თავადიშვილებო რიგში მოეეეწყვეთ! - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Wednesday, June 08, 2011

თავადიშვილებო რიგში მოეეეწყვეთ!

ბატონყმობა საქართველოში XVII საუკუნეში გადავარდა (თუ არ მეშლება), თავად-აზნაურების ფული თუ დიდებაც ჩაბარდა წარსულს, მაგრამ მე მიკვირს ჩვენს საუკუნეშიც კი როგორ შემორჩნენ ისეთები ,რომლებსაც ჰგონიათ რომ მათი გვარი(წარმომავლობა) ჯერ კიდევ რაღაცას ნიშნავს და მათ საზოგადოებაში რაიმე უპირატესობას ანიჭებს .

დღესდღეობით ამილახვარი მხოლოდ წარმომავლობას თუ განსაზღვრავს და ბაგრატიონის გაგონებაზე თვალწინ მამულები და ყმების რაოდენობა აღარ წარმოგვიდგება.

თუმცაღა დღევანდელობაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები , რომლებიც თვლიან რომ მათი ოჯახი და გვარიშვილობა მაინც განსაკუთრებულია და ვინმე ”გლეხური” წარმომავლობის გვარის ადამიანს ზემოდან უნდა დაჰყურებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრი ასეთს თავს არ უნდა უყადრებდეს , ხოლო მათთან ურთიერთობაზე ფიქრი კი საერთოდ სასაცილოდ არ ჰყოფნით. 

დიახ ძვირფასებო, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. სულ ახლახანს შევხვდი ერთ ასეთ ოჯახს შემთხვევით. ამ ოჯახის წევრები თავს ცისფერსისხლიანებად თვლიან, დღემუდამ იმას მოსთქვავენ თუ როგორ იცვლება ხალხი და როგორ იკავებენ სიმაღლეებს ”გლეხუჭები”, როგორ ხელმოკლედ ცხოვრობენ ისინი – მაშინ როდესაც მათი მამა-პაპა აზრიალებდა ქვეყანას და ოქროსა თუ ვერცხლს ქარს ატანდა უპრობლემოდ.

ნუთუ თქვენ არასოდეს შესწრებიხართ მომენტს როდესაც მშობლები შვილებს გულისსწორს მხოლოდ გვარიშვილობისა თუ წარმომავლობის გამო უწუნებენ? მხოლოდ ამ ნიშნით განსაზღვრავენ, რომ ისინი ერთმანეთისათვის შეუფერებლები არიან?

ვწუხვარ რომ ერის არც ისე პატარა ნაწილი დეგრადირებს, რომ ხალხი მისტირის წარსულს - რომელიც ისეთი ღირშესანიშნავიც არ ყოფილა როგორიც მათ წარმოუდგენიათ და ჰგონიათ. დასანანია რომ ვიღაცეები ჯერ კიდევ არაფრისმთქმელი მახსიათებლებით აკეთებენ ადამიანის შეფასებას და არა მათი ღირსებების მიხედვით.

Blog Archive

Subsrcribe