ბაყაყებითა და კრუასანებით დაბრუნებული ოსეთი! - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Sunday, October 09, 2011

ბაყაყებითა და კრუასანებით დაბრუნებული ოსეთი!

ხალხო ეს რა ბედნიერება გვეწვია ქართველებს – გადაკეტილი გზებით, გამქრალი ტრანსპორტით, გაუქმებული მეტრო სადგურებითა და მრავალი მრავალი პოლიციელით ქალაქში – იხარეთ ჩვენი მეგობარი ბაყაყიჭამია ქვეყნის პრეზიდენტი გვესტუმრა!!

რეალურად პოლიტიკისაგან საკმაოდ შორს ვარ და დიდად არ მაღელვებს გაზულუქებული ღიპიანი 3ef1dbac3c25c330a1f63e239b5e5ab8ბიძიების დებილობები, მაგრამ საზოგადოების დებილიზმი კი ნამდვილად შემაშფოთებელია.

საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტისას გარდა ყველა იმ დისკომფორტისა რაც მე როგორც მოქალაქემ ვიწვნიე, კიდევ სასწაული სიბრაზე დამეუფლა.

როგორ შეიძლება გჯეროდეს რომ ერთი კაცის ვიზიტითა და 15 წუთიანი ,1000ჯერ გადაღეჭილი ტექსტით რამე შეიცვლება??

2008 წელს შეიცვალა რამე? დღემდე უკეთესად ვართ? დავიბრუნეთ ოსეთი? ევროპამ შეგვიყვარა და გულში ჩაგვიკრა?რუსეთმა თავი დაგვანება? დევნილები დაბრუდნენ?

ერთი ადამიანის ვიზიტი რომ საქმეს აკეთებდეს ალბათ კონგოს, ზიმბაბვესა და ნიგერიას აყვავების ხანა უნდა ედგათ უკვე.

აბსოლუტურად წარმოუდგენელია ასეთი სიბეცე და უმეცრება! თუმცა რა უნდა ვთხოვოთ ადამიანებს რომლებიც დღე და ღამეს ასწორებენ ყანაში და ვენახში იმისათვის ,რომ ოჯახი შეინახონ , ხოლო ამასთანავე  ყოველ წუთს როცა კი პრეზიდენტს ”მასოვკა” დასჭირდება თბილისში ყვითელი ავტობუსებით წამოაჩაქჩაქონ!saakashvili_sarkozy 

ძალიან სამწუხაროა რომ 30 წუთიანი დებილობისათვის და უკვე 1000-ჯერ მოსმენილი ”ვაი რა მაგრები ვართ/ხართ ქართველები” ამდენი ფული, ენერგია , დრო და უამრავი სხვა რესურსი დაიხარჯა.

აბსოლუტურად არ ვამართლებ მსგავს კუდაბზიკობასა და მარაზმს! ამ ლაი ლაის სარკოზის ერჩივნა მედვედევისთვის თავში წამოერტყა, ნაკლები ბაყაყი შთაენთქა კრუასანებთან ერთად დილა-საღამოს და რამე შედეგი მიგვეღო, თორე ლამაზ, გაშალაშინებულ, კოხტა სიტყვებს მეც კი დავწერ რამდენსაც გინდათ, თუმცა ეგ ამინდს ვერ შექმნის…..

ქართველებო ტაში , ტაშიი…… რა გვიქნა საფრანგეთმა ნუღა დავკონკრეტდებით…..

Blog Archive

Subsrcribe