Tuesday, May 31, 2011

ჩვენისთანა ბედნი – ერი…ჯანდაბისკენ ჰერი - ჰერი

ბებია და ბაბუა

ქართველისთვის ტაბუა

 (ც) კოტე ყუბანეიშვილი

უფროს თაობას უკვირს და აწუხებს ისეთი კითხვები როგორიცაა : რატომ არიან ახალგაზრდები ასეთ Baby_v_s_the_Meat_Grinder_by_Nocturnal_Devilაგრესიულები? რატომ ინგრევა ამდენი ოჯახი? რატომ არიან ამდენი ნარკომანები? რატომ ბერდება ერი? და კიდევ სხვა მრავალ თემასთან დაკავშირებული კითხვები ჟღერდება… თუმცა არავინ არ დაფიქრებულა მე მგონი ,რომ ახალგაზრდა თაობის ფსიქოლოგიური ტრავმები უმეტესობა მათი(წინამორბედი თაობის) ბრალია.

ჩვენს საზოგადოებაში პრობლემის აღიარება (რომელიც ოჯახს ან ინდივიდს აქვს) დიდ სირთულეს წარმოადგენს, ხოლო ამ პრობლემის რამენაირად გადაწყვეტა, მაგალითად ფსიქოლოგის დახმარებით მაინც - საერთოდ სასწაულს უტოლდება. ადამიანები ვერ აცნობიერებენ იმას , რომ როგორც ბრმა ნაწლავის შეტევისას უნდა მიხვიდე ექიმთან , ისევე უნდა მიხვიდე ექიმთან მაშინ, როდესაც მაგალითად შვილი შენი საკუთრება გგონია და ფიქრობ, რომ როგორც გინდა ისე უნდა გამოიყენო -დამოუკიდებელი, საღად მოაზროვნე , მუშა ინდივიდი.

მშობლების უმეტესობას მე მგონი დღემდე აქვს ის აზრი თავში ჩაბეჭდილი ,რომ ჯობია ბავშვმა ორივე მშობელთან ერთად იცხოვროს, მაგრამ დღენიადაგ სკანდალებს და ისტერიკებს, ცემას და სხვა სახის ძალადობას უყუროს , ვიდრე ის რომ მშობლები კვირაში 3-3 დღე ნახოს და ორივე ლამაზი, ჭკვიანი და კეთილი ეგონოს.

წარმოუდგენელია რატომ ვერ ხვდებიან (ზრდასრული და წესით მოაზროვნე) ადამიანები რომ 2-3 წლის ბავშვის ტვინიც კი უკვე ისრუტავს ყველაფერს დაწყებული – მშობლების დამოკიდებულებისაგან ერთმანეთისადმი და დამთავრებული თავისი ტოლი არსებებისაგან წამოსული იმპულსებით post-36-1162148220დამთავრებული.

ახლგაზრდა თაობების პრობლემების უმეტესობა არის მათი წინამორბედების ბრალი, ხოლო თუ ისინიც ისეთივე შეუგნებლები იზრდებიან , მაშინ კიდევ უფრო ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად დეგრადირებული და ჩაკეტილი გამოდის, ან ცდილობს გათავისუფლებას არასწორი გზებით – ეს ყველაფერი კი უფრო და უფრო ვნებს მთელს ერს.   

ვერაფრით წარმომიდგენია რომ თაობა რომელიც 17-18 წლის ასაკში გაგრაში საჭყუმპალაოდ დადიოდა დღეს თავის 17 წლის შვილებს მონებივით ეპყრობა და თავს იმით იმართლებს , რომ დღევანდელი სიტუაცია მაშინდელს არ ჰგავს და ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.

არაფრით მჯერა რომ ჩვენი დედები და მამები , რომლებიც თითქოს ასეთ ლაღ და საინტერესო ისტორიებს ყვებიან , ასეთ მონსტრებად გადაიქცნენ და ვერც კი იაზრებენ მარტივ რაღაცას -  ცვლილება მათში იმდენად დიდია რომ ეს მათ შვილებზე უარყოფითად ისახება.

იქნებ შემახსენოთ როგორ იქმნება სტერეოტიპები? მენტალიტეტის წვრილმანი დეტალები რომლითაც ყველას თავი გვაქვს გამოჭედილი და ათასი ფსიქოლოგიური წნეხის განხორციელების საშუალება? ნუთუ მათ ახალი თაობები ქმნიან? – არა ხო?

ძალიან რთულია გააცნობიერო რომ გაქვს პრობლემა, მაგაზე რთული მისი ხმამაღლა აღიარებაა ხოლო ამის შემდეგ უკვე მოგვარებას წინ აღარაფერი უდგას , მაგრამ ვაი რომ ვცდებით და გვგონია -

”ჩვენისთანა ბედნიერი

არის განა სადმე ერი?”

(ც) კოტე ყუბანეიშვილი

pace flag

Friday, May 20, 2011

მიეცი და მოგეცემა

”ოხ რა ძნელია გიყვარდეს ვინმე,

იჯდე სახლში და ფიქრობდე მასზე,

მან არ იცოდეს ეს სიყვარული,

ისიც იდეს და ფიქრობდეს –სხვაზე”

არა, არა შეყვარებული არ ვარ, მაგრამ სითბოს შემცველ გამომხატველობით მოქმედებებზე მინდა გესაუბროთ.

ეჭვი მაქვს რომ ყველა ადამიანს (მეტად თუ ნაკლებად) აქვს შიში რომ იქნება უარყოფილი (быть Daughters_by_gorjussотвергнутым) და აქედან გამომდინარე თავს უფრო ადრე ”იცავენ”, ვიდრე შესაძლებელია მათმა ქმედებამ ზემოთ ნახსენები შედეგი გამოღოს.ადამიანებს უჭირთ გამოხატონ სითბო, უბრალოდ დადებითი დამოკიდებულება და კეთილგანწყობა იმის შიშით, რომ მეორე მხარე ამას უარყოფს, არ მიიღებს და შესაძლოა დასცინოს კიდეც ამ ქმედებას.

ვვარაუდობ რომ სითბოს ადრესატი ადამიანიც იმიტომ იქცევა აგრესიულად, ცივად და უკმეხად ,რომ მასაც რაღაც შიშები და თავდაცვითი რეაქციები ამოძრავებს. ყველას აქვს (ოდნავი მაინც) შიში, რომ იქნება მიტოვებული, გულნატკენი ან სულაც იმედგაცრუებული.

ძალიან მენანება ხოლმე ყველა ის ემოცია და დადებითი მუხტი რომელსაც ”ვაგზავნი” ვიღაცის  მიმართულებით , მაგრამ ყოველთვის მაქვს იმის იმედი რომ აუცილებლად მექნება უკუგება (ცუდად ჟღერს მაგრამ ასეა) . ყველა ადამიანი ხომ დადებითი განწყობით და ემოციებით, სითბოთი და სიყვარულით საზრდოობს?

წარმოუდგენელია ბავშვი გაიზარდოს კარგი და ბედნიერი თუ მშობლებისგან არ იგრძნობს სიყვარულს, ასევე მშობლებიც ვერ გრძნობ თავს კარგად როდესაც მათი ბავშვი ცივი და ბოროტია, მეგობრების ურთიერთობა წარმოუდგენელია განსაკუთრებული სითბოს ურთიერთგაცვლის გარეშე, სხვაგვარად მეგობრობა არც ერქმეოდა ამ პროცესს….1b

მინდა ვთქვა რომ მიუხედავად იმისა იღებთ თუ არა თქვენ იგივეს რასაც გასცემთ , მაინც მგონია რომ არავის არ უნდა დაგვენანოს სულ ცოტა კეთილგანწყობა და სითბო ნებისმიერისათვის, თუნდაც იმიტომ რომ არასოდეს ვიცით ვისგან და რა სიძლიერით ”აირეკლავს” ჩვენი ემოცია თუ მუხტი, როგორ დაგვიბრუნდება ის და რას მოიტანს…

ცოტა სასაცილო მოწოდება კი გამოვა მაგრამ მაინც ვიტყვი : იყავით თბილები მათდამი ვინც მართლა იწვევს თქვენში ამ შეგრძნებას, გაეცით ბევრი, ბევრი სიყვარული, კეთილგანწყობა და სითბო, ზოგჯერ ეს ღლის და ფიტავს ,მაგრამ უკან მიღებული იგივე ემოციები ძაალიან , ძაალიან ძლიერი რამეა და ცხოვრების ხალისს 10000 მაგად ზრდის!

Monday, May 16, 2011

ავტო ვიკენდი და ჩახლეჩილი ხმა

რაღა დაგიმალოთ და ეს შაბათ- კვირა (14-15 მაისი) ჩემი ხმისათვის სავალალო აღმოჩნდა, თუმცა ეგ არაა მთავარი მოვლენა რაზეც მინდა მოგიყვეთ. დავიწყებ თანმიმდევრულად და ნელა ნელა ჩამოვაყალიბებ სათქმელს.

14 მაისს დღის 14:00 საათზე დიდუბეში დაგეგმილი იყო თბილისი ღია ავტო ფესტივალი 2011 .

ფესტივალის მიზანი რთული სათქმელია რა იყო თუმცა ეგ არაა ყველა დიდი ”პრომახი” მაგ ივენთში. ahn2j  

იდეაში დიდუბე პლაზას ეზოში უნდა ყოფილიყო ლამაზი მანქანების გამოფენა სადაც ნებისმიერ ავტო კლუბს (ან თუნდაც ერთ ინდივიდს) შეეძლო მონაწილეობის მიღება. გამოფენის შემდეგ კი დაგეგმილი იყო სახალისო შეჯიბრებები დარეგისტრირებულ გუნდებს შორის.

კარგია როდესაც ასეთი ივენთები კეთდება, მე მესმის რომ პირველ ჯერზე რთულია განსაზღვრო ყველა მინუსი და ”ლაფსუსი” რამაც შეიძლება თავი იჩინოს, მაგრამ ორგანიზების პრობლემები საქართველოში რომ ხშირი ფაქტია, ამიტომაც დავწერ ჩემს მოსაზრებას, იქნება დაეხმაროთ სამომავლოდ ასეთი რამეების ორგანიზატორებს.

ეს მოკლედ რომ ვთქვათ რა უნდა ყოფილიყო, იყო კიდეც ეგრე ყველაფერი მაგრამ იმდენად ბევრ დეტალში მოიკოჭლებდა ივენთი მთელი პოსტის თემადაც მეყოფა.

  1. დიდუბე პლაზას ეზოში არსებული ტერიტორია ძალიან ცუდად იყო ათვისებული, მაშინ როდესაც მონაწილე მანქანების დასაყენებელი ადგილი აღარ დარჩა. ავტომობილები უაზროდ მიმოიფანტა ყველგან, რაც ფესტიველის იდეას აფუჭებდა აბსოლუტურად. არც ისე შემინიშნავს ვინმეს თავიდან ბოლომდე გაეკონტროლებინოს ფესტივალის მანქანების გადაადგილება და ტერიტორიაზე განაწილება, კი დარბოდნენ ვიღაცეები და იძლეოდნენ განკაურგულებებს , მაგრამ მხოლოდ გამოუვალი სიტუაციის დროს.
  2. წამყვანები – მგონი ღონისძიების წამყვანები ერთ ერთი დიდი ტკივილია ქართულ რეალობაში. ან 327guწამყვანები არიან ენაბლუები და დებილები (დაწერილ ტექსტებსაც ვერ ახმოვანებენ) ან ძალიან მატრაკვეცები და მოტლიკინეები, რომლებიც სულელური გამონათქვამების მთელს კორიანტელს აყენებენ. შუალედური მე არსად არაფერი შემხვედრია.
  3. ჟიურის წევრების რაოდენობა და მათი საქმიანობის სფეროები დიდად კავშირში ვერ იყო ივენთთან, ერთი ორი გამონაკლისის გარდა, ამიტომ 20 კაცი რომელიც ქელეხის მაგიდის მსგავს რამესთან იყო მიმსხდარი რედ ბულის ვიგვამის ქვეშ საკმაოდ სასაცილოდ გამოიყურებოდა. მესმის რომ სპონსორები და პარტნიორები ”ძელა სვიტოე” მაგრამ ასეც არა.
  4. ძირითადი სანახაობრივი პრიზი უნდა ყოფილიყო  -გამარჯვებული ავტოს გარეცხვა მოდელი გოგონების მიერ, აი აქ იწყება თავდავიწყება მეგობრებო. ჯერ ერთი მოდელები როცა მოდელობენ მათთვის არ უნდა იყოს უცხო არანაირი სანახაობრივი გამოსვლა იქნება ეს ძუძუს თამაში თუ ლამაზად გამოწყობილ კაბაში მანქანის რეცხვა და ქაფში ”თუხთუხი” ,ხოლო თუ მათ ეს უტყდებათ ვაი მაგათ პატრონს, ნუთუ მოდელობა მხოლო გათხოვებისთვის უნდათ? თანაც ორგანიზატორების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ როდესაც ასეთ პრიზს აწესებ კეთილი უნდა ინებო და ეს შენი გოგოები ისე უნდა მოამზადო რომ სარეცხი ღურბელი ორი თითით არ ეჭიროთ, შოუც შექმნან და გამარჯვებულთან არ მივიდნენ საქმის ჩასაწყობად – ” გეხვეწებით ერთი გადავუსმევთ ღრუბელს და მეტი არ გვარეცხინოთო” – სამარცხვინოა ეს!!
  5. და ბოლოს დაჯილოდვების ცერემონია. იმას რომ თავი დავანებოთ თუ რა და როგორ იყო r8vvzპრიზებად ,უნდა ვთქვათ თუ სად და როგორ გაკეთდა ეს ცერემონია. მესმის რომ მარკეტინგულად ძალიან სარფიანია , როდესაც რომელიმე გასართობი დაწესებულება იღებს თავის თავზე მასპინძლობას და უზრუნველყოფს საინტერესო დაჯილდოვების ღონისძიების ჩატარებას, მაგრამ როდესაც საკმაოდ მასშტაბური ფესტივალის დაჯილდოვებაზეა საუბარი ეს არ უნდა მოხდეს ორ სართულიან შეჭუჭყულ კაფეში, სადაც მხოლოდ ჟიურის წევრების სრულად გამოცხადებისას (თანაც დაქალ-ძმაკაც-ბიძაშვილ-მამიდაშვილებთან ერთად) მონაწილეების ნახევარის დატევაც კი შეუძლებელი ხდება. თანაც ორგანიზატორებს უნდა აწყობდეთ ყველა ადამიანის შესვლა იქ (ნუ ვინც მანამდე იყო და იღებდა მონაწილეობას ) და არ უნდა ეაგრესიულებოდეს არავის, მით უმეტეს მაშინ თუ ეს ადამიანები მედიის წარმომადგენლები არიან.

მოკლედ ასე იყო ამ ფესტივალის ამბები, კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ კარგია როდესაც ასეთი რამეების ორგანიზება ხდება! ძალიან მისასალმებელია ახალი წამოწყებები, მაგრამ ორგანიზატორები ძალიან ბევრი რამისადმი უნდა იყვნენ მზად, უნდა ჰქონდეთ გათვლილი ყველა მოულოდნელი სიტუაცია და ბოლოს ცოტა უფრო მეტად სანახაობრივი უნდა იყოს ეს ივენთი, მით უმეტეს მაშინ როდესაც ეს ასეც უნდა იყოს. მე დაველოდები შემდეგ ასეთ ფესტს და ვნახავ შეძლეს თუ არა ორგანიზატორებმა დაფიქრება და რამის გამოსწორება.

slu6f

პ.ს ამ ფესტივალზე შეჯიბრებებში OFF ROAD TEAM-მა გაიმარჯვა 3-დან 2 კატეგორიაში. ♥

***

გადავიდეთ 15 მაისზე- დღეზე როდესაც ჩატარდა წყვილთა რბოლა ვარკეთილში. ეს ღონისძიება უფრო ნორმალურად იყო ორგანიზებული, ეზრუნათ იმაზეც რომ მთელი ტრეკის გასწვრვ გაბმული იყო ლენტები უსაფრთხოებისათვის (მაყურებლის შტერ თავებში რომ შესულიყო ინფო იმაზე რომ ტრეკზე გადარბენა გადმორბენა სიკვდილის ტოლფასია) მსაჯები განაწილებული იყვნენ მთელს ტრასაზე და უზრუნველყოფდნენ რეტარდერების დროულ აღდგენას.

საყურებლადაც საინტერესო გამოდგა შეჯიბრი, იყო დაზიანებებიც, საშიში მომენტებიც თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, მიუხედავად საკმაოდ ცუდი ამინდისა მაყურებლის ნაკლებობას არ უჩიოდა რბოლა, რაც ძალიან გასახარებელი ამბავია. img2907320x200 img2956320x200

ჩემი მწირი ცოდნითა და გამოცდილებით ერთადერთი ”შენიშვნა” მექნებოდა ორგანიზატორებთან, მგონი აჯობებდა რომ მსგავსი მონაცემების და შესაძლებლობების მანქანები ძირითად ცხრილში ერთად განეთესათ.

საბოლოოდ ძალიან , ძალიან სასაიამოვნო შაბათ – კვირა მქონდა, გავერთე ვისიამოვნე და მიუხედავად იმისა რომ სადღაც ქალაქში ხმაც დავკარგე ( და ახლა გარდატეხის ასაკში მყოფი ბიჭივით ვხრიალებ) მაინც ძალიან დადებითი ემოციები დამიგროვდა.

Saturday, May 14, 2011

გზამკვლევი ქალების გულებამდე (და არა მხოლოდ)

იცით რა ნამდვილად ვერ დავიჩემებ აქ დაწერილ ყველა მოსაზრებას უკლებლივ ყველა ქალი ეთანხმება მეთქი, მაგრამ ვეჭვობ რომ ქვემოთ მოცემულ პოსტს ქალების უმეტესი ნაწილი , მაინც იზიარებს.

მოკლედ რა მინდა მოგიყვეთ და …. tumblr_ll3j6fbvBS1qjq2s0o1_500

მინდა მოგიყვეთ იმის შესახებ თუ როგორი მამრები იწვევენ ჩემში ანტიპატიას . ძირითადად რა მახასიათებლების გამო ვარ მზად ვწვდე თითოეულს ყელში და კოვზით ამოვაძრო ხორხი.

ნუ თუ სულ თავიდან – გაცნობის ან პირველი შეხვედრის მომენტიდან დავიწყებთ მაშინ ყველაზე გამაღიზინებელი არის ”შემფასებლური ათვალიერებ-ჩამოთვალიერება”. არადა ასე რთულია ცოტა თავი შეიკავო ადამიანმა და ჯერ საფუძვლიანოდ მიესალმო ქალს , ხოლო მერე დაუწყო თხემით ტერფამდე თვალის გადავლება?

ამის შემდეგ ძირითადად სჩვევიათ უაზრო კომპლიმენტის ან ხუმრობის ამოსროლა რაც იმაზე მეტად სასაცილოა ვიდრე უნდა იყოს და იმიტომ კი არა , რომ მართლაც დროული იყო ეს მათი რეპლიკა , პირიქით იმიტომ რომ ძალიან უდროოდ წამოაყრანტალეს რაღაც. ამის მაგივრად  შეიძლება რამე ჰკითხო - მაგალითად რას ისურვებს (თუ სადმე კაფეში არიან, ) ან სად ისურვებდა წასვლას (თუ ჯერ არსად არ არიან), ან სულაც რავიცი ხომ არ ისურვებდა ნაყინიდან დაეწყოთ შეხვედრა?

შემდეგ უკვე ყველაზე გამაღიზიანებელია როდესაც კაცს  ყოველი სიტყვა და ფრაზა უნდა ჰქაჩო პირიდან ძალით, როდესაც გიწევს იმაზე ზრუნვა რომ არ ჩამოწვეს უხერხული სიჩუმე, როდესაც ისიც უხერხულობის გამო დებილობას ამოთქვამს (და მერამდენედ) და ამაზე ზრდილობის გამო მაინც უნდა გაიცინო (აბა რომ გაიღიმო ეგ ”უდარ ნიჟე პოისა იქნება”). წარმოუდგენელია რატომ არიან ხოლმე მამრები ასეთი მოუხერხებლები, მოუქნელები და სიტყვაძუნწები ასეთ საინტერესო მომენტებში. თუნდაც ფეხბურთზე ისაუბრონ , ჯანდაბას მაგრამ ნუ გაჩუმდებიან – მე ეს მკლავს.

ამ ყველაფერსაც თუ უკუვაგდებთ მაშინ კიდევ ერთი საკვირველი რამ მაქვს შემჩნეული, როდესაც საქმე სადმე ”ზავიძენიაში” წასვლაზე მიდგება – კაცები იბნევიან როგორც მუჭა ბრინჯი და მდედრებს არჩევინებენ ”შეხვედრის” ადგილს, მიკვირს - ნუთუ მათ უმეტესობას სახინკლის ან სახაშის გარდა საყვარელი კაფე/ბარი არ აქვთ, ერთი მაინც?

ზოგჯერ ვფიქრობ იმიტომ არ ტყდებიან და ნებისმიერ არჩევანის უფლებას ქალს ანიჭებენ რომ ამით ცდილობენ მასზე ცოტა მეტი გაიგონ, მაგრამ საბოლოოდ ეგ აზრი ძალიან სულელურად მეჩვენება ხოლმე და ვერაფრით ვხსნი მათ ასეთ შებოჭილობას.

Cafe_Artistes_by_skiphuntრთულია მყუდროდ და სასიამოვნოდ იგრძნო თავი ყველა ამ სიტუაციის შემდეგ, არა ისე არ იფიქროთ რომ არ მიცდია ასეთი სიტუაციის შეცვლა და რამით გახლისება მარა ამაზეც რომ ვერ ავიყოლიე რამოდენიმე მამრობითი სქესის წარმომადგენელი მივხვდი – სიტუაცია უიმედოა!

თუმცა ამ პირველ და საერთოდ შეხვედრებს თავი დავანებოთ, აიღეთ სიტუაცია როდესაც ვიღაც ადამიანს უკვე რაღაც პერიოდია ხვდებით და ასე ვთქვათ ნელა ნელა ურთიერთობას აკოწიწებთ რა ხდება ასეთ დროს?

ისინი მაინც პასიურ როლში არიან ხშირ შემთხვევაში, არანაირი იდეები, კრეატიულობა, მოკლედ ისეთივე მოსაწყენები რჩებიან (ძირითდად, მაგრამ კიდევ კარგი სულ არა) როგორებიც დასაწყისში იყვნენ და იმედი რომ გაიხსნებიან - მომენტალურად , ხმაურით კვდება.

თუმცა მიუხედავად საკმაოდ პესიმისტური პოსტისა მაინც შემიძლია ვთქვა რომ ჩემს ნაცნობ მამრებში ასეთები ძალიან , ძალიან მცირედ არიან ( ვუფრთხი ასეთებს უკვე, მადეპრესირებენ) და თანაც რა თქმა უნდა არსებობენ გამონაკლისები – რასაც გილოცავთ ყველა მდედრს : )

Tuesday, May 10, 2011

”წვნიანი” და ეშხიანი ქალების სიყვარულში

მე მესმის რომ ვინმეს მოწონება – არ მოწონება გემოვნების ამბავია, მაგრამ ვინ თქვა რომ გაჩიკინებული ქალები ფორმიანების რამით სჯობიან?

krasivaya-i-sexualnaya-zhenshina-v-teleძალიან საინტერესოა, რომ პოდიუმზეც კი ბოლო წლებია ნელა ნელა ბრუნდებიან ფორმიანი, ფერხორციანი და გნებავთ სულაც ”ჯიშიანი ქალები”.

მომისმენია ისეთი ფრაზებიც რომ ”ფუ მაგას ნაკეცები აქვს მუცელზე/ტრაკზე /ფეხზე”, ”რამხელაა,გაგსრესს” და ბევრი მსგავსი, მაგრამ გეტყვით რომ ისინი ყველანი ცდებიან. (და ამას ფაქტები მოწმობს მეგობრებო)

რა ჯობია ქალს რომელსაც ყველაფერი თავის ადგილას აქვს – ძუძუ, ტრაკი , თეძო… და არ ჩამოჰგავს კარგად გარანდულ ფიცარს? (რომელიც ყველა მხრიდან ერთნაირი გლუვია)

მაშასადამე გირჩევთ -კარგად დაფიქრდეთ რა გირჩევნიათ , ქალი რომელიც შეიძლება მაგალითად თეძოს ძვლით შეგერჭოთ და დაგაზიანოთ, თუ ქალი რომელიც თქვენს კომფორტს უზრუნველყოფს …   

სადღაც გამიგია ნამდვილ ამბად ყვებიან ქორწილში სტუმრებს შორის გადალაპარაკება ყოფილა - ” აი სიძემ რომ ეს გამხმარი გოგო ცოლად მოიყვანა ხელი სად უნდა მაავლოს ცოდო არაა ბიჭიო?” ჰოდა აი დაახლოებით ესეთი ამბავია.

ის გამოთქმა მაინც არ გაგიგიათ ქალი საწოლს უნდა ავსებდესო? ეგეც ბატონო ამ თემიდანაა.pishki7

მაშასადამე შეგვიძლია ვთქვათ რომ ფუმფულა ქალები საკმარისზე მეტად ლამაზები, მიმზიდველები და ეშხიანები არიან…

უბრალოდ ამას უნდა მიხვდე…

ქალს რომ კაბა უხდება და ეს კაბა საკიდზე ჩამოკიდებულ უფორმო ნაჭერს კი არ ჰგავს, ყველა საჭირო დეტალს  მჭიდროდ რომ ეკვრის და სრულყოფილად აჩენს….

ნუ ეს  ფაქტია, ხოლო ვისაც არ გჯერათ თვალები გაახილეთ და კარგად დააკვირდით : )

მე კი წავედი ფორმიან ქალებს დავუვლი და პაემანზე დავპატიჟებ ყველას, სანამ თქვენ გამოფხიზლებულხართ

1262970150_1262884043_model_01

Monday, May 09, 2011

ადგილი სადაც უმეტესობა გავიზარდეთ

ალბათ ნებისმიერი თქვენგანი ყოფილა ზაფხულში -სადმე მიყრუებულ სოფელში, სულ ცოტა ხნით მაინც და ახსოვს ყველა დეტალი, რომელიც კი მაშინ შეუმჩნევია.

photo6ud8მიუხედავად იმისა რომ საგვარეულო სოფელი (ადგილი რომელიც წარმომავლობის მიხედვით მოყვებათ შთამომავლებს წინაპრებისაგან) არ მაქვს, მაინც გამიტარებია ბავშვობა (და არა მხოლოდ) სადღაც ასეთ დასახლებაში.

დაკვირებიხართ როდისმე შეგრძნებას, რომელიც გაზაფხულის პირველი წვიმის შემდეგ გეუფლებათ მიწის სურნელის შეგრძნებისას? მე სულ სოფელი მახსენდება, თელადგორი – ადგილი სადაც რავიც რამდენი დრო მაქვს გატარებული.

ან სულაც სადმე ქალაქგარეთ სოფელში გავლისას ნეხვის , სველი თივისა და საქონლის სუნი რა განწყობას აჩენს, კი ალბათ იტყვით რომ ”ფუ რა ამარზენი სურნელებაა” ეგო – მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, არის მასში რაღაც განსაკუთრებული.

პატარა მინგრეულ მონგრეული და მოხუცივით წელში გაზნექილი სახლები, ლატანებ ამოცლილი გადაზნექილი ღობეები, აქა იქ უშნოდ რომ ამოუხერგავთ რითიც შეძლეს – ეს რაღაც განსაკუთრებული რამაა. 

სოფლის ”ბირჟა” რა სასწაული ადგილია, მანდ ხომ არც ერთი ქალაქელი და ახალჩამოსული არ რჩებათ შეუმჩნეველი , ყველამ იცის ვისთან, როდის და რამდენი ადამიანი ჩამოვიდა, რად ეკუთვნიან ეს დამსვენებლები იქაურს და რავიც კიდევ რამდენი დეტალი ირჩევა მსგავს თავშეყრის ადგილებში.

ეს ყველაფრი რატომ გამახსენდა არ ვიცი, ალბათ სოფელში – სახლის უკანა ეზოში ჩაოკიდული ჰამაკისა 4910ad91386eდა სახლისაგან მოცილებით მდგარი საპირფარეშოს მონატრებამ გაოიწვია, ან სულაც საღამოთი მეზობელთან საჭორაოდ გადასვლის და დილას ცვრიან ბალახში , ნახევრადმძინარე სახით გამოსვლის ნოსტალგიის ბრალია….

მე მიყვარს სოფელი, მიყვარს ბაღი რომელშიც უამრავი ხილი იზრდება, უცნაური გარემოც მიყვარს რომელიც სოფელში სუფევს…..

იმედი მაქვს ამ ზაფხულს მაინც ვინებივრებ ჰამაკში, გვერდით საინტერესო წიგნითა და ერთი კოლოფი სიგარეტის თანხლებით.

Friday, May 06, 2011

ბევრი სიცოცხლე ერთის საფასურად

როდისმე თუ დაფიქრებულხართ რას სწირავს ადამიანი რომლის პროფესიაცაა: rescue2910_468x750

  • პოლიციელი
  • მეხანძრე
  • მაშველი (მთასვლელი/სპელეოლოგი)
  • მედდა/სასწრაფოს ექიმი
  • დაცვა

რად უღირთ ამ ადამიანებს სხვისი სიცოცხლე და რამდენს აფასებენ თავისას?

რა შეგრძნებაა როდესაც იცი რომ სხვისი და სრულიად უცნობის სიცოცხლე შენი სიკვდილის გამომწვევი შეიძლება იყოს 60-70 ან სულაც 80 %-ით?

და ისინი მაინც თავდაუზოგავად აკეთებენ თავის საქმეს… 

რა არის მათი მამოძრაველებლი ძალა? კეთილშობილება? საიქიოში სულის ცხონება? ანგარება? იქნებ სულაც შეშლილები არიან?

მე ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა , რომ ვიღაცას შეუძლია დათრგუნოს ეგო და იმოქმედოს არა საკუთარი თავისთვის - არამედ სხვისი თავის, სხეულის და სიცოცხლისათვის.

მე უფრო ადვილად გავიგებდი ალბათ ეს რომ მხოლოდ ბავშვებს ეხებოდეთ, მაგრამ ისინი ხომ ნებისმიერს უწევენ საჭირო დახმარებას განურჩევლად ასაკის, სქესის,მრწამსის და სხვა განმასხვავებელი ნიშნისა.

fireman1როგორია როდესაც იცი რომ შეიძლება ვერც უშველო და ვერც გიშველონ? ნუთუ ერთი წუთითაც კი არ ღრღნით ეჭვი, ან შიში ან რაიმე მსგავსი (გადაფიქრებაზე მომუშავე ) ემოცია?

მაგრამ ალბათ რამხელაა სიამოვნება და სიამაყე მაშინ როდესაც ეს ადამიანები თავის საქმეს წარმატებულად ასრულებენ… მაშინ როდესაც ისინი ყველას მოლოდინს ამართლებენ… ალბათ მაშინ ყველაზე ცნობილ სუპერგმირზე უფრო გმირები არიან….

ძალიან რთულია დათმო შენი და უპირობოდ წინ დააყენო სხვისი, მაგრამ ადამიანები ამას აკეთებენ…

Monday, May 02, 2011

ძრავიანი ალქაჯების შეკრება მანგლისში

უზარმაზარი მწვანე მინდორი, ცივი ჰაერი, წვიმა – ამ მდელოზე კი ძრავებ აღმუვლებული მონსტრები.

დიახ ასე იწყება off road შეჯიბრი (ორიენტირება) .

rpbo91 მაისს მანგლისის თვალუწვდენელ მინდორ - ველებსა და მთებს 45 აღმუვლებული მონსტრი იყო შესეული. სადაც არ უნდა გაგევლოთ ყველა მხრიდან ისმოდა ძრავის გუგუნი, ყვირილი, ჯალამბრის უიმედო (ან იმედიანი ვინ უწყის) ხრიალი. ის თვალუწვდნელი ადგილები ისე გამოცოცხლებულიყო, იფიქრებდით ალქაჯების მსოფლიო შეკრება მოუწყვიათო.

ძალიან მაგარია ავტო სპორტი, ხოლო თუ ეს სახეობა მით უფრო ტალახთან , ბუნებასთან და ენით აუწერელ მოულოდნელ ექსტრემთანაა კავშირში - საერთოდ სასწაული ხდება.

ამ შეჯიბრზე მაყურებელ-ფოტოგრაფის სტატუსით გახდლით, მაგრამ სტარტის და ცოტა ფინიშის გადაღების გარდა ვერაფერი მოვახერხე. ტყეში გაბნეულ წერტილებამდე მისვლა , ფეხით სასწაულის ტოლფასი აღმოჩნდა (თანაც მე და მაოს ხელის გპს-იც არ გვქონდა) , გარშემო კი ჩაიქროლეს რამოდენიმე მანქანით მონაწილეებმა , მაგრამ ისეთი სისწრაფით , რომ ფოტოს გადაღება შეიძლება ითქვას ვერ მოვახერხე.

მიუხედავად ამისა მაინც ძალიან საინტერესო იყო ფინიშზე ლოდინი, ამბების გაგება (რომელსაც ხან po3wbრაციით, ხანაც მობილურის საშუალებით გადმოსცემდნენ ორგები და მონაწილეები) ნელა ნელა , თითოდ მოსული მანქანები, აღფრთოვანება მათი მიღწევებით, გულისწყვეტა დაზიანებების და შეჯიბრიდან გამოვარდნების გამო. სამაშველო ოპერაცია რომელიც დილა უთენიამდე გაგრძელებულა, მონაწილეების თანდგომა ერთმანეთთან….  

ამ შეჯიბრზე (ისევე როგორც ოფფ როუდის სხვა სტილის შეჯიბრებზე) ყველაფერი იყო, ნებისმიერი სახის ემოცია შეიძლებოდა გაჩენილიყო იქ მყოფ საზოგადოებაში.

ყოველი შემდგომი მანქანის ფინიშზე გამოჩენისას ისმოდა შეძახილები, მაყურებელ-გულშემატკივრები მანქანიდან გადმოსვლას არ აცდიდნენ ეკიპაჟს, იმ წუთასვე მიცვივდებოდნენ და ეკითხებოდნენ ყველა დეტალს.

მოკლედ ძალიან ძალიან მიყვარს off road , კლუბი და შეჯიბრები. ეს ყველაფერი უნდა ნახო და იგრძნო, სიტყვები გადმოცემისათვის არ კმარა.

zdqhh