მერე რა რომ ტკბილია,ტკბილი ტორტი? - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Tuesday, January 25, 2011

მერე რა რომ ტკბილია,ტკბილი ტორტი?

იცით რა მიყვარს??

ყველაფერი რაც ტკბილია…. რაც უფრო ტკბილია უფრო მიყვარს, მაგრამ ნამეტანიც არა…

ისე გამოვიდა რომ ახალგახსნილი საკონდიტრო ძალიან კეთილად მოიქცა და რამოდენიმე ადამიანი გემრიელ (არადა ეგ მერე აღმოვაჩინე , არ ველოდი) ლიმნის ტორტზე მიიპატიჟა (რასაც ბოლოს ღვინოც დაემეტა, ღმერთმანი).

166348_1536469697137_1396685803_1147789_3978568_nჰო კარგით - მოკლედ საკონდიტრო Diefenbach –მა ბლოგერებს უმასპინძლა.

სიმართლე თუ გინდათ უფრო მოცუცქნულ და არც ისე მყუდრო გარემოს ველოდებოდი, თუმცა ფოტოებთან შედარებით ფრიად და ფრიად კარგი გარემო დაგვხვდა.

მარშით შევედით საკონდიტროში (ამალას წინ მივუძღვოდი ამაყი გენერალივით. მეკუთვნოდა ბატონო, სანამ ხმა არ ამოვიღე არავინ მოდიოდა) იქ კი ძალიან ძალიან სასიამოვნო ადამიანები დაგვხვდნენ. ერთი ქრისტი იყო, ერთი გიორგი და ერთიც ლევანი (იმედია ბიჭების სახელები არ მეშლება).

ბლოგერები მშვიდად განთავსდნენ იქვე კუთხეში მიდგმულ ავეჯზე, მე კი თავი ვერ შევიკავე და კითხვების მთელი კორიანტელი დავაყენე. იცით რა საინტერესო რამეები გავიგე?? ნუ მთლად რეცეპტები არავის გაუნდია , მაგრამ ბევრიც არ დააკლდა მაგ ყველაფერს.

ნამცხვრები და ტორტები განსკუთრებული ინგრედიენტებით მზადდება, ნამცხვრების ასორტიმენტი ბევრ ჩემთვის უცხო სახელს მოიცავდა. გავსინჯეთ ”ტიროლის” კექსი (ბევი შოკოლადით, ნიამ), კიდევ პატარა ორცხობილები და რააც მთავარიაა ლიმნის ტორტი.

თავიდან ლიმნის ტორტს ძალიან, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი ,მაგრამ მინდა გითხრათ არ ყოფილა ხელწამოსაკრავი რაღაც. (გინდათ გამოგიტყდეთ რამდენი ნაჭერი შევსანსლე?? ვერ მოგართვით! მაგრამ გეტყვით 3-ზე მეტი )

კიდევ გავიგე რომ ის რასაც ქართულ ბაზარზე მარციპანად გვტენიან სულაც არაა მარციპანი, ხოლო დიფენბახში ისეთ გენიალურ სკულპტურებს ამზადებენ (ჭამადს, თუ ჭმევადს) რომ შეიძლება ტორტის გაჭრისას ხელიც კი აგიკანკალდეთ.

მოკლედ მე ნამდვილად ვიცი რომ ჩემი ხელფასის დიდი ნაწილი უკვე განწირულია და მის დახარჯვას ერთ კონკრეტულ ადგილზე – ხოდაშენის 4 ნომერში ვგეგმავ, თქვენ კი გაიკითხეთ ამ საკონდიტროზე რამე, მერწმუნეთ არ ინანებთ მსუნაგებო.

 166348_1536469617135_1396685803_1147787_3218386_n 164705_1536474817265_1396685803_1147797_6925722_n 164705_1536474737263_1396685803_1147795_3607962_n

პ.ს პოსტი არაა შეკვეთილი, ის ჩემს ერთ ერთ სისუსტესა და სიყვარულს ტკბილეულობას ეხება ♥

Blog Archive

Subsrcribe