გზამკვლევი ქალების გულებამდე (და არა მხოლოდ)

იცით რა ნამდვილად ვერ დავიჩემებ აქ დაწერილ ყველა მოსაზრებას უკლებლივ ყველა ქალი ეთანხმება მეთქი, მაგრამ ვეჭვობ რომ ქვემოთ მოცემულ პოსტს ქალების უმეტესი ნაწილი , მაინც იზიარებს.
მოკლედ რა მინდა მოგიყვეთ და …. tumblr_ll3j6fbvBS1qjq2s0o1_500
მინდა მოგიყვეთ იმის შესახებ თუ როგორი მამრები იწვევენ ჩემში ანტიპატიას . ძირითადად რა მახასიათებლების გამო ვარ მზად ვწვდე თითოეულს ყელში და კოვზით ამოვაძრო ხორხი.
ნუ თუ სულ თავიდან – გაცნობის ან პირველი შეხვედრის მომენტიდან დავიწყებთ მაშინ ყველაზე გამაღიზინებელი არის ”შემფასებლური ათვალიერებ-ჩამოთვალიერება”. არადა ასე რთულია ცოტა თავი შეიკავო ადამიანმა და ჯერ საფუძვლიანოდ მიესალმო ქალს , ხოლო მერე დაუწყო თხემით ტერფამდე თვალის გადავლება?
ამის შემდეგ ძირითადად სჩვევიათ უაზრო კომპლიმენტის ან ხუმრობის ამოსროლა რაც იმაზე მეტად სასაცილოა ვიდრე უნდა იყოს და იმიტომ კი არა , რომ მართლაც დროული იყო ეს მათი რეპლიკა , პირიქით იმიტომ რომ ძალიან უდროოდ წამოაყრანტალეს რაღაც. ამის მაგივრად  შეიძლება რამე ჰკითხო - მაგალითად რას ისურვებს (თუ სადმე კაფეში არიან, ) ან სად ისურვებდა წასვლას (თუ ჯერ არსად არ არიან), ან სულაც რავიცი ხომ არ ისურვებდა ნაყინიდან დაეწყოთ შეხვედრა?
შემდეგ უკვე ყველაზე გამაღიზიანებელია როდესაც კაცს  ყოველი სიტყვა და ფრაზა უნდა ჰქაჩო პირიდან ძალით, როდესაც გიწევს იმაზე ზრუნვა რომ არ ჩამოწვეს უხერხული სიჩუმე, როდესაც ისიც უხერხულობის გამო დებილობას ამოთქვამს (და მერამდენედ) და ამაზე ზრდილობის გამო მაინც უნდა გაიცინო (აბა რომ გაიღიმო ეგ ”უდარ ნიჟე პოისა იქნება”). წარმოუდგენელია რატომ არიან ხოლმე მამრები ასეთი მოუხერხებლები, მოუქნელები და სიტყვაძუნწები ასეთ საინტერესო მომენტებში. თუნდაც ფეხბურთზე ისაუბრონ , ჯანდაბას მაგრამ ნუ გაჩუმდებიან – მე ეს მკლავს.
ამ ყველაფერსაც თუ უკუვაგდებთ მაშინ კიდევ ერთი საკვირველი რამ მაქვს შემჩნეული, როდესაც საქმე სადმე ”ზავიძენიაში” წასვლაზე მიდგება – კაცები იბნევიან როგორც მუჭა ბრინჯი და მდედრებს არჩევინებენ ”შეხვედრის” ადგილს, მიკვირს - ნუთუ მათ უმეტესობას სახინკლის ან სახაშის გარდა საყვარელი კაფე/ბარი არ აქვთ, ერთი მაინც?
ზოგჯერ ვფიქრობ იმიტომ არ ტყდებიან და ნებისმიერ არჩევანის უფლებას ქალს ანიჭებენ რომ ამით ცდილობენ მასზე ცოტა მეტი გაიგონ, მაგრამ საბოლოოდ ეგ აზრი ძალიან სულელურად მეჩვენება ხოლმე და ვერაფრით ვხსნი მათ ასეთ შებოჭილობას.
Cafe_Artistes_by_skiphuntრთულია მყუდროდ და სასიამოვნოდ იგრძნო თავი ყველა ამ სიტუაციის შემდეგ, არა ისე არ იფიქროთ რომ არ მიცდია ასეთი სიტუაციის შეცვლა და რამით გახლისება მარა ამაზეც რომ ვერ ავიყოლიე რამოდენიმე მამრობითი სქესის წარმომადგენელი მივხვდი – სიტუაცია უიმედოა!
თუმცა ამ პირველ და საერთოდ შეხვედრებს თავი დავანებოთ, აიღეთ სიტუაცია როდესაც ვიღაც ადამიანს უკვე რაღაც პერიოდია ხვდებით და ასე ვთქვათ ნელა ნელა ურთიერთობას აკოწიწებთ რა ხდება ასეთ დროს?
ისინი მაინც პასიურ როლში არიან ხშირ შემთხვევაში, არანაირი იდეები, კრეატიულობა, მოკლედ ისეთივე მოსაწყენები რჩებიან (ძირითდად, მაგრამ კიდევ კარგი სულ არა) როგორებიც დასაწყისში იყვნენ და იმედი რომ გაიხსნებიან - მომენტალურად , ხმაურით კვდება.
თუმცა მიუხედავად საკმაოდ პესიმისტური პოსტისა მაინც შემიძლია ვთქვა რომ ჩემს ნაცნობ მამრებში ასეთები ძალიან , ძალიან მცირედ არიან ( ვუფრთხი ასეთებს უკვე, მადეპრესირებენ) და თანაც რა თქმა უნდა არსებობენ გამონაკლისები – რასაც გილოცავთ ყველა მდედრს : )

Post a Comment

9 Comments

  1. yes, არიან საპირირპიროებიც, ჰიპერაქტიულები და რეაქტიულები :D

    ReplyDelete
  2. "(ძირითდად, მაგრამ კიდევ კარგი სულ არა)" და "რა თქმა უნდა არსებობენ გამონაკლისები" რომ არ ამომეკითხა ამ პოსტში ალბათ, როგორც ნამდვილ სამურაის ჩვევია "ხარაკირი"–ს ჩავიტარებდი, იმიტომ რომ მეგონა მართლა ასეთი უიმედოები ვართ–თქო

    ReplyDelete
  3. it was so damn funny : ))))

    ReplyDelete
  4. David - არ ინერვიულო : ) ვიცი რა რომ გენიალური წარმომადგენლებიც არსებობენ მამრობითი სქესის არსებებში : ) ამიტომაც დავწერე ეს ყველაფერი იქნება დანარჩენების მიემსგავსონთქო : )

    OTO - ^^ ნუ მე მკითხე , კი არადა ჩვენ : )

    ReplyDelete
  5. ზუსტად : ))) ნუ ძირითადად შენი ნაწერები იმიტომ მიყვარს, რომ რეალობას ძალიან სწორად აღწერ, მარტივად და პირდაპირ :)

    ReplyDelete
  6. ინერტული არც კაცი ვარგა და არც ქალი. ორივე თანაბრად მოსაწყენია, კრეატიულობა კი ორივეს ერთნაირად უხდება.

    ReplyDelete
  7. მე გამიმართლა, ნუუ 24/7-ზე არა, მარა გამონათებები გვაქვს ხოლმე და ფრიად სასიამოვნოც :)))

    ReplyDelete
  8. ახლა გაიჩითა კომენტარების ბარი :მო:

    ReplyDelete
  9. "შემფასებლური ათვალიერებ-ჩამოთვალიერება" – არის ის, რაც მეც სასწაულად მაღიზიანებს. აი მართლა ფუჰ.
    სისულელის წამოყრანტალების ამბავშიც გეთანხმები.
    მოუხერხებლები, მოუქნელები და სიტყვაძუნწები – კვადრატში.
    წასასვლელ ადგილზე ასი კიარადა ორასი %–ით გეთანხმები. გამოცდილი მაქვს.
    "ისინი მაინც პასიურ როლში არიან ხშირ შემთხვევაში, არანაირი იდეები, კრეატიულობა, მოკლედ ისეთივე მოსაწყენები რჩებიან (ძირითდად, მაგრამ კიდევ კარგი სულ არა) როგორებიც დასაწყისში იყვნენ და იმედი რომ გაიხსნებიან - მომენტალურად , ხმაურით კვდება." – ვაიმე, ეს ჩემი უმწარესი გამოცდილებაა.

    ხოდა მეც ვცდილობ, რომ ნორმალური მამაკაცებთან ვიურთიერთობო (ანუ ვიკონტაქტო და არა რომანი გავაბა)
    რომ ვხვდები, რომ ესა თუ ის მამაკაცი ასე იდიოტურად იქცევა, საერთოდ ახლოს არ ვიკარებ. მხოლოდ ფორმალური ღიმილი და სულ ესაა.
    ეს პოსტი სხვანაირად გამიხარდა.
    კიარადა მესიამოვნა.
    თითქოს ჩვენში შემოხვედი და გულში რაც გვიდევს, ის თქვი. მადლობა. :*

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!