Saturday, January 01, 2011

თეთრი ლაზიერი ურთიერთობის დაფაზე

მკაცრი გამოხედვით და უტყვი სახით , ჩვეული აუღელვებლობით მოძრავი მამკაცური სხეული მეტ-ნაკლებად გამოირჩეოდა მასისგან, თუმცა განსაკუთრებული არაფერი.
არა, არა, როდესაც ვამბობ განსაკუთრებული არაფერი მეთქი ვიტყუები, ზამთრის პირს ქალაქიდან საკმაოდ მოშორებულ ადგილას, შეღამებულზე – მოკლე სახელოებიანი მაისურით მოძრავი უტყვი სახე უკვე განსაკუთრებული და ძალიან უცნაურია დამეთანხმებით ალბათ.
32355c3e9a1dერთ მხარეს ეს მასკულინური წარმონაქმნი ხოლო მეორეზე კი ფემინიზმის ფეხქვეშმთელავი და მაინც კაცებზე ძლიერი ქალის ფიგურა, საკმაოდ საინტერესო თამაშის პარტიას გვპირდება.
პირველი უემოციო შეხება, უსიტყვო საუბარი და გულგრილი ინფორმაციის მიმოცვლა საუკეთესო დასაწყისი არაა და მაინც…

თეთრ ლაზიერს პაიკები არ სჭირდება იმისათვის რომ შავ მეფეს საფრთხე შეუქმნას.

  
***
ყველა თამაში უსიტყვოდ იწყება და მხოლოდ დაძაბულობის რაღაცა ზღვარის გადალახვის შემდეგ იბადება იმის სურვილი, რომ მოქმედებას ხმოვანი განმარტებაც დაერთოს თან.
ყველა სვლას თავისი დრო აქვს , ხოლო ის ვინც ამ დროს ვერ გამოიყენებს - დამარცხებულად ითვლება.
შავი მეფე უმეტესწილად მაინც მამაცია, მაგრამ ყოველთვის საფრთხის წინაშე დგას.
მისი პირველი ქმედებაც ისეთივე უტყვი იყო როგორც ამას სიტუაცია მოითხოვდა. პაიკების გარეშე მარტოდ დარჩენილი თეთრი ლაზიერის ინტიუციისა და ნების იმედად აღმოჩნდა.
ნუ არა მთლად ესეც ნუ ვიტყვით, მცირე ქმედებებიც კი, ყოველი წინ წასული უჯრა მის სასარგებლოდ იქნა მისვე მიერ გამოყენებული .
თამაში დაიწყო, აეწყო და ამ დროს , სრულიად მოულოდნელად  განხორციელებული გრძელი როქი ლაზიერისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, თუმცა დაფაზე ადგილიდან არ დაძრულა…
მთრთოლვარე და ეტლსამოფარებული შავი მეფე ფიქრებს მისცემოდა.
*****
შავი ლაზიერი პაკიების გარმოცვაში თავს არც თუ ისე უსაფრთხოდ გრძნობდა, შავი მეფე ხომ ეტლთან განცალკევდა და მიეცა ფიქრებს – თუმცა ფიქრს მიცემული ყოველთვის იყო , ასეთია მოწოდება მისი.
თეთრი ლაზიერის ნებისმიერი ქმედება მთელს დაფას მოიცავს, თეთრი ლაზიერი ყველაზე თავნება და ძლიერი ფიგურაა . თეთრი ლაზიერის არც ერთი სვლა არ რჩება შეუმჩნეველი და მაინც იქნება გარდე და დაეცემა თეთრი დედოფალი, თუ შამათი და პოზიციებს შავი მეფე დათმობს?
****
მშვიდი სახე ნელა ნელა სხვადასხვა ემოციის ამსახველ მიმიკებს იძენს. იკვეთება დამოკიდებულება და sexy_chess_004პრიორიტეტები, თუმცა ყველაფერი მაინც ცვალებადია .
წარმოიდგინეთ ესეც ხდება რომ თეთრი ლაზიერი და შავი მეფე კოალიციას კრავენ, თუმცა რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს ეს ძალიან მოძრავი ლაზერისთვის და ნელი მეფისათვის?
თამაში მხოლოდ ერთ მხარეს და თანაც მხოლოდ ორი ფიგურით არ მიმდინარეობს.
ხმაურიანი გადაადგილება, საუბრები და სიტუაციები ყველა მოქმედების აუცილებელი თანმდევი მოვლენაა.
***
შავი მეფე კარგად ხედავს ლაზიერისა და მისი პაიკების ურთიერთობას, აკვირდება და ცდილობს ტაქტიკას ჩაწვდეს.
მეფის პაიკები თავაწეულები შეჰყურებენ მას და ელოდებიან მითითებებს, მეფე მაინც ძლიერი სტატუსია რაც არ უნდა იყოს, მაგრამ მატრიარქატი და სხარტი გონება სათამაშო დაფას კარუსელივით ატრიალებს .
მეფის ჩანგლის ტაქტიკა არც თუ ისე სარფიანია, დანაკარგი მაინც იქნება, ლაზიერი კი არაფრის შეწირვას არ აპირებს, მისი პოზიციები უკანდახევასა და დანებებას არ მოიცავს.
***
მეგობრების წრეში თითქოს ყოველთვის ადვილია, სუნთქვა არ გეკვრის , ბევრი ფიქრი არაა საჭირო, ყველაფერი თავისთავად ხდება და მაინც. მონადირის სულის მატარებელი მამრებისათვის ძალიან რთულია გაუთვლელი ნაბიჯების გადადგმა. რთულია ბედს მინდობა, ამ დროს ძიერების შეგრძნებას კარგს მეფე, ამ დროს ჰგონია რომ საკუთარ სიმაღლეზე ვეღარ იქნება, მამრობითი სქესის წარმომადგენლებისათვის დამოკიდებულების ღიად გამოხატვაც კი სისუსტის მაჩვნებელი შეიძლება იყოს.
არადა თამაშის წესები ხომ არ კრძალავს გამოხატვას, არ ზღუდავს შეგრძნებების თავისუფლებას… აქ მხოლოდ სვლების თანმიმდევრობა და მათი დამანგრეველი ძალის შეზღუდვებია დაწესებული, ისიც იმისათვის რომ თამაში ლაზიერსა და მეფეს შორის მეტნაკლებად თანაბარი იყოს.
3d chess
***
ზანტი  ფიქრებს მიცემული მეფე გადაწყვეტლების მიღების დროს კიდევ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული დაფაზე -რომელზე მოქმედებაც უწევს, მსუბუქი ლაზიერი კი არად დაგიდევთ დაფის სიჭრელეს, იღებს იმას რაც უნდა , როცა უნდა და როგორც უნდა.
კიდიდან კიდემდე მისია … ვინ ეცდება  შეწინააღმდეგებას?, მან ხომ ზუსტად იცის როგორ გაიყოლოს ყველა კუ, მხედარი და პაიკების დიდი არმია : )
***
საუბრები დაფის ერთობლივ განკარგვაზეც კი არის, არადა სასაცილოა დამეთანხმებით… როდის ყოფილა თეთრი ლაზიერისა და შავი მეფის თანამშრომლობა დანაკარგების გარეშე გამოსულიყოს ?
***
მიტელშპლის მიაღწია თამაშის განვითარებამ, საჭადრაკო საათი კი წიკწიკს გააგრძობს….

7 comments:

  1. რა საინტერესოა, ისე. ზუსტად რამდენიმე დღის წინ ჭადრაკზე და "ასეთი" ტიპის თამაშზე მქონდა მეგობართან საუბარი.
    არ ვიცი, დემ, თამაში ძაან საშინელებაა. I love opening up and go crazy if u know what I mean. მე მზღუდავს თამაში. ყველას ზღუდავს.

    ReplyDelete
  2. yee i know სოფი მაგრამ მაგასაც აქვს თავისი კაფები ომჰო, თუმცა კაცია და გუნება )

    ReplyDelete
  3. მადლობა, რომ, ბოლოს და ბოლოს, გადამაწყვეტინე, ჭდრაკის დახატვა. ხვალიდან შევუდგები მაგ საქმეს. არდაზარება, არდაზარება და კიდევ არდაზარებაა საჭირო, რომ ყალბი არ გამოვიდეს. ტიტუუუ, რამხელა "პროექტია" :)))

    ReplyDelete
  4. :პირდაღებულიმაცო:
    რაღაცნაირი პოსტია.. ორჯერ მომიწია წაკითხვა.. ^^
    კარგია.. ^^

    ReplyDelete
  5. მოულოდნელად

    ReplyDelete
  6. Anonymous4:57 PM

    This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete
  7. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!