Sunday, February 13, 2011

ყველაზე მომგებიანი ”პროფესია”

იცით ამ ბოლო დროს მაწუხებს აზრი, რომ ყველა ჩემს საქმეს თავი დავანებო და მათხოვრობა დავიწყო.

დიახ , დიახ სადმე ”მომგებიან და შემოსავლიან” ადგილას ძონძებში გახვეული ჩამოვჯდე და წინ თუნუქის ქილა დავიდგა.

წარმოდგინეთ რამოდენიმე დღის წინ ჩემს თვალწინ ასეთი რაღაც მოხდა:

tn_gallery_712_11_25944 მაღაზიაში (ჩვეულებრივში ყველაფერი რომ იყიდება და დახლები და თაროები აუარებელი საყოფაცხოვრებო საქონლითა და საკვებით რომაა დახუნძლული)ვიდექი და ჩემს რიგს ველოდებოდი რომ ერთი ქილა ხაჭო მეყიდა. ამ დროს მაღაზიაში შემოვიდა საშუალო ხნის ქალბატონი, საკმაოდ ცუდად ჩაცმული და გამყიდველთან უბოდიშოდ მიაჭრა, სახელით მიმართა და უთხრა რომ დღეს ცუდი დღე მქონდა სულ 30 ლარი მოვიტანე ,დამხურდავეო. ეს თქვა თუ არა დახლზე გადმოაპირქვავა პატარა ჩანთა, რომელიც სავსე იყო ხურდებით. როგორც კი ქალი გავიდა ვიღაცამ იკითხა ვინ იყოო, რაზეც გამყიდველმა უთხრა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მათხოვრობსო.

წარმოდგინეთ სულ დამავიწყდა რისი ყიდვა მინდოდა ამის შემდეგ, დავდექი და გონებაში თვლა დავიწყე. მე რომ ის 4 წელიწადი რაც სწავლაში დავხარჯე - მათხოვრობაში გამეტარებინა დაახლოებით (საშუალო მონაცემი რომ ავიღოთ) 43 000 ლარზე მეტს ვიშოვნიდი, შემდეგ ავიკრავდი გუდანაბადს და

bebia

საერთოდ სხვა ქვეყანაში იმაზე უკეთეს სასწავლებელში მოვეწყობოდი ვიდრე საქართველოიში დავამთავრე.

თანაც თბილისში ხომ მეტად ან ნაკლებად მომგებიანი ადგილებიც არსებობს. მაგალითად თუ სამათხოვროდ სიონის ან ქაშუეთის ეკლესიების წინ დავდგებოდი ერთი ორად დიდი შემოსავალი მექნებოდა , ვიდრე სადმე პეკინზე რომ ჩამოვჯდარიყავი ან მიწისქვეშა გადასასვლელში მეპოვნა ჩემი ადგილი.

მოკლედ ძალიან სარფიანი ”სამუშაოა” ეს მათხოვრობა ხოდა მე კიდე დღეში 8 საათი ვმუშაობ , პროექტებზე ვჩალიჩობ და რისი გულისათვის იმის ნახევარსაც არ ვიღებ რასაც მათხოვრობით გავაკეთებდი, თანაც ამ ბოლო დროს თბილისელი მათხოვრები საკმაოდ ”გაძერსკდნენ” და 5 ან 10 თეთრს თუ მისცემ სახეში ისე გესვრიან უკან ,რომ შეიძლება გაწითლდე და სინდისმაც შეგაწუხოს - ეს რა ვაკადრე / ვიკარდეო.

აი ასეა მოკლედ ეს ამბავი, მე კი სულ უფრო და უფრო მეტად ჭკუაში მიჯდება ეს  ახალი ”პროფესია და მისი მორგება. იქნებ თქვენც გაქვთ რაიმე მოსაზრები ამ თემის შესახებ?

18 comments:

  1. მართალი ხარ.. :)

    ReplyDelete
  2. ყველა მათხოვარი ხომ მასე არ არის? რავიცი, ზოგჯერ ძალიან მიჩუყდება ხოლმე გული :( არადა ხშირად შენსავით ვფიქრობ.

    ReplyDelete
  3. giorgibenashvili - )

    მარი - მეც მიჩუყდება ხოლმე გული მაგრამ უცებვე მახსენდება რეალობა როგორია და მივლის. თუმცა მართალია ყველა ასე ერთ ქვაბში მოსახარში არაა , მაგრამ უმეტესობა ძალიან ძალიან გათავხედებულია

    ReplyDelete
  4. ki, maqvs mosazreba: nervebi meshleba..
    imitom, rom ver gaigeb vis schirdeba daxmareba realurad da vin aris biznesis saketeblad gamosuli.
    amitom, chems 20 tetrs isev chemtvis vinaxav.

    ReplyDelete
  5. ქუჩაში არავის ვეხმარები, მხოლოდ სახლის კარზე რომ მიკაკუნებენ ხოლმე...
    ჰოდა, რა გირჩიო აბა?
    ამდენი ნაწვალები რომ არ გქონდეს, კიდე ღირს ეგ ყველაფერი, მაგრამ ამდენი რამის მიტოვება უცებ გგონია არ გაგიჭირდება?

    ReplyDelete
  6. Vasasi - მართალია. განსაკუთრებით ციგნები და მეტროს მათხოვრები მწევენ ჭკუიდან.
    Rode - ეგეც მართალია , ალბათ ამდენი წვალება დამენანება მაგრამ ხომ იცი ფული ჯოჯოხეთს ანათებს და მეც დავხამდე იქნებ : ))))

    ReplyDelete
  7. ვაიმე!!! არ თქვა რა. ეგენი რომ შოულობენ, იმის ნახევარი მომცა. თან ეკლესიებთან ხალხი უფრო მოწყალე და ხელგაშლილია, ვიდრე ჩვეულებრივ ადგილებში.

    მე შეიძლება ძალიან უგულო ვარ, მაგრამ საერთოდ არავის ვაძლევ ფულს. ზუსტად იმიტომ, რომ მაინც დაუნახავები არიან. ბოშებს ხომ მითუმეტეს, რუსთაველზე იატაკის ჯოხებით რომ დასდევენ ხალხს.

    ReplyDelete
  8. გაღებული თანხის სიმცირის გამო გამოხატული უკმაყოფილობა მართლა ძალიან მაღიზიანებს.

    ReplyDelete
  9. ყველაზე მომგებიანი პროფესიაა მართლა. უბრალოდ მაგასაც თავისი "ტეხნიკა" უნდა :დ

    ReplyDelete
  10. ქუთაისში საინტერესო ტაქტიკა შეიმუშავა მაგ ხალხმა.
    ე.წ. ციგნის ბავშვები გზას გიჭრიან და გეუბნებიან: მომე ოცი თეთრი, თორე შეგაფურთხებ. ჰოდა იძულებული ხარ მისცე.
    "მსხვერპლად" ძირითადად ახალგაზრდა გოგოებს ირჩევენ.
    :დ

    ReplyDelete
  11. me dzalian mecodebian xolme :(( gansajutrebit moxucebi rom dganan moridebit, sacodavad rom etyoba rom cxovrebam gaawvala, tore am asakshi quchashi dgoma xom uchirs.. =((

    ReplyDelete
  12. პროფესიის შეცვლაზე და მათხოვრობით დაკავებაზე ჯერ კიდევ კონან დოილი წერდა. "ჩელოვეკ ს რასსეჩენოი გუბოი" თუ გახსოვთ,აი, მანდ...

    სრული სიმართლეა, ჩორვენ, საშინლად გამაღიზიანებელია. ქუჩაში ცალკე, რომ აგედევნებიან და გასაქანს არ გაძლევენ, კაფე-რესტორნებში ცალკე, შემოვა, დაგიდგება წინ და არ მიდის, არადა, ვიღაცასთან ერთად ხარ, ვიღაცას ელაპარაკები, საჭმელს ჭამ ბოლოს და ბოლოს... ახლა კიდევ ერთი ხერხი აქვთ. მაცხოვრის (ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის) ხატი იყიდეთო. უარს ეუბნები და მაშინ ცოტა ხურდა მაჩუქეო...

    სარფიან ადგილებზე და კონკურენციაზე და რიგრიგობით სატარებელ ბავშვებზე დისერტაცია დაიწერებოდა...

    მოკლედ :(

    ReplyDelete
  13. 10 თეთრის მიცემისას ასეთი რამეც შემემთხვა ერთხელ. ფულს ვაძლევ ის მპასუხობს: "რა იყო შენი მათხოვარი ხომ არ ვარო" :))
    ზოგჯერ პრდაპირ 2 ლარს ითხოვენ :))
    მოკლედ ათას რამეს გადაეყრები ადამიანი და ფულის თხოვნის ათასნაირ ხერხს. ზოგს წამალზე აკლდება, ზოგს ავტობუსზე და ზოგს კიდე რაზე :))
    ისე რასიზმში არ ჩამომართვათ, მაგრამ სხვა ნაციონალობის წარმომადგენლებს (რომლებსაც ძალიან ეტყობათ რომ ქართველები არ არიან, საერთოდ არ ვაძლევ ფულს.
    ასე რომ ქალბატონო ბუსუნა, ჯერ ბაზრის მოთხოვნები და წესები უნდა შეისწავლო და მხოლოდ შემდგომ მოჰკიდო ხელი ახალ პროფესიას. "ყველა საქმეს ცოდნა უნდა" :)))))))))

    ReplyDelete
  14. მოხეტიალე - მე მაქვს მასეთი სიტუაცია ნანახი, ციგანმა შეაფურთხა ვიღაც მამაკაცს და იმ ტიპმა ისეთი პანღური ამოჰკრა ამ ციგნის ქალს რომ ფრიალ ფრიალით ახეხინა რუსთაველის პროსპექტი. (სიმართლე თუ გინდათ მესიამოვნა)
    sunnytea - ჰო მართალი ხარ, თუმცა ეგეთი საწყალი მოხუცი იყო სახეში რომ მესროლა ხურდა.
    მოლი ბლუმი - ეეჰ მოლი, ეგეთი დეტალები იმდენია რომ... ფანტაზია გქონდეს დაა...
    David - დავიდ გეთანხმები გეთანხმები. ცოდნა აუცილებელია. ტენდენციებსაც უნდა გაეცნო ადამიანი და ისე დაიწყო მოქმედება ხოდა აი მეც ნელნელა ვკრეფ ”აბაროტებს” როგორც იტყვიან : )

    ReplyDelete
  15. მე მხოლოდ მოხუცებს ვაძლევ ხოლმე ხურდას :შ ძალიან მეცოდებიან :შ

    აი ციგნების ატანა არ მაქვს, ერთხელ რამის მცემეს :დ

    ReplyDelete
  16. არადა ჩემზე უკეთესი მობილურით მოსიარულე მათხოვარი მყავს ნანახი... და სცენას შევესწეარი, როდესაც თავისუფლების მოედანზე მაღაზიიდან გამოსული გამყიდველი მიწისქვეშაში ჩავიდა და მათხოვარს 20 ლარიანის დახურდავება სთხოვა

    ReplyDelete
  17. Anonymous3:08 PM

    ეგრე ადვილი არ არის, ქაშუეთთან და სხვა "მომგებიან" ადგილებში მორიგეობა აქვთ დაწესებული მათხოვრებს(ისევე როგორც ბოზებს ცირკთან, სანაპიროზე და ა.შ.), აბა გაბედე და მიდი იქ, თმა არ შეგრჩება თავზე :D

    პს. დედაჩემის დაქალი გაპუტეს ცირკის ბოზებმა ორიოდე წლის წინ. ახალი ჩამოსული იყო თბილისში საფრანგეთიდან, პერო ქონდა გარჭობილი და ელოდებოდა ტრანსპორტს, იმათ საეჭვოდ მიიჩნიეს, გაიყვანეს, ჩაცუცქეს და გაუიასნეს :D

    ReplyDelete
  18. მე, ზოგადად, მათხოვრები მეცოდებიან, მაგრამ უკვე ვისწავლე მათი გამოცნობა, ვინ რისი მაქნისია (ან, მგონია, რომ ვისწავლე) და მაშინ ვაძლევ ფულს,როცა მინდა, რომ მომავალში დამიფასდეს :)))
    ესეც მათხოვრობის ჩემეული ვერსია ;)
    http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/05/Surati-6938.jpg

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!