Friday, December 31, 2010

ორი კურდღლის მადევარი, ან იქნებ ჩავანაცვლოთ ერთი კატით

1987 - დავიბადე, ნუ ასე ამბობენ
1988 - ერთი წლის ვარ
1989 - 2 წლის ვარ და ძალიან ანციაო
..........
..........
.........
1992 - სკოლაში მიმიყვანეს

........
1994 - საქართველოდან პირველი წასვლა
........
........
........
1996 - ფარიკაობა დავიწყე

.........
1998 - პირველი მნიშვნელოვანი დანაკარგი -გარდამეცვალა ბებია
1999 - ჭკუა მასწავლეს - დავკარგე მეგობარი
.......
.......
2001 - მეორე დანაკარგი - ბაბუა გარდაიცვალა
2002 - ვხატვდი და აკადემიაში მინდოდა ჩაბარება , არ დამანებეს
2003- ჩაბარება გადაწყდა - იესემში
2004 - ჩავაბარე (იიშ)

.......
.......
2007 - მივხვდი რა ძნელია მიზნების მიღწევა, ძალიან ძნელი, მაგრამ მაინც მთავარია მოინდომო
2008 - ყველას ჯინაზე დავამთავრე ინსტიტუტი
2009 - ცხოვრების გემოს და სიტკბოებას ვამუღამებ...
         -პატარა და გამიჩნდა.

2010 - ჭკუას ვერ ვსწავლობ მაგრამ მაინც ძალიან შეიცვალა ბევრი რამე.
        - ჩემი ორი კურსელი გარდაიცვალა, ძალიან მტკივნეული, მოულოდნელი და საზარელი იყო .

        - დიდი ბებიის მადლობელი ვარ, ესტონეთის მოქალაქეც გავხდი
2011 - მოლოდინის რეჟიმი ჩართულია!








Sunday, December 26, 2010

შუშის მიღმა ჩაბუდებული საახალწლო სული

ახალი წელი იმიტომაა კარგი და გასახარებელი, რომ ახალია.

საერთოდაც კიდევ ერთი მიზეზია იმისათვის რომ გამოამჟღავნო სიყვარული, სითბო და კრეატიულობა.

თბილისი თითქოს საახალწლო სულით გაიჟღინთა, ქუჩები ლამაზადაა განათებული (ნუ სილამაზე ფართო და ფარდობითი ცნებაა, მაგრამ მაინც) მაღაზიის ვიტრინებიც მორთულია, თუმცა აი ზუსტად ამ ბოლო პუნქტზე მინდა მოგიყვეთ რაღაც.

საქართველოში არც თუ ისე ცოტა ბრენდ მაღაზია და მიღებული ნორმა-სტანდარტების გამტარებელი ფირმაა უკვე, თუმცა მათი უმეტესობა მგონი მაინც ვერ ხვდება იმას, რომ ახალი წელი და მისი წინა პერიოდი საუეთესო საშუალებაა გაყიდვების გაზრდისათვის. ვერც ერთი მაღაზიის მეპატრონე მგონი ვერ იაზრებს იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კარგად მორთული ვიტრინა დამატებით  ხალხის  მოსაზიდად და რაც უფრო თვალწარმტაცია ვიზუალურად მისი დაწესებულება უფრო მეტ ადამიანს ამახსოვრდება ან აინტერესებს იგი.

გაიხსენეთ თუნდაც ერთი კარგად მორთული მაღაზია და მისი ვიტრინა თბილისში?

ვერ იზავთ მაგას, იმიტომ რომ ეგეთი უბრალოდ არ არის.

აი ესენი გადავიღე ორი დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა უბანში:

shops

არავინ მითხრას რომ ამ კომპანიებს არ აქვთ საკმარისი ფული იმისათვის რომ თავს უფლება მისცენ კრეატიული დეკორაციების გაკეთებისა.

რატომ არ შეიძლება რომ თბილისშიც იყოს აი ასეთი საახალწლო ვიტრინები მაგალითად?

5204752079_4404c66516 1204587 xmas10-hermes-1 163089_477795229774_318223834774_5964065_7510977_n52807-black-friday  164426_477795024774_318223834774_5964053_7626060_n

ან რატომ არ ტარდება საქართველოში (ისევე როგორც ნიუ იორკში) საახალწლო მორთულობიანი ვიტრინების კონკურსი?

მოკლედ მე პირადად (თუ ქალაქის ზოგიერთი უბნის მორთულობას არ ჩავთვლით) თბილისური დეკორაციები სულ არ მიქმნის დღესასწაულის შეგრძნებას რაც ძალიან გულდასაწყვეტია, არადა ასეთი მაღაზიები ხომ ღიმილს და აღფრთოვანებას უნდა იწვევდეს….

ეხ.

გილოცავთ დამდეგ 2011 წელს ყველას!

პ.ს ვგონებ ახალ წელს საინტერესო პოსტით შევხვდებით :)

Sunday, December 19, 2010

☺M☻

 

 

 

მის ამაყ სახეს მზე ანათებდა, სიკვდილზე ძლიერი ეგონა თავი…

Monday, December 06, 2010

მკვლელობა არავის შერჩება!! დავისჯებით!

„ტყე შეუნახე შვილებსა,
მამა ხარ, შენი ვალია,
ტყეებს ნუ კაფავ ძმობილო,
ტყე გაშიშვლდება, ბრალია,
ია და ვარდი გახმება,
...ფესვებს მოუთხრის ქარია...

 

ყოფილხართ როდესმე ბახმარო - ადიგენის გამყოფ ქედზე? გადაგივლიათ ტყე რომელიც ტყე აღარაა?

იცით რას აკეთებენ ადამიანები იმისათვის , რომ ტყე განადგურდეს და გაჩნდეს აუცილებლობა ხის მოჭრის?

  1d12b9b008ce    

ბახმაროს გარშემო მთელი ტყეები განადგურებულია და კიდევ გრძელდება ეს პროცესი. ყოველ მეორე ხეს ქერქი აქვს შემობრდღვნილი (დიახ ,ზუსტად ეს სიტყვა ასახავს მდგომარეობას) და ზედ ნავთი, თუ ბენზინია მისხმული, იმისათვის რომ ხე იმაზე მალე გახმეს ვიდრე საჭიროა. შემდეგ კი ვიღაც იდიოტები მივლენ , ელექტრო ხერხს ჩართავენ და მშვიდად გაავლებენ მუსრს ნახევარ ქედზე ძლივს გაზრდილ 100 წლოვან ტყეს.

რამდენჯერაც სადმე ვყოფილვარ ლაშქრობაში, არ მახსოვს როდისმე შემთხვევა რომ ნაგავი მთელი ამდენი კილომეტრი უკან არ გვეთრია. რაც იწვებოდა (ქაღალდები, ბიჩოკები,საჭმლის ნარჩენი და მსგავსი) იმათ ვწვავდით ხოლო პლასტმასები, პოლიეთილენის პარკები და ასეთი არალპობადი რამეები უკან მოგვქონდა.

598cce898a7b

ჩემამდე არ დადის ის თუ როგორ შეიძლება გაანადგურო გარემო, რომელიც ასეთი ლამაზია, მაგრამ დავანებოთ სიმალაზეს თავი…. როგორ უნდა გაანადგურო გარემო რომელიც გკვებავს და გაწვდის ჟანგბადს?

მესმის რომ ზოგჯერ ქალაქში სრულიად გაუზარებლად ან გამოუვალი სიტუაციის გამო დაგვიგდია რაღაც , მაგრამ ეგ კიდევ არ ითვლება იმხელა დანაშაულად, რადგან ქალაქს ამდენი ათასი დასუფთავების მუშაკი ჰყავს, რომელიც ყოველ დღე ადევნებს წესრიგს თვალს (თუმცა ეს დანაგვიანების გამართლება მაინც არაა) ხოლო რა ქნას უბედურმა ქედმა, რომელზეც 100 წელიწადში ერთხელ თუ გამოჩნდება ვიღაც, და ისიც ალბათ ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელიც არც კი ფიქრობს იმაზე რომ იქ დაგდებული პლასტმასის ბოთლი პირველად მასზე და მის ოჯახზე იქონიებს გავლენას და მერე მიაღწევს ეს ცუდი სიტუაცია ქალაქებამდე.

მიკვირს ის თუ რატომ უკვირთ ადამიანებს ბუნებრივი კატაკლიზმები? დედამიწა სამაგიეროს გვიხდის და ძალიან დამსახურებულადაც! ვჭრით ხეებს და ამიტომ ჩნდება მეწყერი, ვაზიანებთ ოზონის შრეს და გვემართება კიბო, ვაბინძურებთ ნიადაგს და აღარ გვაქვს საკვები, ვწამლავთ ცხოველებს და მერე მათგან გვედება ათასი დაავადება!

მეტის ღირსები ვართ!! სულ უნდა გადავშენდეთ მე თუ მკითხავთ!

მესტიაში (არადა რა ლამაზია მთლიანად სვანეთი) ერთგან მდინარის კალაპოტში იმდენი ნაგავი იყო ჩაყრილი - გლდანის ნაგავსაყრელს რომ სცოდნოდა და ენახა გულით შეშურდებოდა ალბათ! არადა რატომ? გეკითხებით – რატომ უნდა გააკეთო ისე რომ ულამაზესი ბუნება, მდინარის კალაპოტი და საერთოდ გარემო დაამახინჯო და დაანაგვიანო? შექმნა ეკოლოგიური კატასტროფის პირობები??

ნაგავი

ან ნუთუ არავის არასოდეს მიგიქცევიათ ყურადღება რომ ზოგიერთ რეგიონში დიდ ქალაქებს შორის ცელოფნის პარკების ”ბუნებაა” ხოლმე? ხეებს ფოთლების მაგივრად ფერად - ფერადი ნაკუწები ჰკიდია ტოტებზე , მიწაც დაფარულია ხოლმე ცელოფნითა და პლასტმასით?

ამით ხომ არა მხოლოდ ფლორის , არამედ ფაუნის წარმომადგენლებიც ზარალდებიან და იხოცებიან? მათ უქრებათ საკვები, ნიადაგში ჩაფლული პარკები და პლასტმასები მათი ბუნაგების გაკეთებას უშლის ხელს და რავიც კიდევ რამდენი უბედურება მოსდით…

764e62f3a0da00113_1270799235_gnvsh

მაინტერესებს არსებობს ორგანიზაცია რომელიც დამეხმარება აქციის მოწყობაში, სადაც ყოველ  ათეულ ან ასეულ პარკზე, რომელსაც სხვადასხვა ადგილებში მოაგროვებენ ადამიანები- მათ გასამრჯელო გადაეცეთ? ან ნუ დამეხმარება მე , ისე გააკეთოს რომელიმე ორგანიზაციამ მსგავსი აქცია!!

მოკლედ ნუ დაყრით ნაგავს, ნუ შეუწყობთ ისედაც ნახევრადმკვდარ გარემოს ბოლომდე დალიოს სული! ბოლოს და ბოლოს ლამაზი ფოტოები ხომ მოგწონთ და ვოლფეიფერებად ხომ იყნებთ??!! მიეცით სხვებს საშუალება გადაიღონ მსგავსი ფოტოები, სხვა თუ არაფერი!!!

gallery_540_34_1287994391gallery_24495_34_1289766527

Friday, December 03, 2010

ბლოგზე მიმდინარეობს რე-ჩორვენიზაცია

ჰოდა მოკლედ ფრთხილად იყავით.

 

სადმე თუ თხრილი შეგხვდათ ფეხი არ დაგიცდეთ!! მოერიდეთ მაღალი სიმაღლიდან ჩამოვარდნილ პოსტებს და ვიჯეტებს!

 

მე გაგაფრთხილეთ და ჭრელი ლენტი არ მაქვს ბლოგს წრე რომ შემოვავლო!!!

reconstruction_by_ninhol