Sunday, February 20, 2011

ინტელექტის ზეიმი ყდიდან ყდამდე

ჩვენ ყველანი (ვინც კითხვა ვიცით და რაიმე წიგნზე ხელი მიგვიწვდება) ვკითხულობთ ფრაზებისა და აბზაცების მთელს კორიანტელს ძალიან დაძაბულები და ჩაფიქრებული სახეებით. ვფურცლავთ წიგნების აუარებელ რაოდენობას. ყდიდან ყდამდე ვხრავთ სხვადასხვა ავტორის გამოცემებს და შემდეგ…

შემდეგ რა ?

ვიღაცეები ასკვნიან რომ ზუსტად გაიგეს ის რისი თქმაც ავტორს უნდოდა, ბოლომდე ჩასწვდნენ წინადადებს შორის გამომკრთალ ქვეტექსტებსა და ფარულ აზრებს. ვიღაცეები იტყვიან , რომ ამ ავტორმა ვერაფერი ვერ შექმნა და ამაზე უკეთესებიც წაუკითხავთ, სხვანი დანანებით გააქნევენ თავს და დასძენენ, რომ ძალიან უცნაური ნაწარმოები წაიკითხეს , წიგნს კი სადმე მიაგდებენ იმ იმედით რომ კიდევ დაუბრუნდებიან…

რეალურად კი…

The_Tree_of_Books_by_vladstudio  

რეალურად ვიღაცამ ვისაც ფიქრები ერთმანეთში ერეოდა და არ იცოდა როგორ მოეწესრიგებინა აზრთა სვლა , მათი დალაგება სცადა ფურცელზე  - შედეგად უცნაური სტრიქონები გამოიყვანა, შემდეგ ეს ვიღაც ფულზე დახამებულმა ნახა და იფიქრა, რომ ამაზე ხელის მოთბობა შეიძლებოდა – ასე იბეჭდება წიგნები დღიდან დღემდე და ჩვენ ყველა მათში რაღაც განსაკუთრებულის აღმოჩენას ვცდილობთ.

ხო, შესაძლებელია ვიღაცამ სადღაც – სულ თითო ოროლა ნაწარმოებში ჩადო მსგავსი აზრი , მთელი ქვეტექსტების არმიითა და იდუმალი ჩანაფიქრებით, მაგრამ ყველაში??

მეეჭვება…

flying_books__freedom_to_read_by_knows_flower

მეგობრებო ეს უბრალოდ ყველას გვინდა რომ რაღაც ვიპოვნოთ, რაღაც გავიგოთ ისეთი , რაც სხვამ ვერ შეძლო.

გამოგვდის კი? მგონი თავს ვიტყუებთ , სხვებსაც ვატყუებთ - სიმართლე თუ გინდათ.

იკითხეთ უბრალოდ, იმიტომ რომ გაიგოთ სხვების მარტივი შეგრძნებები, მიიღოთ ინფორმაცია იმაზე რაც არ გაქვთ და შეგიძლიათ გქონდეთ. მოეშვით იმაზე ფიქრს ღირებული  და აღიარებულია თუ არა ეს ნაწარმოები. მიიღეთ ის რაც თქვენ გეკუკთვნით მთელი ამ ფრაზების კორიანტელიდან, ხოლო შემდეგ გადაეცით წიგნი სხვას…

თქვენი პირადი აზრის გარეშე…

Books_by_McHornet

ინტელექტუალი ის არაა ვინც ბევრი წაიკითხა , სჯა ბაასი გამართა,დადებითად/უარყოფითად შეაფასა ნაწარმოები და თქვა რომ ბევრი გაიგო, ინტელექტუალი ისაა ვინც მარტივად მიიღო ,ჩუმად იგრძნო და თავისებურად დაინახა – ყველანაირი გარჩევების გარეშე…

13 comments:

  1. ვააა, აი ზუსტად!!!
    მე კიდევ იმას ვამტკიცებ, რომ წიგნის კითხვის დროს ჩემთვის მთავარია ემოციები, შეგრძნებები და შთაბეჭდილებები _ დანარჩენი კიდევ, ქვეტექსტები, აზრები, სიუჟეტი და პერსონაჟების სახელები, მით უმეტეს დაზეპირებული ციტატები საშინელებაა და ყალბია!

    ReplyDelete
  2. სხვები რას აღიარებენ ეგ რა საინტერესოა :) ის კი არა, გაჰიტებული წიგნები იშვიათად ვარგა ( რა ჰიპსტერივით ვლაპარაკობ :დ)
    მაგრამ ქვეტექსტებიც თუ არ ვეძებე წიგნში, აბა სხვა რა ჯანდაბისთვის ვიკითხო? :D :D

    ReplyDelete
  3. ასე გადაჭრით ნუ იტყვი,ჩორვენ :)მთავარი ემოციებია - ამაში მართალი ხარ.

    ReplyDelete
  4. მოლი ბლუმ - ჰო შეიძლება მთავარია და არც თუ საკმარისი მაგრამ იმაზე მსჯელობა რომელია კარგი ცუდი და უვარგისი, აზრიანი ან უაზრო მკლავს )

    ReplyDelete
  5. კი, გეთანხმები... რაღაც-რაღაცეებში შეიძლება იყოს ქვეტექსტები, მაგრამ მე ძალიან მეეჭვება ბევრი მწერალს ეფიქროს ამაზე. მთავარი ზუსტად ემოციებია, ის, თუ როგორ ვკითხულობთ, და იმ ქვეტექსტებსაც თუ ვხედავთ, ყველა ჩვენებურად ვხედავთ, ერთი და იგივე რაღაცეებში იშვითად ვხედავთ ხოლმე. თუ მართლაც არის ქვეტექსტი, უფრო მაშინ ვხედავთ მას, თუ ეს ჩვენთვის იმ პერიოდში მნიშვნელოვანია. და საერთოდაც, შეიძლება ავტორს საერთოდ არ უფიქრია ქვეტექსტებზე და ჩვენ დავინახოთ...

    ReplyDelete
  6. როცა რამეს ვკითხულობ არასდოროც ვცდილობ გამოცივცნო რას ფიქრობდა წერის დროს ავტორი, უბრალოდ აბსურდია და იმიტომ. ყველაფერს მაინც ჩემებურად ვიგებ და ჩემებურად ვძებნი "გამოსავალს"

    ReplyDelete
  7. გეთანხმები ჩორვენ იმაში რომ "მაზე მსჯელობა რომელია კარგი ცუდი და უვარგისი, აზრიანი ან უაზრო" ყველაზე დიდი სისულელეა და მკლავს მეც :)

    პ.ს. ვერაფრით ვიგებდი ვერასდროს რატომ უნდა მომწონებოდა ის რაც ყველას მოსწონდა :)

    ReplyDelete
  8. მე მჯერა, რომ მწერალი თითოეული მკითხველისთვის მხოლოდ მისთვის საინტერესო რაიმეს დებს ნაწერში.
    მთავარია შეგეძლოს დანახვა.
    რა თქმა უნდა ასეთ შეგრძნება, რამდენიმე წიგნზე დამმართვნია მხოლოდ და იშვიათია.
    ჩვენ განათლებას ნებისმიერი სფეროდან, პირველ რიგში ჩვენი თავებისთის ვიღებთ :)

    ReplyDelete
  9. მიხარია რომ მარტო არ ვარ : )

    ReplyDelete
  10. გეთანხმები.. სკოლაში ნაწარმოების გარჩევის დროს აი გადარევა შეიძლებოდა, ყველა კრიტიკოსი თავისებურ ინტერპრეტაციას აკეთებდა და ვეღარ იგებდი რა იყო მართალი.. გამოსავალი- მე ვკითხულობ და ვიგებ ისე როგორც მე ვიგებ და ეს მსიამოვნებს, თორემ ვიღაც იზოლდა ბლიაძემ როგორ დაწერა წიგნის ანალიზი და რა თითიდან გამოწოვილი ქვეტექსტები იპოვა- სრულიად არ მაღელვებს :)

    ReplyDelete
  11. მსჯელობაზე გამახსენდა - გოგი გვახარიას ფსიქოს იმ დროიდან ვუყურებ, ჯერ რომ ფსიქოც არ ერქვა ("სარკმელი" იყო, თუ სწორად მახსოვს). ყველა არხზე - პირველზეც, რ2-ზეც, ახლა სსმ-ზე და მეორეზე და ყველგან მკლავს ფილმის განხილვა და სტუმარი რომ ჭკვიანი სახით არჩევს, აი ეს იგულისხმა რეჟისორმაო...

    ვინმეს იქნებ მოსწონს კიდეც, არ ვ იცი, მე, უბრალოდ, ვერ ვუყურებდი.

    ReplyDelete
  12. აუ, აქ რა ჰაზრთა ფრქვევის ყროლი დაგიყენებიათ! ყოველ შემთხვევაში, სანამ არ წაიკითხავ (თითქმის) ვერ მიხვდები, წიგნი რის გამო დაიბეჭდა. თუ, რა თქმა უნდა, ჟიმნი მებონიას პოეზიის კრებულს არ გადააწყდები :)

    ReplyDelete
  13. Anonymous12:35 AM

    წიგნისადმი სნობური დამოკიდებულებაა ამაზრზენი.., მხცოლოდ იმიტომ კითხულობენ რომ მერე თქვან... იდეაში კი თუ ასეთი მნიშვნელოვანია იმ წიგნის კითხვა, 1მა წიგნმა რაღაც წვრილმანი მაინც უნდა შეცვალოს მატ ცნობიერებაში... არა და არც არაფერი... ვერც და არ გაიგეს საბოლოოდ.
    ხო კიდე, ვერ ვიტან ლექსებს რომ სუფრაზე ხმამაღლა კითხულობენ, და საერთოდ ლექსები სხვისი ემოციით ნათქვამი და მათ მიერ დასმული არტისტული მახვილები ვერ მოდის ჩემამდე...

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!