გადარიცხული ყოველი ლარი თქვენს რწმენას გაამყარებს…. - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Sunday, September 25, 2011

გადარიცხული ყოველი ლარი თქვენს რწმენას გაამყარებს….

ამ პოსტს ალბათ ბევრი მიიღებს ისე თითქოს მე რამე მქონდეს საწინააღმდეგო მართლმადიდებლური სარწმუნოების მიმართ, ან სულაც ვერჩოდე სალოცავებსა თუ მორწმუნეებს, მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ არსებული სიტუაცია არ არის ნორმალური , კონკრეტულად კი აი რა:

დღესდღეობით დედაქალაქში ახალ კორპუსებზე მეტი ახალი ეკლესია/მონასტრები შენდება. ყველა კორპუსის ეზოში მინიმუმ ერთი ეკლესია მაინც დგას თუ მეტი არა, რეალურად რომ ვთქვათ ალბათ ასე თუ გაგრძელდა 3-4 წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე ორი ან სამი ტაძარი მოვა, რაც ისევ და ისევ მეეჭვება ნორმალური იყოს. mshenebare1

იცით თუ არა რომ მთელს კახეთში (რამხელა ტერიტორიაა) მხოლოდ და მხოლოდ 40მდე ეკლესია/მონასტერი დგას? და იქაც კი ასეთი სიმჭიდროვით არ არის განაწილებული ეს ნაგებობები, მე კი მხოლოდ საბურთალოს რაიონში შემიძლია ამდენივე ეკლესია დავთვალო.

მე მესმის რომ რწმენა მნიშვნელოვანია, რომ რელიგია ადამიანებზე დადებითად მოქმედებს და ა.შ მაგრამ ვერაფერით, ვერაფრით ვხვდები ამდენი ეკლესიის აშენების მიზეზს?

რწმენას ამყარებს? ქალაქს ალამაზებს? უფრო მეტი ადამიანი მოექცევა მართლმადიდებლობისკენ? თუ რა მიზანს ემსახურება?

ამასაც რომ თავი დავანებოთ ტელევიზორსა და რადიოში უამრავი რგოლი ტრიალებს - გადმორიცხეთ ერთი ლარი მობილურიდან ამა და ამ ეკლესიის მშენებლობაზე, გადმორიცხეთ ორი ლარი ამ მონასტრის მშენებლობაზე, კარგი მესმის ქველმოქმედება ,შემოწირულობა და ა.შ ,მაგრამ ასეთი მდიდარი ეკლესიისათვის ასე რთულია ეკლესიების აშენება რომ ლარ-ლარი არ აგროვონ? DSCN0443

ძალიან გამაღიზიანებელია სიმართლე თუ გინდათ ეს ყველაფერი. მე როდესაც მინდა, რომ ეკლესიას შევწირო რაღაც მივდივარ და შესაწირ ყუთში ვდებ იმდენს რამდენიც შემიძლია და მაქვს, ეს სარეკლამო რგოლები კი (რომელიც წუთში ერთხელ ტრიალებს) ძალიან საშინელებაა.

არასოდეს ყოფილა საქართველოში ასეთ მცირე ფართობზე ამდენი ეკლესია მონასტერი, მაგრამ ხალხს მაინც სწამდა, კილომეტრებს გადიოდნენ სალოცავების მოსანახულებლად და მოსალოცად , მაგრამ ეს მათ რწმენას ნამდვილად არ ასუსტებდა და მეეჭვება უფრო მეტი ეკლესიების არსებობის შემთხვევაში მორწმუნეთა რიცხვი რომ გაზრდილიყო.

საბოლოოდ კი ამ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ ქალაქის ასე დამახინჯება როდემდე უნდა გაგრძელდეს? არქიტექტურის სამსახურს ის არ ეყო თავისუფლების მოედანზე რომ ოქროსფერი ძეგლი დადგეს? გმირთა მოედანზე ყოვლად გაუგებარი მონუმენტი, ვაკეში გალაქტიონის ძეგლის უკან სასწაული თხრილი რომ წარმოშვეს?

ძალიან ცუდია როდესაც ჩვენს ქალაქში XXI საუკუნეშიც კი არაფერი გვაქვს საამაყო ახლად ამოყვანილი ეკლესიის კედლების გარდა….. არადა მსოფლიო ვითარდება…..

Blog Archive

Subsrcribe