აზარტი კლავს, თურმე… - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Sunday, March 06, 2011

აზარტი კლავს, თურმე…

ყოველთვის აზარტული ვიყავი და ამის გამო იყო რომ  ”მაზიანებზე” არაფერს ვთამაშობდი, ჩვეულებრივ ჯოკერსაც კი.

მაშინ როდესაც ერთ ძალიან ჩვეულებრივ ახალგაზრდას შევხვდი, ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა. უფრო სწორად საინტერესო კი არა აღსაშფოთებელი, პირველად იყო როდესაც თავი ვერ შევიკავე, როდესაც ამოფეთქილმა აზარტმა ადრენალინის იმხელა ნაკადის წარმოქმნა შეძლო , რომ სუნთქვა შემეკვრა,თუმცა ამასთანავე იმდენად დამზაფრა - განძრევისა და ყველანაირი მოქმედების უნარი რაღაც დროით საერთოდ დავკარგე.

მოდით ყველაფერს ცოტა სხვანაირად გეტყვით (სანამ ეს შემიძლია, იმიტომ რომ ჩემი აზარტულობის და ახირებულობის გამო უკვე აღარ ვიცი ამის პოსტის შემდეგ შევძლებ თუ არა რამის დაწერას).

თბილისის რომელიღაც უშტერეს კაფეში ვისხედით, აი ისეთში უაზრო მუსიკა რომ ღრიალებს, სტუმრებიც ღრიალებენ და რეალურად არავის არც მუსიკა ესმის და არც დიალოგის შინაარსი.

3 გოგო და 2 ბიჭი ვისხედით ერთ საკმაოდ პატარა მაგიდასთან, მიჯრით და ძლივს ვაგებინებდით ერთმანეთს რა გვინდოდა .

არ მახსოვს საუბარი როგორ მივიდა ასეთ თემამდე, მაგრამ რაღაც მომენტში მე და ერთმა ბიჭმა რუსულ რულეტკაზე დავიწყეთ საუბარი. აქვე მოკლედ გეტყვით რომ სამი წლის წინ გადავწყვიტე , რომ თუ ოდესმე მექნებოდა შანსი აუცილებლად მივიღებდი ამ ”აზარტულ თამაშში” მონაწილოებას.
 (რატომ არ P1140263 ვიცი, მიუხედავად იმისა რომ მძულს თვითმკვლელები, ხოლო ეს ”გართობა” ასეთი რამის სხვა ჭრილში ჩვენების ცუდი ხერხია,ეს ”რულეტკა” ჩემში სასწაულ ემოციებს იწვევს)

დიდი ხანი ვილაპარაკეთ, შემდეგ კი შეგვაწყვეტინეს და გვითხრეს ეგეთ სისულელეებზე ლაპარაკს მორჩით , ნუთუ ნორმალური თემები გამოგელიათო.
ასე იყო თუ ისე, ჩვენც სხვა რაღაცაზე გადავიტანეთ საუბარი, ბევრი ვიღლაბუცეთ, დავლიეთ, ბოლოს შუა კაფეში ვიცეკვეთ კიდეც 2 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე , სადღაც ახლო ახლო მიმდგარი მაგიდების შორის – მოკლედ გავერთეთო ალბათ ასეთ საღამოზე იტყვიან ხოლმე.

გვიან ღამით ამ სმა-ჭამისთვის განკუთვნილი დაწესებულებიდან რომ გამოვდიოდით და ერთმანეთსაც ვემშვიდობებოდით, უკანასკნელი გადაკოცნისას ჩემმა თანამოსაუბრე ბიჭმა ხელში ქაღალდის ნაგლეჯი ჩამიტენა , დამემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა.

გოგოებს არ მინდოდა რომ ენახათ ეს ქაღალდი, გული მიგრძნობდა - უნდა გავჩუმებულიყავი , ამიტომ მოსაცმელის ჯიბეში მოუქნელად ჩავჩურთე ,  სახლამდე კი სიცილ ხარხარსა და მაიმუნობაში გავატარე დრო.

ძილის წინ გამახსენდა , რომ უნდა მენახა წერილის შინაარსი და ჯიბიდან უღმერთოდ დაჭმუჭნული , ბლოკნოტის ფურცლის ნაგლეჯი ამოვაძვრინე, სათუთად გავხსენი და ზედ დაწერილი ტექსტი ამოვიკითხე:
”თუ მართლა გინდა და მზად ხარ მაშინ დაიმახსოვრე - მტაწმინდაზე – *****ის ქუჩაზე, II სართული, პარასკევს, ******* – იკითხე. უბრალოდ მიდი , მერე ყველაფერს გაიგებ.
შენზე გავაფრთხილებ.”
მოულოდნელობისგან შემაჟრჟოლა და საწოლზე ჩამოვჯექი, თითქოს გადაწყვეტილი მქონდა, მაინტერესებდა და მინდოდა…

დამავიწყდა რომ დაძინება მინდოდა , დამავიწყდა ისიც საერთოდ თუ მინდოდა რამე.
რეალობა სულ სხვანაირი ყოფილა, ვერც კი წარმომდეგინა რომ შესაძლებელი იყო ასეთი ”შემოთავაზება” მიმეღო, ან სულაც გამეგო მაინც რომ სადღაც ქალაქში ასეთი ”აზარტი” და  ”გართობა” ხელმისაწვდომია.


ვიჯექი და ვფიქრობდი ისევ მინდოდა თუ არა და მქონდა თუ არა ტრაკი ამის გაკეთების, იმაზე ფიქრიც კი დავიწყე , რომ თუ გავბედავდი და ფორტუნა ჩემს მიმართ კეთილგანწყობილი არ იქნებოდა რას ეტყოდნენ ჩემს ნაცნობ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს…
სასაცილოა არა? გვგონია რომ რაღაც გვინდა, გადავწყვეთ რომ დანამდვილებით მზად ვართ ამ სურვილის მიღებისა და ასრულებისთვის, სინამდვილეში კი საქმე საქმეზე რომ მიდგება შესაძლოა უკან მოუხედავად ისე გავიქცეთ - მტვრის კორიანტელმა თვალები დაუბრმავოს ყველას….

ასე ვიჯექი ალბათ საკმაო ხანს და ბოლოს …
ბოლოს არაფერი, ქაღალდი ჩემს სამუშაო ”დავთარში” ჩავკეცე და დასაძინებლად დავწექი.

მომავალ კვირას ორიდან ერთი სიახლე მაინც იქნება ყველასთვის , თუმცა ამ ორიდან ერთ ერთს შეიძლება მე ვერ შევესწრო, უფრო სწორად -я буду только присутствовать ,без всякой пользы себе….




.. რა იყო შემდეგ ...

Blog Archive

Subsrcribe