Friday, April 01, 2011

სასწაულები სულ ახლოსაა, დროა ვიგრძნოთ!

ასე უცნაურად არ გათენებულა დიდი ხანია. კარავში პატარ ღრიჭოდან შემოჭრილი სხივი სახეზე დამიხტოდა . 
გამეღვიძა.

კარვის კარი ხმაურით გავაღე, ერთი წუთით არ მიფიქრია იმ ადამიანებზე ვისაც ჩემს გვერდით გათიშულებს ეძინათ.

გააფთრებულები შემოცვივდნენ მზის სხივები კარავში. ოთხზე გამოვცოცდი , სველი ბალახისგან შარვალიც დამისველდა და მაისურიც , მაგრამ ისეთი გენიალური განწყობა იყო გარეთ, რომ არც კი მიფიქრია ამას თუ უნდა შევეწუხებინე .
კარნიზზე ვიდექი და მთელს ხეობას ბედნიერი ვუყურებდი, მგლის ჯიშის რომ ვყოფილიყავი ან ოდნავი გენი მაინც მქონოდა აუცილებლად ავყმუვლდებოდი . ვიდექი და აღფრთოვანებისგან იმის თავიც არ მქონდა რომ გავზმორებულიყავი.

იმდენი სიმწვანე იყო გარშემო, რომელსაც მზის სხივები დასტრიალებდნენ სხვადასხვაფრად, რომ ალბათ უდიდესი გენიოსებიც კი ვერ დახატავდნენ ამას....

ისევ კარავში შევძვერი , თუმცა დანარჩენების გაღვიძება ცოტა ხნით გადავდე. ფეხზე ჩავიცვი და წყლის მოსატანად წყაროსკენ დავეშვი.

იცით ეს როგორი შეგრძნებაა? არც მე ვიცი სიტყვებით როგორ გადმოგცეთ. გაზაფხულის გრილი , არა უფრო ცივი დილა, ცვრით დანამული ბალახი, მზე რომელიც არ ათბობს მაგრამ ალამაზებს გარემოს, გაყინული წყალი ნაკადულში, პირის დაბანა ამ აისბერგზე ცივი წყლით - მეორედ დაბადებას გავს, ჰაერი ისეთი სუფთაა რომ ჩასუნთქვაც კი ჭირს, ჰაერში იმდენი სუნი ტრიალებს ვერც ერთი პარფიუმერი რომ ვერ ჩამოთვლის და დაიმახსოვრებს.... არა ეს რაღაც ენით აუწერელი სასწაულია....

წყალი შევაგროვე და ისევ ბანაკში დავბრუნდი.

ჩაის აუდღება და წინა დღით სპეციალურად შემონახული "პეჩენიებისა" და "სგუშონის"აგან ნამცხვრის თხიპნა დავიწყე.
მზემ ნელა ნელა გაათბო ჰაერი და სველი მიწა ისეთი ცივი აღარ მეჩვენებოდა. საუზმე მოვამზადე და ისევ კარავში შევცოცდი, უკვე მერამდენედ....

ორი ადამიანის გაღვიძება ძალიან რთული აღმოჩნდა, თუმცა ბოლოს მაინც მოვახერხე, საძილე ტომრები გავუხსენი და გრილი ჰაერის ნაკადმა ცხელ სხეულთან შეხებისას სასწაული მოახდინა, ორივე უცებ გამოფხიზლდა და შმუშვნით გამოძვრა გარეთ, თუმცა მას შემდეგ რაც იგივე დაინახეს წუწუნი არც ერთს არ გახსენებია, ისევე როგორც პირის დაბანა, იმ წამსვე  "სამზარეულო" მდელოზე მოვარდნენ და ჩაის დასალევად მოიკალათეს.

ენით აუწერელია სიამოვნება როდესაც დილით ასეთ გარემოში საუკეთესო კამპანიასთან ერთად იღვიძებ .
ზიხარ უზარმაზარ მდელოზე, ან წევხარ , ან დარბიხარ - გვერდით დგას კარავი, გარშემო ბევრი ფერები და სუნებია.... გრილა და მიუხედავად იმისა რომ მზე ანათებს მაინც ჯემპრი გაცვია, ხვრეპ ცხელ ჩაის და სახელდახელოდ შეთითხნილ ნამცხვარს აყოლებ იმის აღსანიშნავად თუ რა გენიალურია ცხოვრება....

მე მიყვარს ლაშქრობა, გაყინული წყლით დაბანაც მიყვარს დილაობით, შეციებულზე კარვიდან გამოძრომაც სასწაულ სიამოვნებას მგვრის, შუადღეზე წყალში გაზავებული მოსუპო ელემენტის ჭამაც მიხარია , საღამოს ადრე დაბნელებულზე უამრავ ტანსაცმელში შეფუთვაც და კარავში მაიმუნობების თამაშიც....

მოკლედ მე ყველაფერი მიხარია მაშინ როდესაც შემიძლია ღრმად ჩავისუნთქო დილის გრილი ჰაერი, მწვანე მდელოზე დავისველო ცვრით ფეხსაცმელი და კარავზე გასამზეურებლად საძილე ტომარა გადავფინო : )



Something Very special by busuna

12 comments:

  1. დამბურძგლა :)
    სასწაულად მინდა კარავში გაღვიძება, ეგ სუფთა ჰაერი, სივცრე , მმმ <3

    ReplyDelete
  2. ოჰ, როგორ მომენატრა... მგონი უკვე სამი წელია არასად გავმძვრალვარ... ნიამ, გემრიელი იყო (პოსტი)

    ReplyDelete
  3. რა მაგარი იყო <3 და სგუშონიანი ნამცხვარი ბალახზე მმმ

    ამაზე მეტად ეხა მგონი არაფერი მინდა, როდის დათბება კარგად :)

    ReplyDelete
  4. შენ ხარ საზიზღარი ადამიანი: ვითომ პოხუისტობას აწვები, არადა გულში დილის ნამი გაქვს. გაეთრიე აქედან :დდდ

    ReplyDelete
  5. Zuri - 1. shenma saxelma zaan gamaxalisa <3 genacvale , 2. me poxuistobas ar vawvebi : ) me martla mkidia is rac mkidia :D sxva danarchenistvis maqvs mastercardi :D

    Devochkebo - mixaria rom "chemianebi" xart : )

    ReplyDelete
  6. როგორ მიყვარს ლაშქრობები <3 <3 <3

    ReplyDelete
  7. ერთადერთი, რაც არ მომეწონა, წყალში გაზავებული მოსუპო ელემენტია. აი, მაგას ვერ შევჭამ. დანარჩენი, იმპროვიზებული ნამცხვრის ჩათვლით, ფანტასტიურია.

    ისე გემრიელად გიწერია, ლაშქრობაში წასვლა მომინდა.. დილით გაღვიძება, გარეთ ბოდიალი, მერე კარავში დაბრუნება და... აი, მანდ, სხვების გაღვიძების ნაცვლად, სპალნიკში გავეხვეოდი და ძილს გავაგრძელებდი. და ხელმეორედ გაღვიძებული ნამცხვარს მოვიკითხავდი...

    ReplyDelete
  8. molly - ki ki egrec sheizleba maram em dro menaneba da amitom zilis shebruneba arc mfiiqria :D

    ReplyDelete
  9. მაგარია ზალიააან ♥ უცბათ კარავში მომინდა :D
    რამდენიხანია არსად არ წავსულვარ
    და აიი დადგება დიადი კვირა დღე და გავშლი ფრთებს :D
    წიინ ბირთვისისკეენ :D

    ReplyDelete
  10. ჰაჰაჰა mastercardi მაგარი იყოოო :D :D

    ReplyDelete
  11. FInch - ბირთვისზე კაარგი წასაბოდიალებლებიცაა კაცო : )

    ReplyDelete
  12. ვიცი მაგრამ ბირთვისიც ძალიან მაგარია, დროში ვარ შეზღუდული უბრალოდ :| აბიტურიენტი ვარ დაა :|

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!