გააჩინე, მიატოვე, დასტრესე, გაუშვი და ისიც იგივე გზას გაივლის….

ადამიანებს შვილების გაჩენა რომ ახასიათებთ ამას დედამიწაზე კაცთა მოდგმის პოპულაციითაც შეატყობდით , თუმცა იმას თუ როგორ და როდის , ან სულაც რატომ უნდა გააჩინოს ადამიანმა შვილი ასე მარტივი სტატისტიკით ვერ გაიგებდით.
b6424b4fb2მე თუ მკითხავთ ადამიანები შვილებს იმ დროს აჩენენ როდესაც არ იციან თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათთვის ახალი სიცოცხლე და ვერც იმას ატყობენ - ამ ახალ სიცოცხლეს რა სჭირდება მათგან.
ახალგაზრდა წყვილები რომლებიც ჯერ ფეხზე ვერ დამდგარან მყარად, შვილებს საკუთარ მშობლებთან (ან უკეთეს ვარიანტში კარგად დატრენინგებულ ძიძა-ფსიქოლოგთან) ამწესებენ და ჰგონიათ, რომ     ყველაფერი კარგად იქნება, შემდეგ კი – ანუ უკვე იმ მომენტისათვის როდესაც მათში მწიფდება ის აზრი თუ რა არის შვილი და  უნდათ მასთან ურთიერთობა ყველაფერი დაგვიანებულია და ბავშვი უკვე გაიზარდა.
გაიზარდა თავისებური, ან ბებია-ბაბუისებური, ან სულაც არანაირი და მშობლებს უჩნდებათ უკმაყოფილება, პრეტენზიები. ამის შემდეგ იწყება სკანდალები, ბავშვი ვერ იგებს რას ჩასჩიჩინებენ, მშობლები ვერ იგებენ რატომ ვერ იგებს მათი შვილი რას სთხოვენ… არადა  სამწუხაროდ საერთო ენა ხომ უკვე დიდი ხნის წინად დაიკარგა მათ შორის.
ისევ და ისევ გავმეორდები და ვიტყვი : ადამიანებმა ბავშვი მხოლოდ მას შემდეგ უნდა გააკეთონ და baby_on_the_beach_by_poivreგააჩინონ რაც ექნებათ იმის ტრაკი, რომ ყოველ საღამოს მხოლოდ ძილი ნებისა კი არ უსურვონ, არამედ მათთან ერთად ივახშმონ და მერე თუნდაც კონსტრუქტორები მოფანტონ დიდ ოთახში, შაბათ კვირას აიკრიფონ და პიკნიკზე წავიდნენ ან ახალი ატრაქციონები მოინახულონ.
ბავშვი არ არის ლამაზი და საამაყო ლარნაკი , რომელიც მხოლოდ დღესასწაულებზე უნდა აჩვენო ნაცნობ მეგობრებს.
ბავშვი არც რაიმე მიღწევაა – მანამდე მაინც სანამ ის რამეს თვითონ არ მიაღწევს იმით ,რაც მშობლისგან გაიგო ან ისწავლა.
ბავშვი არაა საკუთრება, ის ცოცხალი და დამოუკიდებელი ორგანიზმია, რომელსაც დაბადებისთანავე თავისი მოთოხოვნილება/სურვილები და უფლებები აქვს.
20041130-freid_lisბავშვი არც აუხდენელი ოცნებების განსახორციელებელი მანქანაა… ის ახალი ადამიანია, რომელსაც ისევე უნდა რომ ვიღაცას უყვარდეს, როგორც თვითეულ ჩვენგანს და მოდით გავიხსენოთ როგორი ურთიერთობა გვქონდა მშობლებთან, როგორ გვზრდიდნენ, რას ჩაგვჩიჩინებდნენ და ვეცადოთ რომ ყოველი შემდეგი სიცოცხლე უფრო დამოუკიდებელი, გონებაგახსნილი და წარმატებული იყოს , თანაც ისე რომ მას ჩვენი ”ცოდნა-სიბრძნეები” თავს კი არ მოვახვიოთ, არამედ მასში აზროვნების და ფიქრის შესაძლებლობა, გადაწყვეტილების მიღების დამოუკიდებელი უნარი გავაღვივოთ.
დაბადე სიცოცხლე და მიეცი მას საშუალება საკუთარი შეცდომები დაუშვას! ორიგინალი ყოველთვის ჯობია კოპიას!

Post a Comment

10 Comments

  1. ამოვბეჭდავ და დავკიდებ დაფაზე, რომ დავხედო ხოლმე და არ გადავვარდე მარაზმებში

    ReplyDelete
  2. ჰმმმ დავფიქრდები რო კარგი,სამაგალითო და მოსიყვარულე მშობელი ვიყო!არ ჩავფიქრებულვარ არასოდეს ამ საკითხზე ესე ჩაღრმავებულად

    ReplyDelete
  3. 13th - : ) ჰო ჯობია არ გინდა უკიდურესობები : )

    ReplyDelete
  4. ოჯახის დაგეგმვა (თუ სწორად მახსოვს ტერმინი) მხოლოდ წყვილის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას კი არ გულისხმობს, იმასაც ითვალისწინებს, რამდენად მზად არის დედ-მამა ახალი სიცოცხლის საპატრონოდ.

    და პატრონობა მხოლოდ საჭმელ-ჩასაცმელით უზრუნველყოფა არ არის.

    აქტუალური თემაა, ჩორვენ. სამწუხაროდ, ამაზე დღეს იშვიათად ფიქრობენ და კიდევ უფრო იშვიათად წერენ.

    ReplyDelete
  5. ეს უკვე ჩარხია, საჩეკი მანქანა, რომელსაც აგერ-ეგერ დაზეთავენ და გააგრძელებს ურთიერთგაუცხოებული თაობების ჩეკვას.

    ReplyDelete
  6. მტკივნეული თემაა +1

    ReplyDelete
  7. Anonymous11:22 PM

    სრულიად გეთანხმები :) პირველივე ღამეს ცოლები ფეხმძიმედ არიან, რა უბედურებაა რა :)) მერე ბავშვის აღზრდა ამ ხალხს იოლი საქმე ჰგონია, არადა ბავშვთა ფსიქოლოგიაზე წიგნებს რომ გადახედო, ისეთი რთული სისტემა რო რავი :)

    ReplyDelete
  8. Anonymous2:38 PM

    შენ შემოგევლე ჩორვენ... რა ჩემნაირად აზროვნებ...

    ReplyDelete
  9. ძიძა ნამდვილად არ მყოლია, არც მთლად პაპა-ბებიას გავუზრდივარ, მაგრამ ისეთი პაპიდა ,,მზრდიდა", ყველა კარგი თვისება, რაც კი მაქვს, მგონი, მისი დამსახურებაა.

    მშობლების ნამდვილად კმაყოფილი ვარ, მაგრამ მეტიც შეიძლებოდა. უმადური არ ვარ. პირიქით :)

    უბრალოდ, უფრო სხვანაირი ინტერესით რო მომქცეოდნენ, მუსიკის ნაცვლად, ჩემთვის ეკითხათ და რაც მინდოდა, იმაზე ვეტარებინეთ და ა.შ. და ა.შ. უკეთესი იქნებოდა.

    ვეცდები ჩემი შვილი სხვანაირად გავზარდო, თუმცა ამ სხვანაირობამ არ მინდა ისე გაათამამოს, სითამამე თავხედობაში გადაეზარდოს.

    და ჩემი შვილის გულისთვის, მზად ვარ ჟურნალისტობასაც კი თავი დავანებო. :)

    არ გადავამოწმებ რა, რა დავწერე :) :) :) :

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!