Monday, February 28, 2011

ფალოსის კულტის ღვთაებისათვის შესავედრებელი პოსტი ☺

იცით სამი დღის წინ როდესაც ძალიან მინდოდა ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, ხოლო ამის გაკეთება ვერაფრით მოვახერხე გარემოებების და გამო, პირველად მომინდა ვყოფილიყავი მამაკაცი.

შემდეგ ეს იდეა განვავრცე, განვავრცე და საკმაოდ საინტერესო სია მივიღე იმ მიზეზებისა, თუ რატომ მინდა სულ 1 დღით მაინც მამაკაცის სხეულში აღმოჩენა.pee

გაინტერესებთ ეს მიზეზები? აი ისინიც:

  1. პირველი და უმთავრესი საიდანაც ყველაფერი დაიწყო – ფეხზე დგომით მოშარდვაა. საინტერესო შეგრძნება უნდა იყოს, დგეხარ ერთი თვალით დასქერი საკუთარ ”სიამაყეს” მიზანში თუ არტყავს ხოლო მეორე ხელი ალბათ წელზე დოინჯით გაქვს შემორტყმული და ელოდები დაცლას.
  2. მეორე და ასევე საკმაოდ საინტერესო ჩემთვის  - მეძავი ქალის ”არჩევაა” ბორდელში (ამ სიტყვის სინონიმი ვერაფრით გავიხსენე) . ნეტა რა შეგრძნებაა ,როდესაც შედიხარ რაღაც შენობაში, სადაც სხედან , დგანან , ეყუდებიან და ეკიდებიან ქალები, შენ კი გულდასმით ათვალიერებ და მერე აკეთებ არჩევანს, მანამდე კი ისინიც საპასუხოდ გათვალიერებენ. 
  3. კიდევ ერთი - ფეხბურთის მატჩში რაიმე საინტერესოს აღმოჩენაა, აი ძალიან მაინტერესებს იქნებ კაცების ტვინი , თვალი და სხვა ორგანოები ამ სპორტს განსახვავებულად ხედავენ (როგორც გველები მაგალითად გარემოს) და ამის გამოა მათი ენით აუწერელი სიყვარული დასაბუთებული.
  4. შემდეგი პუნქტი მმ, ცოტა ისეთია, რა ქვია საზოგადოების აზრით ალბათ გარყვნილი და უზნეო, მაგრამ კაცის სხეულში ყოფნისას აუცილებლად დავკავდებოდი ონანიზმით, საინტერესოა განსხვავდება თუ არა კაცური შეგრძნებები ქალურისაგან.
  5. ნუ რადგანაც ამას როგორც ქალი ისე ვწერ ამ პუნქტსაც ვერაფრით გამოვტოვებდი – მაინტერესებს ”მალჩიშნიკზე” და ზოგადად კათხა ლუდზე შეკრებილ მამრთა საზოგადოებაში რაზე მიდის საუბრები? დავიჯერო მხოლოდ ფეხბურთზე? საქმეზე? არა ხო? ხოდა მეც დეტალები მაინტერესებს.images
  6. მიუხედავად იმისა რომ ქორწილი და მსგავსი პერიპეტიები ჩემგან შორსაა, მაინც ვეცდებოდი კაცად ყოფნის პერიოდში ვინმესთვის ხელი მეთხოვა, ეს ხომ ალბათ ყულფში თავის ნებაყოფლობით გაყოფის ტოლფასია, ხოდა მეც ვნახავდი როგორია უმტკივნეულოდ  სიკვდილი თუ არა ოფიციალური და საყოველთაოდ აღიარებული მარაზმი.

მგონი სულ ესაა რა პუნქტებიც შევაკოწიწე :) ხოდა გოგოებს გექნებათ კიდევ რამე რაც მე არ გამახსენდა ან არ დამაინტერესა და ბიჭებმა კიდევ მოდით და გააქარწყლეთ ჩემი მოსაზრებები და სურვილები, მე მზად ვარ ამისათვის :)

Saturday, February 26, 2011

ნამგალი და ურო,თბილისო დანგრეულო…

ორი დღის წინ ქალაქში ბოდიალისას დავფიქრდი იმაზე თუ რას ვანახებთ ხოლმე ჩამოსულ (უცხო ქვეყნებიდან) სტუმრებს და რა გვინდა რომ ვანახოთ.

რეალურად თბილისში საჩვენებელი არაფერიც არაა. ეკლესიების (სხვადასხვა რელიგიის სალოცავების) გარდა თითქმის არაფერი არაა. რა გვაქვს ისეთი რაც ამ ბოლო საუკუნეში აშენდა? რაც ღირებულია და მისით თავის მოწონება ღირს?

bridge არაფერი ჩემი ძვირფასებო, ეგეთი საერთოდ არაფერი არ დგას თბილისსში თუ მიშას უკანასკნელ ახირებას , ჩახუჭუჭებულ (უაზროდ განათებულ ) შუშის ხიდს არ ჩავთვლით.

თბილისსში (საქართველოზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ) საჩვენებელი არც რა აშენებულა კორპუსებისა და ეკლესიების გარდა, საერთოდ არაფერი. მთაწმინდის პარკით ვერავის გავაკვირვებთ, ფილარმონია დიდად ხელოვნების ნიმუში ვერაა, თბილისი ანძა ეიფელს მაინც არ ჯობია – ხოდა გეკითხებით მე თქვენ რა უნდა აჩვენო თბილისში ტურისტს? რით უნდა მოაწონო ეს ბედკრული ადგილი? 

დიდი ხანი ვიფიქრე ამ საკითხზე და ბოლოს რამოდენიმე საინტერესო იდეა მომივიდა. ეკლესიები ეკლესიებად და ჩემი აზრით თბილისში ჩამოსულ სტუმარს, რომელსაც უნდა ნახოს რამე საინტერესო უნდა ვაჩვენოთ:

  • მშრალი ხიდის მხატვრების თანამეგობრობა, რაც არ უნდა იყოს ლამაზი მაინცაა -ღია ცის ქვეშ გამოფენილი უამრავი ჭრელი ტილო და მშვიდად მოსაუბრე ავტორები. თან სუვენირებიც იყიდება და მოკლედ ასე თუ ისე ყველა ქვეყანაში არის ხოლმე ინტერესი ასეთი ადგილის მიმართ.
  • ბროლის შუშებიანი სახლი ჭონქაძეზე, მთელი თავისი შიდა მოხატულობებით და ამბით. გენიალური შენობაა ♥Drybridge
  • ელიავას ბაზრობა. კოლორიტული ადგილია მერწმუნეთ. აუცილებლად უნდა ანახოთ სტუმარს მუშათა კლასის ცხოვრება და საქონლის მიმოცვლის ძირითადი პრინციპები
  • ბოტანიკური ბაღის ნახვა მე თუ მკითხავთ ახალი ზელანდიის მიუვალ ტყეებზე ნაკლები არაა. სტუმარი იმისათვისაც შეამზადეთ რომ ბუჩქიდან რამე უცნობი , წარმოუდგენელი შესახედაობის , ალკოჰოლით გაჟღენთილი არსება თუ გამოხტა ჩვეულებრივი ამბავია მანდთქო.
  • ჭრელი აბანოები – რამდენიც არ უნდა ვთქვათ ლამაზი და ძალიან საინტერესო ადგილია თბილისში. მიუხედავად იმისა რომ მე გოგირდის წყალი არ მიყვარს აღმოჩნდა რომ უცხოელები მას ძალიან აფასებენ.
  • კიდევ გაასეირნეთ შარდენს-ბამბის-რკინის რიგის-ერეკლე II-ის ქუჩებზე, მონმარტზე ნაკლები ხომ არაა ბოლოს და ბოლოს :)
  • პრეზიდენტის რეზიდენცია – აუცილებელი საჩვენებელი ექსპონატია, აბა მარტო ამერიკელები ხომ არ უნდა ამაყობდნენ თეთრი სახლით, აგერ ბატონო მისი მიახლოებული 2571481680_cf41225374ასლი ჩვენც კი გვიდგას თბილისში და განა ჩამოუვარდება ამერიკულს?
  • კიდევ დავამატებ ერთ ადგილს რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს ტურისტმა ესაა - “птичий рынок” დიღომში.

ესაა რაც ასე უცებ , ერთი ტვინის მოსმით გამახსენდა, თუმცა შესაძლოა თქვენც იცით რაიმე განსაკუთრებულია ადგილები და იმედია კომენტარებში გამიზიარებთ მათ, ისევე როგორც მე თქვენ.

რაოდენ დასანანიც არ უნდა იყოს საქართველოში ზებუნებირვი ძალისგან ბოძებული გენიალური ბუნების გარდა ადამიანების მიერ ამდენი საუკუნის განმავლობაში შექმნილი არაფერი ღირებული არ გაქვს (ისევ და ისევ სალოცავებს რომ თავი დავანებოთ)

დასანანია, სხვა თუ არაფერი. ძალიან დასანანი!

Sunday, February 20, 2011

ინტელექტის ზეიმი ყდიდან ყდამდე

ჩვენ ყველანი (ვინც კითხვა ვიცით და რაიმე წიგნზე ხელი მიგვიწვდება) ვკითხულობთ ფრაზებისა და აბზაცების მთელს კორიანტელს ძალიან დაძაბულები და ჩაფიქრებული სახეებით. ვფურცლავთ წიგნების აუარებელ რაოდენობას. ყდიდან ყდამდე ვხრავთ სხვადასხვა ავტორის გამოცემებს და შემდეგ…

შემდეგ რა ?

ვიღაცეები ასკვნიან რომ ზუსტად გაიგეს ის რისი თქმაც ავტორს უნდოდა, ბოლომდე ჩასწვდნენ წინადადებს შორის გამომკრთალ ქვეტექსტებსა და ფარულ აზრებს. ვიღაცეები იტყვიან , რომ ამ ავტორმა ვერაფერი ვერ შექმნა და ამაზე უკეთესებიც წაუკითხავთ, სხვანი დანანებით გააქნევენ თავს და დასძენენ, რომ ძალიან უცნაური ნაწარმოები წაიკითხეს , წიგნს კი სადმე მიაგდებენ იმ იმედით რომ კიდევ დაუბრუნდებიან…

რეალურად კი…

The_Tree_of_Books_by_vladstudio  

რეალურად ვიღაცამ ვისაც ფიქრები ერთმანეთში ერეოდა და არ იცოდა როგორ მოეწესრიგებინა აზრთა სვლა , მათი დალაგება სცადა ფურცელზე  - შედეგად უცნაური სტრიქონები გამოიყვანა, შემდეგ ეს ვიღაც ფულზე დახამებულმა ნახა და იფიქრა, რომ ამაზე ხელის მოთბობა შეიძლებოდა – ასე იბეჭდება წიგნები დღიდან დღემდე და ჩვენ ყველა მათში რაღაც განსაკუთრებულის აღმოჩენას ვცდილობთ.

ხო, შესაძლებელია ვიღაცამ სადღაც – სულ თითო ოროლა ნაწარმოებში ჩადო მსგავსი აზრი , მთელი ქვეტექსტების არმიითა და იდუმალი ჩანაფიქრებით, მაგრამ ყველაში??

მეეჭვება…

flying_books__freedom_to_read_by_knows_flower

მეგობრებო ეს უბრალოდ ყველას გვინდა რომ რაღაც ვიპოვნოთ, რაღაც გავიგოთ ისეთი , რაც სხვამ ვერ შეძლო.

გამოგვდის კი? მგონი თავს ვიტყუებთ , სხვებსაც ვატყუებთ - სიმართლე თუ გინდათ.

იკითხეთ უბრალოდ, იმიტომ რომ გაიგოთ სხვების მარტივი შეგრძნებები, მიიღოთ ინფორმაცია იმაზე რაც არ გაქვთ და შეგიძლიათ გქონდეთ. მოეშვით იმაზე ფიქრს ღირებული  და აღიარებულია თუ არა ეს ნაწარმოები. მიიღეთ ის რაც თქვენ გეკუკთვნით მთელი ამ ფრაზების კორიანტელიდან, ხოლო შემდეგ გადაეცით წიგნი სხვას…

თქვენი პირადი აზრის გარეშე…

Books_by_McHornet

ინტელექტუალი ის არაა ვინც ბევრი წაიკითხა , სჯა ბაასი გამართა,დადებითად/უარყოფითად შეაფასა ნაწარმოები და თქვა რომ ბევრი გაიგო, ინტელექტუალი ისაა ვინც მარტივად მიიღო ,ჩუმად იგრძნო და თავისებურად დაინახა – ყველანაირი გარჩევების გარეშე…

Sunday, February 13, 2011

ყველაზე მომგებიანი ”პროფესია”

იცით ამ ბოლო დროს მაწუხებს აზრი, რომ ყველა ჩემს საქმეს თავი დავანებო და მათხოვრობა დავიწყო.

დიახ , დიახ სადმე ”მომგებიან და შემოსავლიან” ადგილას ძონძებში გახვეული ჩამოვჯდე და წინ თუნუქის ქილა დავიდგა.

წარმოდგინეთ რამოდენიმე დღის წინ ჩემს თვალწინ ასეთი რაღაც მოხდა:

tn_gallery_712_11_25944 მაღაზიაში (ჩვეულებრივში ყველაფერი რომ იყიდება და დახლები და თაროები აუარებელი საყოფაცხოვრებო საქონლითა და საკვებით რომაა დახუნძლული)ვიდექი და ჩემს რიგს ველოდებოდი რომ ერთი ქილა ხაჭო მეყიდა. ამ დროს მაღაზიაში შემოვიდა საშუალო ხნის ქალბატონი, საკმაოდ ცუდად ჩაცმული და გამყიდველთან უბოდიშოდ მიაჭრა, სახელით მიმართა და უთხრა რომ დღეს ცუდი დღე მქონდა სულ 30 ლარი მოვიტანე ,დამხურდავეო. ეს თქვა თუ არა დახლზე გადმოაპირქვავა პატარა ჩანთა, რომელიც სავსე იყო ხურდებით. როგორც კი ქალი გავიდა ვიღაცამ იკითხა ვინ იყოო, რაზეც გამყიდველმა უთხრა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მათხოვრობსო.

წარმოდგინეთ სულ დამავიწყდა რისი ყიდვა მინდოდა ამის შემდეგ, დავდექი და გონებაში თვლა დავიწყე. მე რომ ის 4 წელიწადი რაც სწავლაში დავხარჯე - მათხოვრობაში გამეტარებინა დაახლოებით (საშუალო მონაცემი რომ ავიღოთ) 43 000 ლარზე მეტს ვიშოვნიდი, შემდეგ ავიკრავდი გუდანაბადს და

bebia

საერთოდ სხვა ქვეყანაში იმაზე უკეთეს სასწავლებელში მოვეწყობოდი ვიდრე საქართველოიში დავამთავრე.

თანაც თბილისში ხომ მეტად ან ნაკლებად მომგებიანი ადგილებიც არსებობს. მაგალითად თუ სამათხოვროდ სიონის ან ქაშუეთის ეკლესიების წინ დავდგებოდი ერთი ორად დიდი შემოსავალი მექნებოდა , ვიდრე სადმე პეკინზე რომ ჩამოვჯდარიყავი ან მიწისქვეშა გადასასვლელში მეპოვნა ჩემი ადგილი.

მოკლედ ძალიან სარფიანი ”სამუშაოა” ეს მათხოვრობა ხოდა მე კიდე დღეში 8 საათი ვმუშაობ , პროექტებზე ვჩალიჩობ და რისი გულისათვის იმის ნახევარსაც არ ვიღებ რასაც მათხოვრობით გავაკეთებდი, თანაც ამ ბოლო დროს თბილისელი მათხოვრები საკმაოდ ”გაძერსკდნენ” და 5 ან 10 თეთრს თუ მისცემ სახეში ისე გესვრიან უკან ,რომ შეიძლება გაწითლდე და სინდისმაც შეგაწუხოს - ეს რა ვაკადრე / ვიკარდეო.

აი ასეა მოკლედ ეს ამბავი, მე კი სულ უფრო და უფრო მეტად ჭკუაში მიჯდება ეს  ახალი ”პროფესია და მისი მორგება. იქნებ თქვენც გაქვთ რაიმე მოსაზრები ამ თემის შესახებ?

Monday, February 07, 2011

გაშალეთ ფრთები – თავისუფლება დეფიციტშია

აღელვებული ვარ მეთქი რომ გითხრათ არასწორი იქნება და ფაქტიურად ტყუილი გამომივა, მაგრამ მინდა რამოდენიმე პუნქტი გაგიზიაროთ რომელიც ნამდვილად ღირს რომ ყველამ შევასრულოთ. (რამეთუ გამოცდილებებზე დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ თუ არ შევასრულებთ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ფიზიკურ , თუ სულიერ ჯამრთელობაზე აისახება და თანაც არც თუ ისე დადებითად)

მაშ ასე

gallery_2599_22_1151339717

რჩევა 1

ყოველთვის, აი სულ სულ სულ ყოველთვის გააკეთეთ ის რაც გინდათ (ოღონდაც მართლა გულით გინდათ), ისე გააკეთეთ როგორც ეს თქვენ გინდათ და წარმოგიდგენიათ , რომ საუკეთესო იქნება. არასოდეს არ გაჩერდეთ და არ შეშინდეთ. ნუ დაფიქრდებით როგორ გაგიგებენ, გაგიგებენ თუ არა საერთოდ, რას იტყვიან ან ვინ იტყვის. იმაზეც კი არასოდეს დაფიქრდეთ ექნება თუ არა თქვენს ქმედებას შედეგი , უბრალოდ თუ გინდათ – გააკეთეთ.

- თუ ასე არ მოიქცევით თქვენ ყოველთვის გექნებათ უკმარისობის შეგრძნება და აზრები ”არადა რომ გამეკეთებინა რა მოხდებოდა”-ო

რჩევა 2

ნებისმიერი რჩევა მოისმინეთ და დაფიქრიდით რატომ იყო ის გაჟღერებული. რამოდნენიმე ვერსია განიხილეთ მიზეზისა და თუ ვერ ერთი ვერ გაამართლეთ , ან ვერ შეიგრძენით მისი სისწორე მხოლოდ მაშინ უკუაგდეთ.

- ეს რჩევა არ ეხება რჩევებს მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ვიზუალური მხარის შესახებ (ვარცხნილობა, ჩაცმულობა და ა.შ) ეგ გემოვნების ამბავია და არა საღი აზრისა და გამოცდილების.

რჩევა 3

bavsuasaრ იეჭვიანოთ, ან თუ იეჭვიანებთ არ გამოხატოთ მაინც, ან თუ სხვანაირად არ გამოდის ფრთხილად მაინც გამოხატეთ და იოლ ფორმებში. ეჭვიანობა ერთადერთი საქციელი და ჩვევაა რომელიც [ცენზურა] ყველას და ყველაფერს. ეცადეთ საერთოდ გადაეჩვიოთ ეჭვიანობას და ნურც სხვისას გაამართლებთ.

 

- ამ პუნქტს არ აქვს მეორე მხარე და საერთოდ ეს პუნქტი ცხოვრების წესია!

რჩევა 4

როგორც არ უნდა გაღიზიანებდეთ თანამოსაუბრის აზრი და პოზიცია არ შეაწყვეტინოთ, რადგან თქვენ ამ შემთხვევაში იმ უკანასკნელ შანსსაც მოსპობთ , რომ ის თქვენ აზრზე გადმოიბიროთ. მოუსმინეთ ყველას და ბოლომდე.

- ამ პუნქტშიც გამონაკლისი მხოლოდ თქვენი პირადი ვიზუალის შესახებ არსებული საუბარია, თუმცა ერთი ცვლილებით, თუ მოუსმენთ ის ჩათვლის რომ მოგაქციათ ”ჭეშმარიტებისაკენ” და რაღაც პერიოდი დაისვენებთ,თუმცა ეს თქვენ უნდა აირჩიოთ როგორ მოიქცევით.

რჩევა 5

არავის და არაფრის გამო არ მოიშალოთ ნერვები და თუ მაინც მოხდა ასე - დიდი ხანი თავს ნუ დაითრგუნავთ. მალევე დაივიწყეთ და ”დაიკიდეთ” ყველაფერი. თქვენი ნერვული უჯრედები აღდგენას არ ექვემდებარება , ისინი მალე იხოცება და სავალალო შედეგიც მალე დაგიდგებათ.

- დამიჯერეთ ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანის გამოც კი არ ღირს საკუთარი თავისთვის ამხელა ზიანის მიყენება!

რჩევა 6 (და მთავარი)

დაივიწყეთ ყველა რჩევა , პრინციპი და სწავლება. იცხოვრეთ ისე როგორც გაგისწორდებათ, როცა გაგისწორდებათ და სადაც გაგისწორდებათ.

აკეთეთ არაფერი ან ყველაფერი , ან ხან არაფერი და ხანაც ყველაფერი. მოკლედ მხოლოდ ის აკეთეთ და ისე მოიქეცით როგორც თქვენი თავის ქალის შიგნით არსებული (ვიმედოვნებ რომ ეს დეტალი ყველას გაქვთ) რუხი ნივთიერება მოიფიქრებს .

165684_187638151254813_100000258885425_604651_5431416_n