Saturday, February 26, 2011

ნამგალი და ურო,თბილისო დანგრეულო…

ორი დღის წინ ქალაქში ბოდიალისას დავფიქრდი იმაზე თუ რას ვანახებთ ხოლმე ჩამოსულ (უცხო ქვეყნებიდან) სტუმრებს და რა გვინდა რომ ვანახოთ.

რეალურად თბილისში საჩვენებელი არაფერიც არაა. ეკლესიების (სხვადასხვა რელიგიის სალოცავების) გარდა თითქმის არაფერი არაა. რა გვაქვს ისეთი რაც ამ ბოლო საუკუნეში აშენდა? რაც ღირებულია და მისით თავის მოწონება ღირს?

bridge არაფერი ჩემი ძვირფასებო, ეგეთი საერთოდ არაფერი არ დგას თბილისსში თუ მიშას უკანასკნელ ახირებას , ჩახუჭუჭებულ (უაზროდ განათებულ ) შუშის ხიდს არ ჩავთვლით.

თბილისსში (საქართველოზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ) საჩვენებელი არც რა აშენებულა კორპუსებისა და ეკლესიების გარდა, საერთოდ არაფერი. მთაწმინდის პარკით ვერავის გავაკვირვებთ, ფილარმონია დიდად ხელოვნების ნიმუში ვერაა, თბილისი ანძა ეიფელს მაინც არ ჯობია – ხოდა გეკითხებით მე თქვენ რა უნდა აჩვენო თბილისში ტურისტს? რით უნდა მოაწონო ეს ბედკრული ადგილი? 

დიდი ხანი ვიფიქრე ამ საკითხზე და ბოლოს რამოდენიმე საინტერესო იდეა მომივიდა. ეკლესიები ეკლესიებად და ჩემი აზრით თბილისში ჩამოსულ სტუმარს, რომელსაც უნდა ნახოს რამე საინტერესო უნდა ვაჩვენოთ:

  • მშრალი ხიდის მხატვრების თანამეგობრობა, რაც არ უნდა იყოს ლამაზი მაინცაა -ღია ცის ქვეშ გამოფენილი უამრავი ჭრელი ტილო და მშვიდად მოსაუბრე ავტორები. თან სუვენირებიც იყიდება და მოკლედ ასე თუ ისე ყველა ქვეყანაში არის ხოლმე ინტერესი ასეთი ადგილის მიმართ.
  • ბროლის შუშებიანი სახლი ჭონქაძეზე, მთელი თავისი შიდა მოხატულობებით და ამბით. გენიალური შენობაა ♥Drybridge
  • ელიავას ბაზრობა. კოლორიტული ადგილია მერწმუნეთ. აუცილებლად უნდა ანახოთ სტუმარს მუშათა კლასის ცხოვრება და საქონლის მიმოცვლის ძირითადი პრინციპები
  • ბოტანიკური ბაღის ნახვა მე თუ მკითხავთ ახალი ზელანდიის მიუვალ ტყეებზე ნაკლები არაა. სტუმარი იმისათვისაც შეამზადეთ რომ ბუჩქიდან რამე უცნობი , წარმოუდგენელი შესახედაობის , ალკოჰოლით გაჟღენთილი არსება თუ გამოხტა ჩვეულებრივი ამბავია მანდთქო.
  • ჭრელი აბანოები – რამდენიც არ უნდა ვთქვათ ლამაზი და ძალიან საინტერესო ადგილია თბილისში. მიუხედავად იმისა რომ მე გოგირდის წყალი არ მიყვარს აღმოჩნდა რომ უცხოელები მას ძალიან აფასებენ.
  • კიდევ გაასეირნეთ შარდენს-ბამბის-რკინის რიგის-ერეკლე II-ის ქუჩებზე, მონმარტზე ნაკლები ხომ არაა ბოლოს და ბოლოს :)
  • პრეზიდენტის რეზიდენცია – აუცილებელი საჩვენებელი ექსპონატია, აბა მარტო ამერიკელები ხომ არ უნდა ამაყობდნენ თეთრი სახლით, აგერ ბატონო მისი მიახლოებული 2571481680_cf41225374ასლი ჩვენც კი გვიდგას თბილისში და განა ჩამოუვარდება ამერიკულს?
  • კიდევ დავამატებ ერთ ადგილს რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს ტურისტმა ესაა - “птичий рынок” დიღომში.

ესაა რაც ასე უცებ , ერთი ტვინის მოსმით გამახსენდა, თუმცა შესაძლოა თქვენც იცით რაიმე განსაკუთრებულია ადგილები და იმედია კომენტარებში გამიზიარებთ მათ, ისევე როგორც მე თქვენ.

რაოდენ დასანანიც არ უნდა იყოს საქართველოში ზებუნებირვი ძალისგან ბოძებული გენიალური ბუნების გარდა ადამიანების მიერ ამდენი საუკუნის განმავლობაში შექმნილი არაფერი ღირებული არ გაქვს (ისევ და ისევ სალოცავებს რომ თავი დავანებოთ)

დასანანია, სხვა თუ არაფერი. ძალიან დასანანი!

8 comments:

  1. მე ჩემი ავსტრალიელი ნაცნობი ხელოვნების მუზეუმში მყავდა :დდ ოქროებმა მოჭრა თვალი, ძლივს გამოვიყვანე იქიდან :))
    მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სეგაფრედოში ყავის დალევა მოეწონა, მე კიდე ქალაქის მთელი ისტორია მოვუყევი. ხო ზანუდა ვარ. მაგრამ თვითონ მთხოვა დილით და :mo:

    ReplyDelete
  2. shens chamonatvals oqros sagandzurs davamatebdi.

    ReplyDelete
  3. Toma - Tbilisshi arsebuli oqros fondi chemtvis svanetis muzeumis mere gaufasurda :D

    ReplyDelete
  4. მმმ, 1. საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, 2. შენ წარმოიდგინე და ხრუშჩოვკა ტიპის კორპუსები, (მთელი თავისი მიშენებებით), ერთი ლიტველი ბიჭი მყავდა რამდენიმეოდე წლის წინ აქ და გადაირია ისე მოეწონა, 3. ჩვეულებრივი მიხვეულ–მოხვეული ვიწრო ქუჩებში ბოდიალი არანაკლებ საინტერესოა. 4. თუ ზაფხულია და არტ–გენია, ყველაზე მაგარი ადგილია წასაყვანად


    შეიძლება ისეთი რამე მოეწონოს და გადაირიოს, რაც შენ ვერც კი წარმოიდგინო. ჩემს ერთ ბელგიელ მეგობარს, მაგალითად, უნივერსიტეტის მე–2 კორპუსის ლაბირინთები მოეწონა :D ისე არ უნდა მიუდგე, რითი გავაკვირვოო, თბილისშიც გვაქვს სასიამოვნო და მყუდრო ადგილები. :პ

    ReplyDelete
  5. მუზეუმები კარგი იდეაა ფრიად და კიდევ 1-2-3 თეატრი. რუსთაველის, ოპერის (დროებით გასულია მომსახურების ზონიდან) და, ჩემი ბოლო აღმოჩენა, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის. აქამდე არ ვყოფილვარ და ძააააალიან მაგარი შენობა აქვთ. ნუ ევროპაში არც ეგ გაუკვირდებათ, სამაგიეროდ, აქ ასეთის დანახვა გააკვირვებთ :))
    ჩორვენ, გეთანხმები.

    ReplyDelete
  6. ერთი უცხოელი შემთხვევით გამომეხმაურე ფბ–ზე. თბილისში ჩამოვდივარ რაღაც სემინარზე და შენ, როგორც თბილისელი, რას მირჩევო. ვერაფერი მივწერე ეკლესიებისა და მუზეუმების გარდა.
    მართლა არაფერი გვაქვს.
    ეგ ერთი ნარიყალას ხიდი რომ არის, ისეთი მილიონი აქვს თავის ქვეყანაში ნანახი.

    :(((

    ReplyDelete
  7. წინა კვირას აზერები (სხვებიც, ქვემოთ იხილავთ) გვყავდა სამსახურში სტუმრად და გეიდარ ალიევის ბიუსტი რომ ნახეს მაგრა "გაუსწორდათ" :)))))
    იმავე პარტიის სტუმრებიდან სომხებს სამხატვრო მუზეუმუი "გაუსწორდათ". აივაზოვსკის იმდენი სურათი ეკიდა თავად აივაზოვსკიც დაფიქრდებოდა ამდენის დახატვა როდის მოვასწარიო (გაგიკვირდებათ და ზემოხსენებულიც სომეხი აღმოჩნდა (ოღონდ მართლა. აქამდე პირადად მე რუსი მეგონა), ლეონარდო და ვინჩის ჩათვლით :DDD).
    უკრაინელი სტუმარი (მანდილოსანი) როგორც თქვენ არ გინახავთ ისე მე....
    მოლდოველებმა მკითხეს ხაჭაპური მოგვეწონა ძალიან და საზღვარზე როგორ გადავიტანოთო.
    მოკლედ როგორც რუსები იტყვიან "რას, დვა ი ობჩოლსა".

    ReplyDelete
  8. ბოტანიკურმა მოიტანა -)))

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!