Saturday, April 30, 2011

აკინძული საგანძური

წიგნები ადამიანებივით არიან…. ისინი ან გიყვარს ან არა , ან შენიანები არიან ან არა, ან იგრძნობ ან booksვერა…. მოკლედ მათ აქვთ სული და ისინი ძალიან ინდივიდუალურები არიან.

მთელი ცხოვრება მინდოდა წიგნის დაწერა (მთელი ცხოვრება რა სულ 23 წლის ვარ), თუმცა დღემდე მგონია, რომ მაგას შევძლებ ალბათ სადღაც ღრმა სიბერეში.

ისიც დიდი ხანია მჯერა , ან ვცდილობ დავიჯერო რომ ყველა წიგნი რეალობას თუ არა, მის ნაწილს მაინც ასახავს და მხოლოდ ავტორის ფანტაზიის ნაყოფი არაა. 

წიგნი ძალაა. წარმოიდგინეთ ზიხართ მარტო, მშვიდად და ხელში გიჭირავთ ლამაზად აკინძული ფურცლების დასტა, რომელიც ახერხებს იმდენს, რომ დროსა და სივრცეში მოგზაურობას იწყებთ, გავიწყდებათ რეალური გარემო და თავს ზუსტად იმ ისტორიაში ყოფთ რომელიც ხელზე მხოლოდ და მხოლოდ შეკვრა ფურცლების სახით გიდევთ.

ნუთუ არსებობს ამაზე დიდი ჯადოქრობა?

ძალიან დიდი ნიჭია წიგნის წერის უნარი, არ აქვს მნიშვნელობა წერ ბევრს თუ ერთს, მოცულობითს თუ მცირეს…

მე მგონი არ არსებობს წიგნი, რომელიც დარჩა სადმე წაუკითხავი და მოუწონებელი, არ არსებობს წიგნი რომელმაც ვერ იპოვა დამფასებელი ადამიანი.

ყველაზე დიდი განძი მეგობრების მერე ალბათ მაინც წიგნებია ♥

library-e1281128323371

Monday, April 25, 2011

როცა ”ცუდი” ”კარგს” ჯობია…

გავრცელებულია აზრი რომ ”девушкам нравятся плохие мальчики” ,ხოდა აქამდე არ ვიცოდი ეგ შესაბამებოდა სიმართლეს თუ არც ისე, მაგრამ….

Bad_boy_by_edwardelricwifeრამოდენიმე ხნის წინად შემდეგნაირად გამოვიდა - ორ მამრს ვეკონტაქტებოდი, არაფერი   განსაკუთრებული, ჩვეულებრივი ურთიერთობა, საუბრები, რაღაც საერთოს ძებნა – მოკლედ ყველაფერი მარტივად.

ჰოდა ურთიერთობისას ნუ ხომ დგება მომენტები როცა ან იქით უნდა გადაიხარო ან აქეთ და მოკლედ რამე აირჩიო, თორე ორი კურდღლის ამბავი არავის დაუმთავრებია კარგად , ხოდა მეც ვიჯექი და ვფიქრობდი რა…

რომელი? რომელი იყო უფრო ”ახლო” ჩემთან…

  • მშვიდი , სათნო , აუღელვებელი , სტაბილური – ნუ მოკლედ ყველა უმტკივნეულოდ კეთილი თვისებებით დატვირთული.
  • თავქარიანი , პათოლოგიური გადახრებით , ყლეზემკიდია – ანუ ყველა იმ თვისებით გაჯერებული რაც ”ცუდ ბიჭს” უნდა ჰქონდეს

ჰოდა აი ვიჯექი და ვფიქრობდი, რად მინდა მშვიდი , აუღელველებლი და სათნო ადამიანი რომელთანაც შეიძლება მიიძინო ისე მოგეწყინოს? ან კიდევ პათოლოგი, რომელიც როდის გაჭედავს და ერორებს გაყრის კაცმა არ იცის, მერე კი მიდი და ნუ აღელდები და მოუფრთხილდი ნერვებს?

თუმცა გამოგიტყდებით ”ცუდი ბიჭისკენ” უფრო იხრებოდა ჩემი ყველა ნაწილი გამომდინარე იქიდან Bad_boy_by_picciu, რომ მშვიდი ცხოვრება ისეთი მოსაწყენია ცოტა ხნითაც კი არ მინდა ( შეიძლება რომ დავბერდები მერე მომინდეს მაგრამ ეხლა ნწ)

ჰოდა ამდენი ფიქრის მერე უცებ დამკრა თავში რომ ეტყობა ეს ”ცუდი ბიჭები” დაჯილდოვებულები არიან რაიმე განსაკუთრებული ქარიზმით , ან კიდევ სხვა მახასიათებლით ,რომელიც ყველანაირი ცნობიერისმიღმა იმპულსებზე მუშაობს და არჩევანიც ზუსტად ამის ბრალიათქო…

მოკლედ ამდენი ვილაპარაკე იმისათვის რომ მეთქვა მე ავირჩიე – არცერთი : )

ვცდილობ ცხოვრებაში უკიდურესობებს ვებრძოლო : ) (და მაინც იქ მოვხვდი ამ არჩევანით), ხოლო თქვენ სანამ არჩევანს გააკეთებთ კარგად დაფიქრდით რამდენის ტრაკი გაქვთ და რისი ატანა შეგიძლიათ !

Thursday, April 21, 2011

ტელევიზია უნდა მოკვდეს!

იცით მგონი საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ყველა ტელევიზია აბსოლუტური დებილებითაა დაკომპლექტებული!

მოიცათ ეხლავე აგიხსნით რამ გამოიწვია ჩემი აღშფოთება.
მაშ ასე აი აიღეთ ერთი დღე და ჩაუჯექით ტელევიზორს, მაგრამ ერთი პირობით – არ გამოტოვოთ არც ერთი საინფორმაციო გამოშვება და ტელეშოუ, რას ნახავთ თქვენ იქ?
1297687360_aa 
ყველა საინფორმაციო გამოშვება გაძეძგილია ამბებით – სიკვდილზე, გაუპატიურებაზე, მკვლელობასა და თვითმკვლობაზე, საქართველოში ვიღაც ჭღრმ უცხოელის ქორწინებაზე, მთავრობის რომელიმე წევრის მე-5-ე შვილის ნათლობის შემდგომი სუფრის თაობაზე და კიდევ 100000 იდიოტობაზე, რომელიც ნორმალურ მოქალაქე/საზოგადოებას არც კი უნდა ადარდებდეს.
საღაც ვიღაც ყოველთვის კვდება, ხდება უბედური შეთხვევებიც და მოკლედ ცუდი ამბები საკმარისადაა, მაგრამ რატომ უნდა გადატვირთო საინფორმაციო ამ შემზარავი ამბებით, როდესაც ქალაქში უამრავი ახალგაზრდული, შემეცნებითი, საინტერესო, საქველმოქმედო და მოკლედ კარგი ამბები ხდება??
როგორ დავიჯერო, რომ ხალხს მკვდრების ყურება უფრო სიამოვნებს ვიდრე წარმატებული ახალგაზრდების? და რითი ფიქრობენ პროდიუსერები?

სხვადასხვა ტელე შოუებშიც კი იგივე მდაბიო, უაზრო და ასეთივე დამთრგუნავი ინფორმაციები და ამბები განიხილება , ამ ყველაფერმა  შეიძლება ტროტილის ქარხანაც ანატრებინოს ადამიანს (და არც კი გეყოს ერთი ქარხანა ამდენი დეგენერატობის გასანადგურებლად).
არაფრით არ მესმის მე რატომ არ აშუქებენ ტელევიზიები ნორმალურ ამბებს? და რატომ ავსებენ საინფორმაციო გადაცემას ისეთი დებილობებით როგორიცაა – სადღაც თბილისის ჭ სკოლაში შაბათობა დღე და სიუჟეტი ამაზე?

ganapolski2არა, ამდენი შტერობის ყურება და ატანა ყველანაირ ძალებს აღემატება!
ამასთან ერთად შტერი ჟურნალისტებიც მაოგნებენ, გვარებს რომ სწორად ვერ იწერენ და სიუჟეტზე ხმის დადებისას ინფორმაციასაც ვერ გვაწვდიან სწორად, ნუ მოკლედ სასწაულია რა!
გა და შენ დნენ ქართული ტელევიზიები მთელი თავისი პერსონალით!!!

პ.ს ალბათ არსებობს გამონაკლისებიც, რომლებიც უბრალოდ არ ჩანან ამდენი დეგენერატების ფონზე და მათ ბოდიშს ვუხდი!

Monday, April 18, 2011

თქვენ იცით საიდან გამოიყოფა ადრენალინი?

ადრენალინი [ფრანგ. adrenaline] - ნივთიერება, რომელსაც გამოიმუშავებს თირკმელზედა ჯირკვალი; მიიღება სინთეზურადაც; სამკურნალო საშუალებაა.

რას კურნავს ადრენალინი ნამდვილად ვერ გეტყვით, ერთი ის გამიგია რომ გულის რითმის აღსადგენად გამოიყენება, მაგრამ ნამდვილად ვიცი როგორი შეგრძნებაა როდესაც ამ ნივთიერებას ორგანიზმი თვითონ გამოიმუშავებს….

IMG_0300

IMG_0261

 

 

 

 

 

 

16-17 აპრილს იყო წყვილთა რბოლა , აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვინაიდან არც თუ ისე გულგრილი ვარ მსგავსი შეჯიბრებების მიმართ - ორივე დღეს წავედი (მთელი ამალით).

პირველი დღე საკვალიფიკაციო იყო, ანუ მრბოლელები სამი წრის გავლის შედეგებით განითესებოდნენ შეჯიბრის ძირითად ცხრილში. ძალიან საინტერესო იყოთქო მოგატყუებთ, თუმცა შეიძლებოდა უკვე ფავორიტების შერჩევა და დაახლოებით იმის ნახვა თუ ვის რა შეეძლო.

ფრიად ნასიამოვნებმა დავტოვე შეჯიბრის ტერიტორია,სიტუაციაც ძალიან კარგი იყო. სხვადასხვა ავტოკლუბის წარმომადგენლები მეგობრულად უცქერდნენ მონაწილეებს, იყო ერთი სჯა ბაასი და შენიშვნა – შეფასებების კორიანტელი. 

6745817 აპრილს კი … ოო ამ დღეს იყო ნამდვილად ადრენალინის ზღვა და სასიამოვნო გულშემატკივრობა.

წარმოიდგინეთ გვერდიგვერდ მდგომი მანქანები, რომლებიც ძრავის განხვავებულ ხმებს გამოსცემენ, პილოტები დაძაბულები ჩაფრენიან საჭეებს და მსაჯის დროშიც დაქნევას უცდიან, შემდეგ კი გულისგამაწვრილებელი ხრიალითა და ღმუილით შედიან შეჯიბრის ტრასაზე…

ისე შევნიშნე , რომ ყველაზე საინტერესო მითქმა მოთქმა არის ხოლმე , როდესაც ასეთ შეჯიბრზე  მდედრი მონაწილე ჩნდება. 4534

ამ შეჯიბრზე ეკატერინე კოსირატიმაც მშვენივრად იასპარეზა, როგორც არ უნდა ვთქვათ, თუმცა ალბათ გამოცდილება დააკლდა, მაგრამ მაგას ეშველება.

ჰოდა სად გავჩერდი? ადრენალინზე ხო? უნდა გითხრათ რომ ადრენალინის გამოყოფა მხოლოდ მონაწილეებში კი არა მაყურებელ/გულშემატკრივრებშიც ისე აქტიურად ხდება რომ პილოტებისგან განსხვავებული შეგრძნებები არ გვექნებოდა თითეულ ჩვენგანს.

საკვალიფიკაციო ”заезд”-ის მერე (ნუ მაპატიეთ ეს სიტყვა ქართულად ვერაფრით გავიხსენე)  მყავდა სულ სამი ფავორიტი.

1.სუბარუ

2.ევო

3.გაურკვეველი მარკის მანქანა რომელსაც ლოგოდ ჰქონდა Z –ი

საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ სუბარუმ აიღო მეორე ადგილი, ხოლო პირველ ადგილზე გავიდა BMW.

IMG_0407 რბოლა ფრიად და ფრიად დაძაბული იყო, ბოლოს უკვე ისე ვნერვიულობდი რომ მანქანიდან გადმოვფრინდი და ვცმუკავდი ადგილზე, დედაჩემმა კიდეც ტვინი წაიღეო მითხრა- როცა გულშემატკივრობის პიკზე მანქანის საყვირიდან ხელი ვეღარ ავიღე : )

საბოლოოდ შემიძლია გითხრათ რომ მე ფრიად და ფრიად ვისიამოვნე, ხოლო წინ კიდევ Off road შეჯიბრი გველოდება პირველ მაისს! ♥

Monday, April 11, 2011

გაზაფხული შემოსულა , ლაშქრ

მართალია (გეცოდინებათ ეს მკითხველებს) რომ სიცხე გულისრევამდე მძულს და ზაფხულსაც ვერ ვყვარობ დიდად, მაგრამ როგორც კი გაზაფხულის სუნი შემიღიტინებს ცხვირში, მომენტალური ცმუკვა მეწყება.

აგერ უკვე 2 კვირაა კარავში დაძინებასა და გაღვიძებაზე ვოცნებობ, ლაშქრობა მწყურია და ბუნებაში მინდა გავარდნა.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა - თბილისის შემოგარენში საკმაო ადგილები გამახსენდა, რომელიც მოსალაშქრად ღირს და თანაც ვიკენდიც რომ საკმარისი იყოს ისე.

ჰოდა რადგანაც არ ვარ ”ჟმოტი” ვიფიქრე სხვებსაც გავუზიარებ იქნება კიდევ ვიღაცას უკაწკაწებს კბილები და უნდა სადმე გაქუსვლა.

koj8მოდით დავიწყოთ საიდანმე , რა მნიშნელობა აქვს საიდან.

ნუ ფრიად ლამაზი და საინტერესო ტყე და სალოცავია მამკოდაში. არც ისე შორია და თან ნახვადაც ღირს, ხოლო თუ მანქანაც გყავთ, რომელიც გრუნტის გზებს კარგად იტანს საერთოდ ”შოკოლადში” ხართ შეიძლება ითქვას.

კიკეთიც არაა ცუდი ადგილი იმისათვის, რომ ორი დღით გაბოდიალდე ადამიანი, ცოტა სიგრილე და სასიამოვნო ბუნება ნახო, თუმცა ის ბუნება რაც იქ დაგხვდებათ უკვე 1000ჯერ ნახული და გადათელილია, მაგრამ კარვის გასაშლელად და დილას გრილ ამინდში გასაღვიძებლად ვარგა.

ამბობენ ქოროღლის ციხეც ძალიან მაგარია ასე საბოდიალოდო (მე კი ჯერ არ ვყოფილვარ მანდ მაგრამ   მჯერა) ჰოდა მგონი დასაჯერებელია ეგ ამბავი. ასე რომ ეგეც ვარიანტია, არა მხოლოდ ბუნება არამედ ისტორიის არც ისე პატარა ნარჩენებიც სარფიანი საქმეა.

სულ დამავიწყდა და ჭილის ტბაზე ასვლაც არაა ურიგო საქმე, თან ტბა , თან ტყე თან მოკლედ ყველაფერი. არც შორია არც არაფერი. მოკლედ საუკეთესოა ცოტა გასანიავებლად, ბებერი ძვლების ცჰილგასავარჯიშებლად და უბრალოდ გასახალისებლად.

ხოდა ბოლოს მარტყოფშიც შეიძლება წასვლა, აქვეა ყურისძირში და თან ამავე დროს კარგიცაა გასაბუნებებლად.

ამჯერად ამით დავკმაყოფილდეთ და დანარჩენი მერე იყოს.

აქვე შეგახსენებთ რომ ნუ გაანადგურებთ ტყეს, არ გაჩეხოთ ხეები, ნუ დატოვებთ ნაგავს ბუნებაში , თუ მაინც და მაინც კოცონს გააჩაღებთ ყურადღება მიაქციეთ და წამოსვლამდე დარწმუნდით რომ ის სრულად ჩაქრა.

გაუფრთხილდით იმას რაც ამხელა სიამოვნებას უსასყიდლოდ გვანიჭებს!

Thursday, April 07, 2011

აიღე ის რაც გეკუთვნის , დანარჩენი დაუტოვე სხვას

გჯერათ იმისა რომ ყველა ჩვენი საქციელი რაღაცის ”საფასურია” ? არა?

არადა ნამდვილად ეგრე გამოდის, დაკვირვებული ვარ. გაეცი და მოგეცემაო რომ ამობენ ეგეც სიმართლეა…

როდესაც თმობ ერთს - სადმე სულ მალევე გეძლევა მეორე, რაც უფრო მეტს თმობ და გინდა , ნელა Wish_You_Were_Here_by_gorjuss ნელა უფრო და უფრო მეტი და სასურველი მოდის შენთან.

შეიძლება გაგეცინოთ კიდევაც, მაგრამ გირჩევთ ამას დაუკვირდეთ, ჩემს თავს სულ ასე ხდება…

ისეც არის რომ რაღაც , რაც ძალიან მინდა ხოლმე ზოგჯერ დიდი ხნის მერე, მაგრამ მაინც სრულად ჩემი ხდება.

ძალიან მაგარი შგერძნებაა იმის გაცნობიერება, რომ ერთის სანაცვლოდ მეორეს და უფრო სასურველსა თუ საჭიროს იღებ.

ძალიან მომწონს იმის გააზრებაც რომ შემიძლია დავთმო ერთი რათა მივიღო მეორე, ან დავთმო მეორეც რომ მესამე სულისშემხუთველად კარგი მქონდეს…

ცოტა რთულია ამის ახსნა თუ როგორ უნდა მიხვდე , გააცნობიერო და იმოქმედო, მაგრამ ეს შესაძლებელია მთვარია მოინდომო და გაიაზრო.

ითოხვეთ და მოგეცემათ , ხოლო ამასთანავე თუ გასცემთ - კიდევ ორჯერ მეტი მოგეცემათ მერწმუნეთ.

♥♥♥

Friday, April 01, 2011

სასწაულები სულ ახლოსაა, დროა ვიგრძნოთ!

ასე უცნაურად არ გათენებულა დიდი ხანია. კარავში პატარ ღრიჭოდან შემოჭრილი სხივი სახეზე დამიხტოდა . 
გამეღვიძა.

კარვის კარი ხმაურით გავაღე, ერთი წუთით არ მიფიქრია იმ ადამიანებზე ვისაც ჩემს გვერდით გათიშულებს ეძინათ.

გააფთრებულები შემოცვივდნენ მზის სხივები კარავში. ოთხზე გამოვცოცდი , სველი ბალახისგან შარვალიც დამისველდა და მაისურიც , მაგრამ ისეთი გენიალური განწყობა იყო გარეთ, რომ არც კი მიფიქრია ამას თუ უნდა შევეწუხებინე .
კარნიზზე ვიდექი და მთელს ხეობას ბედნიერი ვუყურებდი, მგლის ჯიშის რომ ვყოფილიყავი ან ოდნავი გენი მაინც მქონოდა აუცილებლად ავყმუვლდებოდი . ვიდექი და აღფრთოვანებისგან იმის თავიც არ მქონდა რომ გავზმორებულიყავი.

იმდენი სიმწვანე იყო გარშემო, რომელსაც მზის სხივები დასტრიალებდნენ სხვადასხვაფრად, რომ ალბათ უდიდესი გენიოსებიც კი ვერ დახატავდნენ ამას....

ისევ კარავში შევძვერი , თუმცა დანარჩენების გაღვიძება ცოტა ხნით გადავდე. ფეხზე ჩავიცვი და წყლის მოსატანად წყაროსკენ დავეშვი.

იცით ეს როგორი შეგრძნებაა? არც მე ვიცი სიტყვებით როგორ გადმოგცეთ. გაზაფხულის გრილი , არა უფრო ცივი დილა, ცვრით დანამული ბალახი, მზე რომელიც არ ათბობს მაგრამ ალამაზებს გარემოს, გაყინული წყალი ნაკადულში, პირის დაბანა ამ აისბერგზე ცივი წყლით - მეორედ დაბადებას გავს, ჰაერი ისეთი სუფთაა რომ ჩასუნთქვაც კი ჭირს, ჰაერში იმდენი სუნი ტრიალებს ვერც ერთი პარფიუმერი რომ ვერ ჩამოთვლის და დაიმახსოვრებს.... არა ეს რაღაც ენით აუწერელი სასწაულია....

წყალი შევაგროვე და ისევ ბანაკში დავბრუნდი.

ჩაის აუდღება და წინა დღით სპეციალურად შემონახული "პეჩენიებისა" და "სგუშონის"აგან ნამცხვრის თხიპნა დავიწყე.
მზემ ნელა ნელა გაათბო ჰაერი და სველი მიწა ისეთი ცივი აღარ მეჩვენებოდა. საუზმე მოვამზადე და ისევ კარავში შევცოცდი, უკვე მერამდენედ....

ორი ადამიანის გაღვიძება ძალიან რთული აღმოჩნდა, თუმცა ბოლოს მაინც მოვახერხე, საძილე ტომრები გავუხსენი და გრილი ჰაერის ნაკადმა ცხელ სხეულთან შეხებისას სასწაული მოახდინა, ორივე უცებ გამოფხიზლდა და შმუშვნით გამოძვრა გარეთ, თუმცა მას შემდეგ რაც იგივე დაინახეს წუწუნი არც ერთს არ გახსენებია, ისევე როგორც პირის დაბანა, იმ წამსვე  "სამზარეულო" მდელოზე მოვარდნენ და ჩაის დასალევად მოიკალათეს.

ენით აუწერელია სიამოვნება როდესაც დილით ასეთ გარემოში საუკეთესო კამპანიასთან ერთად იღვიძებ .
ზიხარ უზარმაზარ მდელოზე, ან წევხარ , ან დარბიხარ - გვერდით დგას კარავი, გარშემო ბევრი ფერები და სუნებია.... გრილა და მიუხედავად იმისა რომ მზე ანათებს მაინც ჯემპრი გაცვია, ხვრეპ ცხელ ჩაის და სახელდახელოდ შეთითხნილ ნამცხვარს აყოლებ იმის აღსანიშნავად თუ რა გენიალურია ცხოვრება....

მე მიყვარს ლაშქრობა, გაყინული წყლით დაბანაც მიყვარს დილაობით, შეციებულზე კარვიდან გამოძრომაც სასწაულ სიამოვნებას მგვრის, შუადღეზე წყალში გაზავებული მოსუპო ელემენტის ჭამაც მიხარია , საღამოს ადრე დაბნელებულზე უამრავ ტანსაცმელში შეფუთვაც და კარავში მაიმუნობების თამაშიც....

მოკლედ მე ყველაფერი მიხარია მაშინ როდესაც შემიძლია ღრმად ჩავისუნთქო დილის გრილი ჰაერი, მწვანე მდელოზე დავისველო ცვრით ფეხსაცმელი და კარავზე გასამზეურებლად საძილე ტომარა გადავფინო : )



Something Very special by busuna