Wednesday, July 27, 2011

ქართული გენის ხელოვანი ნაწილი

და აი თბილისელებს ისევ გაუჩნდათ საფიქრალი სად გაერთონ და გაგრილდნენ საღამოობით, რადგან ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე დაგეგმილი ზაფხულის ფესტივალი არტ გენი 2011 დასრულდა.

 P1160671 P1160677 P1160694 P1160699 P1160704 P1160706 P1160709 P1160710

დასრულდა ძალიან ექსცენტრულად, ნუ იმედენად რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო : ) ნიაზი, ზუმბა და სუხიშვილები ერთად ახერხებდნენ მაყურებლებისათვის სიამოვნების მინიჭებას.

ხალხი ღელავდა , ეთნოგრაფიული გუგუნებდა და ყველა კმაყოფილი გახლდათ, არც ზაფხულის ხვატი აღარ იგრძნობოდა და არც ის რომ საზოგადოება მიჯრით იყო ჩალაგებული ამფითეატრის ტერიტორიაზე, ზუსტად ისე როგორც კონსერვის ქილაში თევზები.

ისევ და ისევ რა შეგვიძლია ვთქვათ?

ზურრიუს ზურრიუს2

მე ისევ დაველოდები მომავალი წლის არტ გენს, ისევ მექნება სიახლის იმედი, ისევ დავფიქრდები იმაზე თუ რისი შეცვლა შეიძლება, ისევ ვეცდები ვიყო ჩართული ამ ყველაფერში და რა თქმა უნდა ალბათ ისევ მოგიყვებით ფესტივალის შესახებ, თქვენ ყველას კი გირჩევთ მოემზადოთ ზაფხულის ყველაზე ცხელი თვისათვის და რაღა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ, რომ მხოლოდ უკეთესის იმედით ხდება მოვლენების გაუმჯობესება და გაკეთილშობილება, რაოდენ უკმაყოფილონიც არ უნდა ვიყოთ წელს ჩვენ იმედია მომავალში ყველაფერი უფრო სხვანაირი იქნება.

არტ გენი ეს არის ქართული სულის, ტრადიციების, შემართების, ისტორიის, გემოვნების, კულტურის და უბრალოდ თანამეგობრობის ფესტივალი. ეს ჯერ ჯერობით ერთადერთი ადგილია სადაც საქართველოს აფხაზეთიც და ოსეთიც ერთ მთლიანობაში ყავს მოქცეული და ყველანი ბედნიერად და მეგობრულად ვცხოვრობთ.

Bakuna_2561 Bakuna_2562 Bakuna_2537 Bakuna_2510 Bakuna_2544 Bakuna_2524

1 comment:

  1. არტ გენი სწორედ მაგ ქაოსურობისთვის მომწონს. წელიწადში ერთხელ ასატანია :პ ნუ, თუ უკეთესი გახდება, შეიძლება, პრეტენზიულ გოგჩოებსაც მოეწონოთ :)
    უკვე ვიცი, რა სურვილით დაველოდები 2012-ის არტ გენს: მინდა, ნინო, ნიაზა, ზუმბა და სუხიშვილები ვნახო და არც ერთი გამოვტოვო :)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!