Monday, April 11, 2011

გაზაფხული შემოსულა , ლაშქრ

მართალია (გეცოდინებათ ეს მკითხველებს) რომ სიცხე გულისრევამდე მძულს და ზაფხულსაც ვერ ვყვარობ დიდად, მაგრამ როგორც კი გაზაფხულის სუნი შემიღიტინებს ცხვირში, მომენტალური ცმუკვა მეწყება.

აგერ უკვე 2 კვირაა კარავში დაძინებასა და გაღვიძებაზე ვოცნებობ, ლაშქრობა მწყურია და ბუნებაში მინდა გავარდნა.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა - თბილისის შემოგარენში საკმაო ადგილები გამახსენდა, რომელიც მოსალაშქრად ღირს და თანაც ვიკენდიც რომ საკმარისი იყოს ისე.

ჰოდა რადგანაც არ ვარ ”ჟმოტი” ვიფიქრე სხვებსაც გავუზიარებ იქნება კიდევ ვიღაცას უკაწკაწებს კბილები და უნდა სადმე გაქუსვლა.

koj8მოდით დავიწყოთ საიდანმე , რა მნიშნელობა აქვს საიდან.

ნუ ფრიად ლამაზი და საინტერესო ტყე და სალოცავია მამკოდაში. არც ისე შორია და თან ნახვადაც ღირს, ხოლო თუ მანქანაც გყავთ, რომელიც გრუნტის გზებს კარგად იტანს საერთოდ ”შოკოლადში” ხართ შეიძლება ითქვას.

კიკეთიც არაა ცუდი ადგილი იმისათვის, რომ ორი დღით გაბოდიალდე ადამიანი, ცოტა სიგრილე და სასიამოვნო ბუნება ნახო, თუმცა ის ბუნება რაც იქ დაგხვდებათ უკვე 1000ჯერ ნახული და გადათელილია, მაგრამ კარვის გასაშლელად და დილას გრილ ამინდში გასაღვიძებლად ვარგა.

ამბობენ ქოროღლის ციხეც ძალიან მაგარია ასე საბოდიალოდო (მე კი ჯერ არ ვყოფილვარ მანდ მაგრამ   მჯერა) ჰოდა მგონი დასაჯერებელია ეგ ამბავი. ასე რომ ეგეც ვარიანტია, არა მხოლოდ ბუნება არამედ ისტორიის არც ისე პატარა ნარჩენებიც სარფიანი საქმეა.

სულ დამავიწყდა და ჭილის ტბაზე ასვლაც არაა ურიგო საქმე, თან ტბა , თან ტყე თან მოკლედ ყველაფერი. არც შორია არც არაფერი. მოკლედ საუკეთესოა ცოტა გასანიავებლად, ბებერი ძვლების ცჰილგასავარჯიშებლად და უბრალოდ გასახალისებლად.

ხოდა ბოლოს მარტყოფშიც შეიძლება წასვლა, აქვეა ყურისძირში და თან ამავე დროს კარგიცაა გასაბუნებებლად.

ამჯერად ამით დავკმაყოფილდეთ და დანარჩენი მერე იყოს.

აქვე შეგახსენებთ რომ ნუ გაანადგურებთ ტყეს, არ გაჩეხოთ ხეები, ნუ დატოვებთ ნაგავს ბუნებაში , თუ მაინც და მაინც კოცონს გააჩაღებთ ყურადღება მიაქციეთ და წამოსვლამდე დარწმუნდით რომ ის სრულად ჩაქრა.

გაუფრთხილდით იმას რაც ამხელა სიამოვნებას უსასყიდლოდ გვანიჭებს!

7 comments:

  1. ამ შაბათ-კვირას მე რამდენად შევძლებ არ ვიცი, მაგრამ თუ შევძლებ ქოროღლი ან ჭილი მინდა, არცერთგან არ ვარ ნამყოფი :)

    ReplyDelete
  2. შენ სტაჟიანი და გამოცდილი ტურისტი ყოფილხარ... არც ერთი ადგილი არ ვიცოდი.

    ვგეგმავ მაისისთვის რაღაცებს და სანამ საბოლოოდ დავგეგმავ, აქ შემოვიხედავ.

    ReplyDelete
  3. Molly - ტურისტი არ ვიცი და მაწანწალა კი ბატონო : ))
    ხოდა შემოიხედე შემოიხედე : ) თუ მაინც და მაინც ზურგჩანთის ჩალაგებაზეც მიწერია და რავიც კიდევ ბევრ რამეზე ლაშქრობებს რაც ეხება : )

    ReplyDelete
  4. Anonymous4:05 PM

    ჩორვენ, ჭილის ტბაზე ბანაობა შეიძლება? და ერთი დღით წაისვლება? მარტო კვირას ვისვენებ და მაინტერესებს..
    ანა

    ReplyDelete
  5. ანა - ერთი დღით წაისვლება თუ მანქანა გყავს კარგი რომელიც იქამდე უპრობლემოდ მივა : ) ბანაობა ცოტა რთულია იმიტომ რომ მოჭაობებული აქვს ნაპირები, მაგრამ თევზაობა იცოცხლე : )

    ReplyDelete
  6. ჩვენთან იმდენი ლამაზი და შვენიერი ადგილია :)))) "გაუფრთხილდით იმას რაც ამხელა სიამოვნებას უსასყიდლოდ გვანიჭებს!" !!!

    ReplyDelete
  7. ბოლო მოწოდებებს: ამინ! ამინ! ამინ!

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!