Tuesday, January 25, 2011

მერე რა რომ ტკბილია,ტკბილი ტორტი?

იცით რა მიყვარს??

ყველაფერი რაც ტკბილია…. რაც უფრო ტკბილია უფრო მიყვარს, მაგრამ ნამეტანიც არა…

ისე გამოვიდა რომ ახალგახსნილი საკონდიტრო ძალიან კეთილად მოიქცა და რამოდენიმე ადამიანი გემრიელ (არადა ეგ მერე აღმოვაჩინე , არ ველოდი) ლიმნის ტორტზე მიიპატიჟა (რასაც ბოლოს ღვინოც დაემეტა, ღმერთმანი).

166348_1536469697137_1396685803_1147789_3978568_nჰო კარგით - მოკლედ საკონდიტრო Diefenbach –მა ბლოგერებს უმასპინძლა.

სიმართლე თუ გინდათ უფრო მოცუცქნულ და არც ისე მყუდრო გარემოს ველოდებოდი, თუმცა ფოტოებთან შედარებით ფრიად და ფრიად კარგი გარემო დაგვხვდა.

მარშით შევედით საკონდიტროში (ამალას წინ მივუძღვოდი ამაყი გენერალივით. მეკუთვნოდა ბატონო, სანამ ხმა არ ამოვიღე არავინ მოდიოდა) იქ კი ძალიან ძალიან სასიამოვნო ადამიანები დაგვხვდნენ. ერთი ქრისტი იყო, ერთი გიორგი და ერთიც ლევანი (იმედია ბიჭების სახელები არ მეშლება).

ბლოგერები მშვიდად განთავსდნენ იქვე კუთხეში მიდგმულ ავეჯზე, მე კი თავი ვერ შევიკავე და კითხვების მთელი კორიანტელი დავაყენე. იცით რა საინტერესო რამეები გავიგე?? ნუ მთლად რეცეპტები არავის გაუნდია , მაგრამ ბევრიც არ დააკლდა მაგ ყველაფერს.

ნამცხვრები და ტორტები განსკუთრებული ინგრედიენტებით მზადდება, ნამცხვრების ასორტიმენტი ბევრ ჩემთვის უცხო სახელს მოიცავდა. გავსინჯეთ ”ტიროლის” კექსი (ბევი შოკოლადით, ნიამ), კიდევ პატარა ორცხობილები და რააც მთავარიაა ლიმნის ტორტი.

თავიდან ლიმნის ტორტს ძალიან, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი ,მაგრამ მინდა გითხრათ არ ყოფილა ხელწამოსაკრავი რაღაც. (გინდათ გამოგიტყდეთ რამდენი ნაჭერი შევსანსლე?? ვერ მოგართვით! მაგრამ გეტყვით 3-ზე მეტი )

კიდევ გავიგე რომ ის რასაც ქართულ ბაზარზე მარციპანად გვტენიან სულაც არაა მარციპანი, ხოლო დიფენბახში ისეთ გენიალურ სკულპტურებს ამზადებენ (ჭამადს, თუ ჭმევადს) რომ შეიძლება ტორტის გაჭრისას ხელიც კი აგიკანკალდეთ.

მოკლედ მე ნამდვილად ვიცი რომ ჩემი ხელფასის დიდი ნაწილი უკვე განწირულია და მის დახარჯვას ერთ კონკრეტულ ადგილზე – ხოდაშენის 4 ნომერში ვგეგმავ, თქვენ კი გაიკითხეთ ამ საკონდიტროზე რამე, მერწმუნეთ არ ინანებთ მსუნაგებო.

 166348_1536469617135_1396685803_1147787_3218386_n 164705_1536474817265_1396685803_1147797_6925722_n 164705_1536474737263_1396685803_1147795_3607962_n

პ.ს პოსტი არაა შეკვეთილი, ის ჩემს ერთ ერთ სისუსტესა და სიყვარულს ტკბილეულობას ეხება ♥

Saturday, January 22, 2011

საფეთქელზე დადებული ლულა და სხვისი ხელი სასხლეტზე

ისევ ადამიანებზე და მათ შორის ურთიერთობებზე უნდა დავწერო, რა ვქნა თუ ეს ძალიან დიდი და დაუსრულებელი პროცესია, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო ღრმად მითრევს და არ მაძლევს მოდუნების საშუალებას?

თქვენ არ ხართ ეგრე?(ყოველი უარყოფითი პასუხი ჩემს გაოგნებას უფრო და უფრო ზრდის, იცოდეთ)

არ გგონიათ რომ ადამიანური ურთიერთობები ერთ დაუსრულებელ აზარტულ თამაშს ჰგავს ., რომელშიც ხან წაგებულები ვრჩებით, ხან მოგებულები, ხანაც ვა-ბანკ გვიწევს თამაში და თვალდახუჭულები ველოდებით რა შედეგი ”ამოვარდება”?

Human_Roulette_by_killedinhersleep

გავს თუ არა ცხოვრება და ადამიანები მასში - ”რულეტკის” პრინციპს? გვშობენ და შემდეგ რულეტკის სასწაული სიჩქარით მბრუნავ თეფშზე ჩაგვალაგებენ , იმ საზოგადოებაში რომლებში ჩვენი მშობლები არიან, შემდეგ კი მორიგეობით გვეცემა ბურთები თავზე, გვეხეთქება რაღაც პერიოდი და შემდეგ რომელიმე ჩვენგანთან ჩერდება(თუმცა ისიც კი საბოლოოდ მაინც ჰკარგავს ბურთს, მის შემდგომ გამოჩენამდე). ეს პროცესი დაუსრულებელია და ვერც თეფშიდან ვთავისუფლდებით და ვერც მხტუნავ Russian_roulette_by_invisiblekid555ბურთს ვიგერიებთ, რომელიც განუწყვეტლივ ჩნდება და ჩნდება….

ადამიანები მიდრეკილნი არიან თანაგრძნობის, სითბოს ან რაიმე შეგრძნების ძიებისკენ (ნუთუ ვცდები?) რაც ხდება მიზეზი იმისა , რომ ჩვენ ყველა ერთმანეთთან ნებით თუ უნებლიედ, მიზანმიმართულად თუ უბრალოდ სიტუაციას მინდობილნი ვეკონტაქტებით და კავშირებს ვაბავთ.

ისე ეს ურთიერთობები რუსულ ”რულეტკა”საც კი ჰგავს, ან გაისვრის შენს საფეთქელთან, ან არა… ან ეხლა გაისვრის ან რამდენიმე წრის შემდეგ და თუ მოხდა ისე , რომ თამაშის ბოლომდე არ გაისროლა მაშინ ალბათ შეგვიძლია ამას ბედნიერება ვუწოდოთ , რომელიც მაინც  სიკვდილით დასრულდება… ფიზიკური სიკვდილით და არა ემოციურით…

მე მჭირება ადამიანები, მათ გარეშე ვერ ვსწავლობ, ვერ ვიზრდები , ვერ საზრდოობ… ვიფიტები და ვკვდები… 

Thursday, January 20, 2011

მაინც არსად არ წავალ!

იყო და არა იყო რა….

არა ასეთი დასაწყისი ამ ამბავს არ უხდება, ამიტომ პირდაპირ მოგიყვებით ერთ პატარა ქვეყანაზე, რომელშიც ყველაფერი თავდაყირაა.

არა, ცუდად კი არა, უბრალოდ უცნაურად. რამდენიც არ უნდა იფიქროთ რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა - ახსნას მაინც ვერ უპოვნით და მოგიწევთ დანებდეთ გარემოებებს.

მოგიყვებით ქვეყანაზე სადაც არის ერთი პატარა ქალაქი რომელშიც:

ყველა ყველას ეკონტაქტება და იცნობს , მაგრამ რამე რომ იყოს თოვლს არ გაუყოფენ ერთმანეთს, არათუ გაუყოფს შეიძება მის გამო თავის წააცალოს შიშველი ხელებით.

რატომ? ვინ იცის, მე ხომ გითხარით ახსნა განმარტების და შინაარსის ძიებას აზრიც არ აქვსთქო.

ამ პატარა ქალაქში რომ იკითხო - ყველას აქვს საქმე, მაგრამ მაინც იმდენი დრო აქვთ რომ შეუძლიათ საკუთარი ცხოვრების გარდა სხვებისასაც მიხედონ , თანაც წარმატებით.

ამ ქვეყნის ამ ქალაქში ყველას მოეკითხება აზრი და თანაც განურჩევლად ყველა თემაზე, ამდენი პროფესორები არიან და მაინც არაფერი ეშველათ.

ქალაქში წყენისა და მოწყენის, ბოღმის და შურის უზარმაზარი ღრუბელი ტრიალებს და თუ ვინმემ მისი გარღვევა სცადა , აფთრებივით ეცემიან ყელში და უმალვე მოაქცევენ ”ჭეშმარიტებისაკენ”.

არა ნუ გიკვირთ , არაფერს ვაჭარბებ , ყველაფერი სრული სიმართლეა.

ამ პატარა ქვეყანაში არაფერი შენდება, საერთოდ არაფერი გარდა სალოცავებისა… ეს კი იცოცხლეთ უკვე იმდენი აქვთ , რომ ერთ სულ მოსახლეს მალე შეეძლება ორი ან სამი მათგან მხოლოდ საკუთარი თავისთვის იქონიოს, თუმცა აუცილებელი არაა სწამდეს (რამე).

ეს იცით რომელი ქვეყანაა? კაცები любвеобильны-ები რომ არიან და ქალები ყველა შტერები, ან საყვარლები ან ცოლები, მაგრამ ყველა ვარიანტში ძალიან უთავმოყვარეო და სულელები.

ამ პატარა ქვეყანაში აუარებელ სასმელს იტევენ და ადამიანობაც სტომაქის ტევადობასა და წელვადობაზეა, თუმცა ვიზუალურადაც შესამჩნევი უნდა იყოს, განსაკუთრებით თავმოყვარე მამაკეცბზე.

გაგეცინათ არა? დიახ ეს ამბავი და ქვეყანა ძალიან გავს შარჟს ან სულაც ანეგდოტს , მაგრამ მერწმუნეთ ეს სინამდვილეა.

ცადეთ ცხოვრება იქ სადაც ყველაფერი ალოგიკურია (თუ ასეთი რამე არსებობს) , ყველაფერი თავდაყირა დგას და ახსნას არ ექვემდებარება.

mapgeorgiageo

გამარჯობათ , თქვენ ხართ ქვეყანაში სადაც გაჭირვებას მოჭიდებულები ხავსს მიაქვს – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში.

Saturday, January 15, 2011

ღამის სურნელის უსიტყვო ისტორია

კანის სურნელი და ყოველი შეხება ჩემში ენით აუწერელ სიამოვნებას და შეგრძნებას იწვევს… თითების  თამაში ჩემთვის არავერბალური კონტაქტის უმაღლეს კატეგორიას შეესაბამება… შეგრძნებები კანის ყველა უჯრედიდან - ზღვაზე განვითარებული შტორმივით - მოდის და ნთქავს სხვა ყველანაირ განწყობასა და ემოციას.

ყოველი ოდნავი, თუ უცაბედი  შეხება ჟრუანტელს მგვრის და ყველაფერს მავიწყებს. 

შეგრძნებების ”თამაში” ყოველთვის ძალდაუტანებლად იწყება და ასევე ახერხებს გაგრძელებას, დამოუკიდებლად, გინდა ეს შენ თუ არა. თავის დაძვრენა და შეწყვეტა - ყველანაირ ძალებს აღემატება.

ხელის ყოველი მოძრაობით სწავლობ რაღაც ახალს, ეხები ემოციითა და ვნებით დამუხტულ ზედაპირს , რომელიც აბსოლუტური სიზუსტით იღებს შენს შეგრძნებებს და ორჯერ მეტს თუ არა იგივეს გიბრუნებს უკან.

isc_by_lillylew

ასეთ დროს არაა საჭირო სიტყვები, კითხვები, ხმაც კი არაა საჭირო, საერთოდ ყველაფერი კარგავს მნიშვნელოვნებას.

****

ნახევრად ჩაბნელებული ოთახი სადაც ბევრი არაფერი არ დგას, ფრიად კარგი გარემოა უსიტყვო Kiss_by_anubiskittenურთიერთობისათვის, უფრო სწორად სიტყვაძუნწი კონტაქტისა და შლეგი შეგრძნებებისათვის.

ყველაფერი მარტივად - შეხედვითა და მსუბუქი ღიმილით როდესაც იწყება, ხვდები რომ წინ მთელი ზღვაა შეგრძნებების, რომლებიც არ უნდა გაგექცეს, არ უნდა გაგისხლტეს და სრულად მოიცვა.

სიმართლე თუ გინდათ გვეძინებოდა, ძალიან გვეძინებოდა და ალკოჰოლმოკიდებულები პატარა ტახტზე ვიყავით მისვენებული.

სახე - ყელსა და მხარს შორის (ყველაზე გემრიელ) ადგილას მქონდა ჩაჭეჭყილი და ხარბად ვისუნთქავდი გრილ არომატს, რომელსაც არც კი ვიცი რისი მსგავსი სურნელი ჰქონდა.

ფრთხილი მოძრაობით ვსწავლობდი ყოველი ნაკვთისა და კუნთის აგებულებას, კანის ფაქტურას და სიამოვნებისაგან ვკანკალებდი. ყოველი საპასუხო შეხება თბილ ჟრუანტელს მგვრიდა ,  სუნთქვა კი უფრო და უფრო მიჭირდა.

ყოველი მორიგი ამოსუნთქვა უფრო და უფრო გასაგები გახდა, თუმცა მოქმედებები არ აჩქარებულა. ისევ ხარბად ვისუნთქავდი კანის სურნელს და ვცდილობდი არ გამომპარვოდა არც ერთი მოძრაობა, არც ერთი სანტიმეტრი ისე, რომ არ მეგრძნო.

არ ვფიქრობდით , არ ვსაუბრობდით – უბრალოდ ვგრძნობდით და განვიცდდით, ან არა უბრალოდ 19132_1372495836202_1345972001_1029968_1034609_nვგრძნობდით, თუმცა ამ შეგრძნებების სახელები არ ვიცი და არც მჭირდება, ისიც საკმარისია რომ ვიცი როგორია როდესაც ისინი გაქვს …

***

ეს ისტორია ასე არ სრულდება, საერთოდ ისტორია არ სრულდება, ან წრეზე ბრუნავს ან გრძელდება და რაღაცას ქმნის, თუმცა არავერბალური ურთიერთობების დასასრული საერთოდ წარმოუდგენელია არსებობდეს…

ხოლო პრელუდია კი იმაზე ნაკლები არ უნდა იყოს ვიდრე მისი დასასრულია.

ნებისმიერი შეგრძნება - მოსული კანის სულ მცირე ზედაპირიდანაც კი ,ბევრად აჭარბებს სიტყვებისა და ინტონაცებისაგან მიღებულ განწყობას. 

Monday, January 10, 2011

მე ერთიც მყოფნის !! აი ეგრე!

წლის ბლოგერების დასახელების იდეა ანინას ეკუთვნის . ყველა ჩაება ამ ბლოგ - პოსტ- ტაგ თამაშში, ხოდა გადავწყვიტე მეც გაგიზიაროთ ჩემი სიყვარულები :)

ზოგმა, როგორც პირველწყარომ მიგვითითა სამი ავტორი დაასახელა, ზოგმა 6-ი, ზოგს კატეგორიებად დაყოფაც კი არ ეყო ყველა ფავორიტის გამოსავლენად, მე კი გეტყვით რომ ჩემთვის ერთიც საკმარისია!

ეს ერთი ჩემი მუზა და დიდი ხნის ინტერესის ობიექტია.
მაშ ასე  (ბარაბნის ხმა) მინდა წარმოგიდგინოთ ერთადერთი და განუმეორებელი, ყველაზე იდუმალი და საინტერესო, კრეატიული და განსხვავებული, ყველაზე უცნაური ბლოგი -
 



ინებეთ ჩემი ყველა წლისა და დროის ბლოგერი (და ბლოგი)
სულ ეს იყო , მადლობა ყურადღებისა და დახარჯული დროისათვის!

Wednesday, January 05, 2011

ბლედერები

მგონი ძალიან თავქარიანი ვარ, მაგრამ რა ვქნა თუ განწყობების შესაქმნელად ხშირად ბლოგზე შემოვდივარ, ვანგრევ ”ლეიაუთ”ს ან რამე წვრილმან დეტალს ვცვლი….

ისე ძირითადად ასეთი ხასიათქარიშხლები  ჰედერებზე აისახება ხოლმე. დიდი ხანი ვფიქრობ ყოველ შეცვლაზე რა დავაყენო, როგორ უნდა გამოიყურებოდეს , ან რა უნდა იყოს ჰედერზე დატანილი.

მოკლედ მინდა რომ ეხლა აქ ყველა შემონახულ შემორჩენილი ჰედერეი ერთად შევაკუწუწო : )

axalclidadf brno hed33 hedeviler  heder3 hed1

heder steps and sign hederevil heder heder 2 heder 5 hederrr

 

ესაა ყველა ჰედერი რომელიც კი მოვიძიე ჩემს კომპში შენახული

ნუ ყველას თემატიკა სხვადასხვაა თუმცა ფერთა პალიტრა არ იცვლება, რადგან ჩემი ბლოგი თავიდან თეთრ , რუხ და ვარდისფერ ფერებში გახლდათ. (რატომ ეს ფერები და რავიც მიყვარს ამათი ნაზავი ძალიან, თუმცა თავიდან მწვანეც განიხილებოდა მაგრამ ძალიან მკვეთრი და პრეტენზიული ფერია და გადავიფიქრე)

მოკლედ სულ ეს იყო, უბრალოდ მინდოდა მინი გამოფენა-შეხსენება-თვალისგადავლება მომეწყო საჯაროდ .

პ,ს – სიტყვა ბლედერები დღეს მომაფიქრდა და ნიშნავს სიტყვა ბლოგის და ჰედერის რაღაც უცნაურ ერთობას : )

Monday, January 03, 2011

ემოციური სიკვდილის დაბადება

ადამიანები ქრებიან , მათ მიჰყვებათ ჩვენი ფიქრები და აზრები…

ყველაფერი წრეზე ტრიალებს, ყველაფერი ცოტა განსხვავებულად, მაგრამ მაინც მეტ-ნაკლებად მსგავსად მიდის…

    grave_by_Kon_stan_tine

ამბობენ ყოველ დაბადებაზე 2 გარდაცვალება მოდისო (თუ პირიქით) მაგრამ როგორც არ უნდა იყოს შეკრული წრეა…. ვიღაცა იბადება, სხვა კი კვდება და ამას ჩვენ ვერაფერს ვუშვებით.

რა რჩება ადამიანის სიკვდილის შემდეგ? არაფერი , გარდა კეთილი მოგონებისა და შეგრძნებების მთელი მორევის, რომლებსაც ისინი სიცოცხლეში ქმნიან და იწვევენ გარშემომყოფებში…

Hug_by_ShadowsOfTheDay

  • მაშინ რატომ არავინ ვფიქრობთ იმაზე რომ მეტად სათნოები ან მიმტევებლები, გულღიები და მეგობრულები ვიყოთ?
  • რატომ არ გვადარდებს ჩვენი საქციელი მანამდე სანამ სიკვდილის მოახლოებას არ ვიგრძნობთ?
  • რატომ გვიჭირს ბოდიშის მოხდა მაშინ როდესაც ეს საჭიროა და ვაკეთებთ ამას მხოლოდ იმ დროს როდესაც სიცოცხლე გვტოვებს?

მე თუ მკითხავთ ჯობია მაშინ ვიცხოვროთ გულღიად და მშვიდად , როდესაც ამას ჩვენთვის და ჩვენი hug_by_Taroofახლობლებისთვის სიამოვნების მოტანა შეუძლია და არ დაველდოთ წუთს, როდესაც აღარაფრის შეცვლა აღარ შეიძლება.

 

არ ვიცი არსებობს თუ არა სული (თუმცა რელიგიური სწავლებების უმეტესობა ამას ამბობს) მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ არსებობს შეგრძნებები, ბედნიერებები და ემოციების მთელი ჯარი, რომელიც შეგვიძლია გავცეთ და მივიღოთ, ვიგრძნოთ და ვაგრძნობინოთ, არ ”მოვჟმოტოთ” და მაშინ აღარ მოგვიწევს ბოლო წუთს სინანული, მაშინ არავინ იტყვის რომ ჩვენი სიკვდილი უდროო იყო და ბევრი რამის მოსწრება კიდევ შეგვძელო.

 

ბანალურია მაგრამ ხომ არსებობს ფრაზა : ”ყოველდღე ისე იცოხვრე თითქოს ბოლო დღეაო” – არის ამაში რაღაც აზრი, ეს ალბათ ის ბიძგია რომელიც საჭიროა რომ ადამიანებმა დაიწყონ ფიქრი იმაზე თუ როდის და როგორ გააკეთონ ის, რაც ასე რთულად ან მტკივნეულად ეჩვენებათ…

8903f442c32cc9258eb3c144f074caa4

მაშ ნუ დაელოდებით აღსასრულს, დაიწყეთ დღესვე გაზიარება და მიიღეთ საპასუხოდ შეგრძნებები რომელიც უმეტესობას ასე გვაკლია!

_hug__by_mushir

Saturday, January 01, 2011

თეთრი ლაზიერი ურთიერთობის დაფაზე

მკაცრი გამოხედვით და უტყვი სახით , ჩვეული აუღელვებლობით მოძრავი მამკაცური სხეული მეტ-ნაკლებად გამოირჩეოდა მასისგან, თუმცა განსაკუთრებული არაფერი.
არა, არა, როდესაც ვამბობ განსაკუთრებული არაფერი მეთქი ვიტყუები, ზამთრის პირს ქალაქიდან საკმაოდ მოშორებულ ადგილას, შეღამებულზე – მოკლე სახელოებიანი მაისურით მოძრავი უტყვი სახე უკვე განსაკუთრებული და ძალიან უცნაურია დამეთანხმებით ალბათ.
32355c3e9a1dერთ მხარეს ეს მასკულინური წარმონაქმნი ხოლო მეორეზე კი ფემინიზმის ფეხქვეშმთელავი და მაინც კაცებზე ძლიერი ქალის ფიგურა, საკმაოდ საინტერესო თამაშის პარტიას გვპირდება.
პირველი უემოციო შეხება, უსიტყვო საუბარი და გულგრილი ინფორმაციის მიმოცვლა საუკეთესო დასაწყისი არაა და მაინც…

თეთრ ლაზიერს პაიკები არ სჭირდება იმისათვის რომ შავ მეფეს საფრთხე შეუქმნას.

  
***
ყველა თამაში უსიტყვოდ იწყება და მხოლოდ დაძაბულობის რაღაცა ზღვარის გადალახვის შემდეგ იბადება იმის სურვილი, რომ მოქმედებას ხმოვანი განმარტებაც დაერთოს თან.
ყველა სვლას თავისი დრო აქვს , ხოლო ის ვინც ამ დროს ვერ გამოიყენებს - დამარცხებულად ითვლება.
შავი მეფე უმეტესწილად მაინც მამაცია, მაგრამ ყოველთვის საფრთხის წინაშე დგას.
მისი პირველი ქმედებაც ისეთივე უტყვი იყო როგორც ამას სიტუაცია მოითხოვდა. პაიკების გარეშე მარტოდ დარჩენილი თეთრი ლაზიერის ინტიუციისა და ნების იმედად აღმოჩნდა.
ნუ არა მთლად ესეც ნუ ვიტყვით, მცირე ქმედებებიც კი, ყოველი წინ წასული უჯრა მის სასარგებლოდ იქნა მისვე მიერ გამოყენებული .
თამაში დაიწყო, აეწყო და ამ დროს , სრულიად მოულოდნელად  განხორციელებული გრძელი როქი ლაზიერისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, თუმცა დაფაზე ადგილიდან არ დაძრულა…
მთრთოლვარე და ეტლსამოფარებული შავი მეფე ფიქრებს მისცემოდა.
*****
შავი ლაზიერი პაკიების გარმოცვაში თავს არც თუ ისე უსაფრთხოდ გრძნობდა, შავი მეფე ხომ ეტლთან განცალკევდა და მიეცა ფიქრებს – თუმცა ფიქრს მიცემული ყოველთვის იყო , ასეთია მოწოდება მისი.
თეთრი ლაზიერის ნებისმიერი ქმედება მთელს დაფას მოიცავს, თეთრი ლაზიერი ყველაზე თავნება და ძლიერი ფიგურაა . თეთრი ლაზიერის არც ერთი სვლა არ რჩება შეუმჩნეველი და მაინც იქნება გარდე და დაეცემა თეთრი დედოფალი, თუ შამათი და პოზიციებს შავი მეფე დათმობს?
****
მშვიდი სახე ნელა ნელა სხვადასხვა ემოციის ამსახველ მიმიკებს იძენს. იკვეთება დამოკიდებულება და sexy_chess_004პრიორიტეტები, თუმცა ყველაფერი მაინც ცვალებადია .
წარმოიდგინეთ ესეც ხდება რომ თეთრი ლაზიერი და შავი მეფე კოალიციას კრავენ, თუმცა რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს ეს ძალიან მოძრავი ლაზერისთვის და ნელი მეფისათვის?
თამაში მხოლოდ ერთ მხარეს და თანაც მხოლოდ ორი ფიგურით არ მიმდინარეობს.
ხმაურიანი გადაადგილება, საუბრები და სიტუაციები ყველა მოქმედების აუცილებელი თანმდევი მოვლენაა.
***
შავი მეფე კარგად ხედავს ლაზიერისა და მისი პაიკების ურთიერთობას, აკვირდება და ცდილობს ტაქტიკას ჩაწვდეს.
მეფის პაიკები თავაწეულები შეჰყურებენ მას და ელოდებიან მითითებებს, მეფე მაინც ძლიერი სტატუსია რაც არ უნდა იყოს, მაგრამ მატრიარქატი და სხარტი გონება სათამაშო დაფას კარუსელივით ატრიალებს .
მეფის ჩანგლის ტაქტიკა არც თუ ისე სარფიანია, დანაკარგი მაინც იქნება, ლაზიერი კი არაფრის შეწირვას არ აპირებს, მისი პოზიციები უკანდახევასა და დანებებას არ მოიცავს.
***
მეგობრების წრეში თითქოს ყოველთვის ადვილია, სუნთქვა არ გეკვრის , ბევრი ფიქრი არაა საჭირო, ყველაფერი თავისთავად ხდება და მაინც. მონადირის სულის მატარებელი მამრებისათვის ძალიან რთულია გაუთვლელი ნაბიჯების გადადგმა. რთულია ბედს მინდობა, ამ დროს ძიერების შეგრძნებას კარგს მეფე, ამ დროს ჰგონია რომ საკუთარ სიმაღლეზე ვეღარ იქნება, მამრობითი სქესის წარმომადგენლებისათვის დამოკიდებულების ღიად გამოხატვაც კი სისუსტის მაჩვნებელი შეიძლება იყოს.
არადა თამაშის წესები ხომ არ კრძალავს გამოხატვას, არ ზღუდავს შეგრძნებების თავისუფლებას… აქ მხოლოდ სვლების თანმიმდევრობა და მათი დამანგრეველი ძალის შეზღუდვებია დაწესებული, ისიც იმისათვის რომ თამაში ლაზიერსა და მეფეს შორის მეტნაკლებად თანაბარი იყოს.
3d chess
***
ზანტი  ფიქრებს მიცემული მეფე გადაწყვეტლების მიღების დროს კიდევ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული დაფაზე -რომელზე მოქმედებაც უწევს, მსუბუქი ლაზიერი კი არად დაგიდევთ დაფის სიჭრელეს, იღებს იმას რაც უნდა , როცა უნდა და როგორც უნდა.
კიდიდან კიდემდე მისია … ვინ ეცდება  შეწინააღმდეგებას?, მან ხომ ზუსტად იცის როგორ გაიყოლოს ყველა კუ, მხედარი და პაიკების დიდი არმია : )
***
საუბრები დაფის ერთობლივ განკარგვაზეც კი არის, არადა სასაცილოა დამეთანხმებით… როდის ყოფილა თეთრი ლაზიერისა და შავი მეფის თანამშრომლობა დანაკარგების გარეშე გამოსულიყოს ?
***
მიტელშპლის მიაღწია თამაშის განვითარებამ, საჭადრაკო საათი კი წიკწიკს გააგრძობს….