სანამ ცოცხალი ვარ … სწრაფად უნდა ვიმოქმედო - ჩორვენი - Tjorven

კუბოკრული კაბის ჯიბეში ბოლო სურვილი რჩება....

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Friday, March 11, 2011

სანამ ცოცხალი ვარ … სწრაფად უნდა ვიმოქმედო

ადრე ყველა ფიქრი იწყებოდა ”დიდი რომ გავიზრდები”-თ და  ეს ფიქრები  უაზარმაზარ სიებად იწელებოდა და იწელებოდა. შემდეგ ალბათ გავიზარდე კიდეც და სიები დამოკლდა , პუნქტები შესრულდა, თუმცა სიებს და გეგმებს რა გამოლევს . ყოველთვის არის ისეთი რამეები რომელიც ჩამოთვლად და ოცნებად ღირს:

თავისუფალი ვარდნის შეგრძნება , ეს ისაა რაც ალბათ მხოლოდ ჩიტებმა, ღამურებმა და კიდევ რამოდენიმე მფრინავმა არსებამ თუ იცის და როდესაც ამას გამოცდი ალბათ 38cb08e34e8d4a99f742d30830041a43 ბედნიერი ხარ იმ წუთებში ადამიანი. ამასაც რომ დავანებოთ თავი, იმდენი შეუცნობელი და საინტერესო ადგილია პატარა მრგვალ ბურთზე , რომელსაც დედამიწას ვუწოდებთ რომ წარმოუდგენელია არ ნახო ბუნების ეს ენით აუწერელი სილამაზეები. თავმოყვარე ადამიანი ლუვრსა და ერმიტაჟშიც უნდა იყოს ნამყოფი , მაგრამ ჩაქროლებით კი არა -გულდასმით და საფუძვლიანად, ისე რომ იქ წარმოდგენილი ყველა ექსპონატი კარგად ნახოს და მისგან წამოსული ემოცია ბოლომდე შეიგრძნოს თუ გაითავისოს. ალბათ მნიშვნელოვანია ახლობელი ადამიანების ბედნიერების და წარმატების ნახვაც , რათა მათთან ერთად შესძლო საუკეთესო წუთების გაზიარება, ამას ხომ ვერანაირ გრძნობას ვერ შეადარებ. კიდევ არის სურვილი რომელსაც ექსტრემალური სექსი და ლეგენდების მსხვრევა ქვია – ასეთია თვითმფრინავის ტუალეტში აქტი, საინტერესოა იქ ორი ძალიან მოძრავი სხეული როგორ გრძნობს თავს , მაშინ როდესაც ერთი და უძრავად ძლივს ეტევა. ეროტიკასა და სხეულების თემაზე ბრაზილიური კარნავალი , მისი ელვარება და დიდება გამახსენდა, რომელიც ისეთივე მადისაღმძვრელია როგორც დიდი თეფშზე მოთავსებული დელიკატესების ასორტი – ესეც უნდა იგრძნო ადამიანმა. საბოლოოდ ამხელა სიის დასასრულს მგონი ერთ ოცნებაშიც შეიძლება ყველაფრის გაერთიანება – იგრძნო ყველაფერი ის რაც აქამდე არასოდეს განგიცდია და ეცადო რომ ეს ემოციები არასოდეს დაგავიწყდეს, ხოლო თუ მათ გაზიარებასაც შეძლებ, ჩათვალე რომ კიდევ რამდენიმე ადამიანს აუხდენ ოცნების ნახევარს მაინც….

სანამ ცოცხალი ვარ ეს ყველაფერი უნდა მოვასწრო, იმიტომ რომ დიდი უკვე გავიზარდე და დრო სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება….

თუ სურვილი გექნებათ დაწერის იცოდეთ რომ გთაგავთ: დარიჩინის დედიკოს, ჩემს სიყვარულს ბლოგერებში (რა ხმამაღალი განცხადებაა ☻☻), და აბდაუბდა კუდას.

Blog Archive

Subsrcribe