Thursday, June 23, 2011

არტ გენი – რუსთავს სტუმრობდა

ქალაქში სადაც ”ხელოვანთა კლუბი” დიდი ბოქლომითაა ჩაკეტილი კულტურული ცხოვრება ალბათ P1140616მინუს უსასრულობისკენ ელვის სიწრაფით მიჰქრის, თუმცა არტ გენის გასვლითი ტურის მეორე დღემ ქალაქ რუსთავში მაინც ჩაიარა და შეიძლება  ითქვას  - არც თუ ისე ცუდად.

რა თქმა უნდა დილას ისევ შევიკრიბეთ დათქმულ ადგილას , კონსტანტამ კი ისევ იზრუნა  ტრანსპორტზე. სულ რაღაც 30 წუთში აღმოვჩდნით რუსთავის თეატრის შენობასთან.

12:00 საათისათვის კონცერტი უკვე დაწყებული იყო და ჟრიამული სცენიდან საკმაოდ შორს ისმოდა  .

50 ადამიანი ჩამოვლაგდით ავტობუსიდან და მიმოვიფანტეთ. მე და ნასტასია დავყიალებდით და P1140563ვათვალიერებდით გამოფენილ ნამუშევრებსა და აზერბაიჯანელი წარმომადგენლების კულინარულ შედევრებს. რამოდენიმე სახეობის ტკბილეულობა გავსინჯე კიდეც და ძალიან მომეწონა.

ერთი იყო ჰალვა რომელიც ლავაშით იჭმევა და ძაალიან ნოყიერი, ტკბილი და გემრიელია, ხოლო მეორე იყო ნამცხვარი სახელად ”განტამა”. ეს იყო 11 ფენისაგან გაკეთებული ხრაშუნა რგოლები, რომლებიც თურმე მათი ტრადიციის მიხედვით საპატარძლოს უნდა გაატანოს ოჯახმა როცა ის საქმროს ოჯახში მიდის პირველად.

ამის შემდეგ უკვე სცენისკენ გადავინაცვლეთ და დავიწყეთ კონცერტის ყურება. რუსთავში წარმოდგენილ კონცერტზე ჩემი ფავორიტები გახლდნენ ანსამბლები: P1140619

  • ენგური
  • მწვერვალი (თუ სახელი არ მეშლება)
  • გორგასალი

უნდა ითქვას რომ მიუხედავად ჩემი არტ გენისადმი დიდი სიყვარულისა არაფრით არ შეიძლება, რომ ასეთ გასვლით ტურებში მოუწესრიგებელი იყოს საპირფარეშოს ამბავი. კინაღამ ყელში გამეჩხირა შარდის ბუშტი, იმიტომ რომ ერთადერთი - თეატრში არსებული - ტუალეტი ისეეთ სასტიკ მდგომარეობაში იყო , რომ მინიმუმ აკვალანგები და ღამის ხედვის აპარატი უნდა გეშოვნა  იქ შესვლა თუ დაგჭირდებოდა , ეს ამბავი კი ასეთ ღონისძიებაზე სასწაულ დისკომფორტსა და უხერხულობას ქმნის.   

ამ დღესაც აამღერეს ჩვენმა ლოტბარებმა მთელი თუ არა ნახევარი ავტობუსი ნამდვილად და ეს ყველაფერი ისევ ძალიან სასიამოვნოდ ჟღერდა!

ასევე უნდა აღვნიშნო ისიც რომ 12:00 დან 18:00 საათამდე ტრადიციული ფოლკლორი კარგია, მაგრამ დამღლელი, ხოლო 18:00 საათისათვის ყველა ისე იღლება რომ არც ”რეგიონის” გამოსვლა უნდა არავის და არც სხვა ვინმე თანამედროვე შემსრულებლის, რაც ძალიან ცუდია ფესტივალისათვის.

ჯამში შემიძლია გითხრათ რომ მაინც არ იყო ცუდი რუსთავის არტ გენის დღე , ხოლო მე სულმოუთქმელად ველოდები 25 რიცხვს - როდესაც არტ გენის დიდი კოლონა დაიძვრება ფოთისაკენ და მალთაყვის ტბის პირას  აღჟერდება ქართული სულისკვეთებით გაჟღენთილი ჰანგები!

ემოციები და შეგრძნებები ამ დღის შესახებ ასევე იხილეთ – ნასტასიასთან.

7 comments:

  1. აუაუ, როგორ მინდა, მეც თქვენთან ერთად "ბოდიალი" ქართულ ტრადიციებში, მარა ვინ გაგახარებს :(

    ReplyDelete
  2. :D:D:D: კომენტარის სათაურზე გამეცინა :დ, ხო თქვენც იყავით მანდ? არც ისე სულელობა არ ყოფილა :დ

    ReplyDelete
  3. Shoka - ras ამბობ ვინ თქვა სულელობა იყოო??
    მე ეგ არ მითქვამს : ) უბრალოდ იყო რიგი მინუსებისა რომელიც სულ არ მომეწონა : )

    ReplyDelete
  4. არა მეც სხვანაირად დავწერე ეგ,მე მეგონა არ იქნებოდა კარგი მაგრამ სულ სხვანაირად აღმოჩნდა.
    ქალაქში სადაც ”ხელოვანთა კლუბი” დიდი ბოქლომითაა ჩაკეტილი < :D ცუდია ასე რომ ფიქრობ. :)

    ReplyDelete
  5. Shoka me sul ar vfiqrob, me vakvirdebi da rac damxvda samwuxarod is agvnishne.
    saertod abra rom tvalshi meca magitom mivaqcie yuradgeba magram sul tyuilad: |

    ReplyDelete
  6. ხო მეც შევამჩნიე რომ სულ არ აკვირდები და არ ფიქრობ :)

    ReplyDelete
  7. Anonymous9:21 AM

    vai maq mec viyavi sapirparesho martlac sashineleba iyo. shemdeg agvixsnes kidevac ratom iyo maseti sitvaciac. martlac damgleli iyo :(

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!