Tuesday, November 30, 2010

გაი*ვეს დაცვის ბიჭებმა!

აღშფოთებული ვარ უკვე რა ხანია, მაგრამ აქამდე თავი ვერ მოვაბი ამ პოსტის დაწერას.

ესეიგი მეგობრებო - მე არ ვიცი ვის ექვემდებარებიან ქალაქში არსებული დასასვენებელი სკვერ-პარკები და გამწვანებული ტერიტორიები , ალბათ მერიას, ხოლო იქ ”მომუშავე” დაცვის ბიჭები ამ სკვერების მეთვალყურე  ”უფროსობას” არა?

თუ ეს იერარქია ამ პრინციპითაა აწყობილი, მაშინ მერიიდან ქვემოთ ყველა დასახოცი და თავდაყირა დასაკიდებელია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა დაცვის ბიჭები.

არ ვიცი თქვენ შეგმთხვევიათ თუ არა სიტუაციები რომლებშიც მე ვარ მოხვედრილი.

მაგალითად:

მუშტაიდის პარკში სცენასთან ამფითეატრის სტილში განლაგებულ სკამებზე ვისხედით ერთ რიგში ბევრი ადამიანი, ერთ ერთ წინა რიგში ვიჯექი, გვერდულად და ფეხები შემოკეცილი მქონდა სკამზე [თუმცა ფეხსაცმელი დასაჯდომ ნაწილზე არ მეწყო, ჰაერში ვაქანავებდი]. ამ დროს მოენთო ჩემთან ორი დაცვის ბიჭი და მეუბნებიან

- გასწორდი ეგრე ჯდომა აკრძალულია.

მე ვეკითხები:

- როგორ ეგრე ? მე ფეხებით არ ვსვრი და არ ვაფუჭებ სკამს.

-არ შეიძლება და მორჩა, შემოტრიალდი.

ძალიან გავცეცხლდი და ისევ ვეუბნები:

-იქნებ წარმომიდგინოთ წესები სადაც აკრძალიალულია ამ პარკში სკამზე გვერდულად ჯდომა მეთქი.

ამაზე ისინი მპასუხობენ რომ რომ ეგრეა და ბევრს ნუ ვლაპარაკობ.

ამ ისტორიაში პირველი გამაღიზიანებელი იყო მათი ტონი პირველად რომ მოვიდნენ, მეორე ის რომ გებლატავებიან და ჰგონიათ რომ შენზე რამით მაინც უკეთესები არიან და ბოლოს წარმოდგენა არ აქვთ არანაირ წესსა და უფლება - ვალდებულებებზე.

მეორე ისტორია ვერის პარკში საღამო ხანს შემემთხვა.

ამ პარკის ერთ მიყრუებულ ნაწილში ვიჯექი მეგობართან ერთად , უფრო სწორად ის იჯდა მე კიდევ ნახევრად მასზე მიყუდებულ- დაწოლილი, მისკენ ზურგით ვიყავი. (მინდა გაცნობოთ რომ არც ზასაობას და არც მსგავს კიდევ უფრო პიკანტურ ქმედებას ადგილი არ ჰქონია თორე ალბათ დაგვიჭერდნენ კიდეც, არც ფეხები მქონდა აწეული, ისინი მიწაზე მეწყო მშვიდად) ამ დროს ისევ მოენთო ჩვენთან ორი, თანაც მთვრალი დაცვის ბიჭი.

- პარკში სკამზე წოლა არ შეიძლება.

რაც შემეძლო მშვიდად ვპასუხობ (და თან უკვე წამოვჯექქი)

- რომელი წესების მიხედვით? და თანაც მე არ ვწევარ , იქნება მანახოთ სად წერია მსგავსი რამე?

- არ წერია და მე რომ გეუბნები ეგრეა გაიგე?? – მპასუხობს ისე უხეშად რომ ჭკუიდან გადავდივარ.

- თქვენი სახელები მითხარით თუ შეიძლებათქო და ამოვიღე ბლოკნოტი რომ ჩავიწერო

ცოტა კი შეცბნენ და რად გინდაო მკითხეს .

- ჩემთვის თუ წოლა არ შეიძლება სკამზე, თქვენთვის ალბათ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დალევა არა??

ამის შემდეგ კიდევ ბევრი იბლატავეს და ბოლოს წავიდნენ.

 

იცით რაშია საქმე? თუ მართლა არ შეიძლება ეგეთი რაღაც, მაშინ ან ამ დაცვის ბიჭებს ამოუბეჭდონ ეს წესები რომ მე და ჩემნაირებს ცხვირზე აგვაკრან და სალაპარაკოდ არ გავიხადონ ეს ყველაფერი, ან პარკში აბრები ჩამოკიდონ (რა გაუხდათ მილიონებს სისულელეებში ხარჯავს მერია და) ან ამ დაცვის ბიჭებს ცოტა კარგად აუხსნან რისი უფლება აქვთ და რისი არა , ან როგორ ესაუბრონ პარკის ვიზიტორებს.

ისე ამ ინციდენტების შემდეგ შევამოწმე და :

  • თუ შენ ზიხარ სკამზე, ორივე ფეხი აკაპიწებული გაქვს და ფეხსაცმლის ძირი გიდევს დასაჯდომ ადგილზე – ხმას არ გცემს არავინ, საერთოდ . ზედაც არ გიყურებენ
  • თუ შენ ზიხარ პარკში და გულიანად იფურთხები მზესუმზირის ან სხვა რამის ნარჩენებს , ან სულაც ნერწყვის დიდი გუბეებით ავსებ გარემოს – ეგეც არავის ადარდებს და ხმას არ გცემენ.
  • თუ შენ ცარიელ სკამზე ზიხარ მარტო და ისე აკეთებ რომ შენს გვერდით ვერავინ ჩამოჯდება და ამას აკეთებნ გამიზნულად – ესეც არავის ადარდებს.

ხოდა მაშინ მითხარით ეხლა მე – არიან თუ არა ეს დაცვის ბიჭები ###-ბი??

uniInc.php

იცით რატომ მგონია რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ამ ბიჭების ამბიციის ბრალია??

კიდევ ერთი ისტორია შემემთხვა როდესაც ეთნოგრაფიულ მუზეუმში (არტ გენის დროს) მოვიდა დაცვა ჩემთან და ჩემს მეგობრებთან და გვითხრა : ”ბალახზე ნუ ზიხართ გაზონი ფუჭდებაო”,(გაზონი თურმე გაუკრეჭავი ყელამდე ბალახია, რომელიც უაზროდ არის დაგაწოლილ გადმოწოლილ და 1000 ხვიარით გავსებული) მე ვკითხე აბა სად წავიდეთ მეთქი და ეგ ჩვენი საქმე არაა დირექტორის ბრძანებააო.

გავცეცხლდი, მივენთე სალაროში და დირექტორი ვინაა და სად ვიპოვნო მეთქი, იქვე მიმითითეს – აი იქ ზისო.

შევედი ამ კაცთან და ვკითხე რატომ გასცა ასეთი ბრძანება და რა უნდა გვექნა ხალხს, ის ტიპი გამოშტერდა – ვინ გითხრა ეგეთი სისულელე, ეგრეც რომ იყოს არტ გენზე მსგავს განკარგულებას ვერ გავცემდი ორგანიზატორებთან კონტრაქტი მაქვსო.

გამომყვა იმ დაცვასთან და ისეთი დაახურა თავზე ყველაფერი, რამდენს ბედავთ ვინ მოგცათ უფლება ჩემი სახელით რაღაცეების გადაწყვეტისო. ხოდა აი ზუსტად ამიტომ მგონია რომ ეს დაცვის ბიჭები უბრალოდ თავზე იჯვავენ. ჰგონიათ რომ რადგან ფორმა ჩააცვეს და რაღაც უფლებები მისცეს შეუძიათ რაც მოეპრიანებათ ყველაფერი აკეთონ!!

ასე რომ მერიამ და პარკების დირექტორ - მეთვალყურეებმა მიხედონ სასწრაფოდ ამ საქმეს ჯობია.

[ ვერანაირი ცხელი ხაზის ნომერი ვერ მოვიძიე ამ საკითხზე თორე დარეკვას ვაპირებდი]

Wednesday, November 24, 2010

ბურძგვლები და აღფრთოვანებები

აქ რაიმე დამაინტრიგებელი შესავალი უნდა ყოფილიყო

იცით რა არის? მე ვიცი, რომ ადამიანებს ბევრი რამე ახარებთ : ) ყველას სხვადსხვა რაღაც , თუმცა ძირითადად მაინც ერთი და იგივე პუნქტები არის ხოლმე ყველა ჩამონათვალში.

ხოდა აი რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი რა იწვევს ჩემში თავბრუს ხვევას, ყმუილისა და ჭყლოპინის სურვილს, რა მაიძულებს ვცმუკავდე ადგილზე და სიამოვნებისაგან ხელებს ვიფშვნეტდე.

გადავწყვიტე პატარა სია გავაკეთო:

  1. ყველა ფრაზა რომელიც იწყება ”შენთვის რაღაც მაქვს” ან ” შენი საჩუქარი მზადაა” [ეს უკანასკნელი კუდამ მითხრა რამოდენიმე დღის წინ ♥] P1130861
  2. ნისლიანი და მოღრუბლული , რუხი ამინდი დილით , როდესაც იღვიძებ და ფანჯრების მიღმა გხვდება სიტუაცია რომელიც გამცნობს – ზამთარია, გულიანი და გემრიელიP1080340
  3. მოლოდინის შეგრძნება – როდესაც უცდი საკუთარი ქმედების შედეგს, უცდი ადამიანებს ან მათ რეაქციას
  4. სტუმრიანობა მიყვარს – ჩემთან თუ სხვასთან არ აქვს მნიშვნელობა.
  5. საინტერესო მიწვევები მიყვარს - საინტერესო დღესასწაულებზე
  6. წინასამგზავრო არეულობა ჩემში ახალ ადამიანს ბადებს
  7. კარავში გაღვიძების შეგრძნება არის ყველაზე გამაოგნებელი ყველა გაღვიძებას შორის
  8. მზის ამოსვლა მიყვარს ყველგან და ყოველთვის და მასთან ერთად ეს სიმღერაც - ”და აი მოვიდა მზეეე”P1100490
  9. მეგობრების გახარება – ისეთი მაგარი შეგრძნებაა რომ ცმუკვა რაღაა და ფრენასაც ვსწავლობ
  10. შორ გზაზე [მანძილზე] მანქანით და სასიამოვნო მუსიკით, უჩუმრად გადაადგილება (საბოლოო დანიშნულების პუნქტის არ არსებობის შემთხვევაშიც კი) უკიდეგნო სიამოვნებაა.
  11. რამე საინტერესო (ჩემებური) გემრიელობების მომზადება განსაკუთრებულად მაღტკინებს : )

ამ დროისათვის სულ ესაა რაც უცებ გამახსენდა და რამაც შთამბეჭდა ♥

გამიზიარეთ თქვენი ბურძგვლის მიზეზები , იქნება და მეც მაქვს მაგრამ არ გამახსენდა…

Friday, November 19, 2010

მზიანი ქუჩა უცხო ქალაქში

ჟღალი თმა და ღია ფერის თვალები მომღიმარ სახეს მუდამ მზისფერ ელვარებას აძლევდნენ.

უცხო ქალაქის (უკვე ნაცნობ მაგრამ მაინც ) უცხო ცის ქვეშ ამაყად დააბიჯებდა ყოველ საღამოს, ისე უბრალოდ მიმართულების გარეშე…

ტკბებოდა იმით რაც ჰქონდა , ან არ ჰქონდა, მაგრამ უნდოდა … ტკბებოდა იმით რომ იყო , რომ მარტო არ იყო… იმითაც ტკბებოდა რაც წინ ელოდა – სადღაც მომავალში…

მისი გაცნობა არ მეღირსა, მაგრამ მე მუდამ თვალს ვადევნებდი მას, პატარა სარკმლიდან - რომელშიც მთლიანი სურათი თუ არა  მისი პატარა  ნაწილები მაინც ჩანდა.

ზუსტად აქედან მქონდა წარმოდგენა მის ცხოვრებასა და ხასიათზე.

ეს გოგონა ყოველთვის ისე მოძრაობდა ქუჩაში თითქოს რაღაც ჰაეროვანს ჰყავდა ატაცებული და დააფარფატებდა.

far_off_memories__by_ShortAxel

მისი ცხოვრების დეტალები და ისტორიები არასოდეს მომისმენია, უფრო სწორად მათზე მქონდა ძალიან, ძალიან ზედაპირული წარმოდგენა დ გასაოცარია რამდენად ემოციურია და განსაკუთრებული ამ ადამიანის დამოკიდებულება ყველაფერი იმისდამი რასთანაც ნათესაურ კავშირს გრძნობს…

ისე ამ ადამიანს შემყურე ყოველთვის ვფიქრობ რომ ცხოვრების მცდარი და უცნაური გზები არ არსებობს, ყველა გზა რომელსაც ჩვენ თვითონ ვირჩევთ და მივუყვებით საუკეთესოა – იზიარებს ამას დანარჩენი სამყარო თუ არა. ყველა ქმედება არის საფუძველი და ბიძგი ჩვენი მიმართულებისა (მიზნისკენ თუნდაც).

ადამიანი   რომლისთვისაც ცხოვრება დიდი გამოცდაა , თამამად მიჰყვება ეკლიან ბილიკს…

საინტერესოა საიდან მოდის, სად მიდის და სადამდე მივა წითური , გაბრწყინებულ სახიანი გოგო, რომელსაც უცხო ქვეყნის , უცხო ცის ქვეშ დიდი ფერადი ქოლგა უჭირავს, თავაწეული მიუყვება სველ ქუჩას და ამინდის მიუხედავად მომავლის ნათელ გეგმებს აწყობს….

(პოსტის მუზა Sophie Sunny Golden)

Saturday, November 13, 2010

13♀23

რიგით მეათე თვეა, მაგრამ არაფერი არ ხდება.

რა თქმა უნდა ეს უკვე შეშფოთებას იწვევს, ყოველთვის ასეა – როდესაც დათქმულია ვადები, ყველანაირი გადაცდენა საკმაოდ დიდი დისკომფორტია.

ბადრიჯნისფერთმიანი ქალი მშვიდად დააბიჯებს ოთახიდან ოთახში, თითქმის არაფერი ანაღვლებს, უფრო სწორად ანაღვლებს ყველა ის მოვლენა რაც უნდა გაიაროს და გადაიტანოს , მაგრამ სხვა გამოსავალი არაა, დათქმული ვადები თავისას შვება.

მაღალი აგურის შენობაში ბევრი ხალხი დადის, თითქმის ყველა საქმიანია, გულშემატკივრებისა და უბრალოდ გზააბნეული ვიზიტორების გარდა.

ბადრიჯნისფერთმიანი ქალი , რამოდენიმე ადამიანის თანხლებით დიდი ოთახში შედის, სადაც ყველაფერი მზადაა მთელი პროცესის დასასრულამდე მიყვანისათვის.

ორი თეთრხალათიანი ახალგაზრდა ქალბატონი საჭირო ხელსაწყოებს ამზადებენ, აგერ პირველი ჩხვლეტაც გაკეთდა, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, ყველაა მშვიდადაა და ელოდებიან მოვლენების განვითარებას.

მესამე და მეოთხე ჩხვლეტის შემდეგ სიტუაცია იძაბება, ოთახში შემოჰყავთ მკაცრი, თეთრებში ჩაცმული კაცი , რომელიც ბადრიჯნისფერთმიან ქალს გულდასმით ათვალიერებს, კარგად ეცნობა და ამბობს რომ აგვიანებენ, უფრო სწორად პროცესი ისევ ჭიანურდება.

ნელა ნელა ბადრიჯნისფერთმიანი ქალი იძაბება , იძაბება და თეთრებში ჩაცმული კაცის უკან დაბრუნებას ითხოვს. მის სხეულში უკვე აქტიური მოქმედებები იწყება, ბრძოლის ველს ემსგავსება ცოტა ხნის წინ ასეთი სიმშვიდით დატვირთული ოთახი.

ქალს სპეციალურ მაგიდაზე უთითებენ , თუმცა თეთრხალათიანი ქალებიც იქვე არიან და უკვე შორს აღარ მიდიან, პროცესები გააქტიურდა, მთელი პერსონალი მზადყოფნაშია, ბადრიჯნისფერი თმები ქალს უკვე ყალყზე აქვს და მთელი მისი სხეული განიცდის პროცესების მიმდინარეობის სიმძაფრეს….

დრო იწელება , იწელება თუმცა აქტიური მოქმედებები აღარ წყდება და აი სადაცაა სრული პროცესი შეიკვრება, სულ ცოტა დარჩა მაგრამ არა….. ყველა დასაწყისი ხომ არ სრულდება ბედნიერად და ექსცესების გარეშე?

პროცესი უცებ გაიჭედა, გართულდა და თეთრებში ჩაცმული კაცის აქტიური და გადამწყვეტი ქმედებების დრო დადგა, მანაც რა თქმა უნდა ყველა არსებული და არ არსებული ხერხი და ხელსაწყო მოიშველია, ცოტა ყველა დაიძაბა, არა კიდევ უფრო დაიძაბა და აიიი….

არის , დასრულდა….

და მე ღრმად ჩავისუნთქე პირველად ცხოვრებაში და ფილტვებიდან გამკივანი ღნავილი ამოვუშვი : )

გამარჯობათ , მე წელს უკვე 23-ედ დავიბადე და მადლობა დედა! [იმედია 23-ედ არ გიწევს ამ ყველაფრის გახსენება და განცდა]

 

 patara me22

 

update :

პირველად მე მგონი დაბადების დღე მქონდა უზარმაზარ რესტორანში, ძალიან ბევრი ხალხით. მართალია ეს ხალხი ყველა ჩემი ნაცნობი არ იყო და მე იქ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს 50 კურსელს ”ვეაბშენიებოდი” , მაგრამ მართლა ძალიან, ძალიან, კარგი იყო.

ძალიან ძალიან ამაჩუყა ტორტმა, რომელშიც პატარა ვარდისფერი სანთელი იყო დარჭობილი და დაბადების დღის სიმღერამ ♥

ძალიან, ძალიან ბევრი ჩახუტება შემხვდა წილად ყველაზე მეტი რა თქმა უნდა, როგორც იუბილარს.

ძალიან ძალიან ამაჩუყა ბიძაჩემის და მისი ოჯახის ზარმა ახლა ჩვენც შენს დაბადების დღეს აღვნიშნავთო♥

კიდევ ძალიან ძალიან ძალიან ბევრი ადამიანის მოლოცვამ… დაბადების დღეები (ვისიც არ უნდა იყოს) ხომ ჩემი საყვარელი დღესასწაულია და თანაც მხოლოდ წელიწადში ერთხელ [მე ყოველთვის მესმოდა კარლსონის]

მოკლედ 13 ნოემბერი ძალიან აჩუყებული დღე მქონდა ♥

პ.ს ამდენი სიტყვა ”ძალიან” დიდი ხანია არ მიხმარია

Friday, November 05, 2010

♥♥ სექსტრემი ♥♥

-ნუ მკბენ რა.

-არ გკბენ, გეფერები – გამეცინა.

- აბა ეს კბილების კვალი რა არის? – მიბღვერს.(არადა რა ფსევდო სიბრაზეა თქვენ არ იცით)

- მოფერება, ხომ გითხარი უკვე – ახლა უკვე ვფხუკუნებ, რა კეთილად ბრაზდება თქვენ არ იცით.

- კარგი რა, ჯერ ერთი მტკივა და მერეც კიდევ ფაქტები რჩება- ისევ მიბღვერს.

- მერე და უმალავ ვინმეს რამეს? – ვწევ წარბს და ვითომ პასუხი არ ვიცი ვიღუშები

- არა , მაგრამ ცუდად ჩანს, პულავერის საყელო ვერ მალავს და ჩვენთან ოთახში რომ მარი ზის ის დაყვლეპილი მიყურებს ხოლმე – თავს იმართლებს

- მერე და გაუზიარე გამოცდილება, ცოდო არაა მხოლოდ შენი ნაკბენების ყურებით რომ კმაყოფილდება? – დავცინი და ველოდები როდის აფეთქდება.

- იცი რა ეხლა განახებ მე შენ როგორია როცა დაყვლეპილი თვალებით გიყურებენ – მკვეთრი მოძრაობით ჩემკენ იხრება და დიდ პუფზე მაკრავს.

*****

 we_stopped_caring_by_domsplinter-d30kjha

წინააღმდეგობა არ გამიწევია, ძალიან ნაზად მკბენდა ყელზე, თუმცა ეგ არ ეყო და ახლა ყურის ბიბილოზე გადავიდა , თუმცა კბენები მერე აქტიურ მოფერებაში გადაიზარდა.

წინააღმდეგობას ვერ ვუწევ, სულ ასე იცის… დაიწყებს და დარწმუნებულია, რომ თავიდან ვერ მოვიცილებ. მოფერება არასოდეს ჰბეზრდება, ისევე როგორც ჩემთან ერთად ექსტრემალური სექსი.

თუმცა მართალია ექსტრემი ძალიან ფარდოფითი ცნებაა და ყველასთვის სხვადასხვა რამეს მოიცავს მაგრამ მაინც, წარმოუდგენელი ადგილები და სიტუაციები ჩვენი ”კანიოკია” როგორც იტყვიან.

მისი მოფერება უფრო და უფრო აქტიური გახდა, ჩემი მაისურიც -უფრო სწორად თხელი პულოვერი -ნელა ნელა ყელისკენ ისე აცოცდა ვერც კი გავიგე .

ჩვენი სხეულების სიმხურვალემ პიკს მიაღწია, მძიმედ დავიწყეთ სუნთქვა, მოძრაობები უფრო აქტიური და სწრაფი გახდა. სიტუაცია შეიცვალა, პოზაც…

მე მას ზემოდან მოვექეცი, მის ტანსაცმელის ნაწილიც ელვისებურად გაქრა და ახლა უკვე მძიმე სუნთქვასთან ერთად გაურკვეველი ბგერების კორიანტელიც დავაყენეთ… ისედაც ცხელ გარემოში ჩვენი სხეულის ტემპერატურის შეჯახებისას კანი  წვრილი ცვრით დაგვეფარა, თუმცა ამან შეგრძნებები და სურვილები კიდევ უფრო გაამძაფრა.

ეს იყო აქტიური სექსი მინიმალური მოძრაობებით, ეს იყო სიამოვნება არა მხოლოდ ქმედებისგან , არამედ იმის გააზრებისაგანაც რომ ჩვენს გარშემო კიდევ ბევრი რაღაც ხდებოდა…

არ გავჩერებულვართ, არ დავფიქრებულვართ, არ შეგვიწყვეტია…

*******

- განძრევის თავი აღარ მაქვს – ვეუბნები და ტანსაცმელს ვისწორებ, უფრო სწორად კისერზე შემოგრაგნილ პულავერს ქვემოთ ვექაჩები

-მეც , კიდევ? – მეკითხება და გამომცდელად მიყურებს…

- არაა, ვწელავ პასუხს

-ასე საინტერესო აღარაა – და ვიწყებ გარშემო ყურებას…

….წასვლის დროა Dance Floor დაცარიელებულა, თითქმის აღარვინ დარჩა და მუსიკაც ძალიან ხმადაბლა უკრავს )

Empty_Tuesdays_by_meatnerd