Friday, September 09, 2011

შემოდგომა მოვიდა – ცვლილებების დროა

ჩემი გადაღლილობა პიკს რომ აღწევს ამას ერთადერთი რაღაცით ვხვდები – უამრავი რამის ერთდროულად კეთება მინდა და ვერც თავს ვპოულობ ამ ყველაფრისას და ვერც ბოლოს.

ასეთ დროს ვცდილობ ხოლმე ჩამოვწერო სია იმისა თუ რა უნდა მოვასწრო და შევასრულო , შემდეგ ნაბიჯ ნაბიჯ გავყვე – თუმცა ეს ასე ადვილი არასოდეს არ არის.

აი ახლაც – ზაფხული მიილია, შემოდგომა მოდის (თუ მოვიდა) და მეც ცვლილებების განწყობაზე მოვედი, თუმცა თავში 1000 იდეა მიტრიალებს და ყველა მინდა რომ განვახორციელო .

საიდან დავიწყო არ ვიცი, ამიტომ მოდით სიას აქ (”ხმამაღლა”) დავწერ:

1. ძალიან მინდა ახალი და ლამაზი ჩანთა, რომელიც ჩემი ხელით მინდა შევქმნა.P1160864

2. ოთახში არსებული ნივთები უკვე იმდენია რომ სასუნთქ ჰაერს მართმევს, ამიტომ აგერ უკვე ერთი თვეა ალბათ ვგეგმავ რაღაცეების გასხვისებას , მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე.

3. ახალი სტილი მინდა მოვირგო – ახლებული იმიჯი ასე ვთქვათ, ხოდა ნელა ნელა ვეპარები ამასაც.

4. ახალი საქმე და საინტერესო აქტივობები მომენატრა

5.რა თქმა უნდა საკუთარი გარეგნობის ცვლილებები ისევე როგორც ყოველ შემდგომას ამ ჯერზეც უნდა დავიწყო (სიცხეში მეზარება და ცუდად ვარ, სიგრილე კი ზედგამოჭრილია ამისათვის)

6. რამოდენიმე კეთილი საქმე მაქვს ჩაფიქრებული და იმედი მაქვს ყველა გამომივა.

აქ კი მხოლოდ 6 პუნქტია, მაგრამ მენდეთ ეს პუნქტები მერე იმდენ ქვედანაყოფებად იშლება, რომ ნამდვილად დიდი აურზაური იქმნება ბოლოს, თუმცა ისევე როგორც ყოველთვის ამჯერადაც გავუმკლავდები ამ საგიჟეთს, ისევ გავაკეთებ იმას რაც მინდა და ისევ მექნება ახალი წლისათვის თავზესაყრელი ამბები შესაჯამებელი.

მოკლედ ვფიქრობ შემოდგომა ზუსტად ის დროა წელიწადში, როდესაც ცვლილებები უნდა დაიწყოს სიგრილესთან და სასიამოვნო ამინდებთან ერთად ♥

4 comments:

  1. სეზონების ცვლა ასეთი გრანდიოზული გეგმებისთვის ზედგამოჭრილი დროა - ისეთი განწყობა გიჩნდება, დარწმუნებული ხარ, რომ ნებისმიერ სუპერ-ცვლილებებს შეეჭიდები და წარმატებით განახორციელებ.

    მეორე და მესამე პუნქტები მომეწონა განსაკუთრებით.

    და შენი ახალი ჰედერით ვარ აღფრთოვანებული.

    ReplyDelete
  2. magrad gixdeba saqmiani stili.

    rogorc cvlilebebis didi moyvaruli adamiani (da ara marto im SemTxvevebSi, roca es aucilebelia, aramed mravalferovnebisTvis ubralod), mivesalmebi orive xelis aweviT :D :D am posts!! Tvals mivadevneb aucileblad ganxorcielebis process!! muaa

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!