Saturday, April 30, 2011

აკინძული საგანძური

წიგნები ადამიანებივით არიან…. ისინი ან გიყვარს ან არა , ან შენიანები არიან ან არა, ან იგრძნობ ან booksვერა…. მოკლედ მათ აქვთ სული და ისინი ძალიან ინდივიდუალურები არიან.

მთელი ცხოვრება მინდოდა წიგნის დაწერა (მთელი ცხოვრება რა სულ 23 წლის ვარ), თუმცა დღემდე მგონია, რომ მაგას შევძლებ ალბათ სადღაც ღრმა სიბერეში.

ისიც დიდი ხანია მჯერა , ან ვცდილობ დავიჯერო რომ ყველა წიგნი რეალობას თუ არა, მის ნაწილს მაინც ასახავს და მხოლოდ ავტორის ფანტაზიის ნაყოფი არაა. 

წიგნი ძალაა. წარმოიდგინეთ ზიხართ მარტო, მშვიდად და ხელში გიჭირავთ ლამაზად აკინძული ფურცლების დასტა, რომელიც ახერხებს იმდენს, რომ დროსა და სივრცეში მოგზაურობას იწყებთ, გავიწყდებათ რეალური გარემო და თავს ზუსტად იმ ისტორიაში ყოფთ რომელიც ხელზე მხოლოდ და მხოლოდ შეკვრა ფურცლების სახით გიდევთ.

ნუთუ არსებობს ამაზე დიდი ჯადოქრობა?

ძალიან დიდი ნიჭია წიგნის წერის უნარი, არ აქვს მნიშვნელობა წერ ბევრს თუ ერთს, მოცულობითს თუ მცირეს…

მე მგონი არ არსებობს წიგნი, რომელიც დარჩა სადმე წაუკითხავი და მოუწონებელი, არ არსებობს წიგნი რომელმაც ვერ იპოვა დამფასებელი ადამიანი.

ყველაზე დიდი განძი მეგობრების მერე ალბათ მაინც წიგნებია ♥

library-e1281128323371

5 comments:

  1. მართალი ხარ, ჩორვენ...

    ReplyDelete
  2. მე შენზე სამი წლით ადრე დავიწყე წიგნის წერაზე ფიქრი, როგორც ვხედავ და ჯერ ისევ პირველ თავზე ვარ გაჩერებული ;)

    ReplyDelete
  3. ოოოოოი, როგორ მეზიზღებოდა ეგ ფურცელზე აკინძული წიგნი, "კითხვა", "ცოდნა", ძალით და ცემატყეპით სახეზე აკრული წიგნი!!!!!!!!!
    არ შეიძლება, აიძულო კითხვა, თუკი არ უყვარს - შეძულდება. არ შეიძლება, აიძულო ფორტეპიანო,თუკი არ უყვარს - მუსიკა შეძულდება.
    ყველაფერს თავისი დრო აქვს!
    ბოდიში, რომ ვიწუწუნე, მაგრამ მე წიგნების კითხვა მე-10 კლასიდან დავიწყე. ჩემით, როცა ყველამ ხელი დიდი ხნის წინ ჩაიქნია :)

    ReplyDelete
  4. წიგნები მეც მიყვარს :) იმდენადაც კი რომ ზოგჯერ წასაკითხადაც ვერ ვიმეტებ :D აბა რო წავიკითხავ მერე რაღა წავიკითხო :D დღემდე ვნანობ ,,იყალთოელი ბიჭები " წაკითხული რო მაქვს. სიამოვნებით წავიკითხავდი თავიდან და მაგრადაც ვისიამოვნებდი.

    ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული-მეთქი ვერ ავტრაბახდები, მარა არც ცოტა. თუმცა ჩემ მიერ წაკითხული წიგნების უმეტესობა არაპოპულარულია. ვერ წავიკითხავ მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიო გაგიჟდა და რატომღაც მისი წაკითხვა აუცილებელია.

    წიგნებს სუნის, ფერის, ფურცლების და შრიფტის მიხედვითაც ვარჩევ.

    ისე დიდი ხანია აღარ წამიკითხავს :( ძირითადად პროფესიული წიგნებით ვარ დაკავებული და მხატვრულისთვის დროც აღარ მჩება.
    წიგნის დაწერა მეც მინდა, ორჯერ დავიწყე კიდეც თუმცა ორივე შუა გზაზე მივატოვე :( (უაზრობა გამოდიოდა და იმიტომ )

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!