ამოვალაგე და ამოვალაგე სხვადასხვა სამაგიდო გასართობები – მიუნჰაუზენის მოგზაურობა, მენეჯერი, შანსი, ფოკუსი , ლოტო , დომინო და კიდევ რაღა მახსოვს რამდენი რამე .

ალბათ ასე ნახევარი ღამე ამ ყველაფრის დაძლევას მოვუნდით, თუმცა გასაოცრად ადრე მოგვწყდა კისრები (არადა თბილისში 5 საათზე თუ ვიძინებ გამთენიას ეგეც საქმეა) 1:00 საათზე უკვე საწოლში ჩათბუნებულები ვეყარეთ და იმაზე ვბჭობდით დაგვეძინა თუ ჯერ ცოტა გვეჭორავა. რა თქმა უნდა მეორე ვარიანტმა გაიმარჯვა, ცოტა ენები დავიქექეთ და მივითიშეთ.

მეორე და მესამე დღეს  ძალიან ბებრულად ვიყავით. ვიძონძავეთ რასაც ქვია – ვჭამდით, გვეძინა, ვკითხულობდით, ფოტოებს ვიღებდით და ისევ თავიდან. თანაც გარეთ გვარიანად ციოდა ხოლო ოთახის სასიამოვნო ტემპერატურა და თბილი პლედები პირდაპირ მისწრება გახლდათ.

მაინც რა გენიალურია სოფელში ყოფნა- სხვა ჰაერი, სიტუაცია, განწყობა, გემო, ძილიც კი სხვანაირია. მე ძალიან მიყვარს თელადგორი, ალბათ ბავშვობის გენიალური წლები (როგორც იტყვიან) იქ მაქვს გატარებული და ძალიან მწყდება გული, რომ სახლი და სხვა შენობები ტერიტორიაზე ძალიან ცუდ დღეშია (ცოტა ხევში დგას და მიწა ჯდება ხოდა სახლიც იბრიცება)

A1C03B30-4B25-4D07-C1B8-E72B03231F24wallpaper

წამოსვლის დღეს უამრავი დავალება მოგვცა ბებიამ – დაკრიფეთ ვაშლები (ამ დროს ორი ცალი თავში მომხვდა , ერთი მხარში და კიდევ ბაკოს დაეცა რამდენიმე), დაკრიფეთ თხილი (ამ დროს დაგვეთხარა თვალები) და ბოლოს იქნება მაღაზიაში ჩასულიყავით და რაღაცეები ამოგეტანათო. ყველაფერი რომ შევასრულეთ ბებიამ სპეციალურად მომზადებული ფლავი გვაჭამა და დაგვიბარა თბილისში, რომ შეხვალთ დამირეკეთ არ მანერვიულოთო.

სოფლიდან უზომოდ განტვირთული და დასვენებულები დავბრუნდით – სასწაულია პირდაპირ 3 დღე ასე ნახევრად ცივილიზებულ ადგილას და მაინც რა მსუბუქად გრძნობ ადამიანი თავს. ალბათ სიბერეში ასეთ ადგილას გადავცხოვრდები და მშვიდად დავწერ წიგნებს :)

Wednesday, August 03, 2011

ჰამაკი თოვლზე და გარუჯვა კავკასიონზე

fbsdსიტყვა ზაფხულზეც კი ოფლი მასხავს ძირითადად, მაგრამ არსებობს რამოდენიმე მიზეზი რის გამოც არ ვიკეტები ერთ გრილ ოთახში და არ ველოდები გამოზაფხულებას (როგორც დათვები გამოზამთრებას) .

1. ბევრი ბევრი ბევრი ლაშქრობები, ახალი ადგილები, ბუნება, სიმწვანე, ზურგჩანთა, ბოდიალი, კარავი.

2. ბევრი ექსტრემი, მანქანები, გაუვალი გზები

3.სოფელი, ბებია, ჰამაკი,სიგრილე, წიგნები

და ეს ყველაფერი ერთმანეთის ჩანაცვლებით, ხან ერთი, ხან მეორე და ხანაც მესამე. ზაფხულში ვაკეთებ იმას რაც (ერთადერთი ეს მინუსი აქვს ცივ სეზონს) ზამთარში ვერ ხერხდება.

სხვა მხრივ კი მეზიზღება როდესაც სულ გცხელა, სულ იწეპები, არ გშველის მთელი დღე შხაპში ჯდომა, ვერც იცვამ, მაგრამ კანსაც ვერ გაიძრობ რომ ნაკლებად დაგცხეს.

საერთოდ მე თუ მკითხავთ საკმარისია ერთი თვე სიცხე წელიწადში , დანარჩენი 6 თვე უნდა იყოს შემოდგომა და 5 თვე ზამთარი ♥ აი ეგ იქნება სასწაული და სამოთხე და ბედნიერება!

ვფიქრობ ამ ზაფხულსაც გადავაგორებ როგორმე და შემდეგი ზაფხულისათვის კი ვიფიქრებ რომელ ცივ ქვეყანაში გავექცე თბილისის ხვატს

ყველას სასიამოვნო გამოზფხულებას გისურვებთ! მალე შემოდგომა მოვა!