ქალები მხოლოდ ”სეკრეტუტკებად”? მეტი სარგებელი არ აქვთ? - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Thursday, October 13, 2011

ქალები მხოლოდ ”სეკრეტუტკებად”? მეტი სარგებელი არ აქვთ?

სამსახურეობრივი ზრდა და კარიერული წინსვლა ალბათ ყველა სქესის, ასაკისა და პროფესიის ადამიანის მამოძრავებელი ძალაა, მაგრამ რატომღაც რეალობაში სქესთა ბალანსი, მიუხედავად სფეროსა და პოზიციისა ხშირად ირღვევა.

Business_lady_4_by_Vampirenishხართ თუ არა დაკვირვებული რომ მოწინავე პოზიციებს სხვადასხვა ორგანიზაციებში ქალები უფრო ნაკლებად იკავებენ ვიდრე მამაკაცები? ხდება ისე რომ ქალები მეორე ან სულაც მე-10 ხარისხოვან პოზიციებსა და ”წოდებებს” ჯერდებიან, შემდეგ კი ზრდასა და განვითარებას წყვეტენ.

საინტერესოა რატომ ხდება ასე? იქნებ ქალები კაცებზე უნებისყოფონი არიან? იქნებ მათზე ხშირად კარგავენ თავს? ან სულაც სხვა პრიორიტეტები აქვთ?ვერ ხედავენ პერსპექტივებს? არ აფასებენ რისკებს სათანადოდ? – მეეჭვება!

შესაძლებელია რომ მათზე და მათ გადაწყვეტილებებზე საზოგადოებაში გავრცელებული აზრი ახდენდეს გავლენას – რომ ქალების მთავარი მოწოდება ოჯახი და მომავალი თაობაა?- უფრო რეალურია, დასანანიც!

იქნებ სულაც კაცები – იქნება ეს კოლეგა თუ პერსონალი - ქალში მხოლოდ სექსის ობიექტს ხედავენ და მეტი დანიშნულება მათ არ ენიჭებათ? ესეც ქალების ერთ ერთი შეცდომაა! ისინი ისე არიან აღქმულნი როგორც თავს ”ყიდიან” , საქმეს კი სექსი იშვიათად უხდება.  

თუმცა ალბათ ქალების შესაძლებლობების შეფასებას კაცები არასათანდოდ ახდენენ და კაცი უფროსის მიერ ქალის დაწინაურება ძალიან იშვიათი შემთხვევაა.A-List-Apart-Job-titles-by-gender

მეორეს მხრივ ქალებიც არანაკლებ შეცდომას უშვებენ სამუშაოზე – ისინი არ არიან მომთხოვნები, არ იცავენ თავიანთ მოსაზრებებს, ხშირად თავს უხრიან ზემდგომებს სრულიად უსაფუძვლოდ, როდესაც მართლები არიან, ცდილობენ არავისთან გაიფუჭონ ურთიერთობა – ეს ყელაფერი ძალიან კარგია , მაგრამ არ უწყობს ხელს მათ კარიერულ წინსვლას. სუსტ ადამიანებს არავინ ანდობს დიდი ფირმის მართვას და სერიოზული გადაწყვეტილების მიღებას. არის თუ არა ასე?

ვფიქრობ ქალებიც და კაცებიც ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდნენ როდესაც საქმე სამსახურებრივ ურთიერთობებს ეხება, იქნება ეს უფროსისა და დაქვემდებარებულის თუ კოლეგების ურთიერთობა.

კაცები ვერ აფასებენ ქალების შესაძლებლობას - რომელიც მასშტაბურად ფიქრსა და რამონდენიმე მიმართულების დამუშავებს გულისხმობს, ქალები კი მამაკაცებს რაღაც ქვეცნობიერისა თუ გენის networking_by_HikingArtistComგავლენის შედეგად მიღებული ინფორმაციით - უფრო წინ აყენებენ საკუთარ თავზე, რაც ისევ და ისევ მათ ვნებს.

დასანანია მაგრამ მართლაც ძალიან ცოტა ქალის ჩამოთვლა შეიძლება , რომელთა სახელიც ისტორიას შემორჩა, არადა პროცენტული მაჩვენებლით უმეტესობა ორგანიზაციებში (გნებავთ ხელისუფლებასა და მეცნიერებაში) დაახლოებით იმდენივე ქალია რამდენიც მამაკაცი, ხოლო საინტერესო და პერსპექტიულ პოზიციებს მხოლოდ მამაკაცები იკავებენ….

ქალებო გამოცოცხლდით! ოჯახი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ თვითრეალიზაცია თითოეულ ჩვენგანს სჭირდება!

Blog Archive

Subsrcribe