Sunday, July 17, 2011

ზაფხულის სიცხეს ეთნოგრაფიულში დავემალოთ

აი როგორც იქნა , ზაფხულის ჩახუთული დღეების დროს ერთ - ერთი შველა, ფესტივალი არტ გენი 2011 თბილისშიც დაიწყო.

15 ივლისიდან - 24 ივლისამდე საკმაოდ ბევრი კონცერტი და წარმოდგენაა დაგეგმილი ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე. აქვე (ისევე როგორც სულ) არის ქართული რეწვის ნიმუშები გამოფენილი, თუმცა ამ წელს , რამოდენიმე ძალიან გამორჩეული ავტორი აღმოვაჩინე, რომელიც მანამდე არასოდეს მენახა.

P1160565 P1160552 P1160553 P1160554 P1160555 P1160558 P1160560

ისე სანამ გადავალთ იმის მოყოლაზე თუ რა იყო უკვე და რა იქნება, უნდა აღვნიშნო შემდეგი რამ :

- ამდენი წელია ტარდება არტ გენი (თუ არ ვცდები უკვე 8 ან მეტი წელია), მაგრამ ამ ფესტივალში არაფერი იცვლება, სრულებით არაფერი. მე ვხვდები რომ ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ხალხი მაინც მივა ,რანაირიც არ უნდა იყოს მორიგი ფესტივალი და რა შეცდომებიც არ უნდა იქნეს დაშვებული ორგანიზებაში , მაგრამ როდესაც ღონისძიებას ორი ისეთი სპონსორი ჰყავს როგორიცაა ბანკი კონსტანტა და ევროკავშირი – ასე არაფრით არ შეიძლება.

ვფიქრობ რომ არტ გენის ფესტივალზე უამრავი სიახლის დამატება შეიძლება, რომელებიც მხოლოდ და მხოლოდ მოიზიდავს ხალხს და მათ უფრო დიდ სიამოვნებას მოჰგვრის.

ჰო ახლა კი უფრო კონკრეტულად იმაზე თუ რა და როგორაა ეთნოგრაფიულ მუზეუმში (თუმცა უმეტესობამ ალბათ ძალიანაც კარგად იცით ყველაფერი)

ისევ და ისევ ფესტივალი დღის 12:00 საათიდან იწყება, რაც ძალიან შთამბეჭდავია, რადგან ზაფხულის ხვატისგან გასაქცევად ეთნოგრაფიული ყველაზე გენიალური და ჩემი აზრით ეკოლოგიური ადგილია თბილისში. წარმოდგენილი არიან სხვადასხვა რეგიონისა და ეროვნების მომღერალთა გუნდები და მოცეკვავეთა ანსამბლები, ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი იყრის ერთად თავს არტ გენზე – ეს უდავოა.

P1160581 P1160567 P1160568 P1160573 P1160575 P1160576 P1160580

ერთ ერთი ყველაზე ნერწყვის მომდენი, როგორც ყოველთვის - თონეში შეფიცხინებული პურები (რომელიც ადგილზევე ცხვება) და მწვადია, მიუხედავად ცოტა მაღალი ფასისა ამ ”წარმოებას” კლიენტები სულ ჰყავს,  ასევე შეგვიძლია აღვნიშნოთ ლუდის საკმაოდ კარგი ფასი (რამაც გამაკვირვა ამჯერად არტ გენზე)

შუა დღეს შეინიშება უცხოელების დიდი ნაკადი, რომელსაც საღამოს - გართობას მოწყურებული ქართველობა ცვლის, ამფითეატრი უმალვე ივსება ხოლმე 18:00 საათს რომ გადაცილდება და ყველა სულგანაბული უცდის პირველი გამომსვლელის გამოჩენას სცენაზე, თუმცა ”საუნდ ჩეკის” ყურება/ მოსმენა კიდევ უფრო დიდი ხანს უწევთ ხოლმე, ვიდრე თვითონ კონცერტის.

მიუხედავად ამ ყველა პლიუს მინუსისა, არტ გენი მაინც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფესტივალია და ვისურვებდი რომ ის კიდევ უფრო მრავალფეროვანი და გრანდიოზული, ორიგინალური და საინტერესო გამხდარიყოს.

პ.ს რჩევა: ვისაც საკუთარი ავტომობილით გნებავთ იქ ასვლა ან დღის 5 საათამდე გააკეთეთ ეს , ან საერთოდ დაივიწყეთ მსგავსი იდეა. საღამო ხანს გზაზე ისეთი საცობები იქმნება რომ შეიძლება საერთოდ დაგეკარგოთ ფესტივალზე მოხვედრის სურვილი.

4 comments:

  1. შაბათ-კვირას აუცილებლად ავალ

    ReplyDelete
  2. რა კარგი ჭიქაა..<3

    ReplyDelete
  3. ლოლ
    თექის ყვავილების ფოტო როგორც კი დავინახე, მაშინვე ის გავიფიქრე, რაც შენ პოსტში გიწერია. წლები ამ ფესტივალზე არავინ არაფერს ცვლის და საით მიდიან, კაცმა არ იცის. მიდიან, რო საერთოდ, ან უნდათ? მოკლედ, არ ვიცი, მე ერთი–ორჯერ ვიყავი მანდ და მერე შორს წავედი :დ

    ReplyDelete
  4. ადრე..უფრო ზუსტად 3–4 წლის წინათაც კი არტ–გენის ერთი დღის გამოტოვებაც კი არ მინდოდა, ახლა კი...რაღაც არ ვიცი, რატომღაც აღარ მაქვს არც სურვილი , არც მოტივაცია, არადა როგორ მინდოდა დღეს არ გამომეტოვებინა ნინოს კონცერტი..არცერთ წელს არ გამომიტოვებია

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!