Wednesday, July 27, 2011

ქართული გენის ხელოვანი ნაწილი

და აი თბილისელებს ისევ გაუჩნდათ საფიქრალი სად გაერთონ და გაგრილდნენ საღამოობით, რადგან ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე დაგეგმილი ზაფხულის ფესტივალი არტ გენი 2011 დასრულდა.

 P1160671 P1160677 P1160694 P1160699 P1160704 P1160706 P1160709 P1160710

დასრულდა ძალიან ექსცენტრულად, ნუ იმედენად რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო : ) ნიაზი, ზუმბა და სუხიშვილები ერთად ახერხებდნენ მაყურებლებისათვის სიამოვნების მინიჭებას.

ხალხი ღელავდა , ეთნოგრაფიული გუგუნებდა და ყველა კმაყოფილი გახლდათ, არც ზაფხულის ხვატი აღარ იგრძნობოდა და არც ის რომ საზოგადოება მიჯრით იყო ჩალაგებული ამფითეატრის ტერიტორიაზე, ზუსტად ისე როგორც კონსერვის ქილაში თევზები.

ისევ და ისევ რა შეგვიძლია ვთქვათ?

ზურრიუს ზურრიუს2

მე ისევ დაველოდები მომავალი წლის არტ გენს, ისევ მექნება სიახლის იმედი, ისევ დავფიქრდები იმაზე თუ რისი შეცვლა შეიძლება, ისევ ვეცდები ვიყო ჩართული ამ ყველაფერში და რა თქმა უნდა ალბათ ისევ მოგიყვებით ფესტივალის შესახებ, თქვენ ყველას კი გირჩევთ მოემზადოთ ზაფხულის ყველაზე ცხელი თვისათვის და რაღა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ, რომ მხოლოდ უკეთესის იმედით ხდება მოვლენების გაუმჯობესება და გაკეთილშობილება, რაოდენ უკმაყოფილონიც არ უნდა ვიყოთ წელს ჩვენ იმედია მომავალში ყველაფერი უფრო სხვანაირი იქნება.

არტ გენი ეს არის ქართული სულის, ტრადიციების, შემართების, ისტორიის, გემოვნების, კულტურის და უბრალოდ თანამეგობრობის ფესტივალი. ეს ჯერ ჯერობით ერთადერთი ადგილია სადაც საქართველოს აფხაზეთიც და ოსეთიც ერთ მთლიანობაში ყავს მოქცეული და ყველანი ბედნიერად და მეგობრულად ვცხოვრობთ.

Bakuna_2561 Bakuna_2562 Bakuna_2537 Bakuna_2510 Bakuna_2544 Bakuna_2524

Thursday, July 21, 2011

ზაფხული განახევრდა, არტ გენიც ბოლო დღეებს ითვლის

აგერ უკვე ზაფხულიც განახევრდა, ისევე როგორც ფესტივალი არტ გენის დარჩენილი საკონცერტო დღეები.

მიუხედავად წინა პოსტში დაწერილი წუწუნისა ,მაინც მენანება არტ გენის სწრაფი დასასრული, ბევრი რაღაცის გამო ძალიან მიყვარს ეს ღონისძიება.

არტ გენზე ყოველთვის ნახავთ რაღაც ახალს, იქნება ეს სამკაული , თუ რომელიმე რეგიონის წარმომადგენლების მიერ შესრულებული ნომერი – წელს მე აფხაზეთის წარმომადგენლება გამაოცეს.

ეთნოგრაფიულ მუზეუმში ყოველთვის შეძლებთ შეხვდეთ მეგობრებს ,რადგან არტ გენი ყველასათვის საყვარელი ფეტსივალია, ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებს რომ ალამაზებს. ამავე ფესტივალის ფარგლებში იმდენი ლამაზი რამის შეძენა შეიძლება, რომ ვერც მშრალი ხიდი აანაზღარურებს ამას და ვერც რაიმე ”სვეტსკი” ბუტიკი.

P1160639 P1160640 P1160645 P1160647

იცით რა ვფიქრობ ხოლმე თუ რატომ უყვარს თბილისის მოსახელობას ეთნოგრაფიულში ზუსტადაც რომ არტ გენზე ასვლა და მივხვდი – ეს არის ყველაზე ეროვნული, ყველაზე მეგობრული და ყველაზე გრილი ფესტივალი, რომელიც კი ტარდება ან ჩატარებულა თბილისში.

ეთნოგრაფიული მუზეუმი ყოველ ჯერზე პატარა საქართველოა, რომელიც თავის თავში იტევს იმ სიხარულსა და აღფრთოვანებას, რომელიც მაყურებელს კონცერტის დროს ეუფლება და არ აქვს მნიშვნელობა ვინ დგას სცენაზე – ნინო ქათამაზე თუ თსუ გორდელა, ნიაზი თუ ზუმბა – ხალხი ღელავს, ხმაურობს და ტაშის ხმა ,ისედაც ძლივს შემონახულ ექსპონატებს უცნაურ ფერხულში აბავს.P1160617 P1160603 P1160604 P1160608 P1160609 P1160614 

აუცილებლად ესტუმრეთ ეთნოგრაფიულს სანამ კიდევ შეგიძლიათ შვებულებამდე მორჩენილი დრო რაიმეთი გაიხალისოთ, დრო ხომ უკანმოუხედავად გარბის…

Sunday, July 17, 2011

ზაფხულის სიცხეს ეთნოგრაფიულში დავემალოთ

აი როგორც იქნა , ზაფხულის ჩახუთული დღეების დროს ერთ - ერთი შველა, ფესტივალი არტ გენი 2011 თბილისშიც დაიწყო.

15 ივლისიდან - 24 ივლისამდე საკმაოდ ბევრი კონცერტი და წარმოდგენაა დაგეგმილი ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე. აქვე (ისევე როგორც სულ) არის ქართული რეწვის ნიმუშები გამოფენილი, თუმცა ამ წელს , რამოდენიმე ძალიან გამორჩეული ავტორი აღმოვაჩინე, რომელიც მანამდე არასოდეს მენახა.

P1160565 P1160552 P1160553 P1160554 P1160555 P1160558 P1160560

ისე სანამ გადავალთ იმის მოყოლაზე თუ რა იყო უკვე და რა იქნება, უნდა აღვნიშნო შემდეგი რამ :

- ამდენი წელია ტარდება არტ გენი (თუ არ ვცდები უკვე 8 ან მეტი წელია), მაგრამ ამ ფესტივალში არაფერი იცვლება, სრულებით არაფერი. მე ვხვდები რომ ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ხალხი მაინც მივა ,რანაირიც არ უნდა იყოს მორიგი ფესტივალი და რა შეცდომებიც არ უნდა იქნეს დაშვებული ორგანიზებაში , მაგრამ როდესაც ღონისძიებას ორი ისეთი სპონსორი ჰყავს როგორიცაა ბანკი კონსტანტა და ევროკავშირი – ასე არაფრით არ შეიძლება.

ვფიქრობ რომ არტ გენის ფესტივალზე უამრავი სიახლის დამატება შეიძლება, რომელებიც მხოლოდ და მხოლოდ მოიზიდავს ხალხს და მათ უფრო დიდ სიამოვნებას მოჰგვრის.

ჰო ახლა კი უფრო კონკრეტულად იმაზე თუ რა და როგორაა ეთნოგრაფიულ მუზეუმში (თუმცა უმეტესობამ ალბათ ძალიანაც კარგად იცით ყველაფერი)

ისევ და ისევ ფესტივალი დღის 12:00 საათიდან იწყება, რაც ძალიან შთამბეჭდავია, რადგან ზაფხულის ხვატისგან გასაქცევად ეთნოგრაფიული ყველაზე გენიალური და ჩემი აზრით ეკოლოგიური ადგილია თბილისში. წარმოდგენილი არიან სხვადასხვა რეგიონისა და ეროვნების მომღერალთა გუნდები და მოცეკვავეთა ანსამბლები, ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი იყრის ერთად თავს არტ გენზე – ეს უდავოა.

P1160581 P1160567 P1160568 P1160573 P1160575 P1160576 P1160580

ერთ ერთი ყველაზე ნერწყვის მომდენი, როგორც ყოველთვის - თონეში შეფიცხინებული პურები (რომელიც ადგილზევე ცხვება) და მწვადია, მიუხედავად ცოტა მაღალი ფასისა ამ ”წარმოებას” კლიენტები სულ ჰყავს,  ასევე შეგვიძლია აღვნიშნოთ ლუდის საკმაოდ კარგი ფასი (რამაც გამაკვირვა ამჯერად არტ გენზე)

შუა დღეს შეინიშება უცხოელების დიდი ნაკადი, რომელსაც საღამოს - გართობას მოწყურებული ქართველობა ცვლის, ამფითეატრი უმალვე ივსება ხოლმე 18:00 საათს რომ გადაცილდება და ყველა სულგანაბული უცდის პირველი გამომსვლელის გამოჩენას სცენაზე, თუმცა ”საუნდ ჩეკის” ყურება/ მოსმენა კიდევ უფრო დიდი ხანს უწევთ ხოლმე, ვიდრე თვითონ კონცერტის.

მიუხედავად ამ ყველა პლიუს მინუსისა, არტ გენი მაინც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფესტივალია და ვისურვებდი რომ ის კიდევ უფრო მრავალფეროვანი და გრანდიოზული, ორიგინალური და საინტერესო გამხდარიყოს.

პ.ს რჩევა: ვისაც საკუთარი ავტომობილით გნებავთ იქ ასვლა ან დღის 5 საათამდე გააკეთეთ ეს , ან საერთოდ დაივიწყეთ მსგავსი იდეა. საღამო ხანს გზაზე ისეთი საცობები იქმნება რომ შეიძლება საერთოდ დაგეკარგოთ ფესტივალზე მოხვედრის სურვილი.

Wednesday, July 13, 2011

ფრანგული ვნებები (კამპა)

 

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“.

საფრანგეთს პირველად არ ვსტუმრობდი, თუმცა ქალაქი ნიცა მანამდე არ მქონდა ნანახი. პირველივე შთაბეჭდილება ფრიად დადებითი იყო. შეიძლება ვცდები, მაგრამ ასეთი ფეშენებელური და ძვირადღირებული ქალაქი ევროპის მასშტაბით ბევრი არა მგონია იყოს.

სასტუმროში გამთენიისას მივედით, როგორც იქნა ”დავჩეკინდით” და დასასვნებელად მივესვენეთ. როგორც მოგვიანებით აღმოვაჩინე – ჩამძინებოდა და თვალი მხოლოდ გვიან საღამოს გავახილე.

რატომღაც მაინც დაღლილი ვიყავი , ამიტომ სასტუმროს ახლო მდებარე მაღაზია-კაფეებში გასეირნება გადავწყვიტე, ბოლოს და ბოლოს სულ 3 დღე მქონდა და რამე ხომ უნდა მენახა ამ ყველაზე სნობურ და ”სვეტსკი” ქალაქში.

იმედები გამიცრუვდათქო არა, მაგრამ ისეთი განსაკუთრებულიც არ აღმოჩნდა ნიცა როგორსაც მე ველოდებოდი. ბევრი მაღაზიები – სხვადასხვა ცნობილი დიზაინერების სახელებით, ძვირადღირებული , უამრავი ვარსკვლავებით დახუნძლული სასტუმროები, ბევრი შავკანიანები, ჩემთვის უცნობი მარკის ავტომობილები და არც ისე ლამაზი ქალები იყო ყველგან.

ასე 3 საათი ბოდიალის მერე მივხვდი ,რომ ახლა მხოლოდ ცხელი შხაპი და რბილი საწოლი თუ გამახარებდა. საღამოს ჩახუთულობისაგან კიდევ უფრო მოვითენთე და სასტუმრომდე ძლივს მივაღწიე, თუმცა იმ მომენტში ძილმა თითქოს უცებ გადამიარა, სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს ოდნავ ჩაბნელებულ მოსახვევში ულამაზესი ქალები იდგნენ.

იმათი დანახვისთანავე დავიჯერე გამოთქმა რომ ფრანგი ქალები ყველაზე ელეგანტურები, სასურველები და ეშხიანები არიანო. ვუყურებდი და არ მჯეროდა, რომ ამდენი ლამაზმანი იდგა სულ ახლოს და ყველა მათგანი ”სამუშაოდ” იყო მომზადებული.

ეტყობა გაოცება სახეზევე დამეტყო რადგან ერთ ერთი მათგანი , რომელიც საკმაოდ მრგვალი ფორმებითა და მოელვარე ჟღალი თმებით გამოირჩეოდა , ნელა და ზანტად მომიახლოვდა . ასე ორიოდე წუთი დააყოვნა და ფრანგულად რაღაც ჩამოარაკრაკა, რა თქმა უნდა სიტყვა ვერ გავიგე და ისევ ყბადაღებული დავრჩი.

ვგონებ ამ პროფესიის ადამიანები საკმაოდ საზრიანები არიან, რადგან ჩემი ურეაქციობისთანავე , ამ ერთობ უცნაურმა , მაგრამ ძალიან მომნუსხველმა არსებამ ვიღაც მეორეს დაუძახა, აი მისმა დამტვრეულმა ინგლისურმა კი უცებ გამომაფხიზლა.

-for You only 160 Euro… –საშინელი კაცური ხმით მითხრა.

-რაა?? – უცებ ვერ მოვედი აზრზე რას მეუბნებოდა.

-want her? pay 160 Euro, understand?

-oh, excuse me, yes please, I would like to invite her to my hotel.

- hey, aller prendre 160 euros par heure – ეს ფრაზა უკვე ჩემს მიერ არჩეული ”პროდუქტის” მისამართით იქნა გასროლილი, მივხვდი ამცნო ფასზე შევუთანხმდიო, თუმცა ეგ არ მადარდებდა .

სიმართლე გითხრათ სანამ ნომერში არ შევედით ვერც კი მივხვდი რა გავაკეთე, ისევ ისე მონუსხული ვიყავი ამ ქალის ფორმებითა და ეშხიანობით. რა ზანტად დაატარებდა ლამაზად აბზეკილ უკანალს, მშვიდად ირხეოდა მისი მკერდიც, აბსოლუტურად მსუბუქად, ზედმეტი მოძრაობის გარეშე.

ცოტა დაბნეულმა დალევა შევთავაზე, მე ხომ არ ვიცოდი რას აკეთებენ ასეთ სიტუაციებში, ეს ჩემი პირველი მცდელობა, თუ მიქარვა იყო ქალის ”მოხსნის”.

ალბათ მიჩვეული იყო საქმის დროულად შესრულებას, ამიტომ ისევ ისე მშვიდად, სხეულის ტორტმანით მომიახლოვდა და მკერდზე მოფერება დამიწყო, შემდეგ ტანსაცმელი ისე შემომაძარცვა როგორც შემოდგომის სიომ ალვის ხეს, ნელა ნელა მისი ქმედებები უფრო და უფრო აქტიური გახდა.

დამცხა, კიდევ უფრო დავიბენი, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა არც კი მომსვლია თავში აზრად, მე ხომ პირველად ვიხდიდი სიამოვნებაში ფულს. ეტყობა ეს დაბნეულობაც მალევე შემატყო, გამიღიმა ძალიან სანდომიანად და ფრანგულად მითხრა:

-se détendre, ce sera l'une des meilleures nuits de votre vie – ეს კი ისეთი ხაოიანი ხმით გამოუვიდა რომ ერთბაშად ავიბურძგლე და უცნაური ხვნეშისმაგვარი ხმა ამოვუშვი , თუმცა აზრზე არ ვიყავი რა უნდოდა.

სულ რაღაც ერთ საათში , როდესაც ჩემი ”შეკვეთის” ვადა გავიდა და მაშინ როდესაც ეს აღვირახსნილი სიამოვნების მორევი უცებ უნდა გამომცლოდა ხელიდან სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.

საფულიდან ამოვიღე მისი კუთვნილი თანხა გავუწოდე და ტრუსის ძებნა დავიწყე , მან ფული მშვიდად გამომართვა, ჩადო პატარა ჩანთაში და ისევ საწოლზე ჩამოჯდომა შემომთავაზა.

არ ვიცოდი როგორ ამეხსნა რომ მეტის გადახდა არ მინდოდა, თუმცა როგორც გითხარით ამ პროფესიის წარმომადგენლებში საზრიანები ჭარობენ და ისე რომ მე არაფერი მითქვამს მიპასუხა:

-No Euro, No Euro.

არც კი ვიცი ეს რას ნიშნავდა, თუმცა რაღაცნაირად მომეშვა კიდეც, მან კი ისევ ისე ვნებიანად გააგრძელა ფერება, ისევ დამბურძგლა და ისევ დავკარგე აზროვნების უნარი. სიმართლე გითხრათ რამდენი დრო გავიდა ჩემი პირველი გადახდის შემდეგ არ ვიცი, მაგრამ ფაქტი იყო სიამოვნებისაგან სიამოვნების მიღების თავიც აღარ მქონდა.

ის წამოდგა საწოლიდან, მშვიდად გადაიცვა თითქმის არ არსებული , სიფრიფანა კაბა, აკრიფა ჩანთა და თეთრეული, ძალიან უცნაურად გამომხედა და ერთადერთი ფრაზა გამოისროლა:

-Je suis Kampa, Au revoir  Débutant …

და კარი მეორე მხრიდან გაიხურა.

ჩემი მწირი ფრანგულით მხოლოდ იმას მივხვდი რომ ეს იყო ყველაზე ლამაზი, ყველაზე ეშხიანი, ყველაზე მიმხიდველი, ყველაზე უცნაური და ყველაზე საუკეთესო ღამის

პეპელა სახელად – კამპა.

ის იყო ყველაზე გენიალური ქალი რომელზეც კი დავხარჯულვარ ოდესმე…

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“.

Friday, July 08, 2011

ფეკალიების ზვირთებში დამხრჩვალი სერვისი

ორი სამი დღის წინ ეკა ხოფერიას რაღაც გადაცემას ვუყურე და თემა იყო იმაზე, თუ რა გვაღიზიანებს ჩვენს ნაციაში ყველაზე მეტად. ბევრი ვერსიები იყო გადაცემის შემაჯამებელ ნაწილში ჩამოთვლილი ხოდა იდეა მომივიდა მეც გაგაცნოთ ჩემი ასეთი ”ლისთი” იმისა თუ რა მაღიზიანებს გურჯებში ყველაზე მეტად.

  1. რიგში დგომის კულტურა
    აი იაპონიის კატაკლიზმების შემდეგ გავრცელდა ფოტო მასალა , სადაც წყლის რიგში ერთ საღებავით გასმულ ზოლში წესიერად დგანან ყველანი და ელოდებიან როდის მოუწევთ ონკანთან თუ რაღაც მსგავსთან მისვლა, რა იქნებოდა ჩვენთან?912ed325d79a
    ზედახორა, გაწი-გამატარე , თვალში თითის ტაკება, კბენა,ღრენა – მოკლედ ყველაფერი ჭეშმარიტად რიგის გარდა. რატომ? რააატომ?
  2. სანერწყვე ჯირკვლების მოქმედების მაღალი კოეფიციენტი
    ქართველი მამაკაცების უმეტესობაში რაღაც უწყვეტი ნერწყვგამოყოფა შეინიშნება, მაგრამ ისინი რატომღაც ქალების მსგავსად კი არ ყლაპავენ ნერწყვს, როგორც ეს ფიზიოლოგიურად ნორმალურ არსებებში ხდება, არამედ გარეთ გამოისვრიან და აყენებენ ქალაქში უზარმაზარ ფურთხის გუბეებს. მე არ ვიცი ეს რაღაც გადაჯიშებაა, ანომალია თუ მაგარი ტიპობის მაჩვენებელი, მაგრამ აი ისე მაღიზიანებს , რომ ამის გამო თბილისის ერთ ერთ ”კოლორიტულ” უბანში უწმაწური სიტყვებითაც კი გამოვლანძღე ”მესტნი” ძველბიჭობა.
  3. ფეკალიების გუნდები ფურთხის ზვირთების გვედით
    ქალაქში არსებული ძაღლების უმეტესობას იდიოტი პატრონი ჰყავს! დიდი სიამოვნებით ვაჭმევდი პატრონებს ტროტუარებსა და სათამაშო მოედნებზე დაგროვილი ფეკალიების დიდ ზვინებს. ვაჭმევდი იქამდე სანამ არ დაიხოცებოდნენ!
  4. მიდრეკილება სუიციდისკენ
    მე მგონი მსოფლიოში სუიციდისკენ ყველაზე მეტად მიდრეკილები ქართველები არიან, აბა სხვა რით შეიძლება ახსნა ის რომ მოქალაქეები ქუჩაზე გადადიან ისეთ გადატვირთულ მოძრაობიან ადგილებზე როგორიცაა: რუსთაველის გამზირი, ჭავჭავაძის პროსპექტი, პეკინის ქუჩა (თუ რა ჭირი ქვია ახლებურად) , კოსტავას ქუჩა და სხვა. ნუ ვერაფრით ვერ გამიგია რატომ უნდა გარისკო საკუთარი სიცოცხლითა და ვიღაცის თავისუფლებით მაშინ როდესაც 5-10 მეტრში მიწის 50516_59620296812_7229_nქვეშა/ზედა გადასასვლელები და ღილაკიანი შუქნიშნები არსებობს (აწ უკვე გაგვიკეთა ეგ მთავრობამ ფაქტია)  
  5. სერვისის არ არსებობა
    ვერაფრით ვხვდები რატომ უნდა მიბღვერდეს მიმტანი/გამყიდველი/ბარმენი ან სხვა ნებისმიერი არსება რომელიც მომხმარებლისათვის საუკეთესო სერვისს უნდა ახორციელებდეს იმისათვის რომ ყოველთვიური გასამრჯელო მიიღოს? რატომ ? ჰგონიათ რომ იჩაგრებიან? რატომ ვერ ხვდებიან რომ ბედნიერი მომხმარებლის ზრდა პირდაპირპროპორციულია დაწესებულების შემოსავალთან და მათ ანაზღარურებასთან? ან სად იყურებიან მენეჯერები? აბსოლუტური განრისხება მემართება როდესაც ისეთი სახით მიყურებენ თითქოს დავალებული ვიყო მათაგან რამით, მაშინ როდესაც სასიამოვნო გარემოში მინდა ვისადილო/ჩავიცვა/გავერთო?

ამ ეტაპზე სულ ეს იყო რაც გამახსენდა და თქვენც დაამატეთ კომენტარებში თუ ამაზე უფრო ან ასეთივე ამაზრზენი ფაქტები გაგახსენდებათ!

სადღაც გამიგია გამოთქმა ”რუსებს საქართველო მოსწონთ ქართველების გარეშეო” , ხოდა ნელა ნელა მგონი მეც მაგ აზრამდე მივდივარ! რა მიწას ვაფუჭებთ და რა ტყუილად!

Monday, July 04, 2011

პოკერის სიყვარულის მიზეზით - სიღნაღში

კარტის დასტა -  მივიღე შემოთავაზება ”Europe Bet”-ის პოკერ რინგის ფინალზე დასასწრებად (როგორც ბლოგერმა)

P1160178პირველი დარიგება – 11 ბლოგერი რედისონთან შევიკრიბეთ , შაბათს, 2 ივლისს და დავიძარით სიყვარულის და იმ დღეს პოკერის ქალაქ - სიღნაღისაკენ.

ამ დარიგებაში ყველას კარგი კარტი მოგვივიდა, კარგად ვიმგზავრეთ, თუმცა პირველი ხელი მაინც სასაცილო აღმოჩნდა ,როდესაც კაზინოში საკვებით გავიმასპინძლდნენ ოღონდაც ჩანგლები რამის უკვე ჭამის დროს დაგვაწიეს.

მეორე დარიგება – კაზინო ევროპაში (ბლექ ჯეკის) მაგიდასთან სხედან ბლოგერები და ტეხასურ პოკერს სწავლობენ, ვინც იცის ისინი პირდაპირ და თამამად თამაშობენ. კიკიტოს არ უმართლებს, ქილიფა იგებს, სვითიმ ადგილი აართვა და ისიც აგრძელებს მოგებას….   P1160186     

ეს დარიგება გადასაღებ მოედანზე მისვლით დასრულდა, ისევ ყველამ მოვიგეთ.

 

 

 

 

P1160232მესამე დარიგება – ნელა ნელა გავერიეთ ნაღებ საზოგადოებაში და ბუმბულები ავათამაშეთ. სადღაც ახლოს მოროშკინას მკერდი და ნანკას თმები იგრძნობა. იქვე ახლოს ქუჩის ბიჭები ახალგაზრდობას იხსენებენ და ბებერ ძვლებს გულისგამგმირავად აჩხრიალებენ – თურმე სამღერად ემზადებიან. ბლოგერებს კარე ”გაგვეჩითა” და სასტუმრო ფიროსმანში ვიპ მაგიდაზე ადგილი დავიკავეთ.

 

 

P1160248ამ დარიგებაზე ფეილი იყო ჩაწერის საათნახევრით გვიან დაწყება და ”wanna be” წითელი ხალიჩა.

 

მეოთხე დარიგება – ფურშეტი შთაბმეჭდავია , თუმცა ალაგ - ალაგ ძალიან უზრდელი და აუტანელი ”ვალეტები” იჩითებიან , რომლებსაც ვერ გაურკვევიათ უბანში ბირჟაზე დგანან , თუ რამე ნორმალურ დაწესებულებაში არიან და ამაზრზენად იქცევიან.

 

P1160264ამ რიგებაზე ბლოგერები გაშლეგდნენ , აქაოდა გვიმართლებსო ნოუთბუქით დაიწყეს სირბილი და ონლაინ პირდაპირი ჩართვა გააკეთეს. ფაქტია მაყურებლები ოხრად ჰყავდათ.

შესვენება: კრუპიე ძალიან, ძალიან მიმზიდველი და ეშხიანი ქალი აღმოჩნდა, რომელზეც კაციან ქალიანად ყველას ნერწვი მოადგა და ხმაურიანად იქნა ეს ნერწყვი ჩაყლაპული.

 

 

P1160295სასტუმრო ფიროსმანი  ლამაზი და კომფორტული ადგილია სიღნაღში.

 

ჩვენი მასპინძლები ნატა, თამთა და ბატონი ზურაბი ფრიად სტუმართმოყვარეები და ყურადღებიანები იყვნენ – მადლობა მათ.

მეხუთე დარიგება – კამერები გათიშეს და დარბაზში მჯდომი მაყურებელი სრულყოფილად ვეღარ ვუყურებთ თამაშს (ესეც გურჯების იდიოტიზმის გამო, დარბაზიდან რომ ყვიროდნენ ვის რა კარტი ჰყავდა), დავიღალეთ და მოვიწყინეთ.

P1160309

 

After Party გაიმაზა თამაშს ბოლო არ უჩანს და ღამის 2 საათისათვის ჯერ მხოლოდ ერთი მოთამაშეა გავარდნილი.

მეექვსე დარიგება – ბლოგერები შევგროვდით, ორგანიზატორებს გულითადად დავემშვიდობეთ და სამარშრუტო ტაქსში ავლაგდით.

არაფრის თავი აღარ გვაქვს, როიალ ფლეშიც კი ვეღარ გვაცოცხლებს.

 

 

P1160284

 

სულ ეს იყო ჩვენი ვოიაჟი სიღნაღში პოკერ რინგის ფინალზე – ხოლო აი თქვენ კი , თუ გამარჯვებული გაინტერესებთ აუცილებლად დაელოდეთ ამ ტურის ეთერში გასვლას. მერწმუნეთ მართლაც კარგი საყურებელი იქნება!!

 

 

 

 

 

წავედი ახალი ხელი დავარიგო და ვნახო ამ ეტაპზე თუ მომივა კარგი კარტი ცხოვრებაში!

Europe Bet Slideshow: Tjorven’s trip to Tbilisi, Georgia was created by TripAdvisor. See another Tbilisi slideshow. Create your own stunning slideshow with our free photo slideshow maker.