აი ისევ დადგა დეკემბერი და ისევ ელვისებურად გვიახლოვდება ახალი წლის აღსანიშნავი დღეები.![]()
რატომღაც ქალაქში საახალწლო განწყობა არ იგრძნობა, ადამიანების უმეტესობა არ არის შესაბამის ხასიათზე და სულაც არ უხარიათ.
მეუცნაურება ეს ყველაფერი.
ნებისმიერი ცვლილება ხომ საინტერესოა, ყველაფერი ახალი უკეთესია ვიდრე უკვე ძველი და დრომოჭმული – მაგრამ ეტყობა მაინც მიჩვევა იცის ”ყველაფერმა”.
დეკემბრის თვის ზუსტად ნახევარია გასული იქამდე სანამ სულშეგუბებული დავუცდი 12 საათს და კიდევ ერთხელ გამიხარდება ფანჯრების მიღმა ატეხილი ზრიალი, კიდევ ერთხელ მექნება მიზეზი ვნახო ყველა მეგობარი ერთბაშად, კიდევ ერთხელ მექნება შესაძლებლობა ღამის ქუჩებში ღრიანცელით ვიბოდიალო და ამის გამო არავინ გამლანძღოს.
წარმოუდგენელია რომ თითქმის ნახევართვე გალეულ ქალაქს ,ახალი წელი მხოლოდ აქა იქ მერიის მიერ შეკონწიალებული განათებებითა და ზოგიერთი დიდი სასტუმროს დეკორაციებით რომ ეტყობა.
სად იკარგება ადამიანში ის ბავშვი რომელსაც უყვარს დღესასწაულები? რა კლავს სიახლისა და ლამაზი მომენტების სიყვარულს ჩვენში?
რამდენი შესაძლებლობა არსებობს ახალი წლის საინტერესოდ გასატარებლად? უამრავი რაღაცის მოფიქრება შეიძლება, ამ დროს კი ჩვენ ყველა მხოლოდ წუწუნში ვხარჯავთ დროს. ![]()
ფაქტიურად ვცოფდები ამაზე და ვცდილობ ხოლმე ყველას დავუმტკიცო , თუ რა მაგარია როცა მოდის ახალი წლის დღესასწაული და რამდენი მიზეზი არსებობს ეს გვიხაროდეს…. სამწუხაროდ ცოტას თუ ესმის ეს….
2 მოსაზრება:
მე მიყვარს ახალი წელი :>
ერთი სული მაქვს 0:00 როდის გახდება ხოლმე რომ ის დიიიდი ხლაპუშკები და რაღაცები ვისროლო და გავერთოხოლმე <3
არ მევასება დღესასწაულები იმიტომ რომ ხშირად სადღესასწაულო განწყობას "ვთამაშობ". თუ კარგ ხასიათზე ვარ მაშინ ნებისმიერი დღე დღესასწაულია.
ეს მწვანე ბურთულები ძალიან მომეწონა.
Post a Comment
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!
საინტერესოა ჩემთვის, მოხარულიც ვიქნები :)