Tuesday, March 29, 2011

ვისი ბრალია სამოთხიდან გამოვარდნა?…

იცით რა ქალები რომ უცნაური არსებები არიან ამაზე წინა პოსტში ვისაუბრე, მაგრამ კაცებიც რომ არ აკლებენ ეს ვახსენე?? მგონი არა ხო?

მიუხედავად იმისა რომ ვითვალისწინებ რა აზრს – არ არსებობს მხოლოდ ერთი დამნაშავე მხარე, მაინც ვთვლი რომ კაცები უფრო მეტად უნდა ფლობდნენ თავს და ქალები უფრო მეტად გაიძვერები უნდა იყვნენ, თუმცა ვატყობ რომ ეს უნარები ორი სქესს აკლია რიგ მიზეზთა გამო.hmm

არ მოგისმენიათ საუბარი ”ფუ ყველა ქალი ბოზია ან ყველა კაცი ფალოსი”-ო? (ამ სიტყვის უფრო მოკლე შესატყვისს შეგნებულად არ ვიყენებ). მე მომისმენია და არ დავთანხმებულვარ.

რა თქმა უნდა მე ვითვალისწინებ აზრს, რომ ქალები ქათები არიან კაცები კიდევ ჯიუტი , ხისთავიანი ინსტიქტების გორგალი , მაგრამ მაინც არ შეიძლება ასე ერთი ხელის მოსმით მათი დაჯგუფება, თანაც ასეთი დამაკნინებელი სტატუსის ქვეშ.

მოდით განვიხილავ რამოდენიმე შემთხვევას (ამ პოსტის მუზებიც ჩემს გარსემო მბრუნავი / არსებული ადამიანები არიან, მადლობა მათ)

მაგალითი 1:

ქალები სულ წუწუნებენ რომ კაცებს არსად ეჩქარებათ, მათთან ურთიერთობებს არ ანვითარებენ, გულგრილობას იჩენენ მათი ინიციატივების მიმართ და ა.შ

- დასვი რა კითხვა რა უნდა მას? ან იქნებ ვერ ხვდება რებუსებს და ურჩევნია რომ პირდაპირ უთხრათ რა გინდათ თქვენ, მაგრამ არა . მე არ მესმის როდესაც ადამიანისაგან გინდა რაღაც, რატომ უნდა უარო ”ვოკრუგ და ოკალა” , ადექი და უთხარი რა, მაგრამ არა ქალები ხომ ასეთი სუსტები და დაუცველები არიან (არადა ხმალსაც იშიშვლებენ რამე რომ იყოს) ეგ როგორ უნდა გაბედონ…. (ოი მამა, რაძი მინია აბრატნა რა)

მაგალითი 2:

ის ისეთი კარგია , ისეთი თბილი, ნაზი, საყვარელი, სექსუალური, მზრუნველი … (მოკლედ აქ დადებითი მახასიათებლების მთელი კორიანტელი) რომ ვნერვიულობ, ვაიდა რაღაც ხდება ყველაფერი ასე კარგად ვერ იქნება.

- ღმერთო ჩემო, ასე რთულია მიიღო და ისიამოვნო იმით რაც გაქვს და რაც არის გარშემო? ასეთი რთულია დატკბე არსებული მომენტით? უნდა აუცილებლად დაიწყო ეჭვიანობის საბაბის ძებნა, დასაგრუზი თემები ჩიჩქნო? არა მომკალით და არ მესმის მე ასეთი რამეები.

მიუხედავად იმისა რომ ამ ორ მაგალითის მე ქალების მხრიდან ვუყურებდი და ვაკვირდებოდი, მინდა ragbistebi ვივარაუდო რა ხდება კაცების მხრიდან, თუმცა ალბათ ძალიან გამიჭირდება.

მე მაინც მგონია რომ კაცები ყველაფერს იღებენ როგორც არის, გასცემენ როგორც აქვთ და ყველანაირი ქვეტექსტები და რებუსები მათთვის საკმაოდ დამღლელი ან უინტერესო უნდა იყოს.

უნდა სექსი - უნდა , უნდა ფეხბურთი - ვსო კიდია სხვა ყველაფერი. მიდის მანქანის გასაკეთებლად უნდა შეეშვა. გირეკავს გნახავო - ესეიგი უნდა შენი ნახვა და არ უნდა გამოიდო ”თავპატიჟი” თუ ეს შენც გინდა. მოკლედ მართალია ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდებია, მაგრამ ესეც რაღაც მცირე დაკვირების საფუძველზე გამოვიტანე და ასე რომ იქნება თქვენც დააკვირდეთ გოგოებო რა და როგორ არის.

გაიღიმეთ, ნაკლები იწუწუნეთ, ნაკლებად აიტკივეთ თავები და დაინდეთ თქვენს გვერდით (ახლოს) მყოფები! ნერვული უჯრედები როგორც თქვენი, ისე სხვების აღდგენას არ ექვემდებარება და მოუფრთხილდით მათ, იყავით კაცთ და ტვინმოყვარეები : ) დატკბით არსებულით და დაივიწყეთ გასული/გადავლილი მოვლენები.

Saturday, March 19, 2011

კაენს აბელი კი არა, ევა უნდა მოეკლა!

ოჰ ეს ქალები…. ოჰ ეს ქალები კი არა ჯანდაბა მაგათ თავს : ) ზოგჯერ ისე მაცოფებენ , რომ მზად ვარ თავი მოვიკლა, ოღონდ მანამდე ისინი დავხოცო : )

ჰოდა რაზე მინდოდა ამ პოსტში საუბარი და მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვაქვს პრეტენზია ორიგინალურობაზე, განსაკუთრებულობაზე და სხვა ძალიან ”ჯერშკ” რამეებზე, იდეაში ძალიან ვგავართ ერთმანეთს (ნუ გამონაკლისების არსებობას არ უარვყოფ). მინდა პუნქტებად თუ ჯგუფებად აღვწერო რამოდენიმე კატეგორია, რომლის პროტოტიპები აგერ ჩემს გარშემო ტრიალებენ , რეალურები არიან და დაკვირვებაც მათზე ვაწარმოე (რა ხმამაღალი ნათქვამია).

ნუ ქალები რომ ან შტერები არიან, ან ძალიან შტერები მაგაზე თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ.

შემდეგ მოდის უკვე ქვეპუნქტები, თუ ქვეკატეგორიები და გადანაწილება თქვენთვის მომინდია:

  • ისტერიჩკა
    ეს ისეთი კატეგორიაა ქალებისა ,რომელსაც განსაკუთრებულად დიდი, ან მნიშვნელოვანი მიზეზი არ სჭირდება ისტერიკის და სკანდალის ასაწევად. საკმარისია თქვენ მასთან სტუმრად 020მისულმა ჩანთა ცუდად დადოთ დივანზე, ის უკვე მომართულია და წივილ - კივილს დაბალ  ტონალობაში იწყებს. მიზეზი ამისა არ ვიცი სიმართლე თუ გინდათ, მარა კაი რთული რამეები კი არიან, თანაც მშვიდი საუბარი და დაყვავება არ შველის,
  • დეპრესიული/წუწუნები
    ასეთი ქალები დღენიადაგ უბედურები არიან ყველაფრით. ამბობენ რომ არაფერში უმართლებთ, კბილების გამოხეხვაშიც კი…. რომ მთელი სამყარო მათ წინააღმდეგაა, ყველას სძულთ და რომ თავს მოიკლავდნენ, მაგრამ ეგეც არ ძალუძთ.მათი დახმარება და ამ სიტუაციდაან გამოყვანა ფაქტიურად ფრენის შეძლების ტოლფასია, რადგან დახმარებას არ იღებენ , მოსმენა არ უნდათ. გირჩევთ ასეთებს გაეცალოთ და ისევ ისტერიჩკები არჩიოთ თუ არჩევანის შანსი გექნათ, იმათგან ენერგია მაინც მოდის და ესენი მხოლოდ გაცლიან.
  • შუალედური/რუხი
    ეს ქალები არც სევდიანები არიან, არც მხიარულები. არც ძალიან მოლაპარაკე და არც ძალიან უტყვები. დაელაპარაკები - დაგელაპარაკება, ხმას არ გასცემ და იჯდება ტუმბოსავით გაუნძრევლად და ჩუმად. ნუ ეს კატეგორია წინა ორს ნამდვილად ჯობია, იმის გამო რომ როგორც მოიქცევი სარკესავით აირეკლავენ მაინც სიტუაციას და ქმედებებს, თუმცა ესენიც მოსაწყენები არიან იმის გამო, რომ არანაირი ინიციატივა მათგან არ წამოვა, არასოდეს გააკეთებენ რამე სასაცილოს, საწყენს ან უბრალოდ საინტერესოს მაინც. ისე ამ კატეგორიის ქალები არიან დღესდღეობით ყველაზე ბევრი, ჩემი დაკვირვებით.Suprise_by_Zedul
  • ორიგინალური/თვალშისაცემი
    ესენი ის ქალები არიან, რომლებიც ცდილობენ კამპანიაში იყვნენ ყურადღების ცენტრში, ხოლო როგორ იზავენ ამას ძალიან უმნიშვნელოა. შესაძლებელია მთ ეცვათ ყველაზე არაორდინალურად, იქცეოდნენ ვითომ და თავისუფლად, იყვნენ თითქოს უკომპლექსოები, ტინგიცობდნენ, ხმაურობდნენ ისე უბრალოდ მიზეზგარეშე, მოკლედ აი თვალს და ყურს იპყრობდნენ რა. ასეთი ქალები არც ისე ცუდია, გაერთობი მაინც ადამიანი ,მარა ბოლოს ძალიან ღლიან ხოლმე, თვალსაც ყურსაც და ტვინსაც.
  • (wanna be) ”შექშუალურები”
    ოო, ეს ძალიან განსაკუთრებული აპოკალიფსური კატეგორიაა. ისინი გამოწვევად იცვამენ, იპრანჭებიან, იპუწებიან, თვალებს კრავებივით ახამხამებენ, მოკლედ ქმნიან ძალიან მიმზიდველი და ”აღვირახსნილი” ქალის იმიჯს და ამ დროს საქმე საქმეზე რომ მიდგეს ძალიან , ძალიან დიდი შანსია გითხრან ისეთი ტექსტი როგორიცაა  - ”მე შენ ვინ გგონივარ?” ან ”რას ბედავ?” ან რაიმე კიდევ უფრო ყბადასავარდნი (და არა მხოლოდ ყბა) :) ესეთი ქალები ჩემში ყველაზე ,ყველაზე დიდ აგრესიას იწვევენ.
  • (შედარებით და თითქოს) ნორმალური ტიპები
    ეს კატეგორია ყველაზე სტანდარტულია ერთი შეხედვით. აცვიათ როგორც უნდათ, როცა უნდათ და სადაც უნდათ. ჩვეულებრივ სიტუაციის მიხედვით იქცევიან და განსაკუთრებულად უცნაურს და გასაოგნებელს არაფერს აკეთებენ. შეიძლება იყვნენ თამამებიც თუ ამის მიზეზი ექნებათ, შეიძლება ვერც იყვნენ ,მაგრამ სხვების სითამამეს
  • 175px-Missyp

  • უპასუხონ შესაბამისად. არ აქვთ პრობლემა იმაზე თუ ვინ შეხედავს , როგორ, მიაქცევენ თუ არა განსაკუთრებულად ყურადღებას. ცხოვრობენ იმისთვის ,რომ თავისი გაისწორონ და ზოგჯერ ამ ”თავისში” სხვებიც მოაქციონ. ასეთები კარგები არიან, მეგობრებად, შეიძლება პარტნიორებადაც, თუმცა თუ რაიმე მახასიათებელი ცოტა ჭარბად არ აქვთ მაინც რაღაც მომენტში ერორებს ყრიან და მოსაწყენები ხდებიან.

ჰოდა ჩემი ძვირფასებო , იპოვნეთ საკუთარი თავი? თუ იპოვნეთ, მაგრამ აღიარება გიჭირთ? არაუშავს უნაკლო არავინაა, ეს ყველამ ვიცით, ამიტომ ან მოვირგოთ არსებული როლი, ან ვეცადოთ მის შეცვლას.

ხოლო თუ გაინტერესებთ რომელი ვარ მე…. თუ გაინტერესებთ თქვენვე მიპოვნეთ ამ კატეგორიებში და თუ გაბედავთ კომენტარებში მეც გამიზიარეთ ეს : )

საუკეთესო სურვილებით ქალი ისტერიჩკა, რუხი მეძავი, თვალშისაცემი დეპრესია და უბრალოდ კაი ტიპი ჩორვენი :)

IMG_6330 [Desktop Resolution]

Wednesday, March 16, 2011

ავირჩიოთ არჩევანის თავისუფლება

”იყო მშობელი ნიშნავს ფიქრობდე ერთი ტვინით ორ არსებაზე და ორივეს

თანაბრად აძლევდე იმას რასაც ის საჭიროებს და ითხოვს,

ყველანაირი მიზეზებისა თუ თავის გამართლების გარეშე, ხოლო თუ

ამის შესაძლებლობა არ გაქვს მაშინ დაფიქრდი სანამ ნაბიჯს გადადგავ

იმსახურებს კი მეორე არსება ტანჯვას?”

იცით რა, სადაღაც ახლო წარსულში გავიგე, რომ თბილისში იმართებოდა გამოსვლა აბორტის აკრძალვის მოთხოვნით, ამან ძალიან გამაცეცხლა , მაგრამ იმიტომ კი არა რომ ამის მომხრე ვარ , არამედ იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ  ის ადამიანები ერთი წამითაც არ დაფიქრებულან შედეგებზე, რომელიც ამ მოთხოვნის შესრულების შემდეგ შეიძლებოდა მიგვეღო.

pregnant-woman-food-and-drink-2-AJHDამ ყველაფერზე ერთმა ჩემმა ნაცნობმა თქვა რომ ასეთი აკრძალვის შემდეგ გაიზრდება არაკანონიერი აბირტების რიცხვი, დასახიჩრებული და გაუბედურებული ქალების რიცხვი და ყველაფერი კიდევ უფრო უარესად იქნება ვიდრე შეიძლება იყოსო – მინდა გითხრათ მე ამ მოსაზრებას აბსოლუტურად ვეთანხმები.

კანონის ძალით ამ მომენტისათვის 3 თვის ზემოთ ნაყოფის ხელოვნური ჩარევით მოცილება ისედაც ისჯება , ხოლო მანამდე სანამ ეს ნაყოფი ამ ხნის გახდება ადამიანმა თავისი მრწამსის, მსოფლმხედველობისა თუ სხვა რწმენის საფუძველზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ჩემი აზრით არავის აქვს ამაში ჩარევის უფლება. 

ალბათ ახლა ვიღაც მეტყვის რომ ის ხომ ცოცხალი არსებაა, ეგ კაცისკვლაა და ასე შემდეგ.

თუ მეცნიერებს დავუჯერებთ მაშინ ვერაფერსაც ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ისინი საერთო აზრამდე ჯერაც არ მისულან და არ იციან როდიდან შეიძლება ჩაითვალოს ნაყოფი ადამიანად, თუ რელიგიას მოვიშველიებთ ამ საკითხთან დაკავშირებით და მაშინ მე გეტყვით, რომ ზედა აბზაცში ზუსტად ამას ვგულისხმობდი. რელიგია თუ კრძალავს მივცეთ უნდა ადამიანებს უფლება თვითონ გადაწყვიტონ რა უნდათ და როგორ უნდა იმოქმედონ, რამეთუ ვიცი რომ მართმადიდებლური სარწმუნოება სხვის post-1457-1153246744განკითხვას და განსჯას არ ამართლებს (ალბათ სხვა რელიგიებშიც ასე იქნება) აქედან გამომდინარე ჯობია გავჩუმდეთ და საკუთარი თავისთვის ვაკეთოთ ის რაც გვინდა.

აბორტი ძალიან, ძალიან უცნაური თემაა, რომელზეც მე თუ მკითხავთ მსჯელობაც კი არ უნდა იყოს , არათუ დავა , სკანდალი ან რაიმე სახის მოთხოვნები კანონის შესახებ.

ეს საკითხი იმაზე უფრო ინტიმურია ვიდრე ზოგადად სექსუალური ცხოვრება დ პარტნიორების ურთიერთობა, იმაზე უფრო ღმრაა ვიდრე სამყაროს წარმოშობის ისტორია და იმაზე უფრო ნაკლებმნიშვნელოვანი ვიდრე გაჩენილი ბავშვის აღზრდა.

Saturday, March 12, 2011

ჩემი აზარტი არ კმარა სიკვდილისათვის

ყველას დიდი მადლობა მინდა  გითხრათ იმისათვის, რომ გული შეგტკიოდათ ჩემზე და რჩევებიც არ დაიშურეთ. მომიწოდეთ, დამიყვავეთ დამტუქსეთ და ზოგიერთებმა დამცინეთ კიდეც ჩემი წინა (ექსცენტრული) პოსტის გამო, მაგრამ მე მაინც მოგიყვებით როგორ იყო ყველაფერი.

ვინაიდან და რადგანაც ჩემს აზარტს ვერაფერს ვუხერებ და ის ყოველთვის ახერხებს ჩემი საღი აზრის გათიშვას , მეც დავემორჩილე და დაახლოებით 28 საათის წინ ვიყავი იქ სადაც პატარა ქაღალდის ნაგლეჯით ”მიმიპატიჟეს” .

მთელი გზა მივლასლასებდი და თან ვფიქრობდი. არა, არაფერსაც არ ვფიქრობდი, ყრუდ ცარიელი ვიყავი, როგორც დამშრალი ჭა.

საფიქრალი რამე მქონდათქო მოგატყუებთ, მაგრამ ისეც არ იყო რომ სიცარიელე გამართლებული ყოფილიყო.

ქალაქის ერთ ერთ უბანში იტალიურ ეზოში მიმიყვანა მისამართმა, ფრიად მიტოვებული ადგილი ჩანდა. P1140326 ეზოში არ იდგა მანქანა, არ დარბოდნენ ბავშვები, სარეცხიც კი არსად იყო გამოფენილი.

ორი მხრიდან ადიოდა კიბეები მეორე სართულზე, მე რატომღაც ვინტის კიბეს ავუყევი , არადა ყოველთვის თავბრუ მეხვევა მსგავს რამეზე ასვლისას.

მეორე სართულზე აივნის ყველა ფიცარი ისე გულისგამგმირავად ჭრიალებდა რომ ერთი მომენტი ფრენაც კი ვინატრე.  გრძელი მოდერეფნო აივნის შუაში გავჩერდი და საკუთარმა გულისცემამ კინაღამ დამაყრუა….

გავჩერდი და მართალია სხვებზე ერთი წუთითაც კი არ მიფიქრია, მაგრამ უცებ გამახსენდა მთელი სია იმისა რაც ჯერ არ გამიკეთებია:

  • არ გადმოვმხტარვარ ბანჯით
  • არ მიფრენია პარაპლანით
  • არ მქონია სექსი თვითმფრინავის ტუალეტში
  • არ მინახავს კატმანდუ
  • არ გავთხოვილვარ მაროკოელ შეიხზე
  • არ მინახავს თუშეთი
  • არ მოვსწრებივარ ჩემი დის სრულწლოვანებას
  • არ დამიმტვრევია არც ერთი მანქანა
  • არ დამიკარგავს გონება
  • არ დავსწრებივარ არც ერთი მეგობრის მშობიარობას

მოკლედ ეს სია ისე უცებ ჩამოწიკწიკდა  ჩემს თავში, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი და მიუხედავად იმისა, რომ ფიქრში თურმე კართანაც მივსულვარ და სახელურსაც ჩავფრენოდი , ცივად მომიწია ხელის გაშვება.

ძალიან ეგოისტი ვარ იმისათვის, რომ ამდენი რამე დავთმო ამ ეტაპზე, ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმისათვის რომ ფორტუნას ვენდო და ძალიან მშიშარა ვარ იმისათვის რომ ჯამრთელმა გავრისკო :)

გამოვბრუნდი , ძალიან ჩქარი ტემპით ჩამოვიარე დახვეული კიბე, არ მინდოდა თავი გამეთქვა და ვინმეს შევენიშნე. ეზოში კიდევ ერთხელ გავჩერდი, ავიანზე ავიხედე, არავინ ჩანდა რამაც დამამშვიდა.

ეზოდან უკვე აუჩქარებლად გამოვედი , სიგარეტს მოვუკიდე და ხარბად ჩავისუნთქე. მანამდე სანამ სიცოცხლის მომსწრაფველი დაავადება არ დამემართება მე მსგავს შემოთავაზებას არასოდეს მივიღებ.

ბოლოჯერ ავხედე დიდ მოდერეფნო აივანს , შემოვტრიალდი… ყრუ აფეთქების მსგავსი ხმა გავიგე….

გამაჟრჟოლა, ეს შეიძლებოდა მე ვყოფილიყავი.

Friday, March 11, 2011

სანამ ცოცხალი ვარ … სწრაფად უნდა ვიმოქმედო

ადრე ყველა ფიქრი იწყებოდა ”დიდი რომ გავიზრდები”-თ და  ეს ფიქრები  უაზარმაზარ სიებად იწელებოდა და იწელებოდა. შემდეგ ალბათ გავიზარდე კიდეც და სიები დამოკლდა , პუნქტები შესრულდა, თუმცა სიებს და გეგმებს რა გამოლევს . ყოველთვის არის ისეთი რამეები რომელიც ჩამოთვლად და ოცნებად ღირს:

თავისუფალი ვარდნის შეგრძნება , ეს ისაა რაც ალბათ მხოლოდ ჩიტებმა, ღამურებმა და კიდევ რამოდენიმე მფრინავმა არსებამ თუ იცის და როდესაც ამას გამოცდი ალბათ 38cb08e34e8d4a99f742d30830041a43 ბედნიერი ხარ იმ წუთებში ადამიანი. ამასაც რომ დავანებოთ თავი, იმდენი შეუცნობელი და საინტერესო ადგილია პატარა მრგვალ ბურთზე , რომელსაც დედამიწას ვუწოდებთ რომ წარმოუდგენელია არ ნახო ბუნების ეს ენით აუწერელი სილამაზეები. თავმოყვარე ადამიანი ლუვრსა და ერმიტაჟშიც უნდა იყოს ნამყოფი , მაგრამ ჩაქროლებით კი არა -გულდასმით და საფუძვლიანად, ისე რომ იქ წარმოდგენილი ყველა ექსპონატი კარგად ნახოს და მისგან წამოსული ემოცია ბოლომდე შეიგრძნოს თუ გაითავისოს. ალბათ მნიშვნელოვანია ახლობელი ადამიანების ბედნიერების და წარმატების ნახვაც , რათა მათთან ერთად შესძლო საუკეთესო წუთების გაზიარება, ამას ხომ ვერანაირ გრძნობას ვერ შეადარებ. კიდევ არის სურვილი რომელსაც ექსტრემალური სექსი და ლეგენდების მსხვრევა ქვია – ასეთია თვითმფრინავის ტუალეტში აქტი, საინტერესოა იქ ორი ძალიან მოძრავი სხეული როგორ გრძნობს თავს , მაშინ როდესაც ერთი და უძრავად ძლივს ეტევა. ეროტიკასა და სხეულების თემაზე ბრაზილიური კარნავალი , მისი ელვარება და დიდება გამახსენდა, რომელიც ისეთივე მადისაღმძვრელია როგორც დიდი თეფშზე მოთავსებული დელიკატესების ასორტი – ესეც უნდა იგრძნო ადამიანმა. საბოლოოდ ამხელა სიის დასასრულს მგონი ერთ ოცნებაშიც შეიძლება ყველაფრის გაერთიანება – იგრძნო ყველაფერი ის რაც აქამდე არასოდეს განგიცდია და ეცადო რომ ეს ემოციები არასოდეს დაგავიწყდეს, ხოლო თუ მათ გაზიარებასაც შეძლებ, ჩათვალე რომ კიდევ რამდენიმე ადამიანს აუხდენ ოცნების ნახევარს მაინც….

სანამ ცოცხალი ვარ ეს ყველაფერი უნდა მოვასწრო, იმიტომ რომ დიდი უკვე გავიზარდე და დრო სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება….

თუ სურვილი გექნებათ დაწერის იცოდეთ რომ გთაგავთ: დარიჩინის დედიკოს, ჩემს სიყვარულს ბლოგერებში (რა ხმამაღალი განცხადებაა ☻☻), და აბდაუბდა კუდას.

Tuesday, March 08, 2011

ისწავლეთ ჩუქება და ისიამოვნეთ

მიყვარს ყველა დღე ,რომელიც ადამიანებს აიძულებს საჩუქრები  აჩუქონ ერთმანეთს.

დღესაც (8 მარტს) ქუჩაში მიმოდიოდნენ ყვავილებით და რაღაც ბაფთიანი საჩუქრებით დატვირთული მამრები და საკმაოდ ლამაზი და კარგი სანახავი იყო ეს.

ნუ მართალია მე არ მახსენდება მამაკაცებისთვის განკუთვნილი სპეც. დღე და მათთვის ნაყიდი A_Spring_Gift_by_meppolყვავილების თაიგულიც არა მგონია არსებობდეს (ნუ თუ კუბოში არ წვანან) მაგრამ მათთვის ნებისმიერ დღეს შეიძლება სიურპრიზის მოწყობა, მით უმეტეს რომ საჩუქრების ჩუქებისკენ ქალები უფრო არიან მიდრეკილნი, ხოლო ის რომ ქალებისთვის სპეც. დღეები არსებობს მისალოცად ძალიან კარგია რადგან როდესაც ასეთი რაღაც ხშირად ხდება კაცებს ნებით თუ უნებლიედ - თუნდაც ერთი თაიგულის ყიდვა ჩვევაში შეიძლება გადაუვიდეთ , რაც შემდგომში ქალებისთვის სიამოვნების მინიჭების უფრო ხშირი  შემთხვევებით გამყარდება…

ხოლო თავად მამაკაცები იმედია ისწავლიან სიამოვნების მიღებას ნასიამოვნები ქალებისაგან :)

ასე და ამგვარად მე თუ მკითხავთ კარგია ყველა დღე , იქნება ეს შეყვარებულის, დედის , დის,  თუ უბრალოდ ზოგადად ქალთა აღიარებული დღესასწაული.

აჩუქეთ და იჩუქეთ , მიიღეთ სიამოვნება სხვისი სიხარულისა და სიამოვნებისაგან და მერწმუნეთ რომ ყველაფერი ჩაკეტილი წრეა და სადღაც ეს - ისევ თქვენთან მობრუნდება და შეიძლება უფრო მეტად საინტერესოდ და ექსცენტრულადაც კი ….

Sunday, March 06, 2011

აზარტი კლავს, თურმე…

ყოველთვის აზარტული ვიყავი და ამის გამო იყო რომ  ”მაზიანებზე” არაფერს ვთამაშობდი, ჩვეულებრივ ჯოკერსაც კი.

მაშინ როდესაც ერთ ძალიან ჩვეულებრივ ახალგაზრდას შევხვდი, ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა. უფრო სწორად საინტერესო კი არა აღსაშფოთებელი, პირველად იყო როდესაც თავი ვერ შევიკავე, როდესაც ამოფეთქილმა აზარტმა ადრენალინის იმხელა ნაკადის წარმოქმნა შეძლო , რომ სუნთქვა შემეკვრა,თუმცა ამასთანავე იმდენად დამზაფრა - განძრევისა და ყველანაირი მოქმედების უნარი რაღაც დროით საერთოდ დავკარგე.

მოდით ყველაფერს ცოტა სხვანაირად გეტყვით (სანამ ეს შემიძლია, იმიტომ რომ ჩემი აზარტულობის და ახირებულობის გამო უკვე აღარ ვიცი ამის პოსტის შემდეგ შევძლებ თუ არა რამის დაწერას).

თბილისის რომელიღაც უშტერეს კაფეში ვისხედით, აი ისეთში უაზრო მუსიკა რომ ღრიალებს, სტუმრებიც ღრიალებენ და რეალურად არავის არც მუსიკა ესმის და არც დიალოგის შინაარსი.

3 გოგო და 2 ბიჭი ვისხედით ერთ საკმაოდ პატარა მაგიდასთან, მიჯრით და ძლივს ვაგებინებდით ერთმანეთს რა გვინდოდა .

არ მახსოვს საუბარი როგორ მივიდა ასეთ თემამდე, მაგრამ რაღაც მომენტში მე და ერთმა ბიჭმა რუსულ რულეტკაზე დავიწყეთ საუბარი. აქვე მოკლედ გეტყვით რომ სამი წლის წინ გადავწყვიტე , რომ თუ ოდესმე მექნებოდა შანსი აუცილებლად მივიღებდი ამ ”აზარტულ თამაშში” მონაწილოებას.
 (რატომ არ P1140263 ვიცი, მიუხედავად იმისა რომ მძულს თვითმკვლელები, ხოლო ეს ”გართობა” ასეთი რამის სხვა ჭრილში ჩვენების ცუდი ხერხია,ეს ”რულეტკა” ჩემში სასწაულ ემოციებს იწვევს)

დიდი ხანი ვილაპარაკეთ, შემდეგ კი შეგვაწყვეტინეს და გვითხრეს ეგეთ სისულელეებზე ლაპარაკს მორჩით , ნუთუ ნორმალური თემები გამოგელიათო.
ასე იყო თუ ისე, ჩვენც სხვა რაღაცაზე გადავიტანეთ საუბარი, ბევრი ვიღლაბუცეთ, დავლიეთ, ბოლოს შუა კაფეში ვიცეკვეთ კიდეც 2 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე , სადღაც ახლო ახლო მიმდგარი მაგიდების შორის – მოკლედ გავერთეთო ალბათ ასეთ საღამოზე იტყვიან ხოლმე.

გვიან ღამით ამ სმა-ჭამისთვის განკუთვნილი დაწესებულებიდან რომ გამოვდიოდით და ერთმანეთსაც ვემშვიდობებოდით, უკანასკნელი გადაკოცნისას ჩემმა თანამოსაუბრე ბიჭმა ხელში ქაღალდის ნაგლეჯი ჩამიტენა , დამემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა.

გოგოებს არ მინდოდა რომ ენახათ ეს ქაღალდი, გული მიგრძნობდა - უნდა გავჩუმებულიყავი , ამიტომ მოსაცმელის ჯიბეში მოუქნელად ჩავჩურთე ,  სახლამდე კი სიცილ ხარხარსა და მაიმუნობაში გავატარე დრო.

ძილის წინ გამახსენდა , რომ უნდა მენახა წერილის შინაარსი და ჯიბიდან უღმერთოდ დაჭმუჭნული , ბლოკნოტის ფურცლის ნაგლეჯი ამოვაძვრინე, სათუთად გავხსენი და ზედ დაწერილი ტექსტი ამოვიკითხე:
”თუ მართლა გინდა და მზად ხარ მაშინ დაიმახსოვრე - მტაწმინდაზე – *****ის ქუჩაზე, II სართული, პარასკევს, ******* – იკითხე. უბრალოდ მიდი , მერე ყველაფერს გაიგებ.
შენზე გავაფრთხილებ.”
მოულოდნელობისგან შემაჟრჟოლა და საწოლზე ჩამოვჯექი, თითქოს გადაწყვეტილი მქონდა, მაინტერესებდა და მინდოდა…

დამავიწყდა რომ დაძინება მინდოდა , დამავიწყდა ისიც საერთოდ თუ მინდოდა რამე.
რეალობა სულ სხვანაირი ყოფილა, ვერც კი წარმომდეგინა რომ შესაძლებელი იყო ასეთი ”შემოთავაზება” მიმეღო, ან სულაც გამეგო მაინც რომ სადღაც ქალაქში ასეთი ”აზარტი” და  ”გართობა” ხელმისაწვდომია.


ვიჯექი და ვფიქრობდი ისევ მინდოდა თუ არა და მქონდა თუ არა ტრაკი ამის გაკეთების, იმაზე ფიქრიც კი დავიწყე , რომ თუ გავბედავდი და ფორტუნა ჩემს მიმართ კეთილგანწყობილი არ იქნებოდა რას ეტყოდნენ ჩემს ნაცნობ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს…
სასაცილოა არა? გვგონია რომ რაღაც გვინდა, გადავწყვეთ რომ დანამდვილებით მზად ვართ ამ სურვილის მიღებისა და ასრულებისთვის, სინამდვილეში კი საქმე საქმეზე რომ მიდგება შესაძლოა უკან მოუხედავად ისე გავიქცეთ - მტვრის კორიანტელმა თვალები დაუბრმავოს ყველას….

ასე ვიჯექი ალბათ საკმაო ხანს და ბოლოს …
ბოლოს არაფერი, ქაღალდი ჩემს სამუშაო ”დავთარში” ჩავკეცე და დასაძინებლად დავწექი.

მომავალ კვირას ორიდან ერთი სიახლე მაინც იქნება ყველასთვის , თუმცა ამ ორიდან ერთ ერთს შეიძლება მე ვერ შევესწრო, უფრო სწორად -я буду только присутствовать ,без всякой пользы себе….




.. რა იყო შემდეგ ...